ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო იტალიაში დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინია. ამჯერად ქართველს ზეაღმატებულ სტილში წერილი ilnapolista-მ მიუძღვნა.

კვარაცხელია, თითქოს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის

"მისთვის ფაციფუცის გარეშე. ეს ფსონის დადებაზე მეტია, ის თვითნაბადი ტალანტია. პარატიჩს მისი "იუვენტუსში" წაყვანა უნდოდა. თბილისიდან ისეთ თბილ ადგილას ჩამოვიდა, როგორიც ნეაპოლია. "ზიზი" ქართველი თბილისიდან, რაც თბილ ადგილს ნიშნავს, რაც კიდევ უფრო ცხელია, ვიდრე ემოციური დენთის კასრი, როგორიც დღევანდელობაში ნეაპოლია?

შთაგონება, რომელიც მოძრაობებით კაკას მოგვაგონებს, კარისაკენ დრიბლინგისას დახრილი მანერითა და სწრაფვით. ის დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს, ერთი დღის შემდეგ, როცა დელ პიერომ, ინძაგიმ და კოვაჩევიჩმა "ნაპოლი" დაამარცხეს, როცა ნეაპოლელებმა სეზონი ზემანის ხელმძღვანელობით დაიწყეს და მონდონიკოთი დაასრულეს, როცა სამყარო სექტემბერში ტყუპი კოშკების ჩამონგრევის შედეგად შეიცვალა.

Cuarascelia - ასე წარმოითქმის. ის ისტორიისა და კულტურის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქვეყნიდან მოდის, სადაც ზღვის ქარი ქრის და თერმული დინებებია. როგორც ადრე იტყოდნენ, ხვიჩა მარცხენა გარემარბია, თუმცა იქ ითამაშებს, სადაც დააყენებენ. ორივე ფეხით თამაშობს, თავი მუდამ მაღლა აქვს აწეული, პასიც ეხერხება და კარში დარტყმაც. ისე მოჩანს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის: გრძელი ნაბიჯით, გეგონება იშლება, მაგრამ იხრება, კოორდინაციას არ კარგავს და ბურთს იმდენად აკურატულად ეპყრობა, რომ 2019 წელს ევროპის ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის შედიოდა.

რაც შეეხება მის შეძენას, რა თქმა უნდა, ნეაპოლში ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩამოდის. ჩამოდის ინსინიესთან დამშვიდობებისა და მერტენსთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ეს 21 წლის ბიჭი თვითნაბადი ტალანტია, ძლიერია მეურვესთან ერთი-ერთზე, მოედანზე მეტოქის კარსა და პარტნიორებს ხედავს, შეუძლია გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. ნეაპოლელთა უაპელაციო და უდაბურ ენთუზიაზმს შორის საერთო დუმილში კი შუძლია გახდეს ახალი აღორძინების ციკლის ჭეშმარიტი სიმბოლო.

პარატიჩმა "იუვენტუსში" გადასაყვანად ქართველს წინასწარი გარიგება გამოგლიჯა, მაგრამ ფაბიოს ტურინელებთან დამშვიდობებამ, ის დანაპირებისგან გაანთავისუფლა. თბილისიდან, თბილ ნეაპოლში მას შეუძლია საბოლოოდ მოგვიძღვნას საკუთარი თავი და წარმატებისათვის გვაკურთხოს.

Benvenuto Zizi! - კეთილი იყოს შენი მობრძანება "ზიზი".

ლევანი
აცადეთ რა, აცადეთ რა, სულ ცოტა აცადეთ და ძილშიც ზეპირად აცოდინებათ გვარი. სკუადრა აძურას ან ფურია როხას თუ თავისუფლად იძახიან, კვარაცხელიასაც ისე იტყვიან, როგორც დაგიბარებია. აცადეთ რა...
რა მაფიაა?
ყველაფერი კაი, მარა ცისი გორისა ხარ ილიას რა უთქვამს ))) ხევისბერი გოჩას პირით თქვა ალექსანდრე ყაზბეგმა ))
გომორძგუა მარგალეფც
შეუძლია და ასეც იქნება. ხვიჩა=კაშკაშა=Luminosa მეგრულ ენაზე✊
Zlzi
ძიძი!!!
სოსო
ყველაზე მეტად ის მახარებს რომ კვარა ქართული გუნდიდან გადავიდა ნაპოლიში და არა რუსულიდან!! იმედია ფულს ბათუმს გადაუხდიან!
ალეკო
რა ზიზი ხვიჩა ან კვარა რა ძნელი დასამახსოვრებელია თუ ძნელად წარმოსათქმელი?
ირაკლი
გოიმობაა ყველა ავანსი. დაანებეთ ამ ბიჭს თავი. აცადეთ. ნუ თარსავთ. იმუშაოს. ითამაშოს. წარმატებები მას
Skeleton
კარგი ადამიანი რომ არის სულ სხვა რამეებში ეტყობა და არა იმაში, რაც ჩამოთვალეთ. მაგალითად იმაში, რომ რთულ პერიოდში შეინარჩუნა ღირსება, მოთმინება და არავის შეეპასუხა, ვინც ლანძღავდა იმათ ლანძღვით არ უპასუხა, პირადად მე ყველაზე მეტად ამის გამო დავაფასე, შრომობს თავდაუზოგავად და არ განიკითხავს სხვებს. ვინ ტატუს გაიკეთებს და ვინ იოგაზე ივლის ეგ არავის საქმე არ არის და არც მივცემ თავს იმის უფლებას ვინმეს მაგ საკითხებში შევეხო. საიდან მოიტანეთ რომ იოგა ან ტატუ რაიმე პაკაზუხობას აღნიშნავს არვიცი. ჩემი პირადი აზრით, ღირსეული ადამიანები არასოდეს აფასებენ სხვებს ჩაცმულობის და აქსესუარების მიხედვით, ეს ჩვენთან ვერ მოიშალა ჭორაობა ერის ნაწილმა თორე... ტატუ თუ აქვს სერხიო რამოსს ან მესის არ არიან ლეგენდები თუ როგორ გავიგოთ? ნეტა სხვების გარეგნობაში ქექვას მოვრჩებოდეთ ქართველები და მეტი არაფერი მინდა :) წარმატებები!
ვააა?
ზიზი არა იხვი! კვარა დაუძახეთ იტალიელებო!
სანი
განსხვავებულით მივირთვათ!
კახა
თავიდანვე მინდაავღნიშნო რომ არც ხვიჩას და არც მის ოჯახს არ ვიცნობ მაგრამ დავწერ რა შთაბეჭდილებაც გამაჩნია: მადლობა რომ ზრდილობიანი ( ბიჭი არ ეწყინოს) კაცი ხარ უფროსებთან არ შეგშლია ესეიგი ოჯახიდან ხარ სადაც ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს აფასებენ. მადლობა ოჯახს. მინდვრის მიღმაც სწორად იქცევი და მადლობა მადლობა რიცა დღევანდელ პერიოდის ახალგაზრდებში პოპულარულია ტატუ ტანი არ აიჭრელე პერსინგი თუ კიდე უარესები არ დაუმაგრე არც უაზროდ აჩაჩულ ჩაჩაჩულად იცვამ მადლობა რომ არც ეგრეთწოდებული ეპატაჟური გამოხტომები არ გაქვს კრიშნა ბუდა იოგა და ათასი ვითომ მოდური მიდრეკილებებს არ აპიარებ. კარგი კაცი ხარ და ღმერთმა კარგად წარმართოს შენი საქმე. გახსოვდეს ვისი გორისა ხარო დიდმა ილიამ იმიტომ კი არ თქვა რომ საუკეთესოები ვართ.იმიტომ რომ ტინკლიცი და სისულელები არ ვაკეთოთ რაც ჩვენ ჯიშს დ ჯილაგს არ ეკადრებაის არ ჩავიდინოთ და სახლში ოჯახს წარმოაჩენ და გარეთ ქვეყანას. გახსოვდეს. უფალი გიფარავდეს.
status quo
ძაანაც ნუ შეტოპავთ,თავში არ აგივარდეთ.აცალეთ ამ ბიჭს,არ გინდათ ეს ზედმეტი ქება.
მიშა
ხვიჩას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენი იმედია. უბრალოდ, მაშინებს უკვე ეს ზე-მოლოდინი ნაპოლის მხრიდან.
ტოტტი
კუშა დაუძახეთ))) ეს ხუმრობით . ისე გავა დრო და ისწავლიან ეგრე არც მამარდაშვილი და შერაზადაშვილია ადვილი სათქმელი მაგრამ ასწავლეს ჩვენმა ბიჭებმა ესპანელებს და ასე ასწავლის კვარაც იტალიელებს მალე . ასე რომ ნუ ჯავრობთ
დათო

ქართველი
მიყვარს იტალიური პრესა როგორი გულით წერენ და თან რა კარგი ეპითეტების მოფიქრება შეუძლიათ. ჩვენნაირი ძარღვიანი ხალხია ჯიგრები ტემპერამენტიანები. ალბათ თუ სადმე ვიცხოვრებდი საქართველოს გარდა იტალიაა
zura222
ხვიჩას ჩასვლა დიმაროში გუნდთან ერთად იქ შეკრებილების უმეტესობა ზუსტად ხვიჩსას გამო მივიდნენ ! 1-23 ზე რომ გამოჩდა დაიწყეს ყვირილი-ხვიჩაა კვარააა და კამერაც სპეციალურად გააყოლეს---https://www.youtube.com/watch?v=5cl4Yr5_WU0
Oqri
Zizi ara zuzi muzi kvara daudzaxet kvarasac veramboobt?
ვაჟა მასწავლებელი
ზიზი არა პიპინია. ქართველო ჟურნალისტებო დროზე მიხედეთ ამ სისულელეს. იტალიელ კოლეგებს გააგებინეთ, რომ ქართულ გვარებს შორის ხვიჩას გვარი ყველაზე შინაარსიანია და არ საჭიროებს დამატებებს: კვარაცხელია, - ვა რა ცხელია!, - არა ცხელია!,- რა ცხელია?, - ა ცხელია?, - ცხელია!, - ხელია, -ელია, - ლია, - ია. გასაგებია?!
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო