ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"რაგბი ჩვენი თამაშია, ქართველებისთვის ეს სპორტი განუფელი ნაწილია" - სოსო ტყემალაძის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

"რაგბი ჩვენი თამაშია, ქართველებისთვის ეს სპორტი განუფელი ნაწილია" - სოსო ტყემალაძის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბათუმში რაგბიში ერთმანეთს იტალია და საქართველო ხვდებიან. იტალია "ექვს ერის" მონაწილე ნაკრებია, თუმცა საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია. იტალიასა და საქართველოს თამაშთან დაკავშირებით, ინტერვიუ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ სოსო ტყემალაძესთან იტალიურმა მედიამ ჩაწერა.

- ბატონო პრეზიდენტო, როგორი იქნება ეს თამაში და რა მოლოდინები გაქვთ?

- წინასწარ რთულია საუბარი. იტალიის რაგბის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, "ექვს ერის” წევრი, ბუნებრივია მასთან თამაში რთული იქნება, თუმცა მთავარი მაინც თავად ამ შეხვედრის მნიშვნელობაა, იტალიასთან მატჩის გამო საქართველოში დიდი ზეიმია, რაგბის გულშემატკივარი ყველა ქართველისთვის იტალიის ნაკრების სტუმრობა დიდი პატივია. დამარცხების სერიების მიუხედავად, იტალია ბოლო წლებია სწრაფად აუმჯობესებს თამაშს, ეს ის გუნდი ნამდვილად აღარ არის, რომელსაც საქართველო 5 წლის წინათ ეთამაშა, იტალიის ნაკრები ახლა გაცილებით ძლიერია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.

ბათუმში შეხვედრას იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი მარციო ინოჩენტი ესწრება, ის უკვე საქართველოშია და კიდევ ერთხელ მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. მისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას. ორი თვის წინ, იტალიამ უელსთან მოიპოვა გამარჯვება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მათ ეს წარმატება.

მე პერსონალურად რისთვისაც მიყვარს რაგბი, ესაა ის ფაქტორიც, რომ წაგებული და მოგებული ერთმანეთს ტაშს გულწრფელად უკრავს. ჩვენ ამ თამაშს ვამჯობინებდით ცოტა მოგვიანებით, რომ უფრო მოვძლიერებულიყავით კოვიდის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ გვქონდა ფრენჩაიზის თამაშები, რათა მეტი გვეთამაშა აფრიკაში იქნებოდა თუ სუპერ თასზე, ძალების მნიშვნელოვანი მობილიზება მოხერხდა, თუმცა თამაში იტალიასთან რთული იქნება.

- რა ადგილი უკავია რაგბის ქართველების ცხოვრებაში, არის თუ არა რაგბი თქვენი ქვეყნის საყვარელი სპორტი?

- ქართველებისთვის განუყოფელი ნაწილია რაგბი, საქართველოში გვაქვს სლოგანი "რაგბი ჩვენი თამაშია". ჩემს ქვეყანაში უყვართ, როცა შენი ქვეყნის სახელით იმარჯვებ. ყველა ქვეყანაში უყვართ ცხადია, მაგრამ საქართველოში ეს პატრიოტული მუხტი იმდენად ძლიერია, რომ ხშირად, ესა თუ ის თამაში, ან სპორტის მიმდინარეობა, სწორედ ამ ლაიტმოტივით ხდება პოპულარული, ეს პატარა ერებისთვის დამახასიათებელი თვისებაცაა. ამის გარდა, რაგბი განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში რადგან ჩვენ გვაქვს სახალხო თამაში "ლელობურთი", რომელიც სათავეს ქრისტესშობამდე პერიოდიდან იღებს, ძალიან ახლოსაა რაგბის ელემენტებთან და თამაშის პრინციპთან და მას დღემდე თამაშობენ - სოფლები-სოფლებს ეჯიბრებიან. რაგბი უყვართ საქართველოში იმიტომაც, რომ ის გამოკვეთილად გუნდური თამაშია - და ეს ძალიან ფასეულია ჩვენთვის, არა მხოლოდ სპორტში, პოლიტიკაშიც, პირად ურთიერთობებშიც.

თქვენ ნახეთ ჩვენი 20 წლამდელთა თამაში შოტლანდიასთან, თუ როგორი ანგარიშით დასრულდა (77-15) და ეს ახლა დამატებით მუხტს აძლევს ქართველ გულშემატკივარს იტალიის ნაკრებთან თამაშის წინ.

ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ იტალიელები, ამაში თავადაც დარწმუნდებით ალბათ, როცა საქართველო არ თამაშობს ქართველების უმრავლესობა იტალიას გულშემატკივრობს. ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩაერთოს, უყუროს ამ თამაშს, მოგება-წაგების შემთხვევაში ჩვენ ძმები ვართ და ერთი მიზანი გვაქვს: ვცდილობთ, მეტი რაგბი იყოს მთელი მსოფლიოში, მეტად იყვნენ ახალგაზრდები დაინტერესებულები სპორტის ამ სახეობით.

- მოგების შემთხვევაში, საქართველოს გაუჩნდება მეტი შანსი გახდეს 6 ერის წევრი?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში რაიმე გადამწყვეტი იქნება ამ კუთხით, ნამდვილად იქნება ერთი აგური წინ დადებული. 6 ერი ეს არის კერძო ორგანიზაცია და სულაც არ ვთვლი, რომ საქართველო მზად არის, ჩაანაცვლოს იტალია. საქართველოს 3-4 წელი სჭირდება რომ იყოს მზად იმისთვის, რომ ამ დიდი შოუს და დიდი რაგბის მონაწილე გახდეს, ახალგაზრდებმა კარგი თამაში გვაჩვენეს. ისიც გვაჩვენეს, რომ 3-4 წელიწადში 20 წლამდელები ეროვნულებში მოხვდებიან და ეს უკვე ჩვენი მზადყოფნაც იქნება, თუმცა ბევრი ნაწილი გვაქვს დასახვეწი, თუნდაც, ბილეთის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად არის გასაზრდელი, თუნდაც, შესაბამისად რამდენიმე მოედანი ამ თამაშებისთვის. ჯერჯერობით აქ, აჭარაში გვაქვს ასეთი ახალი მოედანი. ვფიქრობთ კიდევ დედაქალაქში აშენებას ასეთი ხარისხის მოედნის. ასევე უნდა მივაღწიოთ სტაბილური თამაშის დონეს, ნელ-ნელა ამისკენ უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, იტალიელები მოგვეხმარებიან ამაში.. თუმცა 6 ერის გადასაწყვეტია 6 ერი თუ 8 ერი.

15-18 წელია, რაგბის ევროპის ტურნირს ვიგებთ და არანაირი ახალი მოტივაცია არაა. ცოტა ხალხიც დაიღალა, თვითონ ბიჭებსაც გაუჩნდებათ დემოტივაცია. აღარ უნდათ ჩამოსვლა იმ თამაშებზე, რაც დააგდებს განვითარების დონეს. იქ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს მსჯელობის საგანია.

ახლა კი გამარჯვებულია რაგბი, რომ ასეთი დიდი ზეიმია საქართველოში, ასეთი მნიშვნელოვანი ნაკრები ჩამოვიდა და მოუთმენლად ველით 10 ივლისის თამაშს. ჩვენთვის დიდი მოტივაცია და პატივია რომ გვეწვია იტალიის ნაკრები. ბევრი ცნობილი სახე ჩამოდის და გულშემატკივარს დაუვიწყარ თამაშს ვპირდებით".

R

• ანდრი

რაგბი რო ტვინს ითხოვს ბარე ორმა დაიკვეხნოს, თან როგორი წნეხის ქვეშ.

ვისაც არ გიყვართ , არც არავინ გაძალებთ. საკმაოდ ინტელექტუალური სპორტია და თუ წესები არ გესმით, ეგ თქვენი პრობლემაა. ფაქტია, წარმატება გვაქვს ამ სპორტში და მაგას დაფასება უნდა. ჩვენი პრობლემაც ეგ არის, რომ ერთი ჩავარდნა არ გვსიამოვნებს. მაგ ლოგიკით ფეხბურთი უნდა მოვიძულოთ - მეცხვარეებთან ვიჭრით თავს. ამიტომ ცოტა დაფიქრდით , სანამ რამეს იტყვით

• სოსო

ჩემი აზრით,საქართველოს ყველა ნაკრებს,ერთი დიზაინის ფორმა უნდა ჰქონდეს.დიზაინში ნახატს და ფერებს ვგულისხმობ,თორემ მორაგბეს და კალათბურთელს,ერთნაირად შეკერილი ფორმა ,რა თქმა უნდა არ გამოადგებათ.ბორჯღალიც ძალიან მომწონს,ვაზის ლერწიც და ღვინისფერი კვართიც.რა თქმა უნდა სტუმრად სათამაშო მეორე ფერიც უნდა გვქონდეს,მაგრამ ესეც ყველა სახეობის ნაკრებებისათვის საერთო.მაშინ ერთი სახეობის მატჩზე ნაკრების ფორმაში გამოწყობილ გულშემატკივარს,სხვა სახეობის თამაშზე სხვა კვართის ყიდვა აღარ დასჭირდება, საერთაშორისო ასპარეზზეც დამკვიდრდება საქართველოს ტრადიციული ფერები და ის ყველა სახეობაში,უფრო ცნობადი გახდება.ნაკრების ფორმის ატრიბუტიკა,საკმაოდ ძვირი ღირს და გულშემატკივარს,ასე უფრო გაუადვილდება, ფორმის შესაძენად, ფულის გამეტება.

• Geoachi

არც არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს გახდება ეს უტვინო და უპერსპექტივო ვაისპორტი ქართული!

• ბუნდოვნად გვახსოვს

"R" სიმბოლო იმიტომ აქვს სტატიას ბოლოში, რომ არის დასპონსორებული, ანუ სოსო ტყემალაძემ სპორტალ-ჯის გაგადაუხადა ჩვენი, ანუ გადასახადის გადამხდელების ფული იმაში, რომ მის არაკომპეტენტურ აზრს გავვნობოდით. რატო გახდა ეს საჭირო? იმიტომ რომ ამ ფულის გარეშე არც სპორტალი გამოაქვეყნებდა მის ინტერვიუს და არც არავინ გააშუქებდა, არავის აინტერესებს მისი აზრი და იმიტო. ნებისმიერ ვეტერან მორაგბეს ჰკითხეთ და გეტყვიან რაც ჭირს დღეს რაგბს ჩვენთან და როდის მერე დავიწყეთ ქართველებმა იტალიის გულშემატკივრობა "ბატონო" სოსო? ეს "შემეტენეობა" რაღა აუცილებელი იყო?

• Tbilis

Gegmaa jigo eseti. Rusebma jer unda dagvewion mer cavagebt rusebtan gaushveben mcvrtnels. Mere xeli xels chavkidebt rusebs da axal turnirs shevqmnit

• Me ar var Roboti

რომელი არხი აჩვენებს?

• ბს

ბატონო დაუბრუნეთ საქართველოს ნაკრებს ტრადიციული შინდისფერი კვართი! დააბრუნეთ კვართზე ვაზის ლერწი! და ნუ ებრძვით უკვე შექმნილ ტრადიციებს! სხვა რამით გამოიჩინეთ თავი, არ არის საჭირო თქვენი წინამორბედების მიერ შექმნილ ლამაზ ტრადიციებთან ბრძოლა, მხოლოდ იმიტომ რომ რომ ის თქვენ არ შეგიქმნით! ყოველი ახალი ჩინოვნიკის მოსვლა არ უნდა იწვევდეს მანამდე არსებულის ხაზის გადასმას! მარტო მე ვერ ვეგუები ამას? რატო არავინ არ იღებს ხმას? რატომ დუმან ამ თემაზე ჟურნალისტები? რატომ არ უსვავენ შეკითხვას? წარმოგიდგენიათ იტალიას არ ემოსოს ცისფერი, ან ნიდერლანდებს ნარინჯისფერი, ან არგენტინას თეთრ-ცისფერი? არ არის ეს მარტო ფორმა, არ მეთანხმებით? სულ ვწერ ამაზე კომენტარს, ხან მიქვეყნებენ და ხან არა (( იმედია ადმინი ამჯერადაც გამომიქვეყნებს.

• Vakho

ძალიან საწყენია ესეთ მაგარ გუნდს ესეთი მწვრთნელი რომ ყავს ამ თაობასაც დავკარგავთ და არავითარი წინსვლა არ გვექნება.

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

"ვუთხარი, ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი, საკმაოდ ცუდად მოიქცა..." - სოსო ტყემალაძე ჰყვება, რა პირობა არ შეასრულა იტალიელთა პრეზიდენტმა [VIDEO]

იოსებ ტყემალაძე - პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული მხარდაჭერით, საქართველო 45 სხვადასხვა ადგილას რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს

რაგბის სამყაროს მესვეურები ქართულ რაგბის გვერდში უდგებიან

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის რეგისტრირებული პრეზიდენტია