რუსულმა Match Tv-მ მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტ ანდრეი ვატუტინთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა, უნდა საუბარი გუნდის ყოფილ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას შესახებაც შედგა.

მოგეხსენებათ, ქართველმა ცსკა რამდენიმე დღის წინ დატოვა და "ვირტუს ბოლონიაში" გადაბარგდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვურ კლუბში გადასვლა შეცდომა გახლდათ. ჟურნალისტმა ვატუტინს ჰკითხა, გაეცნო თუ არა თორნიკეს ბოლო ინტერვიუს, სადაც ის ამბობდა, რომ მან ცსკ-ში საკუთარი თავი ვერ იპოვა...

"ვეთანხმები თორნიკეს. მან ჩვენთან წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწია. ის ვერ გახდა ლიდერი ვერც პარკეტზე და ვერც გასახდელში, რასაც "ბასკონიაში" აკეთებდა... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენი მოლოდინებისგან გაცილებით შორს იყო.

რისი ბრალია ეს? მოსკოვის? რუსეთის? სქემის? ცსკა-სი თუ მწვრთნელის? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. შენგელიას ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს და მან მხოლოდ მადლიერება გამოთქვა, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ცსკა-ს პრინციპი უცვლელი რჩება! გავაკეთოთ საუკეთესო ნებისმიერი ჩვენი კალათბურთელისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდანაა სპორტსმენი!

კალათბურთელები და მათი ოჯახები აქ ყოველთვის დაცულები იყვნენ. ჩვენი გულშემატკივრები სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ უცხოელებს, თვლიდნენ მათ თავიანთ ნათესავებად, თავისიანებად.

ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა კონკრეტულ საფრთხეებზე ჰქონდა საუბარი თორნიკე შენგელიას. როგორც ცნობილია, თორნიკე, ასევე ლიეტუველი და პოლონელი ლეგიონერები, მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდნენ, თუმცა, ალბათ, მათ ეუხერხულებათ იმაზე საუბარი, თუ რომელი ქვეყნიდან ხდებოდა ეს.

ვიმეორებ, რომ თორნიკეს საწყენი სიტყვები არ უთქვამს. ცსკა-ს ისტორიის ბოლო 20 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ კალათბურთელი არასამედიცინო ნიღაბს ატარებდა და საკუთარ თავს ებრძოდა.

მხოლოდ გლობალური მასშტაბის პრობლემამ აიძულა მას, რომ ეს ნიღაბი მოეხსნა", - ამბობს ვატუტინი.

ჟორა გაბრიჭიძე
ცუდი შეცდომის დაშვება კი არაა, მის გამოსასწორებლად დროზე რომ არ გაირჯები. რა? რუსები უკრაინაიში რომ არ შეჭრილიყვენ ასე უფერულად უნდა გაეგრძელებია კარიერა? თოკოს ადრე რომ აეხსნა ხელმძღვანელობისთვის, რომ მის თამაშს აღმაფრენა აკლია და ტყუილად უხდიან ამხელა ხელფასს და წასვლა უნდა, არა მგონია ვინმე დააკავებდა, პროფესიონალიზმი სწორედ ესაა.
G.LA-ს
შენ რო აკრიტიკებდი იმოტომ წამოვიდა მოსკოვიდან...შენ რო თორნიკე შენგელიას გააკრიტიკებ კიდე რა...თორნიკეს ნაფეხურის ფასი თუ ხარ გიფიქრია???
ლუკა
თქვა რომ თვითონ არის 'პადლა', თოკოს არაფერი უკადრებია პიროვნულად დამამცირებელი ვინმეს მიმართ.
ჩაგეთვალა ძმაუნა
მთავარია რომ ომის დაწყებიდან მეორე დღესვე წამოვიდა სანამ მსოფლიო სანქციებს დაუწესებდა.მაგარი ვაჟკაცური საქციელი იყო.
პაპაი
ისე რა თქვა არასწორი? თოკო ცეესკაში და თოკო ბასკონიაში ორი სხვადასხვა ადამიანი და სპორტსმენი იყო.. წარსულის აჩრდილი.. დიდი კარიერული შეცდომა დაუშვა მანდ გადასვლით.
რატი
სამაგიეროდ ახლა ანზორ კავაზაშილი ჰყავთ. ნამდვილი რუსი. :)))))))
ვაჟა მასწავლებელი
ვაი და ვუი თქვე უპატრონოებო. ყველაზე დიდი ნიღაბი პეტრე 1 და სტალინს ქონდათ: ქართველები იყვნენ და რუსი ვარო გაიძახოდნენ!
ლუკა
ნიღაბიო :))) ეგა ხართ რუსები. იმ ქართველს შეახმა ფული ბინიდან რუსის შესაშვებად ხალხი რო გაყარა, რძე და ყველი შესთავაზა. რუსი კაცურ მიდგომას და გაგებას არ იმსახურებს, არ არის ვაჟკაცი და ვერ გაგიგებს, გაითვალისწინეთ ქართველებო. წარმატება თოკოს.
G.LA
პრინციპში მეც ვეთანხმები ამ აზრს. თორნიკე თვითონაც მიხვდა რაც აღიარ ახლა, რომ სხვა იყო და ვერ მოერგო ვერანაირად. შინაგან დისკომფორტს განიცდიდა და ეს მის თამაშიც იგრძნობოდა. რაც ნაწილობრივ ბევრი ჩვენგანიც აცნობიერებდა და ამიტომაც ვაკრიტიკებდით მას ისე მწარედ. ყველაფერი უკან დარჩა და ჩვენ თოკო უკვე მიხვდა, რომ მოვიდა დრო ხმამაღლა ეთქვა ის, რასაც შინაგანად გრძნობდა და აქმადე ვერ იძახდა. წარმატებას ვუსურვებ თოკოს.
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
"მისით არ ვინტერესდებით" - "სპორტინგმა" საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება "სპორტინგში" ან "ვალენსიაში" გადავიდეს
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
"მონსტრი, ბრწყინვალე, კერპი, თოკოს სახელობის საღამოები ევროლიგაზე" - რუსები შენგელიათი აღფრთოვანებულები არიან
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიასთან მიმოწერას ქართულ ენაზე ვაწარმოებდი - საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა