საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს 1-ელ თებერვალს დაუპირისპირდება.

გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ ზიგო დომის არენაზე ივარჯიშა. ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს დაახლოებით ათასი გულშემატკივარი დაესწრება.

31 იანვარს ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია კვლავ ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „განწყობა კარგია. გვაქვს საბაბი, რომ თავაწეულებმა ვითამაშოთ. ბიჭებმა მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაგვეხმაროს. როცა ამაყი ხარ, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ითამაშო.

რუსეთის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ყველას გვესმის, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება. შევისწავლეთ რუსეთის პლუსები და, ჩვენთვის სამწუხაროდ, ძალიან მცირე მინუსები. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ, რათა მაქსიმალურად ჩავერთოთ თამაშში და ვაჩვენოთ, რომ მოედანზე ჩვენი მხრიდანაც იმყოფება ძალა.

ზვიად კუპატაძე მზადყოფნაშია, ხოლო ელისანდრო დღეს ივარჯიშებს და თავად შეამოწმებს, შეუძლია თუ არა თამაში. იმედი გვაქვს, ის ჩვენთან ერთად იქნება მოედანზე.

დიდი გზა გავიარეთ აქამდე. კიდევ ერთი ისტორია დავწერეთ ქართულ ფუტსალში. ხვალინდელი მატჩი ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. ამდენი წლის შემდეგ ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს ითამაშებენ. სასწაული გრძნობაა და ყველას გათავისებული აქვს, რა დონის მეტოქე გვყავს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე, სხვა გზა არ გვაქვს. ზედმეტი წნეხიც მოხსნილია, რადგან ნაკრები რვა საუკეთესო გუნდშია შესული. საინტერესო გამოწვევაა, რათა ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და რამდენად მზად ვართ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ.

გულშემატკივართა კონკრეტული რაოდენობა არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მინიმალური შანსის შემთხვევაშიც, ქომაგები აუცილებლად გვერდში დაგვიდგებიან. პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც უნდა იმოქმედოს ამ ფაქტმა ჩვენზე, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნებას“.

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზადებით მეოთხედფინალისთვის. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი“.

შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „ესპანეთთან მძიმე მარცხი უკვე წარსულია. გუნდში კარგი განწყობაა. ვიცით, ვისაც ვეთამაშებით და ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, მეოთხედფინალში მონაწილეობა. ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ვფიქრობ, მოწინააღმდეგე ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. განვიხილავთ თამაშებს. ვეცდებით, მათ თამაშში არ ჩავერთოთ და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ. ასეთ გრანდთან სათამაშოდ მაქსიმალური ბრძოლა და იღბალი დაგვჭირდება“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

ნაკრებთან ერთად ამსტერდამში კიდევ სამი ფეხბურთელი იმყოფება - ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო)

1-ლი თებერვალი - ამსტერდამი | მეოთხედფინალი

20:00. რუსეთი - საქართველო

23:00. ესპანეთი - სლოვაკეთი

საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

თეიმურაზ კვიტაიშვილი
როგორც გულშემატკივარი, დიდი ხანია ვადევნებ თვალს ჩვენი გუნდის ჩამოყალიბებას! 0-დან მეოთხედფინალამდე!!! მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის!!! მაგრამ ესპანეთმა მიწასთან გაგვასწორა...სამწუხაროდ რუსეთი ერთ ერთი უძლიერესი გუნდია და წინასწარ, უაზრო, დაუსაბუთებელი ბაქი-ბუქი არ ღირს.ღმერთი ჩვენსკენ და მთელი გულით და სულით ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!!!
დავით 67
ჰოკეიში განსაკუთრებით,არ მობეზრდათ ეს ილუზიებში ცხოვრება? ერთი გუნდური სახეობა მითხარი რომელშიც ჩვენ რუსეთს მოვუგებთ, უბრალოდ სად რომელ სპორტში ( გუნდური) გვაქვს უპირატესობა. ორი არ მინდა ერთი მაინც მითხარი რაგბის გარდა. რაგბს სულ 30 ქვეყანა თამაშობს ისედაც.
giorgi janikashvili
შარშანწინ რამდენს ბაქი-ბუქობდნენ მოსკოვის ,,დინამო" რამდენ გოლსაც უნდა იმდნს გაუტანს თბილისის ,,ლოკომოტივსო'',რომელიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში იმხანად მგონი მე-6 ადგილზე იყო-ხომ გახსოვთ? ჰოდა ...რაც წაიღეს-ისიც ხომ გახსოვთ? ხვალ ბიჭები თუ მედგრად დადგებიან და თავის ფეხბურთს ითამაშებენ-ისე მშვენივრად მოუგებენ როგორც დღეს უკრაინელებმა მოუგეს ძალიან ძლიერ ყაზახეთს.მე მჯერა,რომ ბიჭები გვასახელებენ.წესით ვერცეთ გუნდურ სათამაშო სახეობაში მაგათ ჩვენ ვერ უნდა დაგვამარცხონ.( ჭიდაობასა და მკლავჭიდზე ხომ აღარც ღირს ლაპარაკი
დავით 67
ისე სამარცხვინოდ წააგეს ესპანელებთან, თითქოს ხვალ მომგებები იყვნენ რუსეთთან. დიდი ანგარიშით მარცხი ეგაა რეალობა.
თენგაბი
ძალიან ბევრს და სწრაფად გადაადგილდებიან რუსები. მჭიდროდ უნდა ეთამაშო და შენაც ბევრი უნდა იმოძრაო, რომ ამოკეტო. ჩვენგან სწრაფ კონტრშეტევაზე თამაშს ექნება პრაქტიკული მნიშვნელობა.
Levani
ვნხე რუსეთის თამაში და ჯობდა არ მენახა. ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრათ 1/4 ფინალისთვის და მეტს არ ველოდოთ,რუსებს ომში უფრო მოვუგებთ ვიდრე ფუტზალში.იმედია ვცდები
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]
ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1 - წავაგეთ, მაგრამ შანსი რჩება [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია
ფეხბურთისგან მოწყვეტილები - რატომ უნდა ჰქონდეს სტადიონი ფასანაურს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1 - საქართველოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო [VIDEO]
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო