ლეგიონერების გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი იმედოვნებს, რომ ლიგას გააფართოებენ და ქვედა დივიზიონში დაქვეითება არ მოუწევთ, რადგან მათი იქ თამაში დანაშაული იქნება. მან განაცხადა, რომ ყაზანური გუნდი მთელ რუსეთში ყველაზე მეტად დაზარალდა, მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დარჩება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე ვცდილობდი, ლეგიონერები დამერწმუნებინა. ჩვენ ლეგიონერები შევკრიბეთ, ვესაუბრებოდით. ვატყობინებდი, რომ სრული დაფინანსება გვქონდა, ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად იყო, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ვუთხარი: "მოდით, ეს სეზონი დავასრულოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი".

ამასთან, თავიდან მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ წასვლა არ უნდოდათ. საბოლოოდ ბევრმა წასვლა გადაწყვიტა, ვიღაცამ შემდეგ დარეკა და გვითხრა - "მე წავედი". როგორ უნდა დაგვეკავებინა?

ვეუბნებოდი, რომ ყველა პირობა შესრულდებოდა, ყველაფერი გადაწყდებოდა, ფულს გადავუხდიდით, თანხა საბანკო ანგარიშებზე იქნებოდა, ხოლო მერე მათი კონვერტაციის საშუალებას მოვძებნიდით.

ჩემი აზრით, კარგია, რომ წავიდნენ. ახალგაზრდების მოზიდვა შევძელით. დაბალხელფასიანი ფეხბურთელები მოვიდნენ, გვაჩვენეს, რომ თამაში უნდათ.

მიიღებს თუ არა "რუბინი" ხვიჩას ტრანსფერიდან ფულს? ყველაფერი უეფაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ შეთანხმება გვაქვს და თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ მივიღებთ. უეფა ხომ ეშმაკია. ისინი არ იტყვიან, რომ ახლა გავათავისუფლებთ და თავისუფალ აგენტებად გავხდით. განაცხადებენ - გადაწყვეტილებას ვახანგრძლივებთ. ამასობაში ბევრს კონტრაქტი დაუსრულდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს, მაგრამ უარესისთვის ვემზადებით", - განუცხადა საიმანოვმა "ჩემპიონატს".

გურჯი
გლეხუჭად ვინმეს მოხსენიება,რავი რა გითხრა-მაჩაბელის სიტყვები თუ გაქვს წაგითხული,თუარადა მოიძიე-წაიკითხე უკიდურესი პროვინციაა შენს თავს.
აკა
ხო აბა "დინამოში"! პირადად ფიფია ავარჯიშებდა! შენნაირად ბევრი ფიქრობს? თუ მარტო ხარ?
ჯონი
საიდან მოგაქვთ რომ საიმანოვი ბანდიტი იყო ?))) მდივანის კომენტატორბი ხართ ))) რუბინმა ბევრი გააკეთა ხვიჩას მიმართ!
Vertical
"მეზღვაური"-ს დინამოს უნდოდა ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ამაზე კვარაცხელია არ თანხმდებოდა, რადგან უცხოეთში უნდოდა წასვლა. ამიტომ, სანამ მსურველი კლუბი გამოჩნდებოდა, რუსთავთან გააფორმეს (ჯუღელის შუამავლობით) მოკლევადიანი კონტრაქტი, რომ მარტივად წასულიყო. გამოვიდა, რომ აღმზრდელმა კლუბმა ვერაფერი მიიღო. სამაგიეროდ ჯუღელი მიიღებდა ფულს, მოსკოვის ლოკომოტივისგან. იგივე მოხდა ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც. არც მან გააგრძელა დინამოსთან კონტრაქტი. ორივე უფასოდ წავიდნენ რუსეთში...
მეზღვაური
ხშირად მომისმენია ან წამიკითხავს ასეთი მოსაზრება,რომ ხვიჩა რუბინმა აღმოაჩინა,გაზარდა, სლუცკიმ დაინახა მასში პოტენციალი და ა.შ.. ჯერ დავიწყოთ იმით,რომ ხვიჩა დინამო თბილისის სკოლის აღზრდილია.გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი,რომ არ ენდნენ დინამოში და ა.შ,ფაქტია რომ ხვიჩამ,ისევე როგორც ეროვნული ნაკრების წევრების უმეტესობამ დინამოს აკადემია გაიარა და სწორედ აკადემიაში აღმოაჩინეს მისი ტალანტი! პროფესიონალურ კარიერაში პირველი სეზონი სწორედ დინამოს რიგებში გაატარა +რუსთავშიც არენდა.ასაკობრივ ნაკრებებშიც სწორედ საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდა. პირველი უცხოური კლუბი ხვიჩასთვის იყო მოსკოვის ლოკომოტივი ,ხოლო მწვრთნელი სიომინი,რომელმაც მისცა შანსი ხვიჩას,რადგან მასში პოტენციალი დაინახა,როდესაც რუბინში გადავიდა,ასე თუ ისე უკვე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ნიჭიერი მოთამაშის სტატუსი ჰქონდა და მეტნაკლებად პუბლიკაც იცნობდა. რუბინშიც სლუცკიმდე თუ არ ვცდები 2 მწვრთნელი ჰყავდა,გასაგებია,რომ სლუცკიმ უფრო მეტი სათამასო დრო მისცა,უფრო მეტი თავისუფლება მოედანზე,მაგრამ სლუცკიმ აღმოაჩინაო და სლუცკიმ დაინახა პოტენციალიო მგონი ზედმეტია,ისევე,როგორც რუბინმა აღმოაჩინაო,რუბინამდე უკვე ლოკომოტივიდან იცნობდა რუსული საფეხბურთო სამყარო მას..გოლოვინზე შეიძლება თქვა,რომ სლუცკიმ აღმოაჩინაო,რადგან სწორედ მის ხელში გაიზარდა ის ცსკს ასაკობრივიდან ძირითად გუნდამდე და შემდეგ ევროპაშიც წავიდა.სოლომონ კვირკველიაზე შეიძლება თქვა,რომ რუბინმა აღმოაჩინა და გაზარდაო,რადგან მისი პირველი პროფესიონალური კლუბი რუბინი იყო,სადაც 19წლისას უკვე დებიუტი ჰქონდა და სწორედ რუბინში ჩამოყალიბდა მოთამაშედ და ნაკრების წევრად,მაგრამ ხვიჩაზე ამას ვერ იტყვი. ეს საიმანოვი არ იყო რომ ამბობდა ჩვენ არცერთი შეთავაზება არ გვაქვს ხვიჩაზეო?? აბა ნაპოლი ასე უცბად გამოჩნდა?? ან სლუცკიმ რატომ არ თქვა 1 სიტყვაც ხვიჩას ტრანსფერზე ნაპოლიში,რატომ დუმს თუ ხვიჩა მან აღმოაჩინა და მაღალი დონის მოთამაშედ აქცია? სიომინმა და რუბინის ყოფილმა მწვრთნელმა მოულოცეს ხვიჩას და დააფიქსირეს საკუთარი აზრიც,სლუცკი გაბუტულია ხვიჩაზე? თუ ეგონა შეაბერდებოდა რუბინს და პირველ ლიგაშიც გადაყვებოდა?
კ ო მ ბ ლ ე
რა უმადურები ხართ/ კაზანმა აადგმევინა ფეხი, ენდნენ, ატამაშებდნენ და რა მაგათ ბრალია. თი 20 ლიმონი ღირდა და რვა ლიმონად უნდოდათ? მამარდაშვილი ხო წაიყვანეს მუქტად. კმაყოფილი ხართ? ეს ბიზნესია, ბალეშიკები კი არ არიან, მაყუტზეა ლაპარაკი, მაყუტზე! ერთმა გლეხუჭამ, ხუთი მილიონი თითო სოფელსო, დაგპირდათ და თქვენც დაიჯერეთ, მარა სადაა თუნდაც ხუთი ლარი მოგცათ მაინც? არა ხომ? ასეა დაპირება ყველაზე იაფი ჯდება, წონა კი დიდზე დიდი აქვს, განსაკუთრებით ქართველებისთვის..
ქუთაისელი
საიმანოვის CV წაიკითხეთ, კაცი 90-იანებში ბანდის მეთაური იყო და ისე გამდიდრდა. მე არ მჯერა, რომ ისე მოაგვარა ჯუღელმა კვარას წამოსვლა, რომ პირადად საიმანოვს არაფერი არ შეხვდება, თორე კი დატოვებენ წამოწოლილს.. თან ყველაზე მაფიოზურ კლუბში გადავიდა, იტალიელებთან ყველაფერი მოსულა. მოკლედ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია ხვიჩამ თავი დაიხსნა რუსების კლანჭებიდან.#კვარაგვასახელე
ირაკლი
ზუსტად ეგ სიხარბე და ბოღმა დაღუპავთ და ჩაახჩობთ თავისსავე ბოროტების ჭაობში. მადლობა ღმერთს კვარამ დააღწია თავი მაგ ჭაობს. გაეყიდათ თავის დროზე 10 მილიონს რო სთავაზობდნენ, მაგრამ არა მეტი მოინდომეს 20 მილიონიო იძახდნენ. ახლა მიიღებენ აგერ აი...

ხო უეფა არის ეშმაკი და თქვენ ანგელოზები. ბიჭი კინაღამ რუსეთში ჩაალპეთ!
Spain
გვახსოვს როგორ ცინიკურად წერდნენ ხვიჩაზე, ქართველებმა აურიეს ტვინი თორე ისე არავის არ უნდაო, ერთ დოლარსაც არავინ გვთავაზობსო. დაიჯერა რო ძალიან მაგარია და სხვაგან დაფრინავდა ფიქრებითო და ისე აღარ თამაშობდაო. ეს კაცი ამბობდა ამ ყველაფერს, ახლა ძალიან რომ გიყვართ ზოგიერთებს. მერე იჯერებდით აქ ბევრი და ხვიჩას აქილიკებდით, რუსების ნათქვამს იჯერებდით ყველაფერს. შემოთავაზებები რომ იყო უცხოური პრესაც ადასტურებს. ესენი ბლოკავდნენ და თან იძახდნენ არავის უნდაო. სანამ ომი არ დაიწყო და ყველაფრიდან არ მოკვეთეს მანამდე ვერ დაიხსნა ამ ბიჭმა თავი. ახლაც იქ იქნებოდა და მეორე ლიგაში გავარდნასაც ამას დააბრალებდნენ.არ გახსოვთ ყველა წაგებაზე რამხელა წნეხი იყო ხვიჩაზე? ვითომ 11 კაცი არ თამაშობდეს ფეხბურთს. ჰოდა ახია თქვენზე სადაც ხართ. გაჰყევით რუსკი კარაბლს მისამართზე!!!
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ
სლუცკი ხელშეუხებელია - "რუბინი" ნახევარმცველებს ეძებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია