21 მაისს, მოლოდინისამებრ, „ნაღდი“, სამოყვარულო რაგბის ზეიმი გაიმართა "რაგბი პლატოზე". სამოყვარულო პერიოდის დროინდელი, ტრადიციული რაგბის ტურნეს ფარგლებში, თურქეთის უძველესი კლუბი "ისტანბულ ოტომანსი" საქართველოს უძველეს სამოყვარულო კლუბ "დევებს" „რაგბი პლატოზე“ ესტუმრა.

თამაშის წინ გუნდები უფრო იმიტომ, რომ შეჩვეულნი არიან და არა იმიტომ, რომ საჭირო იყო, გახურდნენ. ვინაიდან ორივე გუნდში საერთო ასაკი 45-50 წელი იყო, სამოყვარულო რაგბის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, "დევები" და "ოსმალოები" მორიგდნენ, რომ შერკინებაში არ მიაწვებოდნენ და რომ შეცვლებიც შეუზღუდავი იქნებოდა. ამ დროს ისიც გაირკვა, რომ სტუმრები სულ 16-ნი იყვნენ. შესაბამისად, თამაშის მსვლელობისას სტუმრებს "დევებიც" ემატებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ორმა "დევმა" დიდი ხნის ოცნება აიხდინა – გიორგი ტორონჯაძემ და ლევან ჯაშმა შვილებთან ერთად ითამაშეს.

საბოლოო ჯამში "დევებმა" სტუმრებს 8 ლელო დაუდო და პასუხად 5 მიიღო. თამაშის მერე კი, მესამე ტაიმის ტრადიცია, რომელიც სამოყვარულო რაგბის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, არ დარღვეულა.

სექტემბერში "ოტომანსი" "დევებს" საპასუხო ტურნეზე ელოდება.

rugby.ge

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
კანტე ევროპაში ბრუნდება - ფრანგი ახალ კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა