ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქალბატონები ზაფხულის დადგომასთან ერთად ვიღებთ, დილით ან საღამოს სირბილია.

საფეხურები:

მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ის, თუ როგორ აკეთოს ეს სწორად, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს და დაკარგოს ზედმეტი კილოგრამები.

ალბათ, ყველას გვახსოვს სასკოლო ფიზკულტურა, სადაც შორ მანძილზე სირბილი ყველას ტანჯვა-წამებად მიგვაჩნდა. ამიტომ პირველივე დღეს რომ არ დავკარგოთ სირბილის სურვილი, "და ქალი" მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ვირბინოთ სწორად.

დრო

6:30-იდან 7:30-ამდე - კუნთის აქტივობის პირველი პიკი. თუ სირბილს დილაობით გადაწყვეტთ, სწორედ ეს დროა იდეალური, რადგან ორგანიზმი ამ დროს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე ხარჯავს კალორიებს.

11:00-იდან 12:00-ამდე - კუნთის აქტივობის მეორე პიკი. ეს პერიოდიც ერთ-ერთ საუკეთესო დროდ ითვლება სირბილისთვის. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ამ პერიოდისთვის ორგანიზმი უკვე სრულადაა გააქტიურებული და ინტენსიურად წვავს კალორიებს, რაც შედარებით მეტ დატვირთვას მოითხოვს.

16:00-იდან 18:00-ამდე - კუნთების აქტივობის მესამე პიკი. ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს იმ კალორიებს, რომლებიც დაგროვილია ცხიმოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს დასუსტებას.

სასურველია, ირბინოთ ცარიელ კუჭზე, ჭამიდან, მინიმუმ, ორი საათის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ნახშირწყლების უმეტესობა უკვე დახარჯულია, რის გამოც უფრო სწრაფად ხდება ცხიმების დაშლა და შესაბამისად, სწრაფადაც დაიკლებთ.

სირბილის ტემპი და ინტენსიურობა

ორგანიზმი ენერგიას სირბილის პირველ 40 წუთში ხარჯავს. ამ დროს ხდება ნახშირწყლების დაწვა. ხოლო 40 წუთის შემდეგ უკვე იწყება ცხიმების დაშლა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ საჭიროა ირბინოთ არანაკლებ ერთი საათისა და მინიმუმ 3-ჯერ კვირაში.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაწვათ კალორიები და დაიკლოთ წონაში, ირბინეთ ჩქარი და ნელი ტემპის მონაცვლეობით. ასეთ შემთხვევაში, გადაღლის გარეშე, საათში 350-500 გრამს მოიკლებთ.

იხილეთ გაგრძელება

ალეკსანდრე
დადფასტურებულია უკვე სირბილი ძალიან უარყოფითად მოქმედებს მუხლის სახსრებზე, მით უმეტეს თუ ადამიან ზედმეტი წონა აქვს და დარბის ასვალტის საფარზე, 20-30 წუთია მაქსიმუმი რაც სასარგებლოა, დასაკლებათ წონის დიეტის დაცვა პირველ რიგშია საჭირო
საქართველო
კვების რეჟიმს თუ არ მოაწესრიგებთ,რაც ამ სტატიაში წერია შეგიძლიათ არც კი გაითვალისწინოთ, კვება არის მთავარი
სოსო
ავტორს.გიორგი,ამ საიტზე ხშირად შემოდის ხოლმე გუჯა კახიძე,რომელიც სირბილის და მენტალობის მაღალი დონის,ნოვატორი სპეციალისტია.შესაძლოა ყველაფერი არ გაგვანდოს,მაგრამ რაღაც ზოგად რჩევებს,რომელიც ყველასათვის სასარგებლო და სამკურნალო იქნება,ვფიქრობ სიამოვნებით გაგვიზიარებს.გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისათვის ,ეს ცოდნაც საკმარისი იქნება.სხვებისაგან ინტერვიუების გადმობეჭდვას,დაუკავშირდით ამ ადამიანს,აიღეთ ინტერვიუ.მისთვისაც სასურველი იქნება,რომ ბევრმა გაიგოს მის შესახებ და თქვენც კარგ საქმეს გააკეთებთ,ძალიან საინტერესო სპეციალისტია და ყველასათვის სასარგებლო იქნება,მასთან ინტერვიუ.
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის - "ლივერპულის" მწვრთნელის პასუხი