საქართველოს ნაკრებმა ახალ არენაში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა. ესპანურმა მედიამ აღნიშნა, რომ რიგი წამყვანი მოთამაშეები აკლდათ, მაგრამ ჩვენს გუნდს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარნენ, რაც ილიას ზუროსის კრებულის მოკლე სათადარიგო სკამის გათვალისწინებით, გაცილებით მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, ვიდრე მათი. „მარკამ“ დაწერა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრასტების გუნდია, რამეთუ დიდი სამეული (შენგელია, მაკფადენი, შერმადინი) ჰყავს და ევროპაში ყველაზე სუსტია შემადგენლობის სიღრმის მხრივ. სწორედ ამ ტრიოს დამსახურებად იქნა ქართველების გამარჯვება მიჩნეული და მხოლოდ AS-მა გაუსვა რატი ანდრონიკაშვილის კარგ თამაშს ხაზი. გამოცემამ მას რატომღაც „სპეციალური სტუმარი“ უწოდა. ბექა ბექაურის ჩინებული ასპარეზობა (10 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება) არც უხსენებიათ. თუმცა, უნდა ითქვას, შეხვედრა ძალიან ობიექტურად გააშუქეს.

იყო დრო, როდესაც ქართულ კალათბურთში ტანმაღალი მოთამაშეების პრობლემა იყო. თბილისის „დინამოში“ ლამის შეუცვლელად უწევდა ნიკოლოზ დერიუგინს თამაში (სიმაღლე 206 სმ) და ამიტომ ჩამოჰყავდათ ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა გუნდიდან კალათბურთელები (ბოროდაჩევი, მილოვიდოვი, ოპოშნიანი, მარჩენკო, ტიუბინი). ახლა პირიქით, მცველებისა და გამთამაშებლების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ გვიჭირს შედარებით სწრაფ ტემპში თამაში. გუშინ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა ანდრონიკაშვილმა. გულშემატკივრები ხუმრობდნენ, მსოფლიოს ჩემპიონები ამერიკული კოლეჯის ქართველმა თავადმა დაამარცხაო.

რატიმ 32:58 წუთში 17 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თუმცა მთავარი მისი მატჩის დასასრულს დიდებული გარჯაა - ძირითადი დროის ბოლოს მეტად საჭირო ორქულიანი, ხოლო ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო. ის თითქოს რაღაც ავანტიურულ, კარგი გაგებით თავხედურ კალათბურთს თამაშობს, ხანდახან ქუჩისასაც რომ მოგაგონებთ, მაგრამ სწორედ ასეთი არასტანდარტული სტილისა სჭირდება ჩვენს გუნდს. გაიხსენეთ, როგორ მოჰპარა ბურთი მეტოქეს და ქულები შეგვძინა. თანაც, რა საჭირო მომენტში და მაყურებლებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ასეთ სიტუაციაში იგრძნობს ხოლმე კალათბურთელი, რომ თამაში მისდის, მუღამზე მოდის და ყველაფერი გამოსდის.

ესპანეთთან თავი არავის დაუზოგავს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შემდეგ მას აშკარად მოუმატებია, აქვს ლიდერის თვისებები, არ აქვს კომპლექსები, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და თუ პროგრესს ასეთი ტემპით გააგრძელებს, ბევრსაც მიაღწევს. ჩვენ კი გუშინდელი მართლაც გმირობისთვის სხვა რა გვეთქმის - მადლობა, რატი, ასე გააგრძელე!

მიმომხილველი

გიორგი
სპეციალურად შევადარე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობები ჩვენ წინააღმდეგ ესპანეთში რომ მოგვიგეს ამ რამოდენიმე თვის უკან და ჩვენ რომ მოვუგეთ გუშინწინ. განსხვავება იმაშია რომ არ ჰყავდათ სამი მოთამაშე თბილისში, კერძოდ Díaz A. , Pauli O. და Perez D., არცერთი არ თამაშობს ტოპ კლუბში. ასე რომ ბიჭების მოგების დაკნინება, არასწორი მგონია!
aburjga
პოლონეთთან რომ გუნდი კალათბურთს წააგებს, იმის მსოფლიო ჩემპიონობა არ გაიშვა!
ბმბ
არიქა, ახლა დაგიწერენ ბოღმიანები, სტეფს ნუ ადარებო. მე დარსაძის მერე არ ჰყოლია საქართველოს ნორმალური გამთამაშებელი მეთქი და ერთმა გენიოსამ დარსაძეს და დონჩიჩს ნუ ადარებთო, მგონი დონჩიჩის თამაში მარტო ჰაილაითებითა აქვს ნანახი. დიახაც ჩვენი სტეფი უნდა გახდეს. მე მის ყველა ნაბიჯს ვადევნებ თვალს ნსაა-ში, ძალიან მოუმატა ფიზიკაში, მაგრამ უკრაინასთან თამაში რომ ჩააგდო, ცოტა ეჭვი შემეპარა მასში, თან პირველი ტაიმი ესპანეთთანაც ფაქტიურად ჩააგდო, მაგრამ მერე, როგორც მაგრებს სჩვევიათ, ბოლო მეოთხედი და ოვერტაიმი დაგლიჯა, ასე თამაშობენ ტოპები. ჯერ ბევრი უკლია ტოპ-ამდე, მაგრამ თუ ივარჯიშა, საკმაოდ მაღალი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია. ასეა თუ ისე, როგორც იქნა ქართველი გამთამაშებელი გამოჩნდა.
დიმა
რატის ყველა მონაცემი აქვს, რომ სერიოზული კალათბურთელი დადგეს.კარგა ხანს ვადევნებ თვალს, ჰქონდა პრობლემები, ბურთს ბევრს ათრევდა, პასს არ იძლეოდა დროულად.ბევრი რამ გამოასწორა და იმედი მაქვს იმუშავებს საკუთარ თავზე.გადაჭარბებული ქება კი ქართველ სპორტსმენებს არ უხდება. ისე ცნობისათვის ბოლო 4 წელში ამ ესპანეთმა წააგო უკრაინასთან, ისრაელთან, სახლში პოლონეთთან.
დათო
ყოჩაღ კახაბერ. კარგად გაქვს ჩამოყალიბებული. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ. ჩვენი მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ერთად შეკვრა და სწორი მიმართულებით მოძრაობა. ღმერთმა გისმინოს.
ვაუ
ფიზიკაში რამხელა აქვს მომატებული.... იგრძნობა ამერიკული სკოლის გავლენა... ჩვენი სტეფია!!!
კახაბერი
ჩვენ ბიჭებს ჭ ი რ დ ე ბ ა გამოცდილება , ერთად თამაშის მეტი გამოცდილება, საჭიროა გაცილებით მეტი ამხანაგურები, ვროპიდანაც გ ა ვ ი დ ე თ და სამხრეთ ამერიკის ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშოთ (ბრაზილია ურუგვაი, არგენტინა), ავსტრალიის,ზელანდიის ძლიერ ნაკრებებთან, იაპონია, ჩინეთს...აქ უნდა გამოიცდადოს - მენტალურად განმტკიცდეს რეზერვი,ახალგაზრდა ბიჭები მაქსიმალური დატვირთით ; ბოქორიშვილი,ბექაური, ბერიშვილი,ბაქრაძე... ფედერაციამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ძლიერი სპორტილი ერი ვართ (მენტალურად, ნიჭით...-იდეური გაერთიანებაც რომ შევძლოთ- სახელმწიფოც მტკიცე და წარმატებული გვექნება, მით 900 000 ემიგრცია ა რ დაგვიდგებოდა)... მაგრამ გვიჭირს სისწრაფეში- დინამიური თამაში, ე.ი. მუდმივ სისწრაფე-მუდმივ კონცენტაციით თამაში და მხოლოდ მით ვაგებთ ხოლმე (უკრაინამ სისწრაფეში გვაჯობა და მოგვიგო,იმ ბაგატსკიმაც კარგად იცის ქართველთა ეს ბრობლება და...), მაგრამ ეს ა რ არის რთული მოსახსნელი, საჭიროა ეროვნული ჩემპიონატების დონე ავამაღლოთ,სერიოზული ფინანსები ჩავდოთ, ახალგაზრდობის დასაქმების საშუალება გავხადოთ - ძალიან კ ა რ გ ი ანაზღაურების დასაქმების საშუალება (როგორც არის ევროპაში),მისთვის ევროპასთან,პასუხისმგებლობის სამყაროსთან დაახლოება კი არა-მისი ნ ა წ ი ლ.ი უნდა გავხდეთ ( მევროკავშირის წევრი), ეკო- კასაც სწრაფად ავაღორძინებთ და მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ლიდერი ერი შევიქმნებით, ახალგაზრდობისათვის სპორტი (ყ ვ ე ლ ა სახეობა)და ჯ ა რ ი ძირითადადი დასაქმების საშუალება იქცევა, მით გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ჯანსაღი თაობები გვეყოლება!
გუსანი
შერმადინს თამაში არ წაუვიდა და იმიტომ აღარ გამოიყვანა, აი რატი და ბექაურის ასეთ თამაშს ალბად თავადაც არ ელოდა, ესპანეთთან კი სხვა გამოსავალი აღარ ქონდა სანაძე-ბურჯანაძის ინერტული თამაშის შემხედვარე, ჯინჭარაძე ძალიან ენერგიული და საჭიროა დაცვაში მაგრამ ცოტა დასახვეწია უნარებში, ისე იყო და რჩება ჩვენს კალათბურთში მსროლელის არყოლა, ძირითადად სულ ფარქვეშ თამაშით გავდიოდით ფონს, ერთი დარსაძეს არაუშავდა, მერე კაპუსტინი ჩამოიყვანეს, რა გახდა მსროლელის მოძებნდა და გაზრდა?!
გიო
აშკარად გაგვაოცა რატიმ,გენაცვალე. და ბოლოს იმასა ვიტყვი რომ გადამწყვეტ მომენტში იმ პატარა ბიჭებმა შეასრულეს.
zura222
ვინმე ბაგრატიონი არ გვყავს კაათბურთელი ? ნაკრებში ვათამაშოთ და მერე ამერიკის დრიმ ტიმსაც მოვუგებთ ! PP
beqa
რატო არ ენდო და იმიტომ რო უკრაინას თამაში მისცეს
suares
tkven ar ikavit bekaurs ra unda nakrebshi rom gaidzaxodnen
რრრ
ხოდა ეგ მიკვირს მეც რატო არ ენდო უკრაინასთან რატის ზუროსი? ან თუნდაც ბექაურს? შერმადინის მეორე ტაიმში არ გამოყვანამაც გამაკვირვა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი - ზუროსის და სკარიოლოს წინასამატჩო კომენტარები
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური "კეილას" წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
ზუროსი: დილით მივხვდი, რომ გავიმარჯვებდით
სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს
თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა
რიგის ვეფ-ში ანდრონიკაშვილის დებიუტი ბერძნულ აეკ-თან შედგა
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
ანდრონიკაშვილის შედეგიანი მატჩი რიგის ვეფ-ში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში