მთელ მსოფლიოში ერთხმად აღიარებენ, რომ მასობრიობა ფეხბურთის პირამიდის ჯანსაღი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუბრუნდეს მოედანს, ჩაერთოს ყველაზე პოპულარული გუნდური სპორტის სახეობაში და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ჩვენს ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ 2015 წლიდან დაიწყო.

ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემპიონატი ,,მოყვარულთა ლიგა“ უკვე მეშვიდე წელია იმართება და მთელი საქართველოს მასშტაბით 15 000-მდე მოყვარულ ფეხბურთელსა და 450-მდე საფეხბურთო გუნდს აერთიანებს.

როგორც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე აცხადებს, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად 2015 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა, ამავე წლის ბოლოდან კი უკვე პრაქტიკულ სამუშაოებს შეუდგა.

,,ორგანიზაცია დავაფუძნეთ განსხვავებული პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გაგვაერთიანა. გვინდოდა შეგვექმნა რაიმე ღირებული ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც.

იმ დროს საქართველოში არ ტარდებოდა ცენტრალიზებული ორგანიზებული სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი სიტყვა გვეთქვა და შეგვექმნა ისეთი რამ, რაც იქნებოდა სიახლე და განვითარების საშუალება ქართული ფეხბურთისათვის.

პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ლევან კობიაშვილი, ვინაიდან ვიცოდით, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა ფეხბურთის განვითარების კუთხით და ჩვენი იდეითაც დაინტერესდებოდა.

ბატონმა ლევანმა გაიზიარა ჩვენი ხედვები და იმავე წლის ბოლოდან ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ერთად დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები და პროცესი“.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მაღალ დონეზე ორგანიზებული საერთო პროექტების განხორციელებით, ფედერაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვა.

როგორც ირკვევა, ასოციაციის დაფუძნებიდან დღემდე, გამორჩეულად მნიშვნელოვანი 2018 წელი იყო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ორგანიზებული, ოფიციალური საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა (2017 წლის სეზონის საუკეთესო გუნდმა ფოთის ,,ჭაბონამამ") მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ამავე წელს უეფამ 55 წევრ ქვეყანას შორის საქართველო გამოარჩია და ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა. საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან საქართველომ სწორედ მოყვარულთა ლიგის პროექტის განხორციელებისთვის მოიპოვა.

ორგანიზაცია მუდმივად რომ ვითარდება და საოცნებო ტურნირებში იღებს მონაწილეობას, ამას 2021-22 წლების მოცემულობაც მოწმობს.

როგორც ბერდია ჯიბლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშავს, ყოველწლიურად იზრდება მოყვარული ფეხბურთელებისა და გუნდების ჩართულობაც.

,,2021 წლის სეზონი იყო ყველაზე მასშტაბური, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. წლევანდელ, მეშვიდე სეზონში, ჩემპიონატი სეისმოლოგიური პრობლემების გამო 1-ელ აპრილს დაიწყო, მაგრამ ჩემპიონატის კალენდრის ცვლილებიდან გამომდინარე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

წლევანდელი ჩემპიონატის აქტივობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საგრძნობლად მაღალია“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში წელს უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა, რომელიც ამ შემთხვევაში გახლავთ 2021 წლის სეზონის საუკეთესო გუნდი ,,ბასიანი“, მონაწილეობა მიიღო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე. საქართველოს სახელი უეფას რეგიონთა თასზე წელს სწორედ "ბასიანმა" გაიტანა.

მოყვარულთა ლიგაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკიდან შეუძლია

R

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე