ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-თან დამარცხდა [VIDEO]

ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-თან დამარცხდა [VIDEO]

ზაფხულის სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-თან 24:30 დამარცხდა.

ქუთაისში მატჩის წინ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, „აია არენაზე“ კი თავიდანვე ლამაზი თამაში წავიდა და „ბორჯღალოსნები“ შესანიშნავი შეტევის შემდეგ ნინიაშვილის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაწინაურდა. მეტოქემ სწრაფად გვიპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. 22-ე წუთზე ნინიაშვილის გარღვევა აბჟანდაძემ დააგვირგვინა და მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეტოქემ ისევ საჯარიმოთი შეამცირა ანგარიში. შემდეგ შორიდან საჯარიმო ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 14:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგე უპირატესობას დაეუფლა, ტემპს მოუმატა, შემოგვიტია და კვლავ საჯარიმოთი მოახერხა სხვაობის შემცირება. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ამას არგენტინელთა 3 ლელო-გარდასახვა მოჰყვა და 13 ქულით გავიდა წინ. ბოლოს ჩვენმა გუნდმა ხანგრძლივი შეტევის შედეგად ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა.

იმედია, "ბორჯღალოსნები" ამ წაგებიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანენ და 10 ივლისს ბათუმში იტალიასთან პრინციპულ დაპირისპირებაში შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

• ოთო

შევეცდები მოკლედ დავწერო სათქმელი. მე ვფიქრობ პრობლემა მარტო ამ ერთი თამაშის წაგება არ არის, არამედ უფრო ღრმა არის და სათავეს რაგბის კავშირიდან იღებს! არაპროფესიონალიზმი,ნეპოტიზმი,სკანდალები,ორ-სამ თანამდებობაზე მყოფი ხალხი,ორად გახლეჩილი ესე რომ ვთქვათ ბანაკი და სხვა მრავალი! ეს უკვე წლებია გრძელდება და ნაკრების კი არა ზოგადად რაგბის განვითარება შეჩერებულია! სამწუხარო რეალობაა და დასასრულიც არ უჩანს ამ ყველაფერს

• დიმა

ერთი "ზუროსი" გვინდა, თან სასწრაფოდ 2024 წელს!:))

• ჩაბალი

4 მსოფლიო თასი (ფეხბურთს თუ ორჯერ მეტი გუნდი თამაშობს, რაგბში მსოფლიოზე 12 გუნდით ნაკლები გადის ვიდრე ფეხბურთის მსოფლიოზე) 10 მორაგბე გვყავს რომელიც ბარბაროსებში თამაშობდა, იგივე მსოფლიო ნაკრებში. მორაგბე გვყავს (გორგოძე) რომელიც 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო გმირი, მათ შორის ყველა დროის საუკეთესო გუნდის 2015 წლის ზელანდიის და ინგლისის წინააღმდეგ. დაახლოებით 40 ქართველი მორაგბე თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში (ტოპ 14, პრემიერშიფი) როცა ფეხბურთში 2 ქართველია სულ ტოპ 5 ჩემპიონატში, სხვათაშორის არგენტინელები გვისწრებენ მარტო ტოპ 14ში ლეგიონერების რაოდენობაში. მარტო წელს სამმა ქართველმა მორაგბემ მოიგო ევროტურნირები და ბოლოს რომელმა ქართველმა აწია ფეხბურთში თასი მითხარი გეხვეწები.. ყეყეჩები ხართ სხვა არაფერი

• Givi

Unda darches prarabi aba 0-30 wageba gindat?

• დრაივა

არგენტინას და მისი დონის სარაგბო ქვეყნების მეორე ნაკრებებსაც რომ ვერ ვუგებთ ფაქტია,უდავოა იგივე დონეზე ვართ 30 წლის წინ რომ ვიყავით.სასწრაფოდ უნდა ჩამოვიყვანოთ მორაგბეები ამ ქვეყნებიდან ისე როგორც ჩამოგვყავს- წყალბურთში, ფუტზალში, ჰოკეიში, ფიგურულ ციგურაობაში და ა. შ. და..... დავარქვად საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბში და ვუქომაგოთ.

• ბს

ბოდიშს ვიხდი, ,,ჩინოვნიკის" ნაცვლად უნდა ეწეროს,,პრარაბმა" (ახლახან გავიგე რომ პრარაბი ყოფილა)

• ალეკო

მეორე ტაიმი პირწმინდათ წააგო მაისაშვილმა, ეს ადგილი ამ კაცს შთამომავლობით ხომ არ ერგო?

• გიორგი

იტალიასთან თამაშზე ერთად დავიძახოთ წაა-დიი, წაა-დიი! მიხვდება და იქნებ წაეთრას.

• გიორგი

ბიჭებს მოეშვი. გაცილებით მეტი შეუძლიათ. მაისაშვილია კატასტროფა.

• გიორგი

100%

ეი, პროფესორ! მაგაზე მაშინ ილაპარაკე, ევროპაზე მაინც თუ გავა ნაკრები. ამ გუნდს მსოფლიოზე 2 თამაში აქვსს მოგებული. დანარჩენი შეგიძლია ინტერნეტში ნახო

• Just Supporter

აგერ უკვე 7 წელია დონის მიხედვით ერთ ადგილს ვტკეპნით. მოლში და შერკინებაში - რეგრესი, დაცვაში - რეგრესი, ხელით თამაშში სუულ მცირე პროგრესი - ისიც ახალგაზრდების ხარჯზე, დერეფანში საშინელი არასტაბილურობა. სამწუხარო რეალობა კი ამის ფონზე არის ის, რომ სულ ცოტა მსოფლიო თასის დასრულებამდე ახალი მწვრთნელი არ გვეყოლება. ზოგადად, როდესაც პრეზიდენტი და მწვრთნელი ჯანსაღ კრიტიკასაც კი აგრესიულად ხვდებიან, ესეთი მენტალობით წინ ვერასოდეს წავალთ. ასეთ ვითარებაში ერთადერთი იმედია, რომ კონკრეტულ თამაშებში ბიჭებს წაუვათ თამაში და საკუთარ მხრებზე რამე მნიშვნელოვან გამარჯვებას დადებენ..

• მოხუცი

თავისუფლება მიშას

• svano magarski

ქარტული-რაგბის-შეფი-ტყემალაძეა?!ჰოდა,მაისაშვილს-და-ტყემალაძეს-დაუფარავად-უნდა-ვუტხრატ(ტანაც-ნატესავები-ყოფილან...არ-ეტყობატ-ტუ?!ერტი-მეორეზე-აბდალა),დაუღალავო,ხელგადატყავებულო-"უქლაქუნეებო"=წადით-სახლში...ტუ-გინდატ-სახლში-ნუ-წახვალთ,ცადით-სამხრეთ-აფრიკაში-და-გააგრძელეტ-ინტენსიური-მკურნალობა-იქაურ-ფროიდებთან...აბა-დააღეტ-პირი-და-თქვიტ-აააააააააააააააააააააააააააააააააა....

• მიშა

სანამ ქოცბანდა არ ჩამოშორება ქართულ რაგბის კიდევ უარესი გველის წინ.ისე იზავენ რო მალე რუსეთიც მოგვიგებს.ბიძინას პრარაბი და მისი ნათესავი და დააქცევენ ქართულ რაგბის

• დავითი...

ეს თამაში აშკარად მწვრთნელის წაგებულია კიდევ ერთხელ, ვერ ქაჩავს ნაკრების დონეს და არც მიდის თავისით,გამშვებიც არავინაა და შემორჩა ნაკრებს სავალალოდ...საეჭვოა კარგი შედეგი აჩვენოს მსოფლიოს თასზე ნაკრებმა მაისაშვილის ხელში... წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქართულ რაგბს....

• smartly

მაისაშვილი=პუტინი

• Andro

სანამ ბიძინა არის მანამდე ტყემალაძე და მაისაშვილი იქნებიან და სანამ ტყემალაძე და მაისაშვილი იქნებიან მანამდე გვექნება ასეთი შედეგი რომ საქართველო თავის მოედანზე არგენტინის მეორე ნაკრებთან აგებს.

• 123-123

მაისაშვილს სულ ოდნავი ნამუსის ნატამალი რომ ჰქონდეს გადადგებოდა. როგორც ჩანს მაისაშვილს არავითარი ნამუსი არ გააჩნია. ეს უკვე გარეწრობაა!

• Net333

მაისაშვილი მუდმივად თუ როგორაა საქმე?

ქვეყანა არეული იყო და გუნდს პროგრესი ჰქონდა. მსოფლიოზე რომ გავიდა მაშინ, ქვეყანაში სავარჯიშო მოედანს ვინ ჩივის, წყალი და დენი არ იყო. რაც დღესა აქვთ, ის პირობები არც დაესიზმრებოდათ მოთამაშეებს. ბარემ ის ვთქვათ, რომ გამგეობაში სწორედ იმ ნაკრების წევრები არიან, რომლებმაც მის შენებას მთელი თავიანთი ენერგია შესწირეს და დღეს ხმას არ იღებს არავინ. ჭკუათმყოფელი ასეთ მდგომარეობაში იტალიის დამარცხებას ვერ მოითხოვს, მაგრამ არგენტინის სარეზერვო გუნდთან ისიც სახლში დამარცხება მსოფლიოს მე12 გუნდისთვის რბილად რომ ვთქვათ , ვერაფერი ნუგეშია

• ანდრი

მეორე ტაიმის ჩაგდება მაისასვილის 'დაღია' ორივე გუნდიში.

• ბს

არაბმა პირველი ის გააკეთა რომ ეროვნული ნაკრებიდან ეროვნული სიმბოლიკა გააქრო, აქაოდა აი რა მაგარი ვარ და ახალი ფორმა შევქმენით. მერე რაგბი ევროპა რომ მოვიგეთ, თითქოს სულ მაგის დამსახურება ყოფილიყოს და მანამდე ასეთი წარმატება არ გვენახოს, გაექანა და თასის გვერდზე წამოწვა მინდორზე ფოტოს გადასაღებად. ძალიან მიყვარს რაგბი და გთხოვთ ნუ ბლოკავს ჩემს კომენტარებს

• ბს

რატო ვებრძვით ეროვნულ სიმბოლოებს? აუცილებელია ყველა ახალმა ჩინოვნიკმა თავის თარგზე მოჭრას ეროვნული ნაკრები? სად არის ასე საამაყო ვაზის ლერწი ბეჭებზე? სად არის ქართული შინდისფერი კვართი? შორს ვარ იმ აზრისგან რომ სიმბოლოები იგებს თამაშს, მაგრამ ეს ხომ ემოციაა, ის ემოციაა რომლის გამოც გვიყვარს ეროვნული ნაკრები. რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიღაც ჩინოვნიკმა რომ შეუძლია წაგვართვეს ეს ემოცია მხოლოდ იმიტომ რომ ეს თურმე მისი დანერგილი ტრადიცია არ იყო! გთხოვთ ნუ დაბლოკავთ და გამოაქვეყნეთ

• ზურა

ჩემო ძმაო, ეგ აზრი იმდრნს გვაქვს და იმდენი ხანია, რომ უკვე ობექტურია)

• 111

ტყემალაძე ღაა მაისაშვილის გამშვები, ერთად მოუწევთ წასვლა

სულ რომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს კაცმა, როცა პირველ ტაიმს იგებ და მეორეს პირწმინდად აგებ, გამორიცხულია მწვრთნელის გარდა დამნაშავე ვინმემ იპოვოს. უკვე იმდენად ხავსმოდებულია მაისაშვილის თემა, კომენტარიც აღარ ღირს

• გუსანი

რა მოლოდინი გვაქვს? იბრძოლეს ბიჭებმა, შეცდომებიც დაუშვეს დაღლის ფონზე, მეტი არ შეუძლიათ, ყველა პარამეტრით თითქოს კარგი შევსება მიიღო ნაკრებმა მაგრამ შედეგი არ ჩანს, კალათბურთისა არ იყოს მოძველებულ სტილში ვთამაშობთ,ან ჩვენ რეგრესირებთ ან ფეხი ვერ ავუწყეთ პროგრესს, ან უფრო ორივე ერთად. ეხლა მთავარია ვთხოვოთ იტალიას ძალიან არ გადაგვიაროს, ბიჭები რომ მორალურად არ განადგურდენენ და პორტუგალიასთან მაინც ვიყოთ პირველი ნომერი, ქვეყანა არეულია, სტაგნაციაში და ყველაფერი შესაბამისობაშია, ჩრდილოეთიდან შემოგდებული ტექნოლოგიებით ნელი/ჩქარი იდეოლოგიური განადგურება გვემუქრება, შეცდომა იყო ლუსტრაციის კანონი რომ არ მივიღეთ...

• გუსანი

იტალიასთან მთავარია არ გავნადგურდეთ რომ მერე პორტუგალიასთან შანსი გვქონდეს. ამ დონით გარანტირებული მოგება პორტუგალიასთანაც არ გვაქვს...

• დიმო

შეიძლება ძალიან კარგი კაცია მაისაშვილი, უყვარს ქართული რაგბი და ბიჭები მაგრამ, არ არის ნაკრების დონის! უნდა წავიდეს და გაუფრთხილდეს თავის სახელს.

• გიო

გულშემატკივარს კი გამოგვაქ დასკვნები , მარა რა ხეირი. მწვრთნელის შეცვლას ეგენი არ აპირებენ

• WTF

არც კაკოვინი მოსწონთ, არადა მუდმივად ძირითადის მოთამაშეა საფრანგეთში.

• ზურა

მაისაშვილის ნაკრები უკან მიდის!!! არ არის ეს კაცი საქართველოს ნაკრების დონის მწვრთნელი! აქ ჩადებულია შემდეგი:საქართველო არაფერში არ უნდა ჯობდეს რუსეთს და ეს რაგბია! ამიტომ ეს უთავმოყვარეო კაცი არის ნაკრების მწვრთნელი! არ მიდის ცოცხალი თავით! არგენტინასთან წავზგეთ... იტალიასთან წავაგებთ... პორტუგალიასთანაც წავაგებთ და ეს კაცი არ დატოვებს მწვრთნელის პოსტს...

• გიორგი-50

მოკლედ: 1. შერკინება-ცუდი 2. მოლი -უვარგისი 3. მწვრთნელი- უვარგისი 4. პერსპექტივა: უპერსპექტივო 5. წადიიიი..... ერთადერთი ნათელი წერტილი მხოლოდ ნინიაშვილია...

• გია

შავი ლომის ბოლო თამაში ვინც ნახა გახსოვთ ალბათ რამდენი ჩვენი აუტი წავაგეთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი ლელო დაგვიდეს მოლით, არანაირი ანალიზი და წინსვლა არ გვეტყობა ამ კომპონენტებში, ესე იგი არ ყოფნით კომპენსაცია მწვრთნელებს, რაც შეეხება შერკინებას აქაც არ ეტყობათ მწვრთნელის ხელი. ისე ვინც ჟვანიას და ჩილაჩავას დაბრუნებას ითხოვთ ჯერ მოიკითხეთ ჟვანია სად თამაშობს და როგორ, ან საერთოდ უნდა ნაკრებში? ჩილაჩავა კიდევ ასაკშია, თუ უყურებთ მის თამაშს რამდენიმე წუთს ათამაშებენ და სულ ჯარიმებს და შეცდომებს იკიდებს. სასწრაფოდ მწვრთნელი გვინდა, იტალიასთან კი მეშინია არ შევრცხვეთ, ბიჭების ჯიგრიანი თამაშის იმედად ვართ მხოლოდ

• smartly

მაისაშვილს სინდისი უნდა ეყოს და გადადგეს. ტყემალაძემ კიდევ მოკეტოს. ენათესავენბიან ერთმანეთს და არ გაუშვებს. ღუპავენ ბევრ ახალგაზრდას. მეც მინდა ქართველი მწვრთნელი რომ უძღვებოდეს გუნდს მაგრამ ასე ნეპოტიზმით მოსული მწვრთნელი რომლეიც ლელოს დამფუძნებლის შვილობოილად ითვლება და ერთი სეზონიც არ აქვს ნათამაშები არ შეიძლება რომ ნაკრებს წვრთინდეს. ლელოს ბატონობასაც ბოლო უნდა მოეღოს. 20 წლიანებშიც ზუსტად მათ გამოა ასეთი ჩავარდნა. ბიჭებს მადლობა მაგრამ უმწვრთენლოდ ვერც ერთი გუნდი ვერ მოიგებს. არ აქვს ნიჭიც, ამდენი ხანია ნაკრებთან მუშაობს თან შეტენილი, ერთი და იგივეს იმეორებს და ვერ ხედავს 3 უ-ს: თავის უცოდინრობას, უსუსურობას და უნიათობას. ან ჩამოიყვანონ ფრანგი ან სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი და შტაბი, მაინც უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს და სამხრეთ აფრიკასთან კარგი ურთიერთობები დალაგდა. ბიჭები არიან ცოდო და ბევრს კი შანსიც არ ეცემა ახირებების თუ ნეპოტიზმის გამო. შავი ლომიც ამის დასტურია. იტალიასთანაც წააგებენ და პორტუგალიასთანაც აგერ ნახავთ. არა და ესეც არ უნდა წაეგოთ არგენინელმა მწვრთნელმა აჩვენა კლასი...

• iberia

გამგებინეტ ერტი რა ცარმატებები გვაკვს ვიტომ რაგბისი როვაგებტ მაინც მაგრებივარტ რიტ ვერ გაიგეტ საქარტველოსი პირველი სპორტი ფეხბურტია ვაიტკვენს პატრონს ტკვენი მაგარი ტამასი არ გაისვას დდდდდდდდდდ

• ქართველი

მოკლედ, რეგრესი გვაქვს სერიოზული. რა გახდა მსოფლიოში ვერ მოვძებნეთ ერთი საშუალოზე მაღალი დონის ტრენერი? ხალხო, რაგბიში დასაქმებულო სპეციალისტებო, ამოიღეთ ხმა, ეს არის უკვე მარაზმი. ვერაფერში ვაჯობეთ არგენტინის მეორე ნაკრებს და რისი იმედი უნდა გვქონდეს, იტალიასთან? აღარ ვამბობ დანარჩენ ხუთეულზე. ასე თუ გავაგრძელებთ მალე წავაგებთ რუმინეთთან, პორტუგალიასთან და რუსეთთანაც. მაისაშვილი ვერ არის იმ დონის ტრენერი, რომელიც გუნდს ანვითარებს. გული მტკივა მაგრად, ჩვენი ნაკრები ომის მაგივრად რომ კიდევ უფრო განვითარებულიყო და ამჟამად არგენტინის დონეზე მაინც ვყოფილიყავით, თვალში საცემი რეგრესი გვაქვს და ამბიციები რომლებიც გვქონდა აღარ შეეფერება ჩვენს დონეს. სკეპტიკოსებს გაუმართლდათ რომ ჯერ არ ვართ ღირსი ელიტაში სათამაშოდ.

• ანდრი

მაისაშვილი კლავს. არ არის ეროვნული ნაკრები მისი საქმე, მაქსიმუმ ახალგაზრდული.

დუბლებთან ისე იძახი გეგონება 2/3 ამ არგენტინის ნაკრების პრემიერშიფში და მსგავსი დონის ლიგებში არ თამაშობდეს. ეს თქვენ ვერ ხვდებით რომ რესურსი აქვთ ძალაინ დიდი ამ ქვეყნებს იმიტომ რომ ჩვენებზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი მორაგბე მეორე ნაკრები პირველ ნაკრებზე ნაკლები დიდი ვერაფრითაა განსაკუთრებით ამ შემთხვევაში როცა სინთეზი მოხდა მსოფლიო თას გამოვლილებისა და უკეპოების

• ლევანი

ჩემი სუბიექტური აზრია მაისაშვილი დიდი ხნის წასული უნდა იყოს ნაკრებიდან ნუთუ ვერ ამჩნევთ ხალხო თამაშიდან თამაშამდე რეგესი აქვს ნაკრებს რაშიც მსოფლიო გვაღიარებდა ისიც კი აღარ გვაქ აქეთ გვჩაგრიან მოლში და შერკინებაში ესე არ შეიძლება მეჯვარეა თუ ნათლიაა ტყემალაძის და ამათ უნდა გადავაყოლოთ სიმწრით ნაშენები ქართული რაგბი! მე საქართველოში არ ვარ და ვინც ხართ მანდ გადით და მოითხოვეთ მაისაშვილის გაშვება ხალხო თორე ცოტახანში მეორე დონის კი არა მესამე დონის სარაგბო ქვეყნებში აღვმოჩნდებით

• ჟორა

არგენტინის მეორე გუნდთან წაგებისათვის რაგბის ფედერაციის ოფიციალური პირები ნაკრებს მადლობას უხდიან. გაუგებარია ამ მაისაშვილს რატომ უნდა დაამარხვინონ ქართული რაგბი? ხომ დავინახეთ არგენტინის მწვრთნელმა მეორე ტაიმი სუფთად მოუგო მაისაშვილს, შერკინებაში საცოდავად გამოვიყურებით, რატომ იმიტომ, რომ მაისაშვილს ჩილაჩავა არ მოსწონს? მთელ ევროპას მოსწონს მაისაშვილს არა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ალბათ იტალიასთანაც წავაგებთ, მერე პორტუგალიას მოუგებთ და დაიწყებენ ჩვენი რაგბის დირექტორები დიდი წინსვლის რეკლამირებას. მე ვერ გამიგია ეს ყველაფერი ბიძინას რაში აწყობს? მან ხომ დიდი ფული ჩადო თავის დროზე რაგბში, გასაგებია ეს პრარაბი იმიტომ დანიშნა, რომ ველებურად ფული არ მოტეხონ ზველმა რაგბისტებმა, მაგრამ ალბათ შეიძლებოდა ამის ცოტა სხვანაირად გაკეთება. პრარაბი მოადგილე ყოფილიყო და ფინანსების მეთვალყურეობა ჩაბარებოდა, ხოლო წმინდა სარაგბო საქმეებზე მორაგბე ყოფილიყო, ხომ ხედავს, რომ ვერ არის საქმე კარგად ქართულ რაგბში, თუნდაც არ იყოს ამ თამაშის გულშემატკივარი, ვინმე ინფორმაციას, ხომ აწოდებს?

• დააT

33 წელია რაც რაგბის ნაკრები გვყავს და ისევ ვაგებთ დუბლებთან. მაინტერესებს როდემდე გაგრძელდება წაგების "გაპრავება" იდიოტური სიტყვებით - ბიჭებმა ყველაფერი დადეს. დუბლებთან წაგება ნიშნავს რომ ძირითად გუნდებთან დიდი ანგარიშით წავაგებთ. 33 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით, არანაირი პროგრესი. იმედია 1 კვირაში სასწაული მოხდება.

• ლევანი

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს ან აგებს. დასკვნა თქვენთვის მომინდია

• გიორგი

მაისაშვილი.

• კახა

რეგრესია აშკარად.შერკინება გვქონდა საუკეთესო,ისიც დავკარგეთ.აუცილებლივ გვჭირდება მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი. ჩილაჩავა და ჟვანიას დაბრუნებაც გვჭირდება

• კრაისჩერჩი,ნიუ ზილანდ..

ქართველს არ ესმის ქართველის,წლებია ვამბობთ,რაგბის ქვეყნიდან მწვრთნელი არანაკლები მილტონ ჰეიგის დონისა და წინ ვივლით.არ გსურთ,თავში ქვა გიხლიათ,ისედაც აწყობილები ხართ და..მაგრამ ,გულშემატკივარმა რაღა დააშავა,საქმის ბოლომდე კეთებაა საჭირო,სპორტშიც,პოლიტიკაშიც ...ყველაფერში,ხალხისთვის,ქვეყნისთვის,...ხარჯვა ბოლომდე,და მერე პირადი,ოჯახზე ზრუნვა ,ანაზღაურებაზე ფიქრი,და სანამ ამგვარ რიგითობას ცხოვრებისას არ შევიგნებთ....ვერ მივაღწევთ,ვერაფერს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების დონეზე.ურთიერთ გატანის,თანადგომის ,პროფესიონალიზმის დაბალი დონით,მუდამ დამწეევები ვიქნებით ყველა საქმეში ან სულაც გავისრისებით სხვათა მიერ...გავქრებით,მერწმუნეთ.

• ცოტნე

მაისაშვილოოოო წადიიი შეგვეშვიი სირცხვილია წადიი

• ზაზა

მაისაშვილი ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამუდამოდ !!!! მეტიც, მაისაშვილი საქართველოს ნაკრების, 20 წლიანების, 18 წლიანების, "შავი ლომის", საქართველოს ყველა კლუბის მთავარ მწვრთნელად სამუდამოდ !!!

• რეზო

1. ნინიაშვილი ჩვენი ნაკრების დონეზე ერთი თავით მაღლა დგას. 2. მაისაშვილმა და კომპანიამ რაგბი გეხბურთივით სემაზიზთა. 3. ასე ძნელია თანამდებობის დატმობა?

• ავტორს

და იმედს რა გაძლევს, ზმობას გაფიცებ? ალალად გეკითხები

• დემე

რამხელა ფუფუნებაა როცა მეორე ნაკრებიც ასეთი ძლიერი გყავს. ბევრი სამწუხაროდ ვერ ხვდება სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით რამდენად მწირე რესურსი გვაქვს ხარისხიანი მორაგბეების. ბურჯებს ნამდვილად არ ეხებათ და აი სხვა დანარჩენ პოზიციებზე რომ დაგემტვეას კაცი, სათანადო შევსება არ იქნება. საკლუბო რაგბი უნდა განვითარდეს აუცილებლად. შავი ლომი უნდა გადავიდეს ან ჩელენჯ ქაფში ან პრო 16ში მაინც, აფრიკელებს იწვევენ და ქართველებს გვაიგნორებენ ევროტურნირებზე რამხელა სილის გაწნაა ეს ჩვენთვის. და შესაბამისად დიდი 10-ის გამარჯვებული და საერთოდ ორი გუნდი რო გავიდეს იმ სუპერ თასზე სადაც წელს შავი ლომი იყო ძალიან კარგი იქნება, მოტივაცია მიეცემათ და თამაშის ხარისხსაც აიმაღლებენ, ძალიან კარგი გუნდებია სუპერ თასზე მაგრამ ჩვენ ბევრი გვჭირდება რომ ის მცირე რესურსი რაც გვაქვს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენ რომ დღეს ა ნაკრები შევქმნათ ბრაზილიას ძლივს მოუგებს (ბოლოს წააგო კიდეც მათთან)

• რონი

ეს ის სიტუაციაა ბიჭებზე აუგს რომ ვერ იტყვი განსხვავებით კალადბურთელებისგან მაგრამ ამ მაისაშვილს ნაყიდი აქვს ნაკრების მწვრთნელის სკამი????? რა გახდა ასეთი ვინ არის სად უსწავლია რა დაუმთავრებია რა უთამაშია სად უთამაშია რა მოუგია? იქნებ მე არ ვიცი და თქვენ მითხრათ.... ჭირს მოიშორებს ადამიანი და ამ მაისაშვილს ვერა..... რო კითხოთ ბიძგვინას თავის პატრონაჟის ქვეშ ყავს რაგბი და თავის გოშიას ჩააბარა ნაკრები ტყემალაძეს კიარა თუ უნდა მანდარინას ჩააბაროს მაგრამ რა გახდა ერთი ნორმალური მსოფლიო დონის მწვრთნელის ჩამოყვანა ნაკრებში? რამდენი წელი უნდა გვაყირებინოს ამ მაისაშვილმა ამ სვარკას? უთავმოყვარეო ადამიანია მის ნაცვლად ყველა დაიფარებდა ქუდს და წაეთრეოდა!!!! მადლობა ბიჭებს მაგრამ რეალიც ოცნების გუნდი იყო და ვერაფერს იგებდა სანამ ნორმალური მწვრთნელი არ მოუყვანეს!!!..... ჟვანიას და ჩილაჩავას შეურიგდნენ და ჩამოიყვანონ ბიჭები ნაკრებში! მაგრად არ გვაინტერესებს მაგათი შუღლი თუ გაუგებრობა ეგ ბიჭები საქართველოს ეკუთვნის და უნდა თამაშობდნენ ნაკრებში!

• პაატა

მოაშორეთ ეს მაისაშვილი დ წესიერი უცხოელი მწვრთნელი დანიშნეთ!!!! ბაჩო ხურციძე: წყალტუბოს პრარაბი მოიხსნის ყველა პასუხისმგებლობას და საბოლოო ჯამში შენ მოგეკითხება პასუხი ჩვენი რაგბის გაფარჩაკებისთვის!!! გონს მოეგეთ რას აკათებეთ!!!

• gavasha

1) მწვრთნელის დონე (განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა ნათლად) 2) შერკინება ჩვენი მთავარი იარაღი გადაიქცა ანტი იარაღად 3) შემტევი მოლი ძალიან სუსტი

• rable

არ აქვს მნიშვნელობა მთავარი თამაში რომელია. ყველა შეხვედრა მნიშვნელობს და არგენტინის Bნაკრები სტუმრად მეორე ტაიმს.... რაგბი მეორე ტაიმიაო, მეტიც ბოლო ნახევარი საათიო -ნათქვამია გამოცდილების მქონეთგან... საქართველოს ნაკრები ოც წუთს მორაგბეების კლასის ხარჯზე თამაშობს და დანარჩენი სამოცი წუთი ქაოსია...

• რაგბის გულშემატკივარი

სანამ მაისაშვილი არ წავა არაფერი გვეშველება!!!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდი გამარჯვებით დასრულდა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"