ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა

ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 8-დან 7 ჯგუფში ყველაფერი 4 ივლისს დალაგდა, მხოლოდ ჩვენს ჯგუფში იყო დარჩენილი ერთი მატჩი, რომელიც 3 თვის წინ უნდა ჩატარებულიყო და უკრაინაში დაწყებული ომის გამო გადაიდო. უკრაინელებმა, საქართველოს მსგავსად, ლატვიის დედაქალაქ რიგაში უმასპინძლეს ესპანელებს და დაძაბულ ბრძოლაში – 76:77 დამარცხდნენ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგი გახლდათ და აი, რატომ:

უკრაინას რომ მოეგო, ჩვენი ჯგუფის 3 ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს, თანაბარი ქულები – 4 გამარჯვება და 2 მარცხი უგროვდებოდა. ამ გუნდებს შორის ბურთების შეფარდებით კი პირველზე ესპანეთი, მეორეზე უკრაინა და მესამეზე საქართველო გავიდოდა. თუმცა დაკავებულ ადგილებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ საქართველოსთვის ცუდი ის იყო, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას დამატებით ესპანეთთან გამარჯვება გაჰყვებოდა – ანუ ჩვენც და უკრაინასაც მომდევნო ეტაპზე თანაბარი: 2-2 მოგება გვექნებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ჩვენთან ნათამაშებ პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებში ბურთების შეფარდების წყალობით უპირატესობა აქვს (5 ქულით წააგო და 13-ით მოგვიგო), ეს მომენტი, რა თქმა უნდა, სლავებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა.

ახლა კი რა ხდება? მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ წინ ესპანეთი, იტალია და ისლანდიაა (სამივეს 3 მოგება), საქართველო კი მე-4 ადგილზეა 2 მოგებით. შემდეგ მოდიან 1 მოგების მქონე უკრაინა და გამარჯვების გარეშე მყოფი ნიდერლანდები. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო (ისევე, როგორც უკრაინა და ესპანეთი) 3 მეტოქესთან (იტალია, ისლანდია, ნიდერლანდები) 6 მატჩს (შინ და სტუმრად) გამართავს. 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მე-2 ჯგუფური ეტაპის ცხრილი

1. ესპანეთი 7 ქულა

2. იტალია 7 ქულა

3. ისლანდია 7 ქულა

4. საქართველო 6 ქულა

5. უკრაინა 5 ქულა

6. ნიდერლანდები 4 ქულა

6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს – 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნული ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.

2022 წელი

24 აგვისტო, საქართველო – ნიდერლანდები

27 აგვისტო, იტალია – საქართველო

2022 წელი

11 ნოემბერი, ისლანდია – საქართველო

14 ნოემბერი, საქართველო – იტალია

2023 წელი

23 თებერვალი, ნიდერლანდები – საქართველო

26 თებერვალი, საქართველო – ისლანდია

GBF.GE

• სოსო

გაცილებით კარგი იქნებოდა პირველ ფანჯარაში,იტალია მიგვეღო და ნიდერლანდებთან სტუმრად გვეთამაშა.იტალიის უძლიერეს შემადგენლობიან ნაკრებს,ჩვენი უძლიერესი ნაკრები იტალიაში სავარაუდოდ ვერ მოუგებს და აქ,მეტი შანსი გვექნებოდა.ნიდერლანდებთან პირიქით,გასვლა გვერჩია,რადგან ჩვენი უძლიერესი შემადგენლობა სავარაუდოდ იქაც დაამარცხებს ,მერე,უკვე დასუსტებული შემადგენლობით კი,თბილისში მეტი შანსი გვექნებოდა მათ დასამარცხებლად.ახლა უკვე შენგელიაც ვეღარ დაგვეხმარება და თუ შერმადინიც გამოგვაკლდა,საქართველოს ჩემპიონატის ბიჭებით,ვისთან გვექნება რაიმე შანსი,ძალიან მეძნელება.

• სოსო

დათო,არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა ჩვენი თამაში ესპანეთთან და მათი თამაშიც ესპანეთთან.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ მაქსიმალურად მოგებას და საერთოდაც,თამაში ბოლო წამამდეა, ბოლომდე უნდა ითამაშო,ეს ნბას გან გადმოიღეს,სადაც წელიწადში 80 თამაშს თამაშობენ,უფრო მეტსაც და ყოველ დასვენებულ წამს,დიდი ფასი აქვს,არც სხვაობას უყურებს ვინმე და ურთიერთ შეხვედრებს შორის ბალანსსაც არ აძლევენ მნიშვნელობას.ახლაც კი,უკრაინას ჩვენზე ნაკლები მოგება აქვს,მაგრამ მომდევნო თამაშებში ჩვენზე მეტი რომ მოიგოს და ქულებით დაგვეწიოს,იქ უკვე ბურთების სხვაობით გადაგვასწრებს.ჩვენ ამ საფხულს უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ,მაგრამ შემდეგ უკვე განახევრებული შემადგენლობით მოგვიწევს თამაში და შესაძლოა შერმადინი შენგელიაც აღარ გვყავდეს.შენგელიას ცსკასთან ჰქონდა შეთანხმება,მაგრამ ახლა როგორ იქნება?მეეჭვება დაეთანხმონ.შერმადინიც,როგორც თასის მფლობელი,ევროლიგაზე ხომ არ გადავა? არ ვიცი.თუ იქ გადაუშვეს,ესე იგი აღარც მას გამოუშვებენ და საეჭვოა მომდევნო თამაშებში რაიმე ქულები დავამატოთ.ასე რომ მსოფლიოს პირველობაზე გასვლა,ძალიან სამძიმო საქმე მგონია.იქნებ გიო ცინცაძემ აკრიფოს ფორმა და დაგვეხმაროს იმ თამაშებში.იტალიის დამარცხება აუცილებლად გვჭირდება,მაგრამ შევძლებთ?ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ,თუ ჩამოვიდნენ.

• დათა თუთაშხია

დავუშვათ, ისლანდიამ მოუგო ორივე თამაში ესპანეთს და ესპანეთმა იტალიას, (ჰოლანდიას და უკრაინას თავისთავად ვგულისხმობ, რომ მოუგებენ). მერე რა ხდება პროფესორ? ექნება სამ გუნდს ჩვენზე მეტი, ანუ 7-7 ქულა? ანუ სხვის შედეგზე დამოკიდებული ვიქნებით? ოღონდ არ დამიწყო, ისლანდია ვერ მოუგებს ორივეს ესპანეთსო. ვერც ჩვენ ვერ მოვუგებთ ორივეს ისლანდიას - მეტი ალბათობით, თითო-თითოს მოვუგებთ ისლანდიასაც და იტალიასაც და სხვებზე დამოკიდებულები ვიქნებით ბოლომდე.

• რრრ

დაჩმორებული ყავს ევრო ლიგას და NBA-ს ფიბა და იმის ბრალია, ფეხბურთშიც ეგრე იქნება, ღმერთმა არ ქნას და სპერლიგის იდეამ, რომ გაიმარჯვოს.

• ჟორა

23 სამქულიანს რომ ესვრი და მხოლოდ 4-ს ჩააგდებ, ანუ 20%-იანი სიზუსტე რომ გაქვს, ასევე ჯარიმების სროლაში ამდენი წუნი, რა კარგ გუნდობაზეა საუბარი? უბრალოდ იმ დღეს რაღაცატომ ჩვენი გუნდი იყო დაქლიავებული.

• ლაშა

ისლანდიას რომ ერთი ქულით მეტი აქვს ეს რატომ გავიწყდებათ

• lasha

ისედაც გავალთ

• ლევან მაღლაკელიძე

ცუდია , რომ ბიჭები არ გვეყოლება. საქართველოში მოთამაშე ბიჭებით წარმატებას ვერ მივაღწევთ. რა უაზრობაა. ნაკრები არაა პრიორიტეტი? რატომ არ უნდა გამოუშვან

• რრრ

იტალიას ერთი მაინც უნდა მოუგოთ და გავალთ.

• Degraf

tu ar vcdebi ragac shetanxmebaze midis fiba ligebtan da dashveba iqneba rom gamoushvan. ogond ar minda mogatyuo ar var srulad darcmunebuli,magram sadgac cavikitze msgavsi.

• რრრ

გამორიცხულია არც კი იოცნებო.

• აბგდ

ვერც ბითაძე და ვერც ანდრონიკაშვილო,მამუ ვერ ითამაშებენ.მაგ პერიოდში ამერიკაში სეზონი დაწყებულია და არავინ არავის არ უშვებს ნაკრებში სათამაშოდ.იგივეს აკეთებს ევროლიგაც მაგრამ თოკოს ცსკასთან კონტრაქტში ჰქონდა პუნქტი ნაკრებში თამაშზე.სავარაუდოდ ბოლონიაც ამ გარანტიას მისცემს.

• ნოდო

ამერიკიდან არავის გამოუშვენ კონტრაქტში წერია და ევროლიგიდან არის შანსები

• ზაზა

საინტერესოა ნოემბერში და თებერვალში თუ ითამაშებენ ბითაძე, მამუკელაშვილი, შენგელია ანდრონიკაშვილი

• ნოდო

იტალია ჰოლანდია ისლანდიას სახლი-გასვლა

• Ceto

@ალექსანდრე მაგას დათვლა უნდა და ორიოდე რუხი უჯრედი ტვინში, რაც სერიოზული პრობლემაა ამ ეტაპზე )))

• Alexandre

და უკრაინამაც იგივე რომ ქნას? მაშინ როგორ იქნებოდი მის წინ, ა?!

• Lm

და უჯრაინა ვის ხვდება ამ დროს ? 6 გუნდიდან თუ 4 ჩვენი ჩათვლით ვართ, მეორე ჯგუფში 2 გუნდუა მხოლოდ ?

• გოგა

ადვილია ეს ყველაფერი, უნდა მოვიგოთ 4 თამაში, ჰოლანდიას ორივე მოუგოთ და ისლანდიასაც ორივე, მარტო ჩვენ თავზე, რო ვიყოთ დამოკიდებული და გასულები ვართ

• ნოდო

ნბა არა მარა ევროლიგას ახალი პრეზიდენტი ყავს და თუ არ ვცდები ახალ სეზონში დალადება ე პრობლემა კალენდარი არ უნდა დაამთხვიონ და მორჩა

• ნოდო

რა უსამართლოა წაგებაში ქულის აღება ჰოლანდიას 4 წაგება და 4 ქულა აქ ჩვენ 2 მოგება და 6 ქულა 4ქულა 2 მოგების 2 ქულაც წაგების მარა 2 მოგება 0 მოგებასთან გაუფასურებულია

• კახაბერი

დათო- კ ა რ გ ა დ წაიკითხე ზემოთ რა სმწერია-უკრაინა ესპანელებთან მოგებაზე ა ხ ლ ო ს იყო,მერე წავიდოდა ბურთების სხვაობა... და მე-2-ე-მეგობარს- უკრაინამ მოგვიგო, მოგვიგო,ხელსამოსაკრავი გუნდი ა რ ყავთ, სისწრაფეში გვაჯობეს და ესპანეთზეც რომ მოეგოთ-მთლად ცუდად გვექნებოდა საქმე. შემდეგ ეტაპზე ყველა თამაშში სრული შემსდგენლობა გვჭირდება, თან მანამ 1 ამხანაგური მაინც, თორემ ...

• kombato

ახლა ზოგი მაზგაჩი რას იტყვის ? გაუჭირდა ესპანეთსაც მოგება და ჩვენს ნაკრებს ჩუქებას აბრალებდით. არაა ხელწამოსაკრავი ნაკრები უკრაინა გამოჩნდა მერამდენედ .

• Soso

რა უკრაინის მოგება გვაწყობდა ანგარიში არ იცით მოუგე ისლანდიას და ჰოლანდიას ორივე თამაში მესამეზე ხარ იტალიასთან რომ წააგო ორივე თამაში უკრაინაზე წინ ვართ ამას რა დათვლა უნდა

• დათა თუთაშხია

სად გადავრჩით, რას გადავრჩით, ამ ჟურნალისტებს ნუ კი უჯერებთ ბოლომდე, უკრაინის მოგება გვაწყობდა ჩვენ )) . უკრაინის მოგებით შემდეგ ეტაპზე 4 მოგება გვჭირდებოდა და ვერანაირი უკრაინის კონკურენცია ხელს ვერ შეგვიშლიდა, ამ შედეგით გავდიოდით, ეხლა კიდე 4 მოგება დიდი ალბათობით აღარ გვეყოფა, ვინაიდან სამი გუნდია ქულებით ჩვენზე წინ და სამეულში გარანტირებულად მოსახვედრად 5 მოგება გვჭირდება. გარანტირებულ მოხვედრაზე ვსაუბრობ, თორემ თოერიულად 3 მოგებითაც შეიძლება გავძვრეთ, მაგრამ აქ სრულად სხვებზე და მათ შორის დამჯდარ ანგარიშებზე ვიქნებით დამოკიდებულები.

• დათო

რა ბურთებს ქონდა მნიშვნელობა 9 წამი იყო დარჩენილი 5 ბურთით გვქონდა წაგებული 13 ბურთით იგებდა რაუნდა შეცვლილიყო ბურთები ურთიერთ თამაშებში წყვიტავს სადაც წინ იყო უკვე დანარჩენ გუნდებთან სათამაშო გვაქ აწი , ბაგდატისი მოიქცა უნამუსოდ გაიმართება არ აქ

• კახაბერი

გადავრჩით, ესპანეთმა კი არ მოიგო, უკრაინამ წააგო- ბოლო 2 ქულიანს,რაც უკრაინას მოაგებინებდა- დამწყები კალათბურთელი ჩავისუფლად ჩააგდებდა, მაგრამ გ ა გ ვ ი მ ა რ თ ლ ა ...ხო,ბურთების სხვაობასაც ხომ ქონია მნიშვნელობა (?!), მოკლედ- ბაგატსკის აუვარდა თავში და იუზრდელა,თორემ ბურთების სხვაობასაც ქონდა მნიშვნელობა დანაკრებიც იბრძოდა. ასე რომ, ბიჭებს არც მიუციათ,არც დაუთმიათ,მოგვიგეს სისწრაფეში და მით თანაშიც,ჩვენ ნაკრებს რომ მანამ 2 ამხანსგური გაემართა- შეთამაშებულიყვნენ, ტემპში ჩართულიყვნენ... ,მაშინ უკრაინასთან მოგების შანსი მაღალი გვქონდა!

• Mose

ნოემბერში გვაქვს გადამწყვეტი თამაშები და არც ნბა და არც ევროლიგის ბიჭები არ გვეყოლებიან.. რით ვერ დალაგდა ფიბა ევროლიგასთან პუტინის სისტემა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ჰატო 2022 წლის შემდეგ "ჩელსის" 50-ე შენაძენი გახდა - შემდეგი სამიზნეები გარნაჩო და სიმონსი არიან

ოფიციალურად: პალინია "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს

ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს

ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა

"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს

სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება

გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"

მამარდაშვილის "ლივერპულში" ვარსკვლავთცვენაა - როდრიგოც სავარაუდოდ, "ენფილდზე" მიდის

მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა

ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს

"გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი "ბაიერნთან" - ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა

ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო

არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია

კიტეიშვილის "შტურმს" სასწრაფოდ "ფიორენტინას" მეკარის დამატება დასჭირდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი - ზუროსის და სკარიოლოს წინასამატჩო კომენტარები

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს

ზუროსი: დილით მივხვდი, რომ გავიმარჯვებდით

საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს

თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა

როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა

ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც