გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" წარადგინეს. თავდაპირველად, კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტოში მარტივად იკითხებოდა, რომ მასზე ქართველი ნახევარმცველი იყო გამოსახული. ისიც გავიგეთ, რომ "ჩაკვე" 70-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი გიორგის კომენტარიც გავრცელდა:

"სლოვანზე" კაშიასა და კანკავასგან მშვენიერი ინფორმაცია მქონდა. მათ საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ჩემს ყველა ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. სლოვანში მოვდივარ იმიტომ, რომ დავეხმარო გუნდს, მიაღწიოს წარმატებას სლოვაკეთის ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, ე.წ. ათიანზე, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. ამ სტადიონზე პირველად გამოვალ. მოუთმენლად ველი "სლოვანში" თამაშს."

"გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. ჩვენ შევიძინეთ შემტევი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კლასით აშკარად დაგვეხმარება. გვიხარია, რომ "გენტთან" საერთო ენის გამონახვა მოვახერხეთ და გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც კარგად იცნობს და იცის, რას უნდა ელოდო მისგან. მჯერა, რომ ამის წყალობით, გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს" - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 და 13 ივლისს ბრატისლაველები ბათუმის დინამოს" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

Ზივზივაძის ფანი
ღმერთო დაუბრუნე ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს!
ლადო
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ მინდა წარმატებები ვუსურვო! გაუმარჯოს ქართულ კლუბებს და ბათუმის დინამოს!
ზიკო
ძალიან გამიხარდა ჩაკვეს ამბავი... პირველი ის რომ ვაისმა იცის მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ რომ შანსს აუცილებლად მისცემს და თან არა ერთს... ყველაზე მეტად კი ის მახარებს რომ ისეთ ფეხბურთელებთან მოუწევს ვარჯიშები რომლებიც მოდუნების საშვალებას არ მისცემენ (კანკავა, კაშია) და თან ორივე გამოირჩევიან თავიანთი შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით საქმის მიმართ... წარმატებები ბიჭებო... (მაინცდამაინც ბათუმთან არგინდათ რა)
გრიშა
პელე?
ნამდვილად ასეა
უბრალოდ ზედმეტად ჯიგარი ადამიანია ვაისი. შეცვლების გაკეთებაც კი ეუხერხულებოდა ხოლმე.
msoflio nakrebi
Oliver kahn Cafu Franz Bekenbauer Paulo Maldini Roberto Carlos Andreas Iniesta Zinedin Zidane Leo Messi Diego Maradona Ronaldinho Ronaldo Luís Nazário de Lima
მათე
ამდენი უიღბლობის შემდეგ გიოს გაუმართლა. იმიტომ რომ ისეთი დონის(საშუალო) გუნდში და რაც მთავარია ისეთი მწვრთნელის ხელშია რომ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტია რათა გადალახოს ყველანაირი ბარიერები რაც ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა. მოკლედ ეს მისთვის საუკეთესო და ამავე დროს ბოლო შანსია რომ დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს. წარმატებები გიოს და ეხლა დანარჩენი მისი გასაკეთებელია.
ზურაბა
ისეთი შთაბეჭდილება მაქ ორი ქართული გუნდი ხვდება ერთმანეთს
ჯიგარი კაცი
აუ ვაისი ყოფილა ჯიგარზე უჯიგრესი კაცი, საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის, რათ უნდა მარა მაინც, არ მახსოვს ვინმე უცხოელს ასეთი რამე ენას ქართველი ფეცმხბურთელებისთვის, დაჟე მაკედონიასთან ვპატიობ, ისე ჯიგრულად იქცევა
100%
ახლაც თუ ვერ გააკეთა ვერაფერი, გამოვა, რომ საქართველომ და მსოფლიომ დაკარგა უდიდესი ტალანტი, თუმცა არა მგონია ვერ შეძლოს, ჩვენ წარმატება ვუსურვოთ, მეტი რა დაგვრჩენია.
Iberia
Carmatebebi gio ratkmaunda mageam ara batumtan evropaligaze moxvedras gisurvebt
ნკ
ნაკრების ჩავარნილი თამაშების მერე პირველი იყო ერთა ლიგაზე ვინც იმედი გააჩინა! დღეს როგორც კვარაცხელიას ვუყურებთ ისე ვუყურებდით! რომ არა ის ტრამვები დღეს სლოვანზე უკეთეს კლუბში იქნებოდა! იმედია აღიდგენს ფორმას. წარმატებები!!!!
გიორგი
წარმატებები გიორგის აქ უკვე ასპროცენტიან ძველ გიორგის ვიხილავთ რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ისრომ მწვთნელი ჩვენიანია გვერდით ეყოლება ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი ჯაბას და კაშოს სახით რომლებიც შეეცდებიან მეტად დატვირთონ გადაცემებით მენდეთ ასეთ რამ ფეხბურთში მოსულა. გაიხსენეთ ჰამბურგში გიოზე გასაკეთებელ გადაცემას როდრსაც გიო ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა საპირისპირო მიმართულებით აკეთებდენ.დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული და ცოტა იღბალზე.
დიმო
წარმატებები ჩაკვე მჯერა შენი!!!! ყოველთვის მჯეროდა!!!!
ქ. გ.
როგორც იქნა ნორმალურად გაიღიმა ბიჭმა! წარმატებები გიოს!
მამუკა
ამ ჩვენ ფეხბურთელებს დაგინებული აქვთ რომ ტრენაჟორებზე არ ივარჯიშონ, დააკვირდები და ყველა ერთნაირი აგებულების არის, კუნთის ნასახი არ აქვთ სხეულზე, სამაგიეროდ ტატუები აყრიათ, დღევანდელ ფეხბურთში პირველ ადგილზე დგას უკვე ფიზიკური მომზადება, მაგრამ ჩვენ ჩავრჩით 80-იან წლებში, ამიტომაც არის რომ ტრამვას ტრამვაზე იღებენ, თქვე დალოცვილებო აიყვანეთ პირადი მწვრთნელი და ივრჯიშეთ ინდივიდულურად, ხომ ატყობთ რომ არ არის საკმარისი ის დრო რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობთ, თვითონ თუ ვერ ამჩნევს ამას მშობელი მაინც ხო უნდა ხედავდეს
Givi
Am biws gansakutrebulad vgulshematkivrob,gios tamashma tavis droze kinkladze gamaxsena da didi imedebi chamisaxa,midi gio gaibrwkine slovanshi da nakrebshi shen es shegidzliaa!!!
gio
აქაც თუ ვერ ათამაშდა მაშინ აღარ ვიცი სად ათამაშდება სლოვაკეთის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის თითქმის საქართველოს ჩემპიონატის დონეა უბრალოდ იქ ცოტა მაღალი ხელფასები და შედარებით უკეთესი სტადიონებია. ვაისი კაშო ჯაბა ისეთი ხალხი ხვდება იქ ვინც დარწმუნებული ვარ ბოლომდე დაუდგებიან გვერდში და ზაფხულში რომ გადავიდა ესეც კარგია ზაფხულის ტრანსფერი ყოველთვის ჯობია ზამთრის ტრანსფერს და ერთი წელი საკმარისი დროა რომ ათამაშდე. წარმატებებს ვუსურვებ.
beqa
კარგ ხალხში მოხვდა და აწი მართლა მასზეა დამოკიდებული ყველაფერი. კაპიტნებისგან ყურადღება არ მოაკლდება მწვრთნელსაც იცნობს წარმატებები!
სიმართლე
ისე ნუ იზამთ თამაშამდე, რომ სლოავანშ უფრო მეტი ქართველი იყოს ვიდრე ბათუმის დინამოში
დავით
ვფიქრობ ჩაკვეტაძისთვის ამ ეტაპზე "სლოვანში" გადასვლა საუკეთესო ვარიანტია: მწვრთნელი, რომლის დროსაც გახდა ვარსკვლავი; კანკავა და კაშია, ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი და რაც უფრო მთავარია - შესანიშნავი პიროვნება, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ბიჭს ხელი შეუწყონ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლაში; გუნდი - რმლის დონე იძლევა საშუალებას, რომ მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს. მოკლედ - წარმატება ვუსურვოთ ამ ნიჭიერ ბიჭს!
ლშა_იუვენტინო
წარმატებები ჩაკვე , ეხლა კი უფრო მეტი მოტივაციით ვუყურებ სლოვანის მატჩებს
ქოჩორაშვილს შანსი მიეცა - "სპორტინგი" ნახევარფინალში 117-ე წუთზე გატანილი გოლით გავიდა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" ისევ დაკარგა ქულები
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა - "უოტფორდმა" ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ
[VIDEO] ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს