"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კლუბის პრობლემებზე "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან ისაუბრა. მან თქვა, რომ გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ელიან თანხას.

"მე იმედი მაქვს, რომ მისგან რაღაცას მივიღებთ. ხვიჩასთან დაკავშირებით სიტუაცია რაღაცნაირად კიდევ გასაგებია. ეს ჩვენთვის გასაგები ადამიანია. ჩვენთვის გასაგები აგენტია".

კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, ზაფხულში კი მის "ნაპოლიში" ტრანსფერს ველით.

შავი კაცი
მიიღებს თუ არა რუბინი ფულს ეს უეფამ უნდა გადაწყვიტოს..ვფიქრობ თუ გაანთავისუფლებს დროებით გაშვებულ ფეხბურთელებს ვალდებულებისგან ხვიჩას ტრანსფერამდე მაშინ რუბინი მშრალზე დარჩება)) და თუ ისევ ისე არშეცვალა უეფამ ფაქტია რომ რაღაც სარგებელს რუბინიც მიიღებს..გამომდინარე იქედან რომ ასე ტალანტი უფასოდ გაუშვა არ ხდება მას კიდევ მოქმედი კონტრაქტი ექნევოდა დღეს რუბინთან კიდევ 2 წელი და ვერ გაყიდდა.. ასე ჩაქრებოდა რუსეთში ჩვენი ვარსკლავი!! დაანებეთ ამ საქართველოს სირცხვილს თავი რუსები ქოცები და ნაცები მეც არ მევასება მაგრამ სირცხვილი ისაა უკრაინას რომ ამარაგებს ყველა იარაღით და ამ დროს რუსეთისგან გაზს ნიკელს ხორბალს და ასე შემდეგ ევროპა და ამერიკა ყიდულობს.. დაიჯერეთ ეგ ყველაფერი ბიზნესია მათთვის და შემოდგომამდე ვინმეს გჯერათ რომ რუსეთს დაამხობენ?? მერე ნახეთ რომ აცივდება 4ზე დადგება ევროპა პირველ რიგში როგორც ხდება ხოლმე...
მინდია
არ ხარ მართალი რა შუაშია მთავრობა და ქართველობა აქ?მოხდა გარიგება ქართველი მესი დავიმატეთ ამით მთელი საქართველო ხარობს მით უმეტეს ბათუმი.როგორც ვარსკვლავი რუსეთში შედგა გმერთს მადლობა წამოვიდა ვის რას გადაუხდიათ მე არმაინტერესებს,მე ის მიხარია რომ ხვიჩია თამაშს ვუყურებ ტრიბუნიდან.გისურვებთ ჯამრთელობა....
გიო
რუბინს ეკუთვნის თანხა ხვიჩას ტრანსფერიდან. ამ გუნდს დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩას, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებეში. და მანამდე სანამ ის რუბინში გაიელვებდა ვიცოდით უმეტესმა გულშემატკივრებმა ვინ იყო ხვიჩა. ნაკრებშიც რომ მაგრად ითამაშა, ესეც ნაწილობრივ რუბინის დამსახურებაა, რადგან ამ გუნდში ვარჯიშობდა, თამაშობდა და მომზადებული ჩამოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ. და საერთოდ სუფთა ადამიანური ურთიერთობიდან გამომდინარე რუბინს ეკუთვნის მისაღები. პოლიტიკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. უბრალოდ საფეხბურთო გუნდი რუბინი ყაზანი, საქართველოს მტრად არ უნდა განვიხილოთ.
davi
შენი აზრით ევროპას გაზი მუქთად მიეწოდება, ან ამერიკას ნიკელი?
გიო
ხალხო იმას თუ ხვდებით რომ აქ შიძლება გვქონდეს საქმე ფულის გათეთრებსთან მთელ რუსეთს ჩაკეტეს ბაზარი სავჭრო დოლარი აღარ შედის მის ქვეყანაში და ბათუმა თუ ეს გააკეთა მაშინ სრცხვილი საქართველოსსსსსსსსსს და სირცხვილი საქართველოს მთვრობას დაფქრდით რა სქმეა შიძლება იყოს პირდირ ვერ გაყიდიდნენ ფულს არავინ გადუხდიაა გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოში წამოვიდა იმპორბით რომ რუბინი ფულს მიიღებდა როგორ ფიქრობთ ეს მისაღებიაა ქართვლებმა ეს უნდა გავკეთოთ ?
ქუთაისი
ნუ ნერვიულობთ საიმანოვზე და რუბინზე...მათ უკვე მიღებული აქვთ თავისი...ისე არ გაუშვებდნენ კვარაცხელიას თავისუფალი აგენტის სტატუსით.
დათო
ვიღაც ზურა222 წერს, რომ მთავარია ხვიჩა გადავიდეს ტოპ გუნდში და დანარჩენი რაში გაინტერებთ ვინ რას აიღებსო. ხალხო ხვიჩაზე და ზოგადად ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს და ხდება დღეს. როდის უნდა მოხვიდეთ აზრზე ცოტა
ზურა
რუბინს არაფერიც არ შეეძლო, არ გამოუშვებდნენ და რა მერე? ერთ ევროდაც ვერ გაყიდიდნენ. პირდაპირ ტრანსფერს ვერ გააკეთებდნენ და მოიფიქრეს ეს სქემა, რომ ბათუმიდან მიიღონ ფული. ახლა საიმანოვია თუ ვიღაც ნუ გამოიყვანეთ ანგელოზი, მისი ინტერესი, რომ არა - არაფერსაც არ გააკეთებდა...

რუბინს შეეძლო საერთოდ არ გამოეშვა, ან მხოლოდ ზაფხულამდე გამოეშვა. არ გაუწყვიტავდა კონტრაქტს ორმხრივად და ვერაფერსაც იზამდა ფეხბურთელი. ჩვენ მერე როგორც საქმეში ძალიან "ჩახედულები" ისევ ხვიჩას დავადანაშაულებდით, ახლაც იქ იქნებოდა, და ჩვენი ტელევიზიები ყოველი მატჩისას ახალ ახალ დამამცირებელ სიუჟეტებს გააკეთებდნენ, როგორ თამაშობს ისევ რუსულ გუნდში და როგორ უღალატა ქვეყანას. ჩვენც ათასობით შეურაცხმყოფელ კომენტარებს დავწერდით :)) ფსიქოლოგიურად უარესად გავანადგურებდით სპორტსმენს. რა მნიშვნელობა აქვს რას მიიღებს რუბინი? მითუმეტეს ფეხბურთელს საერთოდ არ ეხება ფინანსური საკითხები. რუსულ ბინძურ პოლიტიკას რომ შევეშვათ 18 წლის პატარა გამოუცდელი ბიჭის ამ დონეზე აყვანაში რაღაც წვლილი მიუძღვის ამ გუნდს. მაგ ასაკში ენდობოდნენ და ძირითადში აყენებდნენ. ასევე შანსს აძლევდნენ თვითონ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა, დრიბლინგის კეთებას და თავისუფალ თამაშს არ უზღუდავდა მწვრთნელი, რატომ არ უნდა მიიღოს გუნდმა თუნდაც მცირედი ამ ტრანსფერისგან? ვინც ამ ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში რაღაც შრომა ჩადო, ერთ-ერთი ეგ გუნდია.
დავით
ზურა222 - მართლა ვერ ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქ ხვიჩაში გადახდილ ფულს ბათუმის დინამო აიღებს თუ რუბინი?
zaza
ზოგადად ცნობილი ფაქტია რომ თათრებს დიდად რუსეთი არ უყვარს და დამოუკიდებლები რომ იყვნენ უფრო განვითარდებოდნენ. ფაქტიურად მეწველი ძროხასავითა რუსეთის სხვა რეგიონების დასაპურად! კვარას განვითარებაში წვლილი მიუძღვის რუბინს და ეს უნდა დაფასდეს.
სოსო
კარგი რა!რა რუსეთუმეობაზე ლაპარაკობ?ძალიან ხშირად არ ვეთანხმები,მის მიდგომებს,მაგრამ პოლიტიკური მიდგომის მიკერება?!თქვა ის,რაც თქვა და მორჩა.მას მხოლოდ ხვიჩას წამოსვლა უნდა,სხვა ყველაფრისაგან დამოუკიდებლად.
დავით67
როცა 18 მლნ ევროს გაძლევდნენ მაშინ გაიგიჟეთ თავი იაფიაო და ეხლა რაღაცა მაინც შეგვხვდესო. ფუ მათხოვრები. ომს საერთოდ არ ვახსენებ, უბრალოდ წუწკები ხართ
zura222-ს
თქვენი სიმპათიები რუსეთის მიმართ უკვე ცნობილია ამ საიტზე, ბატონო ზურა. რა თქმა უნდა - "მთავარია ხვიჩა გადავიდეს ტოპ გუნდში, და პრინციპები და ღირსება მეორეხარისხოვანია". მერე რა, თუ მტერთან და შენი ქვეყნის მჩაგვრელთან კოლაბორაციაში შეხვალ და შენ მეგობრებთან ომის დროს სიტუაციას შეუმსუბუქებ და მომავალში შენივე წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისთვის იარაღის შეძენას დააფინანსებ... მერე რა??? ეჰ.
zura222
რა სამარცხვინო საქციელი ?? არ გკიდია ვინ რა ფულს მიიღებს და როგორ ? მე პირადად არ მაინტერესებს ! მთავარია ხვიჩა გადავიდეს ტოპ გუნდში და დანარჩენი მეასეხარისხივანია !
rigiti
რაღაც კარგი სუნი არ უდის ამ საქმეს, რაღაცას ხლართავენ, ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარებთ დღეს. მაფიოზობით ნუ დაღუპავთ ამ ნათელ წერტილს!
უხერხულია
თუკი ამ ტრანსფერიდან ფულს მაინც მიიღებს რუსული მხარე, ეს იქნება მათთვის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარება და ძალიან ცუდი საქციელი ბათუმის მხრიდან. ჩემთვის პირადად, ძალიან მიუღებელი. მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე არ იქნება. გასაჭირში მყოფი მეგობრის ღალატი სამარცხვინო საქციელია.
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
სლუცკი ხელშეუხებელია - "რუბინი" ნახევარმცველებს ეძებს
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება
საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა
"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა