"რუბინის" ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ყაზანური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლაზე Metaratings.ru-სთან ისაუბრა:

"ვფიქრობ, მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ჯერ ერთი, დიდი ხანია სურდა დიდ ევროპულ გუნდში გადასვლა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მეორე - მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, აშინებს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. საქართველოში ზაფხულამდე ფორმას დაიბრუნებს და ახალი ვარიანტების ძებნას დაიწყებს. ამჟამად "რუბინში" ძალიან ცუდი სიტუაციაა. ალბათ, მას მიმდინარე პირობებში თამაშის მოტივაცია არ ჰქონდა.

ფსიქოლოგიურად ის, დიდი ალბათობით, თავს ცუდად გრძნობს, სახლთან სიახლოვე კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს. საქართველოში დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ გრძნობდა უკანასკნელ ხანს რუსეთში თავს ცუდად. ამ ვითარებაზე ბევრი ქართველი გამოთქვამდა მოსაზრებას, ამიტომ ხვიჩას აკრიტიკებდნენ. ისიც ყველაფერს კითხულობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზითაც გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნება იქნებოდა. შემდეგ ღმერთმა ინებოს და დიდ კლუბში გადასვლას შეძლებს. ხვიჩას მაღალი პოტენციალი გააჩნია, მისი ტალანტის შესახებ ყველამ იცის".

გიორგი
სამწუხაროდ არც პირველია და არც უკანასკნელი. ურემი რო გადაბრუნდება გზა მაშინ გამოჩნდება ხოლმე ჩვენთვის. აბა ცოტა მეტი ჭკვა რომ გვქონოდა ეგეთ დღეში კი არ ვიქნებოდით.

ხვიჩამ გააკეთა ის გოლი, (რათქმაუნდა ბუდუს კარგად შეასრულა) იმ ბოროტების ქვეყნიდანაც წამოვიდა, აქაც არანაკლები ბოროტება დავახვედრეთ მაგრამ გავიდა მოედანზე და ეგ თამაში მოგვაგებინა. რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება მიიღო ქართველი ხალხისგან, მხოლოდ იმიტომ რომ მოთმინება ვერ ვიქონიეთ და რუსებმაც ჩვენი ხასიათით ისარგებლეს. ყველაზე კარგად გვიცნობენ, იციან რომ ნახევარზე მეტი პროვოკაციული ფოტოს და სათაურის მიხედვით განსჯის და ეგრევე საგინებლად მიადგება... ამაში გამოგვიყენეს და მშვენივრად გამოუვიდათ. ამ ბიჭზე საერთოდ არავინ იფიქრა.
Vasili
რუბინი ალბათ მაგრად ნანობს, რა 20 მილიონი თურმე გაუშვი 10-15 , ეხლა დარჩა ხახამშრალი! მასე იცის სიხარბემ!
Joko
მეგობრებო, მოდი შევეშვათ ნეგატივს და უბრალოდ ვისიამოვნოთ ამ მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელის თამაშით. ერთი სიამოვნებაა მისი თამაშების ნახვა. ხომ ნახეთ გუშინდელ შეხვედრაში მინიმუმ 1 თავით მაღლა დგას,სულ სხვა კლასია. სწორედ მაგიტომ გვიყვარს ფეხბურთი. ბათუმის დინამოს თამაშებზე აივსება ტრიბუნები, თბილისის დინამო - ბათუმის დინამოს თამაშზე პირველად ვიხილავთ ბოლო წლებში შიდა ჩემპიონატზე გადავსებულ დინამო არენას და ესეც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება!!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხანდახან ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მიუხედავად დიდი სურვილისა და შინაგანი განცდებისა,მე ვუყურებ,ამ ახალგაზრდა ბიჭს,რომლის გული დ ფიქრები საქართველოზე მოდის, ყველაფერს შეძლება ხვიჩა ჯიმა! ღმერთმა დაგლოცოს! ✊
ეეჰ..
ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას ხალხი დისლაიქებს უწერს. გაგიჟდები კაცი...
მარი
ხვიჩა გაუძელი,არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ გჯობია პატრიოტიზმში,შენ შენი ქვეყნის სიყვარულს მოედანზე ამტკიცებ!

ვიღაცეები წერდნენ ნაცები და პროდასავლურები ებრძვიან ხვიჩასო და რა სისულელეა? რაც თავი მახსოვს პროდასავლური და ანტირუსული განწყობის ვარ მაგრამ რატომ უნდა ვებრძოლო ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენებს, ვინც საქართველოსთვის თამაშობს? შეუგნებელი ხომ არ ვარ? ნუ დავყოფთ ასე ერთმანეთს, არ გვაკლია ისედაც გაყოფა და ერთმანეთის ჭამა. თუ ვინმეს პიროვნულად არ მოსწონს ეგ ბიჭი მაგის უამრავი საშუალება არსებობს რომ დააიგნოროს და აღარ ნახოს. გააუქმოს უბრალოდ გამოწერა და დაბლოკოს ყველგან. მე როცა ვინმე პიროვნულად არ მომწონს ეგრე ვიქცევი და არა ისე რომ შევუვარდე და ვლანძღო. რუსეთის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა სადმე თუ რატო გამოაცხადეს მოღალატედ და რაღაც სასწაული ბრალდებები წაუყენეს არ მესმის?! მართლა ვერ გავიგე ეს დღეები რა ხდებოდა. ის ადამიანებიც კი ვინც ჩემთან ერთად არა ბულინგს გაიძახოდნენ სრულიად უსამართლოდ აბულინგებენ ფეხბურთელს, რომელსაც არაფერი დაუშავებია. რუბინის პროვოკაციული ფოტოს გამოქვეყნების გამოც კი ეს გაილანძღა და არა რუბინი :) ვიღას უნდა დაუჯერო და ენდო აღარ ვიცი. ჰუმანურ იდეებს ქადაგებენ და მერე იმის წინააღმდეგ მიდიან.
Matador
100%
გიზო
ოკუპანტ ქვეყანაში კარიერას არ უნდა აწყობდე არც სპორტსმენი, არც ხელოვანი და არც სხვა. სამწუხაროდ ამას მხოლოდ ახლა ხვდებიან. აქამდე რატომ იყო გაუგებარი, არ ვიცი.

დუმილის გამო კრიტიკა რას ნიშნავს? ინსტაგრამზე პოსტი დადო და ომი დაგმო და სხვამ მაგაზე მეტი რა გააკეთა? ვერ ვხვდები რატომ იძახიან ჩუმად იყო და იმიტომ აკრიტიკებენო... კრიშტიანუმაც მასეთი პოსტი დადო და იმაზე კარგად ახმაურდით უკრაინას დაუჭირა მხარიო და რადგან ასე პოსტებში მისდევთ ადამიანს, ბარემ გენახათ, ის პოსტი, ახლაც უდევს. თუ რუსეთის მხარდამჭერი პოსტი გგონიათ? :)) არვიცი ამ ხალხს რამ დაუბნელა ასე გონება. სხვა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები მშვენივრად გამოძვრნენ ამის ფონზე. ყველა ტალახი ამას მოხვდა თან უსამართლოდ. რა შუაშია აქ ნაციონალი ან ქოცი, ყველანაირი პოლიტიკური განწყობის ადამიანს თავი უნდა შეეკავებია მისი ლანძღვისგან მაგრამ სოც.ქსელი გესლის ნთხევის ბუდედ იქცა. ცუდ რაღაცას ვიტყვი მაგრამ ჩემი აზრით ეს ინტერნეტ სივრცე უფრო უარესისგან გვაკავებს. მთელს ნაგავს აქ ამოუშვებს ხოლმე ხალხი და ალბათ ეგ რომ არა ქუჩაში ხელით შეეხებოდნენ ერთმანეთს.
qomagebi
რუსეთში არ ყავდა იმდენი კრიტიკოსი, რამდენიც საქართველოში, თან ისეთი კრიტიკოსები რომლებიც თვითონ არიან ვაიპატრიოტები.
Skeleton
ეგ ისედაც ცხადი იყო. იმის მაგივრად, რომ გვერდით დავდგომოდით და ოდნავ გასამხნევებელი რაღაცეები მაინც გვეთქვა, ლამის პუტინის აგენტად გამოვაცხადეთ. ერთი ცნობილი კაცი ბავშვების მკვლელობასაც კი აბრალებდა ფორმულაზე :) თან დასაბუთებულად ხსნიდა, სპორტსმენის სანახავად მისული გულშემატკივარი რომ ბილეთში ფულს იხდის და იქედან რუსეთის არმია ფინანსდება. მაგ ლოგიკით აქ რუსულ პროდუქტს ვინც ყიდილობს ყველა მკვლელია, რადგან ის ფულიც იქ მიდის... თუ მანდამაინც ეს ერთი ბიჭი უნდა ამოგვერჩია და ყველაფერი ამისთვის დაგვებრალებინა? ეს ზიზღი საიდან? რა ხალხი ვართ საერთოდ...
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში