"ერთა ლიგის" მე-2 ტურში საქართველოს ნაკრების ბულგარეთში (5:2) გამარჯვებას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

"დღევანდელი თამაში რომ შევაჯამოთ:

რაც კარგი იყო:

1. საქართველოს ნაკრები კლასით ერთი თავით მაღლა იდგა ბულგარეთის ნაკრებზე. ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა. ეს ცალსახად ნიშნავს: რომ მართლაც კარგი თაობა გვყავს, ბულგარეთს კი - პირიქით, ძალიან უჭირს ამ მხრივ.

2. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხვიჩას კლასი, მაგრამ ასევე გამოჩნდა, რომ არანაკლები კლასი აქვს აზაროვს. მე მას საერთოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელებდი. 1 გოლი თავად გაიტანა, 2 მის გარეშე არ გავიდოდა, მეხუთე გოლისას კი იდეალური პასი საერთოდ ნახევრად წაქცეულმა გააკეთა.

3. გვაქვს გრძელი სათადარიგო სკამი და რაც მთავარია, ძირითადის ფეხბურელებზე არანაკლები კლასის არიან შემცვლელები, ანუ ძირითადის სრულფასოვანი შემცვლელები სხედან სკამზე. ასეთი რამ როდის ხდებოდა ჩვენს ნაკრებში, ესეც არ მახსოვს, ანუ ამდენი ნორმალური ფეხბურთელი ერთად აქამდე არ გვყოლია და თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ ფორმაში შესასვლელები არიან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე.

ცუდი რაც იყო:

1. ვერასოდეს მივესალმები ისეთ გუნდთან, როგორიც ბულგარეთია, ერთი გატანილი გოლის მერე დაცვაში ჩაჯდომას (ნუ, ორი და სამი გოლის მერ კიდევ შეიძლება). ასეთ დროს ძალიან დიდი დოზით რისკავ. ბულგარეთს საკმარისი კლასი არ აღმოაჩნდა, თორემ დავისჯებოდით.

2. როცა ბულგარეთმა პირველ ტაიმში ცოტა ხნით პრესინგი სცადა, ისევ გაგვიჭირდა ბურთის ამოტანა. რა იქნება სკოპიეში, როცა მაკედონია უფრო მეტად გვეთამაშება პრესინგს?

3. მეორე სართულზე გარღვეულები ვიყავით. ორივე გოლი ასე გავუშვით."

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

სოსო
ბაჩი,ადრეც მოგწერე და კიდევ გეტყვი.მე არ დამისვია დაწუნება(დისლაიქს რომ ვეძახით),მაგრამ მესმის,რატომ სწერენ.მეგრული ენა არაფერ შუაშია,მანდ.მაგითი გთხოვენ,ისე დაწერე,ჩვენც გავიგოთო.თქვენი დამოკიდებულება არ მოსწონთ და შენ ისევ დედას იგინები.აჰა,შეაგინე,მაგრამ ისინი საპასუხოდ არაფერს გამოგიზავნიან,გგონია?ხომ ძალად აგინებინებ მშობლებს.მათ მაინც რა დაგიშავეს?არსებობს საზოგადოებაში ქცევის წესები და მას თუ არ მიჰყვები,არასოდეს მოგაკლდება კონფლიქტები.მეგრელი ხარ და რაზეა ლაპარაკი,მეგრულიც უნდა გიყვარდეს და მეგრელიც,მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდე მეგრულ ენას,მაგრამ არც მისი ქართულთან დაპირისპირებაა სწორი.არსებობს ლიტერატურული ქართული და შეძლებისდაგვარად,უნდა ვეცადოთ,გამართული,ლიტერატურული ენით ვწეროთ.ისე,ამ პოსტებს რომ ვწერთ,იქვე დაბლა,წითელი ასოებით უწერიათ,რომ თუ კომენტარი შეიცავს,უხამსობას,შეურაცხყოფას,სიძულვილის ენას,წაიშლებაო.ვიღაცას დედას რომ აგინებ,ეგ ხომ არის მისი შეურაცხყოფა?წესით ეს პოსტიც უნდა წაეშალათ,მაგრამ რატომღაც უშვებენ და ეს დაუშვებელია.იმედი მაქვს ახლა მაინც გაიაზრებ,რომ საშენოდ გეუბნები სათქმელს.
ბაჩი
აი ამაზე ვიგინები კაცმა მეგრულად დაწერა კომენტარი და დისლაიქებს უწერენ(დიალაიქი არის წერილის არ მოწონება) ,ქართილად კვარა გენაცვალეო(ამას ნიშნავს)რომ დაეწერა ხო არ დაუწერდით დისლაიქს და რა ერთიანობას ქადაგებთ,ან რამ ან ვინ შეგაძულათ ეშ ენა მე მაგის დ.შ.... გიორგი ქჷგგალე ჯიმა❤️
ბაჩი
სი ამაზე ვიგინები კაცმა მეგრულად დაწერა კომენტარი და დისლაიქებს უწერენ(დიალაიქი არის წერილის არ მოწონება) ,ქართილად კვარა გენაცვალეო(ამას ნიშნავს)რომ დაეწერა ხო არ დაუწერდით დისლაიქს და რა ერთიანობას ქადაგებთ,ან რამ ან ვინ შეგაძულათ ეშ ენა მე მაგის დ.შ.... გიორგი ქჷგგალე ჯიმა❤️
საქართველო
ბატონო მერაბ,საბედნიეროდ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში,სადაც აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს და ეს ძალიან კარგია,მაგრამ ტრაგედიაა როდესაც პროფესიონალების და ექსპერტების აზრი ნაკლებად შუქდება,ნაკლებად მიდის მათთან ერთად მსჯელობა,თუ როგორ უნდა განნვითარდეთ,ხოლო დილეტანტების ეგრეთწოდებული "ბალეშჩიკების" აზრს ყოველ ნაბიჯზე ცხვირში ატენიან საზოგადოებას,თითქოს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მათ აზრს,მარტივი შეკითხვა,მე ვთვლი რომ ფეხბურთი ცოტა უფრო უკეთ მესმის ვიდრე ზოგიერთ ჟურნალისტს,რადგან მაქვს შესაბამისი გამოცდილება და სტაჟი ამ სფეროში,მე რომ ჩემი აზრი გამოვთქვა ფეისბუქზე,გამომიქვეყნებს რომელიმე სპორტული გაზეთი ან საიტი?! ამაში ვხედავ მე პირადად პრობლემას და არა იმაში რომ ვიღაცამ თავის აზრი დააფიქსირა.განსაკუთრებით ისეთი აზრი რომელიც ჩასაფრებულის პოზიციიდან არის,მაგალითად როგორიც არის სანაია,რაღაც ამ ორი მოგების შემდეგ აღარ გამოჩენილა,იმედია ისეთ წარმატებას მიაღწევს საქართველოს ნაკრები,რომ ბოღმისგან საერთოდ დაიმალებიან ზოგიერთები.
გიორგი
კვარა ქუგგალე ჯიმა!
საქართველო
ეს შეიძლება ითქვას რომ გარკვეული დოზით გენეტიკური პრობლემაც არის,ისევე როგორ ის რომ ბურთთან ურთიერთობა ბევრად უფრო დახვეწილი გვაქვს ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობას(სკანდინავია,სლავები და ა.შ.)შესაბამისად სუსტი და ძლიერი მხარეები ბალანსდება და ვიღებთ საბოლოო შედეგს, არარსებობს ნაკრები,რომლებსაც არ აქვთ სუსტი მხარეები,ამიტომ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ,მთავარია სწორად გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარე,ისე რომ ამით ჩვენი სუსტი წერტილები დავაბალანსოთ,ჯერ-ჯერობით სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად ართმევს ამ ყველაფერს თავს,აუცილებლად იქნება ჩავარდნებიც,მაგრამ ისეთი არ უნდა იყოს,რომელიც აღარ გამოსწორდება,მაგალითად რომელიც ვაისმა მაკედონიასთან დაუშვა
მერაბ მეტრეველი
რა დეზინფორმაცია გაგავრცელე? რაებს მაბრალებ?! დამისახელე ჩემს მიერ გავრცელებული დეზიმფორმაცია! მატყუარა ხარ ჩვეულებრივი. ან აზრის გამოტქმას რა პონტში მიკრძალავ? ფეხბურთი გულშემატკივრისაა და ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება აზრი გამოთქვას.
გულშემატკივარი
მე მადლობელი ვარ, რომ ყველა ეხმაურება ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს, ყველა თავის აზრით. ცალკე თემაა საქრთველოში ჟურნალისტიკის და მათ შორის სპორტულის დაბალი პროფესიონალური დონე.
გაიოზი
მოყოლებული ტოტენჰემთან ჩივერსის და პიტერსის თავით გატანილი 4 ბურთიდან
გიზოგ
მეტოქე ისეთი არ გვყავდა, რომ ერთი გოლის შემდეგ, როცა მთელი თამაშია სათამაშო, თავქუდ მოგლეჯილი უტევდე, მით უმეტეს სტუმრად და თანაც ტრადიციულად ჩამოყალიბებულ უხერხულ მეტოქესთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაკრები, ანუ გუნდი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პერიოდშია და სტაბილურ ხასიათამდე ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ. მხედველობაში მაქვს, როცა გოლის გატანის ეშინოდათ და სასწაულ ბურთებს აფუჭებდნენ. სიმართლეა, როცა ბულგარეთმა პრესინგს მიმართა ბურთის ამოტანა გაგვიჭირდა და ეს ბუნებრივიცაა, მთავარია, რომ მაინც ამოგვქონდა. დაცვაში საჰაერო ბურთების მოგერიება ტრადიციულად გვიჭირდა, რაც სამუშაოა და გამოსასწორებელია. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ ჩრ. მაკედონიასთან, თანაც ისეთს როგორც ეს ბულგარეთთან იყო და ეს ძირითადი მიზნის 80% იქნება.
გულშემატკივერი
გთავაზობთ, რომ ბატონმა ვილიმ ჩვენს სანაკრებო თავკაცობის გარდა ასევე ითავოს ჟურნალისტების მწვრთნელობა სრლიად საქართველოოს მასშტაბით. რას იტვით? არ აწყენდათ მისი კომპეტენტური მიდგომები და პირუთვნელი შეფასებები ჰა? ეგებ მიიღონ ცოტა მაინც ევროული სტანდარტი, ეწიონ პროფესიონალიზმსა და ობიიექტურობას
tazo
კარგი იყო
las
საქართველოს ნაკრებს მოეთხოვება ეთამაშოს და დაამარცხოს ევროპის საშუალო დონის დაკრებები. ამასაც კლასი ჭირდება. ხოლო გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის დონეზე რომ ვერ ვართ ეს არ ნიშნავს რომ წინსვლა არ გვაქვს. მაგათ დონეზე ასვლას სხვა რამე ჭირდება პრიველ რიგში ქვეყნის აღმავლობა.
ნიკო
კი გეთანხმები, მეორე სართულზე ბრძოლა გვიჭირს. ყოველთვის იყო ეს პრობლემა.
ყოვლის მცოდნე მერაბა
ქართველი ჟურნალისტი სხვას რო დაამუნათებს მაგარი ღადაობა თემაა,თან ფეხბურთზე ეს და სანაია რო ექსპერტობენ ცალკე თემაა. მთელი ქვეყანა გეუბნებათ,რომ ობიექტურები იყავითო და დეზინფორმაციას ნუ აშუქებთო,გაუგონეთ ამ ხალხს? ჟუნალისტიკის ფსკერის იქეთა სამყაროს წარმოადგენს მერაბიკო(ყველა ჟურნალისტი)და სანიოლის ასწავლის ფეხბურთს,თქვენს კოლეგა თვალაბეიშვილზეც გეთქვა რამე,სერიოზული საკომენტატორო კლასი შემოგვთავაზა და გეთქვა რამოდენიმე სიტყვა. მარა კოლეგიალობას ხომ არ დაარღვევთ და სანიოლის აკრიტიკებთ. ერთი და ორის გოლის მერე დაცვაში ჩაჯდომა მოსულა,როცა გავუშვით,ავიწიეთ და გავიტანეთ. რა არ მოგეწონა ამ ამბავში? ბულგარეთზე მაგარი კლასის ნაკრებს გავუტანოთ ორი გოლი და ყველა ვნახავთ თუ ვერ მოვიგეთ. საფრანგეთს რო 2 გოლს გაუტან და მაინც შეტევას გადაწყვეტ,გიჟი არ ხარ?! კაი,საფრანგეთს შევეშვათ და ც ლიგაში მოთამაშე თურქეთი ავიღოთ,ორი გავუტანოთ და განახებთ,რას იზავს ჩაჰანოღლუ. რაც არ უნდა იყოს,სანიოლია მწვრთნელი და მისი გადასაწყვეტია,თამაში მოვიგეთ და ამაზე ისაუბრეთ,რა უნდა ექნა ან ქნა სანიოლიმ თქვენზე კარგად იცის. შეშვით ამ ბებიაჩემს ის რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა ბაზარს და თქვენს საქმეში დახელოვნდით,უდაბლესს დონეს რო აჩვენებთ ყოველ დღე. ესეც იყო მგონი,ცხონებულმა ბენდუქიძემ რა დღეში ჩაყარა ნარჩევი "ჟურნალისტები".
beso
მერაბ ეკონომიკა-პოლიტიკის ანალიზში ხომ ანგრევ აქაურობას, მაგრამ არც ფეხბურთში გქონია დანახულობა. ერთი მითხარი სად ნახე ამ თამაშში ფეხბურთის კლასი, ანუ ხარისხი და შენი გაგებით რას წარმოადგენს ის(ამ თამაშს ვინ გათამაშებს გერმანია, საფრანგეთ, პორტუგალია ინგლის-აეგენტინასთან!?)!? სახეზეა მუტირება ფეხბურთის(ზოგადად), იცვლება თაობა, მისი ხასიათი, იცვლება ფაქტორები ბურთის ჩათვლით და სახეზეა მწვრთნელის ხელი, რომ ბიჭები თავისუფლებაზე მიუშვა ტაქტიკური რჩევების საფუძველზე. ეს ნიშანი ინახა ამ ორ თამაშში და გაამართლა. ეს ისაა, რაც ჰოლანდიურ-ჩეხურ ფეხბურთში ხდება დღეს, ანუ ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელი ინახოს ან გაიზარდოს. სხვას ვერაფერს დავამატებ, ბიჭებს ფიზიკურ კონდიციაზე მოთხოვნა ეტყობა, რაც კარგია. წინ ბიჭებო, გაიხარეთ!
დ
ჩვენში დარჩეს და არც ჟურნალისტიკაში უსკდება თავი, რაც მაგას უსუფაშვილმა უქნა, თავს არ გამოვყოფდი, მაგრამ........
დდდ
ჯოყოლამ სტუმარ-მასპინძელი ცოტა ხნით დავივიწყოთოო.
ვაჩე!
მწვრთნელზე ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდა შე "ყველაფრის" მცოდნევ!!!!!
გულშემატკივარი
ბატონი მერაბის ყოველი კომენტარი, არაფეს ვამბობ მის ფუნდამენტალურ და სიღრმისეულ კველვა-ანალიზებზე, არი ჩემთვის ცხვრებისეული და პროფესიული გაკვეთილი. არის შუქურა მჭვრმეტყველებისა და ანბანი სიბრძნისმეტყველებისა.. მადლობა ბატონო მერაბ თქვენი საკრალური ცოდნის და გონიერი ჭვრეტის გაზიარებისთვის . დიდი მადლობა
ფირუზა
ჯოყოლამ რა თქვა. ალხასტაისძემ? მოეწონა ჩვენების ტაქტიკა?)))))))))))
dimo
სრულიად გეთანხმები !
აბო
ხოდა კიდევ ბონდო მძინარაშვილია მაგარი. ფუტბოლს არჩევს პაიჭაძის დროიდან. თვითონაც მაგრად თამაშობს, თავური იცის მაგარი.
პეტრე პავლე ივანე
ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენს გვერდს. აღნიშნულ პატივისცემას გვერდი იმსახურებს იმის გამო, რომ კვალიფიციური ხალხი შრომობთ, ანალიზს აკეთებთ, ღამეს ათენებთ და ინფორმაციას აწვდიტ მკითხველს. ამ გადასახედიდან სულ მაოცებს როდესაც მერაბ მეტრეველის (სრული პატივისცემით მერაბის მიმართ, არაფერს ვერჩი ამ კაი კაცს), ვახო სანაიას და მათნაირი ხალხის ფეისბუქ სტატუსებს ანიუსებთ - რა ექსპერტი მერაბი მყავს ან ვახო, კითხეთ ვინმე მწვრთნელს, პროფესიონალს, გაარჩევინეთ თამაში, ან თქვენ გააანალიზეთ და წავიკითხავთ ინტერესით. ჩემთვის პირადად პროფესიონალის აზრია საინტერესო, ვისაც მეტი ესმის და მუშაობს ამ საკითხზე და არა ის ვახო სანაიამ ტაში დაუკრა თუარა ხვიჩას და მერაბ მეტრეველს როგორი ტაქტიკა მოწონს. იმედია გამოაქვეყნებთ! კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ პატივისცემას და მსგავს ამბებს თუ არ გაანიუსებთ მადლობელი დაგრჩებით

ზოგიერთი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე იყო ბულგარეთის ნაკრებში, წინა ამხანაგურშიც გამოჩნდა სტატიკებიდან გვიტანდნენ. მაგრამ ასეთი მიდგომით და უგუნდურობით სულ რომ მესი და რონალდო გყავდეს ერთ მუშტად შეკრულს გუნდს ვერ მოუგებ
გულშემატკივარი
მე პირადად ბატონ მერაბს საუკეთესო მიმომხილველად დავასახელებდი. არანაკლები კლასი აქვს მიდრე სხვა ვინმე მიმომხილეველებს. 1.საკითხისარსს უზუსტესად წყვდება 3 იდელური განხილვა აქვს, 3. არაჩვეულებრივად გადმოსცემს და ეხება ყველაზე აქტუალურ პრობლემას. ვისურვედი, რო მეტი ასეთი კომპეტენტური და მიუკერძოებელი მოსაზრებები და შეხედულებები გამოგექვეყნებინოთ დიდ მადლობა მატომ მერაბს და რედაქციას
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რავარც კი პრესინგს დეიწყებენ, ერთი ორს უნდა ხიო ყბაში და, .. კაი იქნებ ამას თუ ერთიკაცი გააკეტებს, ბევრი ბევრი გააგდონ, ერთი კაცი გინდა გვყოლია გინდა არა, ქვილითაია გამოდგგება მაგისთვის, მაგარი დარტყმა აქვს,მარა სირბილში მოიკოჭლებს, თუ დეეწევა ვისაც გეეკიდება? საკითხავი აი ესაა..
დამიჯერე
არ გიყურებს შენ ბიძიკო თამაშისთვის და სულაც არაა საჭირო, ყველაფერზე კომენტარი აკეთო.
beqa
მართალია ვეთანხმები! აი თურქეთან სლოვაკეთან გამოჩნდება ყველაფერი არცერთი გუნდი არაა ტოპ დონის ვნახოთ როგორ ვეთამაშებით ამ ჯგუფიდან გასულები ვართ ბულგარეთს მოვუგოთ სახლში და მაკედონიასთან ფრე ეგაა 13 ქულა!!
სოსო
მერაბ მეტრეველს,არაფერი ისეთი არ უთქვამს,რასაც არ დავეთანხმები,ან რაც ამ საიტზე ჩვენ,დანარჩენ გულშემატკივრებს არ გვითქვამს.უბრალოდ, ცოტა გაუგებარია რატომ აზიარებთ მის პოსტს,სტატიის სახით.სპორტის სპეციალისტი რომ იყოს და ავტორიტეტი იყოს,კიდევ ჰო,მაგრამ გადაჭარბებული მგონია.ბოლოს და ბოლოს,აქ და "ლელოში" პოსტებს, სანდრო ჩირინაშვილი და გუჯა კახიძე დებენ.ზოგიერთ სპეციალისტზე უკეთ რომ ერკვევიან სპორტის საკითხებში.
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა
ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება