ეროვნული ლიგის მე-20 ტურში პირთამდე სავსე სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.

მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1

გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)

შავი კაცი
,,კიდევაც დაიზდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!!"
მორიელი
რახან დინამოს მოუგო, ესეიგი ავშენებულვართ, ისეთი ყოფილა ბათუმის დინამო. ჯერ ერთი ის რომ კარგი გუნდი რომ იყოს დინამო ბათუმი, კვარაცხელია იტალიაში კიარ გაიქცეოდა. ქართულ ფეხბურთს მიხედავდა როგორც მაგალითისთვის ტოტი და კიდევ ბევრნი. მარტო ფული ხომ არაა საქმე. ლიჟბი ფულები აკეთონ ფედერაციამ და ფეხბურთელემბა, ამ წადი მოდით და წუნ არ იყურებიან. ამდენი ფული ჩაიდო ქართულ ფეხბურთში, შე დალოცვილო, რაღას გარბიხარ? ხალხი შენს საყურებლად მოდის და თუ ყველანი გაიქეცით, ვისაც ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაშინ ვის საყურებლად უნდა ვიაროთ გულშემატკივრებმა??
მორიელი
კარგი დავიმახსოვრებ და ცოტასაც დავდებ ტოტალიზატორში. ვნახოთ
შავი კაცი
ჩელე არამგონია მართალი იყო..შენი თქმით მთავრობა ფულს გვიხდის ოღონდ მოდით სტადიონზეო, ბილეთებს გვყიდულობს,გვაიძულებს ტალღები ვაკეთოდ და დაუღალავად ვექომაგოდ ჩვენს ბიჭებს და ასე შემდეგ.. 17-18 წელი კლუბს ბაზა არ ქონია საწვრთნელი და რომელ აღზდილ ფეხბურთელზე ვისაუბრო პლუს მაშინაც მთავრობა გვაიძულებდა ტრაკტორებიდან რომ გვეყურებინა თამაშს.და ჩვენ არ ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში სტადიონს ხო?ბიუჯეტი მთავრობას არ ეკუთვნის ეს ალბად არ იცი.პლუს ფიფიამ ააშენა დინამო არენა შენი თქმით.. კიდევ ტელევიზია და მედიის დამსახურებაა ქომაგები რომ მივდივართ სტადიონზე და არა პირიქიდ?! და მაინც ვერ გამიგია რა გინდოდა გეთქვა ცუდი რა დაინახე?ალბათ ის ყველა მწვრთნელს და ფეხბურთელს აქ მუშაობა რომ სურს?.. თქვენ მიდით უქომაგეთ თქვენს გუნდს სისტემატიურად და როცა შედეგს ვერ მიაღწევთ ჩვენ ავიღებთ ბათუმის გულშემატკივრები ჩვენს თავზე არაშედეგიანობას.. 50 კაცი დადის 50 000 სტადიონზე და რას ითხოვთ ამ დროს კლუბისგან? დინამო თბილისის პრობლემებს და წარუმატებლობის მიზეზს ჩვენთან ნუ ეძებ ჯერ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა იქნებ არ ქომაგობაა ამ ყველაფრის მიზეზი... 2 კვირაში ერთხელ არის დინამოს თამაში და 1,5 მილიონიან ქალაქში 50-100 კაცია ერთგული ქომაგი ვინც მიდის მოედანზე ამაზე დაფიქრდი და დააფიქრე დინამო თბილისის გულშემატკივრები თუ ნამდვილად გსურს დედაქალაქშიც იგივე და უკეთესი ატმოსფეროს შექმნა.. კადრებში კაგად ჩანს თუ როგორ დავდივართ ოჯახობით საგულშემატკივროდ,უკეთესია ეგ დაინახო არარეალური მიზეზების დანახვას..
რაბუ
სლოვანს გასვლას მოვუგებთ. დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი
გაიოზ გოშაძე
1964 წლიდან თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, გულითადად ვულოცავ ბათუმის დინამოს თბილისის დინამოსთან გამარჯვებას. გუშინ მოიგო უფრო ძლიერმა გუნდმა და ეს ლოგიკურია, ბათუმელთა რიგებში ხომ ქვეყნის ნაკრების 7 თუ 8 ფეხბურთელი თამაშობს. იმ ნაკრების, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ ძალიან გაგვახარა კარგი თამაშით ქართული ფეხბურთის ქომაგები. ანგარიში თითქმის რეალურად ასახავს ამ ორი გუნდის შესაძლებლობების შეფარდებას დღეის მდგომარეობით. ბათუმი ჩამოყალიბებული და ყველა პოზიციაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდია დიდ წარმატებებს ვუსურვებ ევროტურნირებზე. ჭიაბრიშვილს კი ბევრი სამუშაო აქვს, მთავარია იყოს თავისუფალი და მხარდაჭერილი გუნდის ხელმძღვანელობისგან. ბათუმი ერთ-ერთ აკვანია ქართული ფეზბურთის და ძალიან მიხარია მისი გამარჯვებები, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და დაიწყო ქართული ფეხბურთის განვითარება და აღორძინება შავი ზღვისპირეთიდან და მათ შორის ბათუმიდან, ახლაც განმეორდება ისტორია და იმედი ვიქონიოთ, რომ ბათუმელების წარმატებები აღმოსავლეთშიც გადმოვა და მთლიანად ქართული ფეხბურთი დაიბრუნებს თავის ადგილს ევროპაშიც და მსოფლიოშიც.
tngh
შესანიშნავი თამაში იყო!!! ბრავო!!!
ჩელე
არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ... მორჩით ამ ბაქი-ბუქს და სადღეგრძელოებს, თუ არა და ნახავთ შედეგს ევროტურნირებზე. არავითარი სწორი მენეჯმენტი და ა.შ. არ არის დღემანდელი ბათუმის დინამოს ე.წ. წარმატების საფუძველი, ის, ასე ვთქვათ სამთავრობო პროექტია [რაც კარგია, ცუდი თუ სამართლიანი სხვა კლუბების მიმართ შეიძლება საკამათოა,მაგრამ მგონია ჩვეს მდგომარეობაში ნორმალურია.] და მთავრობის დახმარების გარეშე ვნახავდი როგორ შეინახავდა ბიზმესმენი ბერიძე ამ კლუბს, ისევე როგორც ატმოსფერო და გულშემატკივრობა ბათუმის მერიის დაორგანიზებისა და ხარჯების გარეშე,ამას დაუმატეთ სუპერ სტადიონი ბიუჯეტის ფულით აშენებული და სპორტული თუ ე.წ. სამთავრობო ტელეარხების საიმფორმაციო მხარდაჭერა, ასე რომ ფიფიას რომ ლანძღავთ, ბათუმის დინამო ახლოსაც ვერ მივა თბილისის დინამოსთან მენეჯმენტის თვალსაზრისით, რომლის აღზრდილების გარეშე რა იქნებოდა დღემანდელი ბათუმის დინამო --საკითხავიც არ არის. კიდევ!! პირველი გოლის მომენტში აზარსკი რომ წავიდა ორივე ფეხით მეტოქეზე,რასაც გოლი მოჰყვა, როგორ გგონიათ რამდენი მსაჯი გაატარედს ევროტურნირებზე ყვითლის გარეშე ამ მომენტს--არცერთი.
Givi
Orive gunds aucileblad unda kargi gamocdili centraluri mcveli(mcvelebi)evroturnirze tu ramis mikaela surt.
გენაცვალეთ
მიხარია ბათუმის ამბები. იქნებ ყინული დაიძრას. პ.ს. არ არის საჭირო ცხვირის აწევა ევროზე მატჩის წინ, არც უაზრო მოლოდინები. არ გაკრიტიკებთ, ვამბობ როგორც მოყვარე, დინამოსთან პირველი ორი გოლო 100-დან 1-2 გადის. ქუთაისთანაც გნახეთ, მიუხედავად ანგარიშისა ქუთაისი წაგებას არ იმსახურებდა, თავიდან. მოკლედ, თუ პირველ გოლი ვერ გაგაქვთ, მერე რა ხდება? ამას ვაისიც ხომ დაინახავს.
მამუკა
ხვიჩა 2024-ში სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა გიგულშემატკივროთ
T.q კახელი
თვალებს ვერ ვუჯერევ რომ ეს საქართველოში ხდება საოცარი ატმოსფერო უმაგრესი თამაშის ხარისხი დღეს თუ სადმე ფეხბურთია საქართველოში არის აჭარაში და არის ულამაზეს ქალაქ ბათუმში მალადეც აჭარლებო თქვენ ხარ იმედი და მაგალითი თუ როგორ უნდა ვუგულშემატკივროთ კლუბებს და დავაბრუნოთ ფეხბურთი საქართველოში ის რაც აჭარაში ხდება საოცრად სასიამოვნოა სასიამოვნო არის დინამოს თამაშების ყურება ვფიქრობ სერიოზული მეტოქე შეხვდა სლოვანს მთავარია გეგუჩაძეს გამოცდილება და ინტელექტი ეყოს ევრო სარბიელზე იმიტომ რათქმაუნდა მის კომპეტენციას არ ვაკნინებ მაგრამ ევრო ჩემპიონატები სხვა გამოცდილებას მოითხოვ რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქ თუმცა მგონია რომ წელს ჯგუფში მოვხვდებით და არ არის გამორიხხული ეს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგა იყოს და წარმომიდგებია აჭარლები როგორ დაანგრევენ სტადიონს უკვე მეც მომწონს რაც იქ ხდება აუცილებლად მივბაძავთ ჩვენც მათ. და ბათუმელ ბიჭებს მაგარი ტემპი აქვთ აკრეფილი დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში ეს ეტყობათ კიდეც სტადიობზე რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ.
Მეზღვაური
დდავითაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ შეუძლია და აქვს იმის პოტენციალი ტოპ 5 ჩემპიონატში რომ მოხვდეს.ძაან მოუმატა ტექნიკურად,ტაქტიკურად და ფიზიკურადაც.ვფიქრობ სანიოლის დამსახურებაცაა ეს ყოველივე.ფეხზე კარგად დგას,ფიზიკურად ძლიერია,ტექნიკა აქვს.მოკლედ მგონია,რომ მალე ვიხილავთ ტოპ 5 ლიგაში მას და წიტაიშვილსაც.წიტას ჟილკიდან და მონდომებიდან გამომდინარე,რასაც მოედანზე დებს სულ არ გამიკვირდება წლების შემდეგ ნაკრების კაპიტანიც რომ გახდეს!.წარმატებები ბიჭებო!
დინამოელი
ბატონო რომან, მოიშორე ზაზა დოლიძე, დაგღუპავს ეგ კაცი ფინანსურად და პოლიტიკურად ჩაგძირავს…გაითვალისწინე ეს!
სოსო
ყველაფერი მშვენიერი იყო.ეს თამაში, საყურებლად არავისთან შეგვარცხვენდა.თბილისელებმა ცუდად ითამაშესო,ვერ იტყვი.კარგად ითამაშეს,მაგრამ უფრო ძლიერთან წააგეს,სანახაობრივ ბრძოლაში.ნეტავი ასეთი თამაშები,ასეთი სანახაობა და გულშემატკივრობა,ყველა ქალაქში გაგრძელდეს.ხვიჩას და ორივე დინამოს დავულოცავ გზას,უცხოური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
azri
სისწრაფე კი აქვს კირკიტაძეს მაგრამ კლასი ნაკლებად ან ეს 19 წლის ბავშვი რომ შემოიყვანა ჩხეტიანი აშკარად ფიზიკურად ძაან სუსტად იყო ეტყობოდა, ხან სად ვარდებოდა და ხან სად

მოგმართავთ იტალიაში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, ძმებო, დებო, ხვიჩას ნაპოლიში წარდგენის დღეს ვისაც შესაძლებლობა გექნებათ ყველანი ერთად შევიკრიბოთ სტადიონთან. გვერდში დავუდგეთ ხვიჩას და გზა დავულოცოთ დიდ ფეხბურთში. ყველას დავანახოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენი ერთობა გენაცვალეთ ყველას
საქართველო
ყოჩაღ ბათუმს! ჭიაბრიშვილი დინამოში აუცილებლად ააწყობს თამაშს და კარგ გუნდსაც დააყენებს, დრო სჭირდება ამას. და კარგია, რომ ესტონეთამდე მოხდა ეს შეხვედრა. გაირჩევა დღევანდელი შეცდომები და ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ ესტონურ გუნდს გავცდებით. ხვიჩას წარმატებები და ყველა ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვუსურვებ ევროთასებზე!!!
zaza
ბრავო ბათუმის დინამოს დაწყებული კლუბის პრეზიდენტისგან დამთავრებული ფეხბურთელებით, თბილისის დინამოს გაზრდილი ფეხბურთელებით ჯერ ხო მაგარ ფეხბურთს თამაშობს მერე კი ფინანსურადაც მაგრად ხეირობს, აი ესაა სწორი მუშაობა, სწორი მენეჯმენტი. ერთი თავით მაღლა იდგნენ მეტოქეზე. კვარას კი წარმატებას ვუსურვებ, სამაგალითო ფანკლუბი და გულშემატკივრობა ბათუმს, ბრავო.
სიმართლე
ჭიაბრიშვილი დაღუპავს დინამოს,ის კონფლიქტები რაც მისვლის დღიდან დაიწყო უკვე შედეგზეც აისახა,ვინმე კირკიტაძეს ათამაშებს და სხირტლაძე რომელსაც გოლები გააქვს არ აწყებინებს ჯიუტად,არც პაპავას,,ჯერ სად არის ფიფია ნახავს დინამოს შერცხვენას ჭიაბრიშვილის ხელში .გვახსოვს არარატ არმენიასთან შერცხვენილი ჭიაბრიშვილი.დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა