ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბონეკი: კვარაცხელიას ეჭვით უყურებენ, რადგან ქართველია

ბონეკი: კვარაცხელიას ეჭვით უყურებენ, რადგან ქართველია

დღეს "ნაპოლი" დიმაროში ჩავიდა, სადაც 19 ივლისამდე შეკრებას გაივლის. გუნდს ადგილზე ნეაპოლელი გულშემატკივრები დახვდნენ და გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებდნენ. "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მისი თამაში ვნახე და ბევრმა ჩემთან მასზე კარგად ისაუბრა. მაღალი დონისაა, თუმცა აუცილებელია გაცილებით მეტი დაამტკიცოს, ვიდრე უკვე გააკეთა. მე ვფიქრობ, ხვიჩაზე ცოტას უბრალოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ.

როდესაც კლუბი არგენტინელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის მოვლენაა, როდესაც სინამდვილეში საშუალო კლასისაა. კვარაცხელიას შემთხვევაში ბევრს ეჭვი მხოლოდ იმიტომ აღეძვრება, რომ ის ქართველია. მე მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი ცნობადობა არ აქვს, მაგრამ საჭიროა ხვიჩასი გვჯეროდეს", - ციტირებს ბონეკს Mondonapoli.

• levani

როგორ არ გამიგია, მაგარი ფეხბურთელი იყო და პოლონეთის ისტორიაში საუკეთესოა, თუ არ ვცდები პოლონეთი მეოთხე თუ მესამეზე გაიყვანა მსოფლიოზე და კლუბებზე აღარაფერს ვამბობ.

ცუდად არაფერი უთქვამს და რატომ იხსენიებთ უდიერად???

• ჰაჰა

თავის დროზე მაგარი იყო. სოციალისტური პოლონეთიდან დასავლეთ ევროპის გუნდში თამაში, იმ დროს, მხოლოდ დიდ ფეხბურთელს შეეძლო.

• zura222

ბონეკი თუ არ გაგიგია საერთოდ როგორ ცხოვრობ ამ ქვეყანაზეე ???PP

• kvara super class

ვინ ჩემი ფეხებია ბონეკი ? რომელიმე მსოფლიოს ან ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გაგიგიათ მაგის გვარი?

• ქომაგი

აბსოლუტური სიმართლე თქვა ბონეკმა,მესხი, მეტრეველი, ყიფიანი და ა.შ. ერთეულებმა თუ იცოდნენ, რომ ქართველები იყვნენ, და არა რუსები. დამოუკიდებლობის მერე კი, სულ რამდენიმე იყო, რაც არ კმარა რომ გაგიცნონ და დაგაფასონ. ამიტომ ბავშვთა სკოლებს თუ არ მიეხედა, იქნება სულ ასე, სამწუხაროთ. ეს ჩვენიანია და სასტავში ჩასვი, უნდა დამთავრდეს, მარა აბა... ქართველების გამოსწორება ადვილია?

• ნიკ

მართალია ეს კაცი,რაც ხვიჩას შესაძენად გადაიხადეს ხვიჩასთან ახლოსაც რომ ვერ მოვლენ ისეთ არგენტინელში და ბრაზილიელში 2-ჯერ მეტს იხდიან,ზუსტად ამიტომაც მინდა რომ ძალიან მაგრად ითამაშოს,რომ მერე ჩვენს ბიჭებს ალმაცერად არ შეხედონ.

• Nk

კალაძემ ნამდვილად მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ნიჭიერების და ტალანტის განსახიერება იყო. იტალიელისთვის კალაძე ერთი რიგითი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბევრს თავისი შრომით მიაღწია (და არა ნიჭით). კვარა სულ სხვა სახის ფეხბურთელია და მოლოდინები რომ გაამართლოს, თავის ნიჭს სტაბილურობა შემატოს (მინიმალური რაოდ ბურთის დაკარგვა + მაქსიმალური შედეგიანობა + კვარაშოუ)

• ანდრის

საკუთარი ნაკლის ძიებაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ქართველების საქმეა და არა ღრუსების, რომლებიც ყველგან და ყველაფერში ცხვირს ჰყოფენ, რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბევრ ქართველს ეს სწორად მიაჩნია.

• დავითი

ჰოკეიშიც ხომ?

• რატი

საკუთარ ნაკლსაც მოვიკითხავთ და გამოვასწორებთ კიდეც, ოღონდ გ ვ ა ც ა დ ო ნ! თავი დაგვანებონ ამ ნაძირალებმა.

• dimo

ქინქლაძე უდავოდ ტალანტი იყო , თანაც განსაკუთრებული, მარგამ რა დონე ითამაშა? მასეთ დონეს უამრავმა ფეხბურთელმა მიაღწია. მეტრეველი, რატომ? მეტრეველი ძალიან დიდი ხნის წინ იყო და საბჭოთა სახელით გამოდიოდა. უცხოელმა რომ არ იცოდეს მისი წარმომავლობა არ გაემტყუნება( ვიღაცეები დღესაც მისტირიან საბჭოთა კავშირს).

1. მართალია, ვართ დავიწყებული ერი და სამწუხაროდ არც ვცდილობთ თავი გავახსენოთ.

• ჟორა გაბრიჭიძე

სწორედ ქინქლაძეების და მაგდაგვარი ქართველი ტალანტების მიერ განიავებული ტალანტის გამო აღარ ენდობიან ქართველ ტალანტებს, ობიექტურად ეპარებათ ეჭვი და ფიქრობენ მივა კი ბოლომდე? ხომ ნახეთ ევროპაში კალაძის და შოთას მეტმა ნათელი კვალი ვერავინ დატოვა, არადა ბევრს ჰქონდა ამის ტალანტი.

• H

მესხები მეტრეველები და ყიფიანები არავის ახსოვს იმიტომ რომ მაშინდელი "დედა სამშობლო" საგულდაგულოდ მალავდა მათ არსებობას, სამაგიეროდ იაშინი იცის ყველამ :-D ქინქლაძე კიდე რატომ უნდა ახსოვდეს, რომ გადახედო სტატისტიკურად რა გააკეთა? ცოტა სიტიში ( მაშინდელ მაჩანჩალაში ), თითქმის არაფერი აიაქსში და დერბიში ერთხელ შეცვლაზე გოლი გაიტანა, ნაკრებში ხომ საერთოდ, ასე რომ არ გვიცნობენ იმიტომბრომ არაფერია ამ ეტაპზე დასანახი, ერთი კალაძემ გაიელვა და ეგ იყო, რამოდენიმე სეზონი,ეხლა არც სადეხბურთო სამყაროს ახსოვს ეგ და არც "თბილისის ერისთავს" ახსოვს ფეხბურთი

• გიორგი

1-ს ზუსტად 100%-ით მართალი ხარ ჯერ ეეთ კრიზისში ვართ და სპორტში დიდი წარმატებები გვაქვს და ჩვენ დალაგებული დამშვიდებული ქვეყანა რო ვიყოთ და წელში გამართული ეკონომიკურად 2-ჯე სამჯერ მეტ მედალს დავდებით ყოველ ოლიმპიადიდან ოქროებით ჩამოვდივართ და არიან ქვეყნები ოლიმპიური მედალი საერთოდ რო არ ააქვთ

• gio

კალაძე ხომ იცის მთელმა იტალიამ და ხვიჩას რატომ უნდა შეხედონ ეჭვის თვალით ეროვნების გამო.

• ანდრი

მოდი საკუთარი ნაკლი მოვიკითხოთ პირველ რიგში.

• 1

არავითარ შემთხვევაში. ეგ ყველაფერი არის აბსოლუტურად უვიცი დეგენერატული და კომპლექსიანი დემაგოგია. და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ხანი გვქონდა ჩავარდნა. საქართველოს არასაფეხბურთო ქვეყნად მიჩნევა მეტისმეტია, და უფრო უარესი - როცა იმასაც წერენ რომ საქართველოს საფეხბურთო ტრადიციები და ისტორია არ გააჩნია. და ეს ხდება "ოფიციალურად" პროფესიონალი მაგრამ უვიცი ჟურნალისტები წერენ სტატიებში და გამოცემებში. ამას არავითარი გამართლება არა აქვს, შენ თუ პროფესიონალი ხარ მოგეთხოვება მოიძიო და იცოდე ფაქტები დმ******* ნული ინფორმაცია. ქართულ ფეხბურთს აქვს ისტორია!!! და ამის გაუცნობიერებლად ვერ შეიქმნი ახალ ისტორიას. და არცა ხარ ღირსი საკუთარის არმცოდნე და კომპლექსიანების მოსაგები არსად არაა. იმასაც კი წერენ საქართველო საფეხბურთო ტალანტების ქვეყანა არ არისო რაც უკვე ორმაგი ტყუილია. უცხოელები ვისაც საქართველოში უმუშავიათ სუყველა იმას ამბობენ რომ ტალანტების ამდენი რაოდენობა სხვაგან მხოლოდ ბრაზილიაში ან არგენტინაში თუ უნახიათ. 40 წლის წინანდელი ამბები თუ არ ახსოვთ ქინქლაძე მაინც უნდა იცოდნენ და ამ კალაძემ ბოლობოლო ლიგა 2ჯერ მოიგო. ნუ ეთანხმებით უცხოელებს ყველაფერში ეგრე საბოლოოდ მონად დარჩები და ვერასოდეს აჯობებ.

• zura222

დაბლა არასწორი ლინკი დაიდო და არ იხსნება ! აი ესაა ნაპოლის ჩასვლა დიმაროში და ხვიჩა გამოჩდება 1-23 ზე და ჩანს რომ ხალხი სპეციალურად მის სანახავადაა შეკრებილი იმიტომ რომ მარტო ხვიჩას გააყოლეს კამერა და შეძახილებით შეხვდნენ--ხვიჩა ხვიჩააა და სათაურშიც ასე წერია-- la squadra arriva a Dimaro con Kvaratskhelia e Olivera!-გუნდი ჩავიდა დიმაროში კვარაცხელიას და ოლივეირასთან ერთადო ! ეს ლინკი გუგლითაც იძებნება და პირდაპირ იუთუბშიც --https://www.youtube.com/watch?v=5cl4Yr5_WU0

• zura222

ბონეკი მართალია ! ევროპელები ქედმაღლურად უყურებენ უცხო ქვეყნიდან და სხვა კონტინენტიდან ჩასულ (საქართველოს მაინც აზიად და აღმოსავლეთად თვლიან ევროპაში) ფეხბურთელებს მაგრამ საკმარისია მაგრა გააგოროს ბურთი ეგრევე შეიყვარებენ და გააღმერთებენ ! თავის დროზე ეუსებიო რომ ჩაიყვანეს მოზამბიკიდან პორტუგალიაში იქ ამბობდნენ ეს შავი კაცი ვინაა ამან რა უნდა ითამაშოსო ! მაგრამ 1 თვეში უკვე პორტუგალიელებისა ღმეთი იყო ! მიდი ხვიჩინიო მოაკეტინე პესიმისტეებს !)))

• არტ

არავის ახსოვს 40 წლის წინანდელი ამბები და არცაა ვალდებული ახსოვდეს. უფრო ახლო წარსულში კი დასაკვეხნი არაფერი გვაქვს და საკუთარი თავის გარდა ვერავის დავაბრალებთ. რა ავტორიტეტი შეიძლება ქონდეს ქართულ ფეხბურთს როდესაც არავის ვუნახივართ არც მსოფლიოზე არც ევროპაზე და არცერთი ჩვენი კლუბი ჩემპლიგაზე. ავტორიტეტს მოპოვება უნდა. და ვიმეორებ, საკუთარი თავის გარდა ვერავის დავაბრალებთ ამ ავტორიტეტის არქონას.

• რატი

სხვადასხვა ჯურის ნაძირალებმა, განსაკუთრებით რაშისტებმა, გვაცადონ ადამიანური ყოფა-ცხოვრება და ჩვენც შევქმნით მოვლენებს ფეხბურთში, ჩოგბურთში თუ კალათბურთში.

• 1

მესხების მეტრეველების ყიფიანების და ქინქლაძეების ქვეყანას ეჭვის თვალით რომ უყურებენ ეგ უვიცობა და დეგენერატობა არ არი მერე. მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ როგორ ჩავვარდით!!! ან რუსები რომ გვმალავდნენ. მშვენივრად იცოდნენ მაგათ ვინ ვართ, და ამერიკულ პრესაშიც კი იწერებოდა რომ თბილისის დინამო ქართული პატრიოტული ბრძოლის სიმბოლოაო საბჭოთა ფეხბურთში და ეს იწერებოდა სადღაც 60 იანებში თუ 70 იანებში. ჩვენ ვართ ხელოვნურად სპეციალურად დავიწყებული ერი

• ირაკლი

"პალერმოს" ჩასვლა დიმაროში https://www.youtube.com/watch?v=C624xCOXtI8&ab_channel=InterFanTVdiMicheleBorrelli ხვიჩა 1:13-ზე გამოჩნდება.

• Tbilis

Dinamo Tbilisi gagvitqvavs saxels

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ

[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა

RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ

[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

ბონეკი: უკრაინის ნაკრებს შევჩენკო კი არა, ტასოტი წვრთნიდა

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს

სკანდალი: კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

ბონეკი: ტოტალური ფარისევლობა ინგლისელთა მხრიდან

ბონეკი: "ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს - რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს

[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო

ზბიგნევ ბონეკი: "ბაიერნში" მხოლოდ ნოიერი და ლევანდოვსკი არიან ვარსკვლავები