ულანბატორში ფიდეს მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის მეხუთე ეტაპზე თურქი ბეთულ ილდიზი და მონგოლი ბათჰუიანგ მონგონთუული თავიდანვე აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ და ეს შეჯიბრების ექვსმა ტურმაც დაადასტურა...

ულანბატორში ფიდეს მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის მეხუთე ეტაპზე თურქი ბეთულ ილდიზი და მონგოლი ბათჰუიანგ მონგონთუული თავიდანვე აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ და ეს შეჯიბრების ექვსმა ტურმაც დაადასტურა. გუშინ კი ორივე მოჭადრაკემ და გათამაშების ცხრილში თითო ქულა ჩაიწერა. განსაკუთრებით მონგონთუულის წარმატება უნდა აღინიშნოს. მასპინძელთა იმედმა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ჰამფი კონერუს (ინდოეთი) სძლია, თურქმა საერთაშორისო ოსტატმა ილდიზმა კი 2001-2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონ ჟუ ჩენს (ყატარი) დააყრევინა ფარ-ხმალი.

წინა დღეს კონერუსთან განცდილი მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება შეძლო ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც 42-ე სვლაზე თეთრებით ფრანგ მარი სებაგს მოუგო. პარტიის მე-15 სვლაზე სებაგი იძულებული გახდა ხარისხი შეეწირა, რომელიც მაიამ თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა, მიტელშპილში კი ქართველმა დიდოსტატმა ორი პაიკი მოინადირა და მოსაგები პოზიციაც მიიღო.

ორი ფავორიტის _ რუსი ტატიანა კოსინცევას და ჩინელი ჟაო სიუს ორთაბრძოლაში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა იმარჯვა. ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი) სიუ იუჰუას (ჩინეთი) აჯობა. ახალგაზრდა ჩინელი დიდოსტატი ჰოუ იფანი თანამემამულე შენ იანს დაუზავდა.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ: სტეფანოვა, ჰოუ იფანი, ჟაო სიუ _ 5-5, კონერუ, კოსინცევა _ 4,5-4,5, ჩიბურდანიძე _ 4, სიუ იუჰუა _ 3, მონგონთუული, ჟუ ჩენი, შენ იანი _ 2,5-2,5, ილდიზი _ 2, სებაგი _ 1,5 ქულა.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: შენ იანი-ჟაო სიუ, სიუ იუჰუა-კოსინცევა, კონერუ-სტეფანოვა, სებაგი-მონგონთუული, ილდიზი-ჩიბურდანიძე, ჰოუ იფანი-ჟუ ჩენი.

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
UEFA-მ რუსულ კლუბებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10 მილიონ ევროზე მეტი ჩაურიცხა