ბათუმის "დინამოს" საჩემპიონთალიგო შეხვედრისა და ზოგადად, ბოლო დროს ამ კლუბის მიმართ იმხელა ინტერესია, ბრატისლავის "სლოვანთან" მათი პირველი, გასვლითი დაპირისპირება (0:0) დეტალურ განხილვას იმსახურებს.

მთავარი გზავნილი

ჩემპიონთა ლიგის თუნდაც პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა იმდენად "გამჯდარი" გვაქვს, ეს ერთგვარ არასრულფასოვნების კომპლექსს გვიჩენდა და სასიხარულო ის იყო, ბათუმელთა თამაშში ეს რომ ვერ შევნიშნეთ. გარდა ამისა, მატჩამდე გასვლითი დაპირისპირებების სპეციფიკაზე აქცენტი შემთხვევით არ დაგვისვამს. ესა თუ ის სტუმარი გუნდის მწვრთნელი შეტევაში შანსებსა და ინიციატივის აღებაზე ნაკლებად ფიქრობს, გია გეგუჩაძის ბიჭები კი ასე კაცნაკლულად დარჩენის შემდეგაც არ მოქცეულან.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები წარმატებისა და გულშემატკივრების პატივისცემის მოპოვების უპირველესი საშუალებაა. შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს.

ყველაზე არასასიამოვნო

ვინც შეხვედრას უყურა, ის უხეში ნამდვილად არ ყოფილა. ამ რანგის უამრავი მატჩი გვინახავს, მით უმეტეს, ინგლისელ არბიტრს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაინც 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს (მოწინააღმდეგის 2 გაფრთხილების საპირისპიროდ). ამ მხრივ აშკარად სამუშაოა. მეტოქესთან, სადაც რამდენიმე ჩვენი თანამემამულე თამაშობდა და თითქოს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ნაკლებობა არ ყოფილა, შეხვედრის მიწურულს მეტი თავშეკავება და თუნდაც ემოციებზე აყოლის გამო ბარათების მიღების თავიდან აცილება შეიძლებოდა. ყველას სურვილია, ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე რაც შეიძლება შორს გავიდეს და ამ გზაზე თითოეული დისკვალიფიკაცია მტკივნეული იქნება. ჩვენც ეს გვაღელვებს.

რაც შეეხება კობახიძის გაძევებას. კაპიტნის დამუნათებას არ ვაპირებთ, მანაც მშვენივრად იცის, რომ ამხელა გამოცდილებისა და რანგის ფეხბურთელი, რომელსაც გაფრთხილება აქვს, ასე დაუფიქრებლად არ უნდა მოქმედებდეს. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დისციპლინის მიმართულებით სერიოზული მუშაობა ჩაატარა და ამ მხრივ ახლა "ჯვაროსნებში" ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულია.

აქვე ერთი საკითხი, რომელზეც გულშემატკივრებიც მიუთითებდნენ, კიდევ ერთხელ დავინახეთ - რატომღაც ბათუმის "დინამომ" ცენტრალური დაცვის ზონაში ახალი ფეხბურთელის დახმარებაზე უარი თქვა, მაგალითად, იმ დონისაზე, როგორიც მეტოქეს ჰყავდა - გურამ კაშია. სატრანსფერო ფანჯარა აქტიურია და გვიანი ჯერ კიდევ არაა.

მწვრთნელების დაპირისპირება

ვაისისა და გეგუჩაძის დაპირისპირება ცალკე ინტერესის საგანი იყო, ეს მწვრთნელები ხომ ერთმანეთს მშვენივრად იცნობენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს მართლაც "მოხარშულს" ვიცნობთ. გარკვეულ შემთხვევებში "ძველი" ვაისი გაგვახსენდა - "სლოვანის" თავკაცს გაუჭირდა მატჩის სცენარის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცოტა ნაადრევი ცვლილებები გააკეთა. გარდა ამისა, კონტრშეტევების შიშის გამო რისკი მაინც მინიმუმამდე დაჰყავდა და კაცნაკლულ მეტოქესთან მარცხს თავს არიდებდა.

ვაისმა რამდენიმე ახალწვეული ათამაშა. მის გუნდს ოფიციალური მატჩის დინამიკა აკლდა და ეს მაინც გამოჩნდა. პირველ ტაიმში ლაზარე კუპატაძემ მშვენიერი "სეივები" შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, თუკი ბრატისლაველები დაწინაურდნენ, ეს შეხვედრის მიმდინარეობას შეცვლიდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმელთა სახიფათო დარტყმები პირდაპირ "სლოვანის" კიპერთან მიდიოდა.

გეგუჩაძემ კი საკუთარი გუნდის თამაშიც სწორად დაგეგმა და მეტოქის სვლებიც გათვალა, ის, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, შეტევაზე უნდა გვეფიქრა. თუმცა, გასაკვირი იყო, რომ მოედნიდან ფლამარიონიც გავიდა და დავითაშვილიც. გუნდი, რომელსაც შანსები კონტრშეტევაზე უნდა მოეპოვებინა, წინა ხაზზე სწრაფი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. კარგად გამოჩნდა, ამ შემთხვევაში გატანის მეტი შანსი რომ იქნებოდა.

როცა გუნდი ტაიმზე მეტხანს 10 კაცით თამაშობს, მაინც მეტოქეზე მეტი შანსები აქვს და სტუმრად ფრეს ახერხებს, მწვრთნელი და ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ.

მეტოქე ქართველები

ძალიან სასიამოვნო იყო, კარგ ხასიათზე მყოფი და მონდომებული გიორგი ჩაკვეტაძე რომ ვნახეთ, რომელმაც შეხვედრა რამდენჯერმე გაამწვავა, თუმცა ამ თემაზე ორაზროვანი მოსაზრება, რასაც სოციალურ ქსელებში წავაწყდით, გამორიცხულია - კარგია, რომ "ჩაკვემ" თავისივე მოპოვებული ჯარიმა ცუდად შეასრულა. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ეს სიტყვები ძალიან ცუდად იკითხება, მაგრამ ასეთ დროს ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა საქმე ქართული კლუბის მეტოქეს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში თითოეული თანამემამულის წარმატება გვახარებს, თუმცა სპორტში ღირსეული მეტოქეობა და გამარჯვება ყოველთვის მისასალმებელია.

კაშიას თამაშს შევეხეთ, მატჩის შემდეგ ვაისმა კი თქვა, რომ კანკავასა და საყრდენი ზონის თამაშით კმაყოფილია, შეტევის ხაზმა ვერ გაამართლაო.

რა იქნება ბათუმში?

ძველი წესის მიხედვით, ნულოვანი ფრე მასპინძელთა გუნდისთვის ამ შედეგს შორის საუკეთესო იყო, რადგან მეორე მატჩში ნებისმიერი შედეგიანი ფრის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადიოდა. ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.

რაც შეეხება ბათუმში მოსალოდნელ თამაშის სცენარს, ვაისმა განაცხადი ბოლო მომენტში შეავსო. მან აღნიშნა, რომ ეგონა, ვენესუელელი ახალწვეული რამირესი გატანას შეძლებდა. მას ახლა კუპატაძემ არ დაანება, თუმცა ის ბათუმურ მატჩში კვლავ სახიფათო იქნება, ისევე, როგორც გუნდთან მეტად ადაპტირებული კუცკა და ჩაკვეტაძე. როგორც პირველ მატჩში, ვაისის გუნდისგან საწყისი წუთებიდან აქტიურ შეტევებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. სლოვაკმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ გულშემატკივრებით შეგულიანებული ბათუმელები სწრაფი გოლის გატანას ეცდებიან.

გეგუჩაძე კი, ალბათ, იმას გააგრძელებს, რაც მის გუნდს ასე კარგად გამოსდის - ბურთთან ერთად მოძრაობა და სისწრაფეების გამოყენება. შანსები კვლავ თანაბარია და ბათუმურ მატჩს, რომელიც 13 ივლისს (21:00 სთ) გაიმართება, მოუთმენლად ველით - ქართულ კლუბს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გავიდეს! აქვე გეტყვით, რომ სავარაუდო მეტოქეებმა, ყაზახურმა "ტობოლმა" და უნგრულმა "ფერენცვაროშმა", ასევე ნულოვანი ფრე ითამაშეს.

გია
უნდა მოვიგოთ, იქ 10 ფეხბურთელით ვითამაშეთ აქ 12 ვიქნებით. მეთორმეტე გულშემატკივარია.
მერაბი
მთავარია მეორე თამაშში ბათუმი არ მოდუნდეს! ძალიან ძნელი იქნება სლოვანის დამარცხება, მაგრამ ბათუმს ამის პოტენციალი აქვს. კვალიფიციური ცენტრალური მცველის აყვანა რა გახდა, გაგვიჭირდება ევროასპარეზზე.
კახა ქ.
ბათუმში ასე მგონია ძალიან რთული თამაში იქნება,ასე რომ არ მოდუნდეთ,ჯერ არაფერი არა გადაწყვეტილი.
კახა ქ.
არ შეიძლება ამდენი გაფრთხილების მიღება(წითელზე ხომ არ ვლაპარაკობ)თუ რაღაც ამბიცია გაქვს და გინდა წინ წაიწიო.დაცვა ვერაა თავის დონეზე,ნორმალური დონის დამცველი არ იქნებოდა ურიგო რომ დაენატებინათ.არ მიწყენს სამგურალი,მაგრამ სახლში რომ ოთხ გოლს გაუშვებ უკვე საფიქრალი იყო მაშინ.არ შეიძლება არ ვთქვა კაშიაზე.მართლაც რო ნამდვილი პროფესიონალია თავის საქმის.ბენიერებაა როცა ნაკრებში გყვავს ასეთი ფეხბურთელი
გიორგი
მგონი ქართული ფეხბურთი რეამინაციის პალატიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.მემგონი მალე გაწერენ კიდეც კლინიკიდან.რაშიც უდაოთ ფედერაციის ახალგაზრდა შემადგენლობის დამსახურებაა.
კაპიტან გარდენბურგის
მასეთი ლოგიკით ყველა კარგი ფეხბურთელი უნდა შეცვალო,შესწავლილი ჰყავთ
ბალეშიკ
აკი არ ვამბობდი რომ კობახიზე და აზაცკი არ არიან იმ დონის ფეხბურთელები რომლებიც ევრო ტურნირზე ითამაშონ თქო ამსნვწერდი ბოლო ერთი წელია და დისლაიქებით მავსებდით შედეგი სახეზეა
კაპიტან გარდენბურგი
ღვთისავარ, ყველაფერი მომეწონა, ერთადერთი მეც სწორი მგონია დავითაშვილის და ფლამარიონის შეცვლა. ორივე შესწავლილი იყო კარგად და ეს გამოჩნდა, ვერაფერ მოულოდნელა ვერ გააკეთებდნენ და ენერგიის შემოტანა იყო საჭირო, რომ წინ ჩვენი აქტიურობის დაგდებით გარდატეხა არ შეეტანა მოწინააღმდეგეს. ასე რომ გეგუჩაძეს დიდი კომპლიმენტი ჩემგან, მაგრად მომწონს, კარგი მწვრთნელია!
შავი კაცი
კაპიტანი უნდა იყოს მამუჩა... შრომის მოყვარე,დისციპლინირებული, ჟილკიანი უნივერსალი და თან მაგარი ბრძოლისუნარიანია!! კობახიძე რატოა კაპიტანი?
მწვრთვნელი
დისციპლინა მართლაც ასაწევია! ნერვები უნდა მოთოკო ხანდახან! კაია, რომ ვაისს არ ყავს იდეალური შემსრულებლები! 1-0 ბათუმში თუ მოვიგეთ კარგი იქნება!
zura222
კობახიძე ვინ დანიშნა კაპიტნად ?? ტიპი თავს ვერ აკონტროლებს აშკარად @ მაგის უაზრო გაძევება რომ არა მოვიგებდით ამ თამაშს !
G.LA
ყოჩაღ ბათუმელებს კაცნაკლულებმა მეორე ტაიმი ჩაატარეს და არაფერი დაუთმეს სლოვანს. სახლში სრული შემადგენლობით და მე-12 გულშემატკივარი იქნება. რომელიც აღტკინებული დაუჭერენ მხარს, მჯერა შემდეგ ეტაპზე გასვლის საწინდარი იქნება. წარმატება ბათუმს.
merabi-1960
აქამდე ჩვენი ჩემპიონი პრაქტიკულად ყოველთვის განწირული იყო, ყოველშემთხვევაში ასეთი დონის გუნდებთან. დღეს, საბედნიეროდ ასე არ არის. თამაში აქაა და შანსი უნდა გამოვიყენოთ. გასვლის შემთხვევაში ალბათ ფერენცვაროშს შევხვდებით. გუშინ ვნახე მისი შეხვედრა და თამაში მათთანაც შეიძლება. წარმატებები ბათუმს და ყველა ქართულ გუნდს. იმედია, ვეღირსებით შემოდგომაზე თამაშს. ნაკრებს ფეხი ხომ უნდა ავუწყოთ
შაკო
თავიდან 50/50 შევაფასე შანსები, ახლა ვფქირობ 55/45 ბათუმის სასარგებლოდ
o o n
ეხლა არ აგივარდეტ ტავსი დინჯად კომენტატორი ვინარი პიპია
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]