დიმაროში შეკრებაზე ორმხრივ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ახალწვეულები დაახასიათა: "კვარაცხელია და ოლივეირა მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძალიან ვენდობით. ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, რათა თანდათან მაქსიმალურ ფორმაში ჩავაყენოთ. კვარას კიდევ სჭირდება ვარჯიში, მისი უნარები ვიცით და საკმაოდ მშვიდად ვართ. ორივეს ფასი ვიცით და გვიხარია, რომ ჩვენთან არიან".

Areanapoli აღნიშნავს, რომ ნეაპოლური გუნდის ვარჯიშს გულშემატკივრები დაესწრნენ, ხვიჩას "მანია" დაიწყო, კვარაცხელიას ხუმრობით მესის უწოდებენ, ქართველის გამო ჭკუაზე არ არიან და მის თამაშს მოუთმენლად ელიან.

Ilnapolista წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელისთვის უჩვეულო 77-ნომრიანი მაისური აიღო და მოლოდინი დიდია.

"კორიერე დელო სპორტმა" "ნაპოლის" ვარჯიში კვარაცხელიას სურათების კოლაჟით გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და შოუ მოაწყო.

კოკო
“ხვიჩამანია” დაიწყო!!! დააცადეთ დაიწყოს ჩემპიონატი, წინასწარ ნუ ატეხავთ ერთ ამბავს! არ წაადგება ფსიგოლოგიურად!!!
კოკო
“ხვიჩამანია” დაიწყო!!! დააცადეთ დაიწყოს ჩემპიონატი, წინასწარ ნუ ატეხავთ ერთ ამბავს! არ წაადგება ფსიგოლოგიურად!!!
tngh
წარმატებები ხვიჩას!!!
zurabi
რასაც უფალს ვეხვეწები ჯანზე იყოს და რიგები დადგება გრანდების მომავალ წელს ნაპოლიში ვინ გაჩერებს .
რუსთავის
საქართველოს ჩემპიონატში ფიზიკის პრობლემაა და ამდენი წელია რატო არავინ მიხედა რომ თამაშის დონემ აიწიოს არავინ გვეუბნბება. თუ ვერ მიხედეს შეეძლოთ ამის მიზეზიც ეთქვათ.
გომორძგუა მარგალეფც
წარმატებები ჯიმას✊
₾ადო
მეორესაც გაიტანდა, უბრალოდ იჯენტლმენა :) როგორ "მორცხვად_ თამაშობს
gavasha
და ფიზიკურად რო მოხოდავს ნაპოლი სათანადო დონეზე ხო წარმოგიდგენიათ სულ გაგიჟდება ხვიჩა :) ჩემი აზრით ხვიჩასთვის ნაპოლი არის გზა სრულფასოვან ვარსკვლავად ჩამოსაყალიბებლად, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიირ დონეზე და ვნახოთ იმედი მაქვს შეძლებს ჩვენი კვარა-მესი. წარმატებები და ღვთის წყალობა უპირველეა ყოვლისა ჩვენს იმედს
ivan
მიდი სპორტალ.ჯი ნუ უსმენთ კლავიატურაფხანიებს. გააშუქეთ ხვიჩას და არა მარტო მისი ვარჯიშები. მახსოვს ხალხი დინამოს ბაზაზე დადიოდა ვარჯიშების საყურებლად. გააშუქეთ ბათუმის ვარჯიშებიც თბილისის დინამოსიც (იქნებ რამე ეშველოთ).

თუ არ გვაინტერესებთ უამრავი სხვა სიახლეა სხვადასხვა გვერდებზე და იმათ გაეცანით. არავინ გავალდებულებთ მაინცდამაინც ხვიჩას გაფაფხურებას უყუროთ :)))
ii
რავა ყველა მაგის გაფაფხურება უნდა აჩვენოთ? დაიჭყება სეზონი და ვნახავთ რისი თავიც აქვს.
რუსთავი
ყველა ქართველ ფეხბურთელს ფიზიკური მომზადების პრობლემა აქვს ვინც ევროპაში წავიდა. არც ხვიჩაა გამონაკლისი ძალიან სუსტია და სპალეტიმაც აღნიშნა... ნუ ეს ხვიჩასთვის არ უნდა იყოს პრობლემა ისეთ გუნდში მოხვდა რომ მთავარია არ დაიზაროს შრომა და რამოდენიმე თვეში მსოფლიო დონის ტალანტი გახდება. მთავარია კითხვა რატომ აქვს ყველას ეს პრობლემა? იქნებ ეს არის საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონის მიზეზი.
Zlzi
ნახევრად ხუმრობით: KVICHALL.GE გააკეთეთ სპეციალურად ხვიჩასთვის, თორე სხვა სპორტული ინფორმაციის მოძიება ცოტა ჭირს მობილური ვერსიით განსაკუთრებით.

მართალია, მერე ერთ ვარჯიშზეც რომ ვეღარ გაიტანოს ლანძღვას დაუწყებენ :დ ზუსტად ეს ხალხი ვინც ახლა აქებს. უბრალოდ მე მართლა ყველა ეპიზოდს ვუყურებ და მართლა მთელი გულით მიხარია ყოველი ლამაზი მოძრაობა თუ გოლი, მაგრამ ჩავარდნის შემთხვევაში არ გამოვხრები ნეგატიური კომენტარებით, პირიქით გვერდით უნდა დაუდგე ცუდ დროს და გაამხნევო, აბა გულშემატკივარი რისთვის ხარ, მარტო გოლების გამო რომ ატეხო ყიჟინა? :დდ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ელოდება მის ფეხის დაცდენას, კომენტარები მერე ნახეთ , ერთხელ გაუსწორებიათ მიწასთან თუ ორჯერ...:)
თემო
მთავარია ნაკრების თამაშის დროს არ დაიმტვრეს :დდ კლასიკა არ დაემართოს. გამოუშვით დიზლაიქები ახლა მიდით
ზურა
კარგით ახლა, ძალიანაც ნუ გადავეშვებით სადღაც. რამდენი ვარჯიშზე გოლს გაიტანს და კაცს მოატყუებს, იმდენჯერ...
ILIA
ოჰ, როგორ გვჭირდება დღეს ქართველებს დიდი სიხარული! ისეთი, როგორსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს საყვარელი ადამიანი ძალიან მალე მოგვიტანს! ღმერთო, დაიფარე ჩვენი იმედი ტრავმებისგან!
ქართველი
მიდი შენ გენაცვალე კვარა მიაწექი
Bacho
საკუთარი წარმატებისნაირა გამიხარდება ხვიჩას წარმატება მეც და ბევრსაც ❤️ მიდი აჩვენე მსოფლიოს ვისი გორისა ხარ ❤️
Spain
მშვიდად, აუღელვებლად და ცივსისხლიანად, არავითარი წნეხი და არავითარი იმაზე ფიქრი, ვინმეს იმედები არ გავუცრუოო. მთავარია სიამოვნება მიიღო იმით რასაც აკეთებ. შეიძლება აწუხებს კიდეც ეგ წნეხი, ზედმეტს ვშვებით ჩემი აზრით. ნაპოლის გვერდი სულ გადატენილია ქართული კომენტარებით, ზოგი უხამსიც არის და ყველა კომენტარს გადათარგმნის ფუნქცია აქვს. ტეხავს ცოტათი.
Winter
აუ რა მაგარია, ნაპოლის გვერდი სულ დებს სთორებს და აქტიურია, აწი ძალიან ხშირად ვნახავ კვარას ვარჯიშის ვიდეოებს. რუბინიც სულ დებდა ვარჯიშის სთორებს და ძალიან ბევრი მნახველი ჰყავდათ ხვიჩას გამო, ახლა ჩამკვდარია მაგათი გვერდი:)), ბათუმის დინამო ძალიან იშვიათად დებდა ვარჯიშის ვიდეოებს და მონატრებული ვიყავით ხვიჩას ვარჯიშებს. სპალეტიმ როგორც თქვა, დღეს ორივე ახალწვეული ძალიან დავტვირთეთო და ორივეირამ მცირე ტრავმა მიიღოო, მერე დატვირთვა შევანელეთო. იმედია ხვიჩა უტრავმოდ ჩაატარებს ამ ადაპტაციის პერიოდს. მთელი გულით ვგულშემატკივრობ!
ნკ
წინ დიდი წარმატებებია!!! მალე დაიქუხებს მთელს ევროპაში!!!
კაპიტან გარდენბურგი
შენ შემოგევლე მე :) ხვიჩავ
Joko
ჩვენი ოქროს ბიჭი !!!
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა