ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

• T.q

დაწყნარდი რა შენ ბიჭო

• მეხუთე ავენიუდან.

რატომ არ ბეჭდავთ ყველა ქართველის კომენტარს,თუ კი კორექტულადაა ნაწერი,რომ ერეკებით თქვეი სამრეკლოს ან,ვინ როგორ კომენტარს აკეთებს,არაა ობიექტური,მკითხველი,ხალხი გაერკვევა,უთქვენოდ,ვინ რას აწკაპუნებს,რეპორტიორის ვალდებულებაა,მიაწვდინოს ინფორმაცია,გამოთქვას თავისი მოსაზრება არბლოკირებით სხვათა აზრისა,ჩემი აზრით არაპროფესიონალები ბრძანდებით,ხალხურად უვარგისები,ბ ე ჭ დ ე თ მესიჯები,საილას დუქანში არ ხართ,ხალხისათვის მაუწყებელი მასმედიაში ირჯებით,არა უფასოდ,ძალა ერთობაშია.....

• რაბუ

აი როგორ ვთქვა გასვლაზე თამაში ჯობიათქო ნახევარფინალში მაგრამ ვერც მანდ ვხედავ საგანგაშოს რამეს. რავიცი აქ მოგებული მნიშვნელოვანი თამაში მე არ მახსენდება თითქოს პრესში არიან და წნეხის ქვეშ თამაშობენ გადაჭედილ დინამოზე.

• 11

ალბათ ბუდუს უნდა ეთამაშა მიქაუტაძის ნაცვლად. კვარას თავზე გადაგდებაზე რომ არ ეფიქრა და ნორმალურად დაერტყა ალბათ აჯობებდა. მთლიანობაში კარგი შედეგია.

• სოსო

საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური თამაში გამახსენა,წუხანდელმა მატჩმა,მოლდავეთის ნაკრებთან.გადაჭედილი ტრიბუნები,უდიდესი უპირატესობა,უამრავი მომენტი,კარში დარტყმა,მაქსიმალური ტემპი და მაშინ 0-1 წავაგეთ.ახლა კი,ნულოვანი ფრე.მაშინაც და ახლაც,მთავარი მიზეზი ერთი და იგივე მგონია.გულშემატკივრის გახარების უდიდესი სურვილი.გამარჯვების ისეთი წყურვილი,თვითონ გამარჯვებაში რომ გიშლის ხელს.სურვილის მართვაც უნდა ისწავლონ ბიჭებმა და ეს გასავლელი გვქონდა.ყველას უჭირს,ავტობუსის გადაყენება და მით უფრო ჩვენ გაგვიჭირდა,რადგან ეს ჩვენთვის საკმაოდ უცხო ხილია.დღეს ისეთი ნაკრები გვიყალიბდება,ესეც სასწავლი გვექნება.ამ შემადგენლობიდან ჯადოსნური ჯოხის ფუნქციის შესრულები გამოცდილება,საბა კვირკველიას აქვს,რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის ლიდერად ყოფნის დროს,როცა გოლი სჭირდებოდათ,ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზე გადადიოდა და ჩვეულებრივ,გოლი გაჰქონდათ.თუმცა ეს მაშინ იყო და შესაძლოა ახლო მომავალში იყოს,რადგან დღეს საბა ჯერ კიდევ ვერ არის იმ ფორმაში,როგორც მაშინ იყო.კიდევ 1978 წელს,თბილისის დინამოს თბილისში ჩატარებული უეფას თასის მატჩიდან,ბერლინის ჰერტასთან მატჩის ანგარიშში ნათქვამი ფრაზა გამახსენდა,სადაც ლაპარაკია,რომ თბილისელთა უამრავ ძლიერ დარტყმას მეტოქის მცველები ბლოკავდნენ,ან კარს ცდებოდა დარტყმა,მათთან ბერძოლაში და მხოლოდ შენგელიას მიერ საჯარიმოში მიღებულ ბურთზე,წამიერად შემობრუნებამ და ფეხის წაკვრით კარში შეგდებამ გამოიღო შედეგი.ვერც მცველებმა და ვერც მეკარემ,ვერაფერი მოასწრეს.ის თამაში 1-0 მოვიგეთ,მაგრამ 0-2 გვქონდა წაგებული და გამოვვარდით.ამ თამაშშიც გვქონდა მსგავსი მცდელობები,თუმცა რამაზ შენგელიასნაირი ფილიგრანული ტექნიკა და ალღო, ვერავინ გამოავლინა.მაშინდელი დინამოს მშენებლობა,1976 წელს დაიწყო და პიკს,1981 წელს მიაღწია.ეს გუნდიც სულ ერთი წელია რაც ამ გზაზე დადგა და შედეგები უკვე იგრძნობა.კიდევ უკეთესი ახალგაზრდობა მოდის მათ უკან და მსგავსმა შედარებითმა წარუმატებლობამ არ უნდა შეგვაშინოს.სწორი გზა,სწორ შედეგებამდე მიგვიყვანს.ამ ფრემ,ეიფორიიდანაც გამოგვიყვანა და მაგ მხრივ,ნამდვილად სასარგებლო იყო.აღმოჩნდა,რომ ულაპარაკოდ ყველაზე ერთი თავით მაღლა კი არ ვდგევართ,არამედ,მხოლოდ სრული კონცენტრაციის პირობებში ვართ, თანასწორთა შორის საუკეთესონი.წუხელ თამაში იყო,მაგრამ ვერ გავიტანეთ.ხვალ თამაშიც იქნება, გოლებიც და გამარჯვებებიც.მთავარია დავწყნარდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ.ამ ოთხი ლამაზი მატჩის გამო,ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში,ეს ზაფხული,საუკეთესო მოგონებად დარჩება და იმედია, ჩვენი საკლუბო გუნდებიც დაგვიმატებენ დადებით ემოციებს,უეფას ტურნირებზე კარგი გამოსვლით.შემოდგომაზე კი,სავარაუდოდ,უფრო დაღვინებულ ნაკრებს ვნახავთ,სასურველ მიზანს ზედმეტი ემოციების ხარჯვის გარეშე რომ აღწევს და კარგად იცის,ამას როგორ მიაღწიოს.

• კარგით რაააააა

არავინ არავის არ ლანძღავს, პირიქით რაც კარგია ამ ეტაპისთვის: შედეგი, ახალი ფორმები, სატელევიზიო შეფუთვა,საიმფორმაციო მხარდაჭერა და ა.შ. ამაზე არავის შეიძლება ჰგონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ნაკრებს რომ უჭირს ე.წ. პირველ ნომრად თამაში ფაქტია, არადა პლეიოფში სწორედ ერთი კონკრეტული თამაში იქნება მოსაგები,უკნიდან თამაშით და მხოლოდ კვარას იმედათ გაგვიჭირდება. სწორედ ასეთი ეიფორიით მოვიგეთ პირველი ეროპის ლიგა, შემდეგ გაგვიმათლა და ორივე პლეიოფის თამაში თბილისში დაგვინიშნეს, სადაც ბელორუსს თურქი მსაჯის მიერ საეჭვო პენალტით უსახური თამაში მოუგეთ, ფინალში კი მაკედონიასთან რაც დაგვემართა ქე იცით. ხოდა ცოტა რეალურად შევხედოთ ჩვენი გუნდის შესაძლებობეს, თორემ თუ იგივე განმეორდა და პლეიოფი ვერ მოვიგეთ,ბულგარეთში და მაკედონიაში მოგებული თამაშები,ახალი ფორმები და რებრედინგი ყველას დაავიწყდება.ლანძღვა- გინება მერე ნახეთ.....

• ქართველი

დაცვაში ჩამდგარი ნებისმიერი გუნდის დამარცხება არ არის იოლი და ამ თამაშშიც ასე იყო! ეს თამაში გარკვეულწილად დაანახებს ვილის თუ როგორ უნდა ათამაშოს გუნდი მსგავს შემთხვევაში! კარგია, რომ ყალიბდება ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები! P.S. ერთმა გერმანელმა სტუმარმა მითხრა: რაც თქვენთან ორ დღეში ავტოავარიები ვნახე, ჩემთან ორ თვეში არ ხდებაო! საავტომობილო გვირაბები იმათ როგორ აქვთ მოწყობილი რომ ნახო, თბლისის იმ გვირაბზე იტყვი დასაკეტიაო (მადლობა ღმერთს, ის ბულგარელი გადარჩა!)! დასაცინად (თუ არა მტრის გასახარად) გვაქვს საქმე! "მე ვარ საქართველო" - ემოციების გარეშე დასაფიქრებელი გვაქვს თვითოეულს (მეც მათ შორის) ამ სიტყვებზე! ეს ეხება ჩვენს პასუხისმგებლობას: სიტყვაში თუ მოქმედებაში! მართლად ვიცხოვროდ და ღმერთი იქნება ჩვენსკენ!

• კაკო

ისადა, ევროკავშირიო და კიბეებზეც ბილეთები რო გაყიდეთ ეგ როგორ აბა...ვის შევჩივლოთ?

• DAVE

მოგება ყველას გაგვიხარდებოდა, მაგრამ მიუხედავად დიდი უპირატესობისა ვერ შევაგდეთ და გვაქვს ფრე, ასევე ჯგუფში 10 ქულა და პირველი ადგილი, რაც ამ თამაშების დაწყებამდე რომ გვეკითხა ყველანი დიდი სიხარულით ვიქნებოდთ თანახმა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2 ივნისის მერე, ამ ნაკრებმა განახორციელა სამი ფრენა ჯერ აქედან ბულგარეთში, მერე ბულგარეთიდან მეკედონიაში და იქედან უკან საქართველოში, ამასთანავე ითამაშა გასვლაზე ორი თამაში და მიუხედავად ამხელა მგზავრობისა და დაღლისა გუშინ თავი არ დაუზოგავთ. ჩემი აზრით უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს და აქ ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვფიქრობ ის ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინს სტადიონების გადახვნას და კარტოფილის მოყვანას ითხოვდა. ამიტომ მათ ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ნუ მიაქცევთ ბიჭებო, წინ გამარჯვებისაკენ.

• ნკ

ამ თამაშებში კარგად გამოჩნდა მონდომება,პროფესიონალიზმი. შედეგი და რაც მთავარია მომავლის იმედი! ამ გუნდას შეუძლია ყველასთან ბრძოლა ეს კარგად გამოჩნდა! წარმატებები საქართველოს!!!

• 123

მასეთი გუნდი სულ 3-0 უგებდეს თავისზე ძლიერ ან სუსტ გუნდებს ბუნებაში არ არსებობს. პსჟ-ც კი ვერ უგებს ნულებზე საფრანგეთის ლიგა 1 -ში ყველას. მითუმეტეს ჩვენ. 10 დღეში 4 თამაში. მთავარია შედეგი დავდოთ. წაგებებითაც წავაგებთ და ბევრჯერაც მოვიგებთ. ბულგარეთთან რო უეჭველად მოგებას ვითხოვთ ესეიგი სწორ გზაზე ვართ.

• gionat

მადლობა ბიჭებს, ყველას გამონაკლისის გარეშე ეტყობოდა უდიდესი მონდომება. დადგა დრო როდესაც უნდა ვისწავლით პირველ ნომერად თამაშიც, გუშინდელი მატჩი ნამდვილად გამოდგება ასეთი გამოცდილების დასაგროვებლად.

• რონი

კვეკვეს მაგივრად ვინმე ვნახოთ ავარჩიოთ მექვაბიშვილს რო მიახტნენ და გვილია სკამზე დატოვეს.. კვეკვესკირი არის ნაკრების უსუსტესი მოთამაშე და ან პენალს რატო არტყმეინებენ ან რატო ამყარებენ მთელ იმედს ვერ ვხვდები.... ამ კანკავამ რაღა ეხლა მოინდომა პენსიაში გასვლა კვეკვეს წონის თამაშიც თუარ შეუძლია მოიკლას თავი )) ბირთვი უნდა ჩამოყალიბდეს ეს აუცილებელია. არაა საჭირო ორი უფანტაზიო ნახევარმცველის ჩაბიტონება ცენტრში ერთი ჩამშლელი და მეორე კიტე ან გვილო უნდა იყოს შემოქმედი შემტევებამდე ბურთის ამტანი კაცი...ჩაკვეს სექტემბერში ველოდებით იმედია კარგ ფორმაში დაგვიბრუნდება

• დავითს

ადრე ორ თამაშს ვერ აბამდენ და აღდგენა ვერ მოვასწარითო ამბობდენ. ახლა სამი თამაში გადააბეს და ყველას გაუკვირდა თან გაეხარდა. მეოთხე თამაშზე ალბათ ისინი დააყენა ვისაც ფეხზე დგომა შეეძლო და მაინც საბოლოოდ 10 ქულა გამოვიდა. ფიზიკის პრობლემა სულ ქონდათ და ახლა გაუმჯობესება ნამდვილად იყო.

• რობ როი

ჩვენს ნაკრებს კარგად გამოსდის დაცვიდან თამაში, როდესაც სწრაფად გადააქვს დაცვიდან შეტევაში, რაც ძალიან კარგია, რადგან ევროპაში უმეტეს თამაშს სწორედ მსგავსი სტრატეგიით ჩავატარებთ. მაგრამ რთულია როდესაც მოწინააღმდეგე თერთმეტი კაცით დაცვაში დგას, ასეთ დროს გამოსავალია შორიდან დარტყმები და სტანდარტულები, ან დომინანტი ცენტრალური თავდასხმელის ყოლა. ეგ ჩვენი ნაკრების პრობლემა არ არის მხოლოდ, ევროპულ დიდ გუნდებსაც უჭირს ხშირად ასეთი თამაშების მოგება. გასულ სეზონში რეალ მადრიდმა უმეტესი ქულა სწორედ ყრუ დაცვაში ჩამჯდარ გუნდებთან დაკარგა.

• Las

ვინც კრიტიკულ კომენტარს წერს ეს ხალხი უბრალოდ გამოხატავს თავის გულისტკივილს. თორე ნაკრების გამარჯვება ყველას გვინდა. ფაქტია გამოჩნდა რომ გუნდს მოსამატებელი აქვს თუ ევროპის ჩემპიონატზე გვინდა გასვლა. ჯგუფს დავძლევთ როგორმე. მაგრამ იქ გველოდება თურქეთი და საბერძნეთი

• zaz197

ვინ ხართ, საიდან მოხვედით, რა გინდათ? დიდი ხანია, ასეთი ნაკრები გვყავს, რომ თუნდაც ბულგარეთთან, თუნდაც სახლში უეჭველი უნდა მოვიგოთ? "შენ არასდროს ივლი მარტო" ასეთი ფრაზა გაგიგონიათ? ვისაც პირველად ესმის და მაინც ლანძღავს ნაკრებს, ის არაფრის აზრზე არ არის, მითუმეტეს ფეხბურთის და იყოს უკმაყოფილო და ალბათ ტოტალიზატორში წაგების გამო განრისხებული. ვისაც ეს ფრაზა გაგიგონიათ, და მაინც მიიჩნევთ, რომ ნაკრებმა უეჭველი ყველა თამაში, ყველა გუნდთან უნდა მოიგოს, გეტყვით, რომ არ არის მასე არც ფეხბურთი და არც ცხოვრება აწყობილი, რომ რეიტინგში ასეულის ბოლოს მყოფი ნაკრები უცბად იგებს ყველა თამაშს. მადლობა ბიჭებს და ნაკრებს ასეთი ივნისისათვის, ყველაფერი წინაა და "თქვენ არასდროს ივლით მარტო"

ჩასაფრებულებს ფეხბურთი არ ესმით, ბოღმით არიან დაკავებული.

• დავით 67

წინა ტურში ნორვეგია ეთამაშებოდა სლოვენიას , აშკარა ფავორიტი იყო, თან 63 წუთიდან სლოვენიელები ათნი დარჩნენ. თითქმის მეტოქის ცენტრს არ გადმოსულან. მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. არ დაგავიწყდეთ მათ ჰოლანდი ჰყავთ.ასე იყო დღესაც, ყველამ კარგად იცით რომ ფეხბურთში ეგეთები ხდება, მაგრამ თქვენ ტოტალიზატორში წაგებული თანხა გადარდებთ ვინც ბიჭებს და მწვრთნელს ლანძღავთ. დაავადებულ ხალხს ფსონის გარეშე თამაშის ყურება არ შეუძლია. არ ითამაშო!!!არც კარტი,არც ნარდი არც დომინო, მხოლოდ ჭადრაკი! )

• დავით

არა რა ამათ ბოლომდე, რო გაგაგახარონ როგორ შეილება.

კარში დავარტით ერთხელ, კარისკენ დარტყმებიც მწვავე არაფერი იყო დასამახსოვრებელი. ცენტრიდან არ გაგვიკეთებია არცერთი შეტევა და როცა ვუტევდით 3 კაცი სულ გამოთიშული იყო (კაშია, ხოჭო და დვალი). ეც არც ცრუ ცხრიანით თამაში იყო და ნურც იმით დავიმშვიდებთ თავს რომ ავტობუსი ჩააყენა ბულგარეთმა - არ იყო ასე. უბრალოდ არასწორი შემადგენლობა და არასწორი ტაქტიკა გვქონდა, გაგუდეს ლობჟანიძე ფლანგზე სირბილით, როცა ცენტრში მის პასზე არავინ შედიოდა. ყველა თამაშში მოედნის ცენტრი იყო სუსტი (აბურჯანიას გარდა) და ეს ბოლოსდაბოლოს შედეგზეც აისახა. 1 ნომრად თამაშში 3 ცენტრ. მცველით და მექვაბიშვილი, კვეკვე, ყაზაიშვილით რატომ უნდა გამოხვიდე?

• specialisti.

ჩვენებში ვის გულისხმობ დაუნი მწვრთნელების დაყენებულ შემადგენლობას? იქნებ თვითონ მწვრთნელებს და ფედერაციაში გეძებნა მიზეზი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მაგ საქმის ბოლომდე მიყვანის რესურსი

• გურჯი

მოკრიტიკო "როჟებმა",რომ მიიკრიტიკოთ არ გინდათ?!

ვინც ბიჭებს ლანძღავთ საერთოდ არ ხართ მოგების ნახვის ღირსები. მსგავსი ლამაზი თამაში და მომენტები ნაკრებისგან მე არ მახსოვს. კვარა საოცრება ხარ! მარტო ის ქუსლით პასი ღირდა მთელ ბულგარეთის ნაკრებას. მიქაუტაძეს კიდე ისეთი პასი მისცა 99% გოლი იყო მაგრამ... მიყვარს ეს ნაკრები და ველოდები სექტემბერს მოკლედ. ჩასაფრებულების გამო არა, ჩემნაირი გულშემატკივრის გამო უნდა ითამაშოთ ბიჭებო! ბოლომდე რომ მხარს გიჭერენ ისეთებისთვის!

• Herbst

მადლობა ბიჭებს. მართლა ბოლომდე იბრძოლეს. ესენიც ადამიანები არიან, ამდენი ფრენა და მეორე დღეს თამაში, გადაიღალენ. უბრალოდ თეორიული შანსიც რომ დარჩა პირველი ადგილის დაკარგვის უკვე აღარაა სასიამოვნო:( კარგი იქნებოდა 12 ქულა და განაღდებული პირველი ადგილი

• ჯონდი

ასეთები საიდან მოდიხართ? სად იბადებით, სად იზრდებით?

• 1

მოგებულ შემადგენლობას რომ გამოცვლი როგორ უნდა ისწავლო 1 ლ ნომრად თამაში. ბირთვი სანამ არ შედგება არ იქნება 1ლი ნომერი თამაში

• ზედმეტი.

ძაან ნუ პროფესორობ ეხლა რა, თავში ავარდნა კი არა ეს იყო სპეციალური ჩაგდებული თამაში. ისევე როგორც კოსოვოსთან წაგება სპეციალურად და სხვა ბევრი ასეთი თამაში. ვისაც სანიოლი მწვრთნელი გონია იმათ მოკითხე ეგ შედეგი.

• gio

ცხადია, რომ ჩვენებს ბოლო წლებში უჭირთ "მოსაგები" თამაშების მოგება თავისი დონის ან თუნდაც კლასით ოდნავ დაბალი დონის გუნდებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტოქის მასირებული დაცვის გარღვევა გვიჭირს პოზიციური შეტევებით. მხოლოდ კონტრშეტევების ან სპონტანურად შექმნილი სიტუაციების შედეგად ვიტანთ. ჩვენებს დღეს პირველი გოლი რომ გაეტანათ როგორმე, მითუმეტეს საწყის წუთებში, სულ სხვა სცენარით წავიდოდა თამაში. დიდი ალბათობით დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ამაზეა ბევრი სამუშაო.

• KOSTAKURTA

უღელტეხილზე ქანცგაცლილ ცხენებს არ ცვლიან.რატომ არ დააყენა ბულგარეთთან ისევ ის გამარჯვებული ნაკრები რომელთაც პირველი თამაში 5:2 მოიგეს?!

• აბა აბა აბა შენ ეგა თქვი ჩემი Kai

ზაზა ბულგარეთმა ვერ გადაახია ისედაც თავზე

• კარგით რაააააა!

სულ ეს იყო საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი, გაუვარდათ ბულგრეთში და მაკედონიაში ყარაულის თოფივით და ეგრევე ჩავარდით ეიფორიაში, არადა მეტი რა უნდოდათ? დაშლილ დასტრესილი ბულგარეთის ნაკრები, 70 ათასი მაყურებელი,მაგარი სატელევიზიო შეფუთვა და საიმფორმაციო მხარდაჭერა. გარდა ბულგარელი მცველების მიერ ნაჩუქარი კვარას მიერ შექმნილი რამდენიმე მომენტისა კარში ვერ დავარტყით, მიუხედავად თითქოსდა სათამაშო უპირატესობისა და ამდენი მოწოდებული კუთხურებისა. არ მგონია ამ ფორმაციის ნაკრებმა რომელიმე გადამწყვეტი თამაში- ერთი თამაში, რომელიც აუცილებლად მოსაგებია-მოიგოს.

• რაული

რა სისულელეს წერ )) მაშინ აღარ მივიდეთ სტადიონზე და წნეხიც აღარ ექნებათ ;) გასვლაზე მაგიტო იგებდნენ ხოლმე ეს წლები წნეხი ნაკლები ქონდათ ხოლმე ხო )))))

• provokatori

ადეკვატურო ერთი სანიოლზე და ფედერაციაზე კომენტარი გააკეთე

• რონი

მამარდაშვილი-ხოჭოლავა კაშია დვალი- ვინუჟდენი კვეკვე სხვა რა გზაა?!!! კიტეიშვილი-დავითაშვილი-წიტაიშვილი-ლობჟანიძე-კვარაცხელია-ზივზივაძე. აი ეს არის საქართველოს საუკეთესო ნაკრები. იმედია კვერკველია აღიდგენს ფორმას და უფრო დიდი იმედი და ნატვრა მაქვს რომ ჩაკვემ დაიბრუნოს ის დონე რასაც თამაშობდა. ყაზაიშვილი ოქრია ქვილითაია და ვიღაცეები უნდა ამოიგდოს თავიდან ვილიმ.

• mirosan

ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც...

• ვოოტ

ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მოდით, მთავარი ვთქვათ - თუ ნაკრებმა პირველ ნომრად თამაში არ ისწავლა, ვერც გუნდი გაიზრდება და ვერც მოთამაშეები... ასეთი მატჩების ვერმოგებით უფროდაუფრო გამყარდება აზრი, რომ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა მეტოქე გვეთამაშება უეჭველად მოსაგებად და ჩვენ კი საკუთარ შანსს ვუცდით ჩასაფრებულები, ეს ტაქტიკა კი ყოველთვის ვერ გაამართლებს, - დათვური სამსახური მგონია ჩვენი ნაკრების კოლოსალურ უპირატესობაზე საუბარი, რადგან სტატისტიკა უპირატესობა არ გახლავთ - ჩვენ კარში არ დაგვირტყამს და ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რაც გიბრალტარმა მოახერხა, გოლი ვერ გავუტანეთ ბულგარეთის უსუსტეს ( ამ ეტაპზე ) ნაკრებს... ვფიქრობ, ჩაკვეტაძე ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებდა მინიმუმ 10-15 წუთით თამაშს და კიდევ ერთი, რატომღაც გვირაბში დაწყებული ავტოკატასტროფა უკვე სტადიონზეც გაგრძელდა - კატასტროფა იყო მოედნის უხვად მორწყული საფარი და კატასტროფაზე მეტი იყო ოპერატორების ნაცოდვილარი რეპორტაჟის დროს, ასეთი რეპორტაჟის ყურებას რადიოთი მოსმენა სჯობს... კარგი კი ის არის, რომ ახლა მაკედონიელებს შანსი გაუჩნდათ და იმ უეჭველ მოგებაზე უნდა გვეთამაშნონ, რომელიც ჩვენს შანსებს ერთი-ორად ზრდის...

• 100%

მოგება ჯობდა. თამაშის დროს რატომ დადიხართ რიგებში? დამთავრდება ტაიმი და მერე მიხედე საქმეს.

• აკო

როგორმა გუნდებმა წააგეს ამ ერთა ლიგაზე თან როგორ გუნდებთან და ბულგარეთს რო ვერ მოუგეთ(გაუმართლათ) ერთი ამბავია ატეხილი. დარწმუნებული ვარ უმეტესობა ამ კომენტარების ავტორს ტელევიზორშიც კი არ უყურებია თამაშისთვის და აქ ილანძღებიან. ცოტა დაფიქრდით რაა. ჩემი აზრით კი ისეთი გუნდი გვყვავს როგორსაც ვისურვებდით. ნაკლები ტექნიკური წუნი, მეტი გამძლეობა, ნორმალური დაცვა და შესანიშნავი მეკარეები. დავუმატოთ კვარა და კიდევ ჩვენი გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ალბათ შარშან ვინმეს რო ეთქვა 4 ტურის მერე 10 ქულით ვიქნებით და ხალხი უკმაყოფილო იქნებაო გიჟად ჩავთვლიდი.

• გიჟი

1000!!!

• რაბუ

კვარა აიღე ჯარიმების შესრულება შენ თავზე. იმუშავე და დახვეწე მით უმეტეს ტექნიკური დარტყმა გაქ.

• მოყვარული

მათ ვისაც ფეხბურთი ესმის - დღეს საუკეთესო იყო კვეკვესკირი, ულაპარაკოდ!

• gori

ვაღიაროთ , რომ სანიოლი შემადგენლობაში ამჯერად შეცდა, მიუხედავად ყველაფრისა მაინც მადლიერები ვართ ამ ახალი გუნდისთვის და ჟილკის შეძენისთვის რაც არ ჰქონდათ საერთოდ............

• Zaza

შეგვიძლია სახლში მაკედონიასთანაც არ მოვიგოთ და დაჟე წავაგოთ კიდეც. თი გიბრალტარს ბოლო ტურში ვუგებთ, პირველი ადგილი გარანტირებულია. ისე კი ფრე დიდი უპირატესობის ფონზე ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერი რიგზეა. იყო დრო როცა ასეთი კი არა, ნაწვალებო ფრეები გვიხაროდა ხოლმე….

• რუსთავი

გილოცავთ ყველას ასეთ ბრწყინვალე დასაწყისს ... მაგრამ, ბევრ გულშემატკივარს დარჩა შთაბეჭდილება რომ სპეციალურად არ მოვიგეთ, მეც ასე მგონია რატომღაც... დიდი კი არაფერი დაშავდა ამით მაგრამ ზედმეტად ვიცით მასპინძლობა და თავზე გადაყოლა, პირიქით რომ ყოფილიყო ბოლომდე ამოგვტენიდნენ.

• Soso

ოთარ აბურჯანია მართლა მაგარი ბიჭია და მაგრად ჩაატარა სამივე თამაში ალბათ ფიზიკურად არ იყო მზად დანარჩენში 100 პროცენტით გეთანხმები ყაზაიშვილს დიდი ანგარიშით რომ იგებ მაშინ თუ შემოიყვან საერთოდ არ არი ამ ფორმაციის მოთამაშე

• გუსანი

უკომენტაროდ? 10 ქულა, კი შეიძლება დასწყებამდე სანატრელიც იყო...დავიჯერო ყარაულის თოფივით გაგვივარდა და მორჩა დავეშვით მიწაზე? ბულგარეთი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა 40 წელიც მაინც, სავსე სტადიონის იმედგაცურებაა, მარტო მე მომეჩვენა? თითქოს შეგუებულები იყვნენ ბიჭები, თუ დაღლილები? ნახევარდაცვას დაბალი ნიშანი, ისევ კაშია ცდილობდა გამწვავებას, ეს უკან პასები რა უბედურებაა დასუსტებულ ბულგარეთთან -გული ამოვარდნას ქონდათ, მაგრად მოინდომეს და ქულა მიაქვთ... პასის გამოსწორებაზე და ნახევარდაცვის გაძლიერება გვჭირდება,იქნებ ჩაკვეტაძე სექტემბრისთვის ფორმაში შევიდეს....

• odala

ჩვენებს მოსაგები თამაშის მოგება ყოველთვის უჭირდათ. ამაზე ვერ იტყყვი მაინც და მაინც მოსაგები თამაში იყოო, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად იყო. თუმცა, ის ნაღდად არ შეტყობიათ ბიჭებს, რომ წნეხის გამო ვერ ითამაშეს და ამიტომ ვერ მოიგეს. მშვენივრად უბერეს, როგორც წინა თამაშებში. მე პირადად ვერ ვიტყვი რომ რამე დააკლეს წინა თამაშებთან შედარებით. უბრალოდ მეტოქე მთლიანად დაცვაში იდგა და ასეთ შემთხვევაში უძლიერეს გუნდებსაც კი უჭირთ ხოლმე დაცვის გარღვევა. ამის მიუხედავად ჩვენები მთელი მატჩის განმავლობაში ახლოს იყვნენ მიზანთან. ისეთი თამაშებიც მახხოვს 5-10 წლის წინ როცა მოედნის ბოლო მესამედში შეღწევასაც კი ვერ ვახერხებდით ხოლმე ბურთის ფლობის მიუხედავად. მე პირადად კმაყოფილი დავრჩი.

• გუსანი

კი იხარჯებოდნენ... იდიალურისა კი რა მოგახსენო... შედეგი ასე დასუსტებულ ბულგარეთთან და სავსე სტადიონის პირობებში ?.....

• მ...ა

ლობჟანიძე ბოლომდე იბრძოდა პასები გააკეთა ადგილზე არ იყო ხალხი მარა ყოველთვის ვერ განკიცხავ

• მ...

რა გჭირთ ყოველთვის ვერ მოიგებს და მაგრად ითამაშეს ბიჭებმა და დღეს ლობჟანიძე ბოლომდე იხარჯებოდა და საღოლ ასევე კვარაცხელია აზაროვი და მექაბიშვილი იდიალურად ითამაშეს

• გელა

მეგონა ამ კაცმა დასკვნები გამოიტანა მეთქი და რაც შეიტანა თუ ისევ იმას გამოიტანდა აღარ მეგონა.

• ოთარი

პირველად უნდა გისაყვედურო ბატონო ვილი ამჯერად შემადგენლობაში შეცდი 1.მექვაბიშვილისათვის ძალიან ადრეა ეროვნული გუნდის ძირითადი და რატომ დაიწყო მან და არა კიტეიშვილმა ან აბურჯანიამ ვერ მივხვდი. 2. ყაზაიშვილის მაგიერ ჯობდა ზურიკოს დაეწყო. 3. ზივზივაძემ იმ მცირე დროშიც კი მოასწრო ხიფათის შექმნა და ჯობდა მას დაეწყო. თუმცა 4 თამაშში 10 ქულას ავიღებო რომ გეთქვა თავიდან ალბათ ყველა თანახმა იქნებოდა. უკვე ჩვენზე უკეთ გეცოდინება რაზეც გვაქვს სამუშაო. სხვა მხრივ რას ვიზამთ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, სწორედ ასეთ სიტუაციაში უნდა ნაკრებს მხარდაჭერა. გამოვიდა რომ თითქოს დაითრგუნენ ამდენი ხალხის წინაშე. არადა სინამდვილეში მაგრად მოინდომეს და ნუ დავუკარგავთ ბულგარელებსაც თავი დადეს. მგონი იმ ავარიამ ჩვენზე უფრო ცუდად იმოქმედა ისინი კი უფრო შეკრა. არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ მომეჩვენა, რომ იმათ ხისტი თამაშის საშუალებას უფრო აძლევდა. სულ ხელით გვიჭერდნენ და ძალიან ხშირად პატიობდა. პენალტის ეპიზოდიც საეჭვო მგონია და არც გადაამოწმა. შემთხვევით მოუვიდა თუ გამიზნულად მე ხომ წამაქცია და არ მომცა დარტყმის საშუალება მეტი რაღაა ჯარიმა? იმედია, მხოლოდ მომეჩვენა და იმედია ჩვენებიც ისწავლიან მიუხედავად ყველაფრისა თამაშის მოგებას. წარმატებებს გისურვებთ ყველას სექტემბერში 2 მოგება გვინდა ვილი არ დაგავიწყდეს.

• მოქალაქე

მე ვფიქრობ ჯელტმენური ნაბიჯი იყო გადადგმული,რადგან ორი დღის წინ ავარია შეემთხვათ და სოლიდარობა იყო ნამდვილად.

• ჯონი

ვაკომ და ლობჟანიძემ არ გაამართლა დღეს ! ძალიან ბევრი შეცდომა , რაც შეეხება ვაკოს არ არის ეს კაცი გუნდური მოთამააე , თამაში მე მგონი სპეციალურათ დავთმთ , ეს ის სასტავი არ იყო რომ მოგვეგო! მარტო ხვიჩა ცდილობდა გამწვავებას. 10 ქულა მაინც კარგია!

• გიორგი

9 დან 6 ქულა მთავარი მეტოქეების მოედანზე ავიღეთ. სტუმრად თამაშის სქემა კარგად ავითვისეთ. სახლში იგივე სქემით თამაში საკუთარი გულშემატკივარის წინაშე არ გამოდის. მასპინძელს უნდა ეტყობოდეს მასპინძლობა თამაშიტაც. ეხლა სახლში როგორ მოვიგოთთამაშები ეს მოიფიქროს სანიოლმა და ბიჭებს ჩრდილოეთ მაკიედონიას ჩამოსვლამდე შეასწავლოს. თუმცა, ეგენი აქ მოსაგებად ჩამოვლენ და ისევ იმავე 'საგარეო' სქემითაც შეიძლება მაქგათთან თამაში.

• როკო

ვიღაც ჭკუის კოლოფმა გადაწყვიტა მოედნის ზედმეტად მორწყვა, შედეგად ვერავინ ნორმალურად ფეხზე ვერ იდგა, ასე აკეთებდა მაურინიო როცა იცოდა რომ ტექნიკური გუნდის წინაამღდეგ უნდა ეთამაშა,აქ კი საკუთარ თავს ვავნეთ მხოლოდ.

• ჯონი

ასეეტყობოდა თამაშს სამძუხაროთ

• Sxalteli

ყაზაიშვილი ვეტერანებში, მექვაბიშვილიც ჯერ არაა სანაკრებო... ალთუნაშვილი და მიქელთაძე ჯობდა დღეს... კვარა გადაიწყვა, მეორე ტაიმში უნდა შემოეყვანა... ლობჟანიძისთვის მთელი ფლანგის ჩაბარება არაა სწორი, არის კაკაბაძე და ჩაბრაძე.

• კუ კობსონი

nu mazgachob

• მადლობის მეტი რა გვეთქმის

ამ თამაშებმა აჩვენა, რომ ბუდუ ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მიქაუტაძე, თუმცა მასაც დიდი პოტენციალი აქვს, აბუ ძაან მაგარი ყოფილა, კიტეს მოსამატებელი აქვს, წიტაიშვილი ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად. ანუ მამარდაშვილი, კაშია, ხოჭოლავა,აბურჯანია, დავითაშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ზიბზიბაძე- ეს ხალხი მუდმივად ძირითადში უნდა იყვნენ. ვინც არ მეთანხმებით, დაწერეთ რაში.

• საღოლ ძმაო

100% გეთანხმები ყველაფერში, მექვაბიშვილი საიდან მოხვდა ამ გაუგებრობაში?

• მორიელი

მწვრთნელი შეცდა სასტავის დაყენებაში. არიყო საჭირო ამ თამაშში რამეს ძიება.

• თემური

თუ სანიოლი დაცვაში ჩამდგარ მოწინააღმდეს გუნდთან გოლის გატანის ჩვენზე მორგებულ სასურველ გზებს იპოვის, მაშინ დღევანდელი ფრე ჭკუის კარგი სასწავლებელი იქნება და წარმატებად ჩაითვლება!

• შაკო

კარგად ითამაშეს, მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. 4 მატჩში 10 ქულა ის შედეგია, რასაც კარგ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ არა დღეს მსაჯის 2 ჯერ განაზება და წაყრუება 12 ქულით ვიქნებოდით

• ნოდო

ერთი თხოვნა მექნება 2:16 წითზე გადაახვიეთ და უყურეთ ერთ 5-10 წამი კომენტატორს არ ინანებთ არ მგონია მსგავსი მოსმენილი გქონდეთ

• გიო

ლობჟანიძემ და მიქაუტაძემ დღეს ვერ გაქაჩეს როგორც ჩვევიათ, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ყველას, სანიოლის ჩათვლით.

• ზაზა

დისლაიქისტებო თქვენი შუბა დავხიე მე, თქვე ბ… შვილებოო… ვაახ გაგიჟდები კაცი, ასეთი მოღალატეები როგორ ხართ მე თქვენი.

• მინდია

ადრე ვამბობდით, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ახლა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არც წავაგეთ, ბულგარეთი, რომელიც ადრე ბურთს თავზე გვახევდა, დღეს შეშინებული თამაშობდა, არც ერთი ხიფათი ჩვენს კართან, ახლა რაც შეეხება სატურნიროს, გიბრალტარს თუ მოვუგეთ, რა უნდა მოხდეს. რომ პირველზე არ გავიდეთ?

• გია

უმადური და დაუნახავი უნდა იყო ეს რომ სანიოლს აკადრო

• ნოდო

თავს ნუ დავიიმედეებთ სექტემბრით ასეთ ხოდზე როცა ხარ უნდა მოამთავრო საქმე სანაკრებო პაუზების დროს 2 ჯერ ზედიზედ კარგ ფორმაში იშვიათად ვართ არაა ჰასამართლებელი 4 თამაში 1- დღეში თამაშამდე არავის გვქონდა ეგ მიზეზი ისეთ ჰანდიკაპებს ვამბობდით ბულგარეთიც მაგ დღეში იყო და პლიუს ცუდ ფორმაში რასაც მძიმე ფსიქოლოგიური მომენტიც დაემატა ავარიის სახით თან 5 გოლს რო უტან გასვლაზე 2 დღის წინ ეგ ბულგარეტი არ იყო გიბრალტარს რო ვერ მოუგო? ასე რო არაფერია დღევანდელ თამასში საპლიუსო წინები იყო გუშინ და არაფერი აქ საერთო იქ კარგი თამაში

• დავით 67

ვფიქრობ ეს ექსპერიმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით,არ არის კარგი.ადამიანმა რომელმაც გოლი ყველა მატჩში გაიტანა სათადარიგო სკაზე არ უნდა დასვა. ჯერ ვერ ვართ მაინც საშუალო დონე.

• რობოტუნა

მადლობა ბიჭებს, ბევრი იბრძოლეს. დაღლილობაც შეეტყოთ, იოლი არ არის 10 დღეში 4 თამაში. ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა, მაგრამ მთლიანობაში გუნდის გამოსვლა წარმატებულია, თანდათან ძირითადი ბირთვიც გამოიკვეთა, უფრო ძლიერები იქნებიან სექტემბერში. ვილი კარგი მწვრთნელია. შეადარეთ მისი და ვაისის ნაკრები. შეცვლებსაც დროულად აკეთებს

• სქოთლენდ იარდი.

ნაადრევად დაიწყეთ სანიოლის ქება გაპრავება ლეგენდად ჩამოსხმა. მექვაბიშვილს რა კრიტერიუმით ათამაშებს მაგაზე ღადაობს ხალხი უკვე ძმაკაცის ნათესავიაო რა მაფიააო ა.შ. ეს ხიზანა მოაშორეთ რა ნაკრებს სანამ ეგ არი უცნაურობები არ წყდება. დანარჩენებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ლორია კაი ტიპია მარა ეს არის ძალიან სახიფათო მატჩი წინა ანგარიში დაივიწყეთ მაგარი მოტივირებულები არიან ბულგარელები მოდუნება არ შეიძლება სიფრთხილეს თავი არ სტკივა აქ უნდა დააყენო მამარდაშვილი ეხლა კარში ნახევარი საფრთხე არიდებული იქნება.

• ნიკოლოზი

დაცვიდან შეტევაში წასვლას სწრაფად ვერ ახერხებდნენ, დაბალი პასები ძიეითადად ჯაჭვში კეთდებოდა და ამაში 4-5 წამი ზედმეტად იკარგებოდა რაც მეტოქის დაცვის გასაწყობად საკმარისი აღმოჩნდა არადა სწრაფი შეტევისთვის აუცილებელია ერთი ან ორი რგოლის გამოტოვება მითუმეტეს ფლანგების ცვლილებისას, კარში ყოველი შეტევის დასრულებისას უნდა დაარტყა თუნდაც შორიდან, დაკარგულ ბურთზე ბოლომდე არ მიყვებოდნენ-ეზარებოდათ?, უბურთო მოძრაობაც შედარებით ნაკლები იყო, ცვლილებები ერთდროულად უნდა განხორციელებულიყო 50-ე წუთზე მაქსიმუმ, კუთხურების სულ ჩაწოდება და არა გათამაშება როცა მეტოქე მთელი გუნდით საჯარიმოშია ნაკლებად შედეგის მომტანუა, ეს იყო რაც ზედაპირულად შეინიშნებოსა და კიდევ მომეჩვენა რომ ეგონათ მოგება ჯიბეში გვედო და მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასეს

• რაბუ

მოდი ცუდი ვარიანტიც განვიხილოთ. მაკედონიამ აქ რომ მოგვიგოს და მერე ბულგარეთს, ჩვენ ასევე გიბრალტარს მოვუგოთ. 13 13 ქულით რომელი გავა შემდეგ ეტაპზე ? ანუ ღმერთმა არ ქნას და წავაგეთ, 0-3 არ უნდა წავაგოთ ხო?

• რონი

პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს... სანიოლმა კარგად მოხოდა ნაკრები მაგრამ სათქმელი როარ ვთქვა არ შემიძლია. ყაზაიშვილი თამაშობს არა გუნდზე არამედ თავისი სიამოვნებისთვის და თავის გამოსაჩენად... მოატყუებს 3კაცს და არსად აღარ იხედება კარში ურტყავს სულ ფლეიმეიკერად არის და ერთი სახიფათო პასი არ გაუკეთებია რაც თამაშობს.... მეორე ის რომ მიქაუტაძე კარგია კონტრ ატაკაზე და არა მასიურ შეტევაში ყოფნისას.. ბუდუ უმაგრეს ფორმაშია და სკამზე დასვა რა უნდა ველაპარაკო და თან ბოლო 10 წუთი მისცა სათამაშოდ.. მექვაბიშვილის ადგილი რო სასტარტოში არაა მაგაზე ორი აზრი არაა და როგორ მოხვდა არვიცი.. კიტეიშვილს მეტი დრო ეკუთვნოდა და უნდა დაეწყო სასტარტოში...იმედია ამ შეცდომებს გაანალიზებს ვილი. სასტარტო რო ვნახე ეგრევე ვთქვი შეიძლება წავაგოთქო. ძაან პროფესორობს ვილი და არ შეიძლება ასე. ვინც იმსახურებს ნაკრებს 1-2 ფეხბურთელია კიდევ და დაუძახოს ნუ გადაყვა ამ ყაზაიშვილებს და ოქრიაშვილებს წავიდა მაგათი დრო ხოუნდა მიხვდეს კაცო?!!!

• Rezz

და თქვენ რას ეძახით უპირატესობას?

• კახა ქ.

ზედმეტად ნუ რწყავთ ამ მოედანს.ასე იყო ბათუმი და დინამო რომ თამაშობდა და დღესაც,პანტა პუნტით უცურავდათ ფეხი.

• რრრ

პირველი ადგილი ისედაც 99%-ით განაღდებული გვაქ, თუ გიბრალტარს მოვუგებთ და მაკედონიასთან 3 და მეტი ბურთით არ წავაგებთ.

• ადეკვატური გულშემატკივარი

ძალიან სანახაობრივი თამაში იყო. კვარას ყურება ერთი სიამოვნებაა, სულ ციტა დაგვაკლდა მოგებამდე. კვარას ის სასწაული პასი არ უნდა გაეფუჭებინა მიქაუტაძეს. მაგ მომენტის გაგუჭებას ვერ ვინელებ :( ბოლომდე დაიხარჯნენ ბიჭები და მადლობა მათ! მომდევნო თამაშები სექტემბერშია. უკვე დაიწყო ხალხმა ცუდის დაწერა ბიჭებზე, თითქოს ელოდნენ როდის ვერ მოიგებდნენ. ასეთებს არათუ გულშემატკივრად, ადამიანებადაც კი არ ვთვლი... ახლა რეალურად რომ შევხედოთ რა გველოდება: ყველაზე ცუდ ვარიანტში მაკედონიამ უნდა მოუგოს ბულგარეთს და უნდა მოგვიგოს ჩვენც. ჩვენ გიბრალტარს მოვუგებთ და გვექნევა 13 ქულა, მაკედონიას ახლა აქვს 7 ქულა, ჩვენც თუ მოგვიგო და ბულგარეთსაც გვექნება თანაბრად 13 ქულა. ესე იგი ის გავა ვისაც მეტი გოლი ექნება გატანილი?! სასწაული თუ მოხდა და გიბრალტარს გასვლა ვერ მოვუგეთ, მაშინ უკვე ჩვენთვის იქნება ტრაგედია და ამდენი სიხარულის ჩაშხამება. ხალხო მითხარით რომ ვცდები!

• ქობულეთიდან

დავმშვიდდეთ, ყველაფერი რიგზეა.ყველა მატჩს ჩვენ კიარა, გრანდები ვერ იგებს.4 მატჩში ავიღეთ 10 ქულა, თანაც აქედან 2 მატჩი უშუალო კონკურენრებთან მოვიგეთ სტუმრად.ამ ტურნირის დაწყებამდე,ალბათ ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა 10 ქულის აღებას, ასე რომ შევირგოთ და მშვიდად დაველოდოთ 23 სექტემბერს. წინ საქართველო!!!

• ამპარტავნება

ასე იცის ხოლმე

• აკო

რამდენი ჩასაფრებული ყოფილხართ. ესეთ ხალხს სანმარინოზე მეტი გუნდი არ უნდა აღირსო. უმადურობაა. რაც გინდა იყოს საკუთარი ქვეყნის ნაკრების ვერ მოგება ესე როგორ უნდა გაგიხარდეს გასაკვირია. ბიჭებს უდიდესი მადლობა ამ ოთხი თამაშისთვის. ასევე მწვრთნელს. ძნელია ადგე და ორ კვირაზე ნაკლებ დროში 4 თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარო. რამდენიმე წლის წინ ერთ შეკრებაზე ნაკრები ორ თამაშზე მეტს არ თამაშობდა. ჯგუფს აუცილებლად მოვიგებთ.

• კახა ქ.

ამ მოედანს პატრონი არ ყავს.რას რწყავენ ასეთს,დინამო და ბათუმი რომ თანაშობდა პანტა პუნტით უსრიალებდათ ფეხი,იგივე იყო დღესაც.

• ვალერი

ნუ შევქმნით ტრაგედიას ამ ფრეთი, ძალიან კარგი შედეგი დაიდო ივნისის თამაშებში. ძან კრიტიკოსებს მოგმართავთ აი გულში ჩაიხედეთ და ისე თქვით ამ შედეგს ელოდით ივლისის თამაშების დაწყების წინ? მესმის მადა ჭამაში მოდის მაგრამ ობიექტურებიც უნდა ვიყოთ. მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ ეტაპზე ამ შედეგით.

• ემზარ

თუ შეცვლას და ექსპერიმენტების ჩატარება აუცილებელი იყო მიქელთაძე გვენახა ერთი საქმეში ა?

• თამაზი

თავში ავარდნამაც იცის ასეთი შედეგი.ჯერ გულგრილად ვთამაშობდით და მერე ნერვიულობა დავიწყეთ.ერთსა და იმავე ფეხბურთელს რამდენჯერმე როცა არ გამოუვა თამაში (სწორი პასი და კარში დარტყმა),მწვრთნელმა რაღაც უნდა იღონოს.უხეიროდ თამაში ბევრჯერ გადამდები გამხდარა მთელი გუნდისთვისაც

• ეეე

ლობჟანიძე ძალიან ყოჩაღია, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტი და კრეატივი არ გააჩნია სამწუხაროდ. ყაზაიშვილი ბურთს კარგად ფლობს, მაგრამ ძალიან მავნეა გუნდურ ასპექტში. კვეკვესკირი უფრო მეტს იღებს თავზე, ვიდრე სინამდვილეში შეუძლია. ვფიქრობ მწვრთნელმა ამ თამაშზე საჭიროზე ნაკლები შემომქმედი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში. ფრე ალბათ არაა აღსასრული, მაგრამ გოლი წესით უნდა გაეტანათ ჩვენებს.

• Gia

Yvela tamashis mogeba dznelia 10dgeshi.ashkarad gadaigala nakrebi.tamashi ar waugia da 10qula kai shedegia.madloba bijebs,itamashes bilomde.mtavaria sworad mivdivart dasaxul miznamde.

• კახა ქ.

მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად ძაან იპროფესორეს დღეს.კარგი გუნდია და არ გინდათ ზედმეტი რაღაცეები.შემადგენლობაც ვერ გამოიცნო დრე ვილიმ,მაგრამ არა უაავს. შრომა,შრომა და შრომაა საჭირო სტაბილურობისათვის.წარმატებები ჩვენს ნაკრებს.

• სიმართლე

სათამაშო ტაქტიკა და შემადგენლობა აცილებული იყო ერთმანეთს აშკარად.

• nika

არაუშავს ფეხბურთი ვითამაშეთ, ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე კონტრშეტევებზეა აწყობილი და გაგვიჭირდა პოზიციური თამაშიდან გოლის გატანა, ესაა სანიოლის შემდეგი გადასაჭრელი ამოცანა და მჯერა მოძებნის გზებს. ძალიან მაინტერესებს როცა შესაძლებლობაა მექვაბიშვილს სულ ძირითადში რატომ აყენებენ არანაირად არაა ძირითადის ფეხბურთელი.

• Soso

ამაზე წარმატებული 10 ქულით დავამთავრეთ ვინმე იფიქრებდა დაწყებამდე? მადლობა ბიჭებს ყველა თამაშს ვერ მოიგებ და ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ

• ირაკლი

ყაზაიშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე მაინც დაეყენებინა. ყაზაიშვილი წარსულია, დამთავრდა მისი სანაკრებო კარიერა დიდი ხანია.

• გოგა

უპირატესობას რას ეძახით? 10 კუთხური და 17 დარტყმა კარისკენ! ერთი მოხვდა კარის ჩარჩოში! მეორე შემადგენლობით თამაშობდა ბულგარეთი ახალი მწვრთნელით და ნაკრებს შიდა პრობლემებით!

საგანგაშო არაფერია, მაკედონიას სახლში უნდა მოვუგოთ ისეც და ასეც. 4 თამაში 10 დღეში ძნელია, თან 2 ზედიზედ გასვლაზე. 2 გასვლა ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა. მთავარია ციკლი 1 ადგილზე დავასრულოთ

• ქართველი

აი მარილის მოყრა რო დააკლდება ისეთი გრძნობა მაქვს. თან ძაან გამიტყდა როვერ მოვიგეთ მარა თან უმადურიც ვერიქნები მაგარი ივნისი გამოვიდა. მადლობა და სექტემბრიდან ახალი შემართებით.

• Guja Kakhadze

მადლობა თავდადებისთვის! პირველი ადგილით კმაყოფილი ვარ და სექტემბერში უკეთესი თამაშის ხილვის იმედით გემშვიდობებით!

• გიორგი

გვიჭირს წნეხის ქვეშ თამაში ( ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ ნაკრების ბიჭებთან ერთიანად.

• მიხო

მსაჯ ფაშისტს, პენალტი რომ დაედო სხვა თამაში წავიდოდა

• beqa

მერამდენედ უნდა დავთმოთ თამაში?ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა მიხვდება რო ეს თამაში დავთმეთ და სპეციალურად არ მოვიგეთ.იმიტო რო ზევიდან იყო მითითება რახან ავარია შეემთხვათ იმიტო დავთმეთ

• გუჯი

არ იყო გუნდის შეცვლა საჭირო . მოგებული გუნდში 7 ცვლილება ზედმეტია. მინუსი სანიოლს

• თემო

მადლობა წინა თამაშებისთვის. ეს მართლა მოსაგები იყო…

• სტატე

უდიდესი პატივისცემა ბიჭებს!!!! ყველაფერი წინ არის! ! ! !

• zaza

ლობჟანიძემ ბევრი ირბინა მაგრამ რა გახდა ზუსტი პასის გაკეთება საჯარიში ან დაარტყი მაინც სულ მცველს ახვედრებდა ბურთს. მიქაუტაძემ ჰქონდა შანსები ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილი არაა სანაკრებო დონის, კვარამ იბრძოლა ბლომად და არიგა პასები, თვითონაც შეეძლო მაგრამ ისიც ადამიანია და ბოლოს დაიღალა, 12 დღეში 4 თამაშის ჩატარება ურთულესია, თან შემტევისთვის, წიტაიშვილი მაგარი ბიჭია და აზაროვს ბევრად ჯობია. ეს მოედნის საფარი არ ვარგოდა კიდევ, ფეხი უცურდებოდათ ბიჭებს, ბათუმის მოედნის საფარი ყველაზე კარგია. ვილიმ შემადგენლობით გაგვაკვირვა, 4 თამაშში 10 ქულა ძალიან კარგია და მთლიანობაში ნაკრების გამოსვლა ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს.

• Lova

მემგონი ამათ ბევრი ხალხის ეშინიათ და მოდი 5000 ზე მეტი არ დავუშვათ სტადიონზე

• X

გადახიეს თავზე ვილი სანიოლი

• თემო

არა უშავსს! მიუხედავად ფრისა, მაინც კარგად თამაშობდნენ ჩვენი ბიჭები!

• Inkvizicia.

ესეც თქვენი ვილი სანიოლი. უნიჭოდ გაპიარებული ვილი სანიოლი

• მოკლე შეფასება

გართხაფურთხი, ფაფხური და სუმბური

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა

ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს

ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა

ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა

სანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს

"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]