ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. 9 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 11 ქულა მოაგროვა: 3 თამაში მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება. კლუბმა დაამარცხა „ლოკომოტივი“, „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ეროვნული ლიგიდან წელს ამოსული გუნდისთვის შთამბეჭდავი შედეგია.

ეს წარმატება „გაგრას“ ახალგაზრდა მწვრთნელს, გაგა კირკიტაძეს უკავშირდება. ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდს სულ რამდენიმე წლის წინათ ჩაუდგა სათავეში და ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის თასის მოგება მოახერხა, ითამაშა ევროტურნირზე და გუნდი ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. მსგავსი შედეგით ბევრი გამოცდილი სპეციალისტი ვერ დაიკვეხნის. მით უფრო, იმ მწირი რესურსის გათვალისწინებით, რაც „გაგრას“ აქვს.

ეროვნული ლიგის პირველი წრის შეფასებით ჩვენი ვებგვერდის სტუმარია „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.

- ვფიქრობ, პირველი წრის შეხვედრები ურიგოდ არ ჩაგვიტარებია. ჩემპიონატის დაწყებამდე, სიმართლე გითხრათ, ხმამაღალი ამბიციები არ გვქონია. წლევანდელ სეზონში ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს, მიიღებს საჭირო გამოცდილებას და შემდეგ შევხედავთ, რა შესაძლებლობები გვექნება კლუბის უფრო მეტად განვითარებისთვის.

- გუნდმა სეზონი აქტიურად დაიწყო, პირველ 4 ტურში 7 ქულა მოაგროვა, მომდევნო 5 შეხვედრაში კი - 4. რა არის ამის მიზეზი?

- მართალია, პირველ ტურებში თამაშის რიტმში კარგად ჩავსხედით, ბევრი რამ გამოგვდიოდა. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, უამინდობით გამოწვეული გადადებული თამაში და ამან ერთობლიობაში რიტმიდან ამოგვაგდო.

- თამაშის ხარისხზე იმოქმედა?

- ამთავითვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ხან გამოგვდის, ხან არა. ეს ფეხბურთია. თამაში ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს. ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ.

- წაგებულ თამაშებსაც გულისხმობთ?

- კი ბატონო. მაგალითად, ქუთაისის „ტორპედოსთან“ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ 2:0 წავაგეთ. იმ შეხვედრაში იყო მომენტი, როცა მინდორზე აბსოლუტურად ვდომინირებდით. სამწუთიანი მონაკვეთი გვქონდა, როცა რამდენჯერმე შეგვეძლო კარის აღება, მაგრამ მეტოქემ კონტრიერიში წამოიღო და გოლი გაგვიტანა. ფეხბურთი პატარა დეტალებისგან შედგება. ეს დეტალები იმ მატჩში ჩვენ სასარგებლოდ არ მოქმედებდა.

- „თელავთან“ თამაშიც შეგვიძლია გავიხსენოთ?

- „თელავთან“ დასანანი მატჩი (2:2), სადაც ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, ბევრი გასატანი გოლი კი ვერ გავიტანეთ. ჩავარდნა ყველა გუნდს ემართება. მთავარია, ამ ჩავარდნის პერიოდიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ჩვენი სისტემა მუშაობს. ყველა მეტოქე ნანახი გვყავს. ვიცით მათი შესაძლებლობები და მეორე წრიდან შევეცდებით, მათ წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ვითამაშოთ, საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი გავაუმჯობესოთ.

- ეროვნული ლიგის ყველა გუნდი უშუალოდ გამოვცადეთ. რომელმა გუნდმა დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

- რამდენიმე გუნდია, რომლებიც წელს მედლებისთვის იბრძოლებენ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, ბათუმის „დინამო“ სულ სხვა საფეხურზე დგას.

- სეზონის წინ „გაგრამ“ სოლიდური შევსება მიიღო. რამდენად მოერგნენ ეს ფეხბურთელები გუნდის სათამაშო სტილს?

- გუნდში მოვიდნენ გამოცდილი ფეხბურთელები. მათი ნაწილი „გაგრაში“ ადრეც თამაშობდა. მაგალითად, ბექა ქურდაძე, შეიძლება ითქვას, დავიბრუნეთ. ვიცით მისი შესაძლებლობები და გვეიმედება. ყველა ფეხბურთელს, რომლებიც დაგვემატნენ, თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მათი მოსვლით გუნდის თამაში დაბალანსდა. გაჩნდა კონკურენცია, რაც დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, ისინი თავიანთ ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოში. ამას მინდორზე ამტკიცებენ და დაამტკიცებენ მომავალშიც.

- „გაგრას“ გულშემატკივარს რას ეტყოდით?

- პირველ რიგში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მივულოცავ ყველას და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას ვუსურვებ. მე ბევრი გაგრელი მეგობარი მყავს, რომლებსაც ძალიან სურთ ჩვენი გუნდის თამაშებზე დასწრება, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ამას ვერ ახერხებს. დიდ წუხილს გამოთქვამენ. სინამდვილეში, ჩვენ გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს. სამწუხაროდ, ვინაიდან ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვერ ვთამაშობთ და მუდმივად სტუმრად გვიწევს მატჩების გამართვა. ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს ეს მოცემულობა შეიცვლება და ქალაქი გაგრა დაიბრუნებს თავის საფეხბურთო კლუბს.

fcgagra.ge

Rima
Ai, gagrashi unda moeyvanat kvaracxelia, gunds msoplioc upro gaicnobda, gaigebdnen rom apxazeti okupirebulia da gundsac waesh eloboda is tanxa, rac xvichas gayidvit shemovidoda. Batumis gundi isedac dzlieri gundia.
გია
გაგრა კარგი გუნდია თავისი ნიჭიერი მწვრთნელით,არიან ფეხბურთელები გუნდში რომლებსაც ცოტა დრო ხვდებათ სათამაშოთი რა ცუდია ალბათ მეორე წრიდან მეტი სათამაშო დროს მისცემს მწვრთნელი მათ ამის მეემედება გოლები მეტი გავა და თამაშებისა მეტს მოიგებენ
დიმო
ღმერთმა გისმინოს!
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
გაგა კირკიტაძე: ამ კონტიგენტით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეიძლება
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
[ოთხშაბათის საკითხავი] წესიერი კაცების დეფიციტი
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIV ტური: შედეგი საუკეთესო თავდაცვით
"გაგრას" მწვრთნელად გაგა კირკიტაძე დანიშნეს
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"გაგრას" მომავალ სეზონში გაგა კირკიტაძე გაწვრთნის
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს