2022 წელს ზუსტად ასი წელი სრულდება იმ დღიდან, როდესაც საქართველოში პირველი კალათბურთის ფარი გამოჩნდა.

ამჯერად იმ ოქროს ათწლეულზე გიამბობთ, რომელიც ქართული კალათბურთის ასწლიან ეპოქაში ყველაზე მოსავლიანი იყო. 1960 წელს "დინამო“ ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, 1968 წელს საბჭოეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1969 წელს საპორტას თასის ფინალი ითამაშა.

ერთ დეკადაში ასეთი მაღალი მიღწევები არათუ კალათბურთში, სპორტის არც ერთ სახეობაში არ გვქონია. თუმცა, გგონიათ, 60-იან წლებში ქართული კალათბურთის მიღწევები ამით შემოიფარგლა? – სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად რამდენიმე ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის მედალოსანი და მსოფლიო ჩემპიონი.

1963 წელს გურამ მინაშვილმა მესამედ მოიპოვა ევრობასკეტის ოქროს მედალი, 1965 წელს კი მისგან ესტაფეტა ზურაბ საკანდელიძემ გადაიბარა და ქართველთაგან ყველაზე მეტი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა – ოთხჯერ მოიგო ევრობასკეტი და თითოჯერ ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი.

ტრიუმფი მილანში

ჩემპიონთა თასის მოგებიდან მომდევნო სეზონში (1962-63) კვლავ ორი საბჭოური გუნდი გავიდა ჩემპიონთა თასზე – თბილისის "დინამო“ და მოსკოვის ცსკა.

ცსკა გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ქართველები – მესამედან, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ საერთაშორისო საზომებით დინამოელები არმიელებზე წინ იყვნენ.

"დინამოს“ მესამე წრეში შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი, მილანის "სიმენტალი“ დაუპირისპირდა. იტალიელებთან ორივე შეხვედრის ფინალი მეტად ემოციური გამოვიდა:

თბილისური მატჩის უკანასკნელ წამებზე გურამ მინაშვილმა ბურთი სწრაფად გადაიტანა მეტოქის ნახევარზე, მოედნის ცენტრს გადააბიჯა თუ არა, "სიმენტალის“ ფარისკენ სტყორცნა – ბურთი კალათში ჩაეშვა და ხუთი ქულის სხვაობით დავმარცხდით (65:70).

მილანური შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე იტალიელები სათავისო სხვაობით აგებდნენ – 68:72. ადგილობრივები უკვე ნახევარფინალში გასვლას ზეიმობდნენ. თუმცა "დინამო“ დანებებას არ აპირებდა. კაპიტანი გურამ მინაშვილი იხსენებს:

"ბოლო შეტევის უფლება ჩვენ დაგვრჩა. გვერდიდან შემოტანილი ბურთი მე მივიღე, მოედანზე კალათბურთელთა განლაგებას თვალი მოვავლე, მივხვდი, რომ კილაძეს (რომელზეც კომბინაცია იყო მოხაზული) ბურთს ვერ გადავაწვდიდი, ვერც ფარქვეშ შევიდოდი, რადგან იქ მეტოქეთა სიუხვე იყო და არც საამისო დრო რჩებოდა. ამასობაში ჩემთვის არასასურველ პოზიციაზე აღმოვჩნდი, დრო კი არ ითმენდა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ავიწიე, შორიდან ვტყორცნე და ბურთი კალათში ჩაეშვა – 74:68! ექვსი ქულით მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. იტალიელები გადაირივნენ, „ფორტუნა, ფორტუნაო“, გაიძახოდნენ.

მილანში მართლაც ქართულად, გულით გავიხარეთ. საოცარი სანახავი იყო ანტონ კაზანჯიანი, რომელიც მატჩის დასრულებისთანავე „სიმენტალის“ კალათისკენ გაფრინდა და ისე ჩამოეკიდა, ფეხებით კინაღამ შიგ ჩახტა. სხვათა შორის, ეს სცენა თვალთახედვიდან არ გამორჩენიათ ფოტოგრაფებს და დღესაც შეიძლება მილანელთა კალათზე ამხტარი ალიკა კაზანჯიანის სურათის ხილვა“.

ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ „დინამოს“ მოსკოვის ცსკა შეხვდა. ამჯერად ფინალის საგზური მოსკოველებმა მოიპოვეს.

ქორქიასა და საკანდელიძის გამოჩენა

ცსკა სსრკ-ის ჩემპიონატშიც მაღალ ბარიერად იქცა, თუმცა "დინამო“ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ტიტულს. 1964-65 წლების სეზონში კვლავ დაბრუნდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საპრიზო სამეულში – ყველაზე დაბალი სინჯის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მოსკოვის ცსკა პირველობას აღარავის უთმობდა. წამოიწია უკრაინულმა კალათბურთმაც და 1965 წელს მეორე ადგილზე სწორედ კიეველები გავიდნენ.

ამასობაში, "დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში განხორციელდა ცვლილება – ოთარ ქორქია ლევან ინწკირველმა შეცვალა. გუნდში ნიჭიერი ახალწვეულები გამოჩნდნენ…

თბილისელები საბჭოთა კავშირში ყოველთვის ელვისებური იერიშებით გამოირჩეოდნენ. სტატისტიკოსების მტკიცებით, "დინამოს“ საერთო ქულების 30 პროცენტი პირველ შეტევაზე მოდიოდა. რეაქტიული ზურაბ საკანდელიძის ქუთაისიდან გადმოსვლის შემდეგ მოწინააღმდეგეებს საქმე კიდევ უფრო გაურთულდათ.

"საოცარი სანახავი იყო, 186 სმ სიმაღლის ზურაბი კალათის მაღლა როგორ ფრინდებოდა. ვხუმრობდით კიდეც – საკოს კალათბურთის თამაშისთვის არასოდეს სცალია, მუდმივად ჰაერშიაო. თვალწინ მიდგას ლიუბლიანაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნანახი: ერთ-ერთ მატჩში მეტოქემ გადაწყვიტა, სიჩქარეაკრეფილ საკანდელიძეს წინ დადგომოდა. საკო არ მოერიდა – მეტოქეს თავზე გადააფრინდა, ისე, თითქოს მის წინ ტანმოვარჯიშეთა ტაიჭი ყოფილიყოს. მსგავსი რამ მანამდე არ მენახა, – იხსენებს საკანდელიძის თანაგუნდელი ალჟან ჟარმუხამედოვი.

1965 წელს "დინამოში“ ქუთაისიდან კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი ჩაირიცხა – მიხეილ ქორქია. მისი და საკანდელიძის ეფექტური გარჯა მხედველობიდან არ გამორჩენიათ სსრ კავშირის ნაკრების მწვრთნელებს, თითქმის ათწლეულის განმავლობაში საბჭოეთის ნაკრების უცვლელი წევრები იყვნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მთავარ შემოქმედებად იქცნენ.

14 წლის შემდეგ

ქართველებისთვის ყოველთვის რთული იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. ძლიერი მოსკოვური თუ ბალტიისპირული კლუბების გარდა, მათ მსაჯების წინააღმდეგობაც უნდა დაეძლიათ. თბილისელებს 14 წელი მოუწიათ მოცდა, ვიდრე სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებდნენ.

„1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით და ქვეყნის თასი მოვიგეთ, – მოგვითხრობს „დინამოს“ უკანახაზელი თამაზ ჩიხლაძე. – 1969 წელს თასი კიდევ ერთხელ ავიღეთ და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით. ეს იყო მთავარი მწვრთნელის, ლევან ინწკირველისა და იმ კალათბურთელების დამსახურება, რომლებიც „დინამოში“ ვთამაშობდით.

გუნდში არაერთი ვარსკვლავი გვყავდა – ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ლევან მოსეშვილი, ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ვალერი ალთაბაევი, ამირან სხიერელი… თითოეული მათგანი ქართული კალათბურთის ლეგენდაა“.

+32 პანათინაიკოსთან

მას მერე "დინამოს“ საბჭოეთის პირველობა აღარ მოუგია. სამაგიეროდ, 1969 წელს საერთაშორისო ტიტულს შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი სსრკ-ის ჩემპიონი იყო, მოსკოვმა ჩემპიონთა თასზე არ გაუშვა. ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში ცსკა გავიდა, „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ამ შეჯიბრებას მაშინ საპორტას თასი ერქვა.

ისევე, როგორც 1963 წელს მილანის "სიმენტალთან“, დინამოელებმა გმირობა 1969-შიც ჩაიდინეს… თბილისელები ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთნენ, ბულგარული "ლევსკი“ შინაც დაამარცხეს და სტუმრადაც. ნახევარფინალში "დინამოს“ მეტოქე ბერძნული გრანდი, "პანათინაიკოსი“ იყო.

პირველი შეხვედრა ათენში იმ სტადიონზე გაიმართა, რომელზეც 1896 წლის პირველი თანამედროვე ოლიმპიადა გაიხსნა. მასპინძლებმა 14 ქულის სხვაობით მოიგეს. მატჩის შემდეგ ბერძნები ბანკეტზე წინადადებით მოვიდნენ – იქნებ მეორე მატჩიც აქ ითამაშოთო. დინამოელებმა უარი უთხრეს – თბილისში რევანშისთვის ემზადებოდნენ.

"განმეორებით შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. სპორტის სასახლის გადაჭედილმა ტრიბუნებმა ფრთები შეგვასხა. თავიდანვე მაღალ ტემპში დავიწყეთ და მეტოქეს გავასწარით. 20-ქულიან სხვაობას რომ ავცდით, მაშინ მივხვდით, რომ უკვე ფინალში ვიყავით. საბოლოოდ +32 ქულით (103:71) ვიმარჯვეთ“, – თამაზ ჩიხლაძეს ნახევარფინალი დეტალებში ახსოვს.

საპორტას თასის ფინალი ავსტრიაში დანიშნეს. "დინამოს“ მეტოქე პრაღის „სლავია“ იყო, რომელსაც ქართველები მანამდეც არაერთხელ შეხვედროდნენ და ხშირად უგებდნენ. თუმცა ფინალში ასე არ მოხდა – საკანდელიძემ და ლეჟავამ ხუთ-ხუთი ჯარიმით ნაადრევად დატოვეს მოედანი, ხოლო სხიერელი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. "სლავიამ“ 80:74 გაიმარჯვა.

ვიცე და ჩემპიონი

"დინამომ“ ოქროს ათწლეული საპორტას თასის ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. სხვათა შორის, სიტყვები "ვიცე“ და "ჩემპიონი“ 60-იან წლებში ერთმანეთს ხშირად ენაცვლებოდა:

1960 "დინამო“ ჩემპიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე გურამ მინაშვილმა და ვლადიმერ უგრეხელიძემ.

1961 უგრეხელიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

1962 "დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო. ფინალში „რეალი“ 90:83 დაამარცხა.

1963 ევრობასკეტზე ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა გურამ მინაშვილმა.

1964 ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლევან მოსეშვილი.

1965 ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს ამირან სხიერელმა და ზურაბ საკანდელიძემ.

1967 ზურაბ საკანდელიძემ მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო და ევრობასკეტიც.

1968 "დინამომ“ სსრ კავშირის ჩემპიონობა 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.

1969 ზურაბ საკანდელიძე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, „დინამომ“ კი საპორტას თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

gbf

ATP 16
მე ასე დავსვავდი კითხვას : გუნდი , რომელსაც ქართული კალათბურთის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი , დღეს რატომ არის ასედ სავალალო მდგომარეობაში , დაინტერესებულა ვინმე ? თუ ზოგიერთებივით , ქვეყნის ისტორია რომ მისით იწყება , კალათბურთიც ზიგიერთის წარმატებიდან იწყებს ათვლის წერტილს ?
Master
მერე?მერე რა იყო?მას შემდეგ აღარ უთამაშიათ ევროტურნირებზე?ან სამეულშიც არ მოხვედრილა დინამო?
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატები შეაჩერა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები