დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

უი, უი და ვაი...
აქამდე ,,ეძინა,, კვარაცხელიას???
მგელი
კარგით რა, რა ერთი წელი კვარაცხელია არ თამაშობს, ის ძაან სერიოზულ ფეხბურთს ახლაც თამაშობს, აი მითხარით მასზე უკეთესი ფეხბურთელი საქარველოში, უბრალოდ მას ეხლა სჭირდება ახალი გამოწვევა ორივე ხელით თანახმა ვარ რომ ხვიჩა რუბინიდან უნდა წამოვიდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სლუცკი უკვე ახალს ვერაფერს ასწავლის და მე ვფიქრობ ამ კვირაში ხვიჩა წამოვა რუბინიდან
ლაშა
ღირსებას და ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს რო თავი დავანებოთ, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისთი რუსული კლუბები მინიმუმ ხუთი წელი ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ , 5 წელიწადდი რუსული ფეხბურთი ისე ჩამოიშლება კიდევ მინიმუმ ხუთი წელი. ევროტურნირზე ვერ მოხვდებიან და 10-15 წლის შემდეგ კვადამ კარიერ უნდა დაამთავროს. შესაბამისად გაუგებარია რატომ რჩება და რას ელოდება
ტაბუ
სამწუხაროდ, ხვიჩას ფეხბურთი ერთი წელია, რაც დასრულდა. დაღუპეს ეს ნიჭიერი ბიჭი მამამ და მამუკა თაღლითმა.
შავი კაცი
ვახ შენ გენაცვალე!! ეგ იგივეა მარტივად რომ ვთქვად ,,სხვის ხელში ცელი კარგად მუშაობს'' აბა ჩემს ხელში რა ემართება)) აქედან კომენტარებით ვჭამთ ყოვლის მცოდნეები იქედან ჟურნალისტები რომელ საათზე იძინებო ზატო სპორტალზე 2 წლის წინ თუ ნახავდი ძაან ვახ სტატიაზე მაკსიმუმ 10-12 კომენტარს.. Sommer ეხლა იმედია ხდები რაც ხდება, ხასიათში გვაქ გადასული უკრაინის სოლიდარობაო და მერე მიშა მიშაო ასეა ეს.. ამიტომ არავის საქმეში არ ჩავერიოთ და ტკბილად შევხდეთ იმფორმაციულ ომს
agmsarebeli
მე-მგონი-ხვიჩა-დაღუპვის-პირასაა,როგორც-ფეხბურტელი,რადგან-მალე,ვფიქრობ,-"სოსო-პავლიაშვილად-გადაიქცევა"-და-რუსებს-უმღერებს-"ლიუბიტე-რასიუს-"-ისე-ეგ-ბიჭი-მაგრა-გამოაშტერეტ,ჯერ-იმ-სიქინდირმა-ჯუღელმა-თუ-რა-გვარია-მისი-აგენტი-და-შემდეგ-ასევე-დაქლიავებულმა-ქარტველმა-სპორტულმა-ჟურნალისტებმა...პატივისცემით,
das
კონტრაქტი რომ ამოეწურება უფასოდ მოუწევს რუბინს გაშვება და რეებს აკეთებენ ვერ ვხვდები
Sommer
სპორტულ ჟურნალისტებთან და გამოცდილ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან მაქვს შეკითხვა/თხოვნა, ყოველ დღე რომ ზიან სპორტული გადაცემების ეთერებში. რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე, რატომ არ განიხილავენ, რა დაემუქრება ფეხბურთელს, თუ ახლა გუნდიდან წავა და ზაფხულში ისევ დაბრუნება მოუწევს, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ რომელიმე კარგმა გუნდმა წაიყვანოს, თან სათამაშო დრო ჰქონდეს და არ დაგვეღუპოს როგორც ტალანტი. ეგ ხალხი, ხომ გამოცდილია მსგავს საკითხებში. მიეცით რაიმე რჩევა ამ ბიჭს, დაურეკეთ, ჩართეთ პირდაპირ ეთერში, დაუსვით შეკითხები, ოღონ პროფესიონალური და ისეთი, რის გამოც თვითონაც არ იქნება უხერხულში და ჩვენც პასუხს მივიღებთ, რაც გვაინტერესებს იმაზე. ბოლო ვიდეოს რასაც ვუყურე ხვიჩაზე, იმას ეკითხებოდნენ ხინკალი გიყვარს თუ ელარჯიო და ხომ შეიძლება მეტი პროფესიონალიზმი გამოვიჩინოთ მის მიმართ? თუ მისთვის ძვირფას დროს აცდენინებ და იმას ეკითხები რას ჭამს, რას უსმენს და მესი ჯობია თუ რონალდუ, ვინიციუსი თუ ანფუფატი, ხომ შეიძლება რაც რეალურად მისგან გვაინტერესებს ის ჰკითხოთ?! რატომ ხართ ჩუმად, ამდენი ხალხი რომ ლანძღავს, ისე რომ აზრზე არ არიან რახდება, თქვენ მაინც დაიცავით ეგ ბიჭი უსამართლობისგან. გაგვარკვიეთ მაყურებელი, რეალურად რა მოხდება თუ წავა, ან თუ დარჩება, დაინგრევა მისი კარიერა თუ აშენდება? რუსეთში ყოფნით სამუდამოდ ინგრევა მისი მომავალი თუ ახლა რომ წავიდეს და სტაბილური გუნდი ვერ ნახოს, იმ შემთხვევაში დაინგრევა? ამაზე საერთოდ არ მიდის საუბარი და რაღაც სისულელეებით ამუნათებენ ბიჭს. პროფესიონალის ნატამალი არ გაგვაჩნია.

ეგ ინფორმაცია საიდან გაქვთ?
azri
საქართველოს ნაკრებში თამაშით რა აქვს დასამტკიცებელი?? მან დაამტკიცა კი არა ეროვნული ნაკრების ლიდერია, უბრალოდ შეიძლება ფორმაში არ იყოს ფეხბურთელი ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნაკრებში კვარა ყოველთვის მაგარი მონდომებით და მოტივაციით თამასობს. ძალიან ძნელია ნაკრებში ყველა თამაშში უმაღლეს დონეზე ითამაშო და თან მოწინააღმდეგემ ჩვენზე არანაკლებ იციან რომ ნაკრებში კვარა ყველაზე სახიფათოა.
ჟორა გაბრიჭიძე
კვარას რუბინიდან წამოსვლა გამორიცხულია, რადგან ჭ კლასის გუნდში წასვლას აზრი არ აქვს, რადგან რუბინი თავად გახდა ჭ კლასის გუნდი, ხოლო დღეს მას არცერთი ნორმალური გუნდი არ აიყვანს, რადგან ვეღარ ხედავენ მაგაში პერსპექტივას, ანუ თავიდან აქვს დასამტკიცებელი ბევრი რამ, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშით უნდა დაამტკიცოს.
I have
Nacebis brali yofila rovermodis. Kobaxidzem gvitxra xels ushlian specialurado :))
ზურა
დაანებეთ ამ ფეხბურთელს თავი, ალბათ მალე რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს და ნაკრებშიც ითამაშებს. რა შუაშია ვიღაც ჯუღელი, საკუთარი აზრი არ აქვს, ან თავმოყვარეობა?
ამო
ძირს ჯუღელის უღელი!
Thomas
ხვიჩა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთში დარჩენა არუნდოდა. ახლა მითუმეტეს რატომ უნდა უნდოდეს იქ დარჩენა, რუსეთის ჩემპიონატს არცერთ ცივილურ ქვეყანაში აღარ აჩვენებენ და მანდ მოთამაშე ფეხბურთელებს არც არავინ დააკვირდება. აგენტმა ხელი უნდა შეუწყოს, რთული იქნება წამოსვლაც, რადგან ივნისში ისევ დაბრუნება უწევს და სხვა გუნდი ხომ უნდა იშოვოს, უთამაშებელი ხომ არ იქნება. გაურკვეველია მოკლედ ყველაფერი. თუ ეგ ნაბიჯი გადადგა და წამოვიდა, მივესალმები. ნაკრების თამაშების გამო წამოსვლა უწევს საქართველოში და იმედია ნორმალურ გადაცემაში მაინც მიიწვევენ და დაუსვამენ შეკითხვებს, რას აპირებს, როგორ წავა მისი კარიერა და ასე შემდეგ. ადეკვატურ გულშემატკივარს ეგ გვაინტერესებს ყველაზე მეტად.
zura222
მე ვიცი რომ როსტოვტან ჩაატარებს ბოლო თამაშს და წამოვა ხვიჩაც ! ეს კარგი კია ერთი შეხედვით მაგრამ მერე რა უნდა ქნას თუ 2 თვეში ისევ უკან უნდა დაბრუნდეს ????
status quo
რომ წავიდეს,ვინმეს ხომ უნდაუნდოდეს.რა იდიოტობებს წერთ.
zaza
ვინღა რჩება გუნდში ეხლა კვარა იმედია წამოვა მაგ კლუბიდან თუ ვერ წამოვიდა რამდენიმე მიზეზი იქნება: 1.ჯუღელთან ეტყობა დავალებულია და დაყვება კვარა მის ნებას 2. არ უნდა კვარას წასვლა, რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია 3. ვერ ძებნიან კლუბს, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაინდამაინც გრანდი თუ არა ბევრი საშუალო დონის კლუბი არ იტყვის კვარაზე უარს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც კვარა შეიძლება არ წამოვიდეს, არის მისი აგენტი სხვა მიზეზი აქ გამორიცხულია. კვარას დარჩენა რუსეთის ჩემპიონატში იქნება უდიდესი შეცდომა.
Master
სასწაული.რას ელოდება ხვიჩა????ვინ ყავს ასეთი ჭკვიანი მრჩევლები.ან დავითაშვილი.ხასიათი მარტო ფეხბურთის თამაშისას კი არა,ასეთ დროსაც უნდა გამოავლინოს ადამიანმა.არ გადააყოლეს ამ უნიჭო ჯუღელს კარიერა და გულშემატკივრის პატივისცემა?
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
ხვიჩას ყოფილი თანაგუნდელი "ჰერტაში" გადავიდა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა - ამბობს ხორვატი ფეხბურთელი