"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებთან, ამირ რაჰმანთან და ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა:

"ჩვენი ძირითადი ტაქტიკა 4-3-3-ია, თუმცა პლეიმეიკერითაც შეგვიძლია ვითამაშოთ. ორივე სქემის გამოყენება შეგვიძლია, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები.

გუნდისგან ამბიციურობას და გასულ სეზონებში მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას ველი. ამას საფუძველი აქედანვე უნდა ჩავუყაროთ. გასულ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწიეთ და გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს.

კულიბალი შესანიშნავი ფეხბურთელია და მინდა გუნდში მყავდეს. თუ წასვლას გადაწყვეტს, მისი მუდამ მადლიერნი ვიქნებით. მან დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებებში და კარგი ადამიანია. თუ დარჩება, კაპიტნის სამკლავურს მივცემ; თუ წავა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, რამეთუ ამის ღირსია.

სატრანსფერო ბაზარი ღიაა. ვარიანტებს ვაფასებთ, რათა დაკომპლექტება დავასრულოთ. აგრეთვე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები. თუ ისინი თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებას მოახერხებენ, შეუძლიათ გახდნენ მომავალი სეზონის აღმოჩენები. კვარა და ოლივეირა ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს დაამტკიცებენ. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რომ იტალიურ ფეხბურთს მიეჩვიონ.

ოსიმჰენი ფანტასტიკური თავდამსხმელია და შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. სამი მცველით თამაში? შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, ოთხმცველიანი დაცვა ჩვენთვის უკეთესია.

"ნაპოლის" მწვრთნელობა დიდი განცდა და პასუხისმგებლობაა. ახალგაზრდობაში ცისფერმაისურიან ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი და ცხადია, ვისაც აქ უთამაშია, უდიადესი დიეგო მარადონა იყო. მისი სახელობის სტადიონზე ყოფნა განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს".

რაც შეეხება ტრანსფერებს: მეკარე დავიდ ოსპინა "ნაპოლიდან" საუდის არაბეთის "ალ ნასრში" გადავიდა. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ჩელსი" მზადაა კულიბალიში ნეაპოლურ კლუბს 38 მილიონი ევრო და ბონუსები გადაუხადოს (ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს ჰპირდება) და ტრანსფერი მალე განხორციელდება. "ნაპოლის" სურს დაიმატოს ფორვარდი პაულო დიბალა, მაგრამ არგენტინელი ოთხწლიან კონტრაქტს და სეზონურ ანაზღაურებად 6 მილიონს ითხოვს.

Skeleton
ეს დღეს მოხდა? რა მაგარია, იმედია ვიპოვი ჩანაწერს იუთუბზე. მიხარია ასე ბოლომდე რომ იხარჯება ვარჯიშზე. ზოგს არ მოსწონს ზედმეტად ვაქცევთ ყურადღებასო და ვინ გვყავს მაგაზე უკეთესი ყურადღების მისაქცევი ამ ქვეყანაში :))) დავიღალეთ ხალხი ერთმანეთის ჭამით, ქოც-ნაცებით და სხვის პირადში რა ხდება იმის რეიტინგისთვის გამოყენებით. მეტი ხვიჩა და მეტი ფეხბურთი!!!
გიზოგ
დიდი წარმატებები ხვიჩას!
კაპიტან გარდენბურგი
ვუყურე ვარჯიშებს ყველაზე ძალიან გულშემატკივრებს სწორედ ხვიჩა აინტერესებთ, კამერაც სულ ეძებს. მგონია რომ სულ ოდნავ მეტი უნდა აიღოს თავის თავზე, ჩანს რომ ერიდება თანაგუნდელებთან მეტი ყურადღების აღება, უბრალოდ ისინიც თან არ იმჩნევენ და თან თითქოს ყველა სწორედ კვარას უყურებს ჩუმად :) წარმატებები ხვიჩა, ყველაფერს სწორად აკეთებ, უბრალოდ სპეციალურად ზედმეტადაც ვიღაცის ხათრით არ დაიმდაბლო ნამეტანი თავი. რაშიც მაგარი ხარ სხვებზე იმაში ძალით ხომ არ მოიკლებ დონეს. უმაგრესი პასები დაარიგა დღეს ეპიზოდებში და ტემპი აწია, დინამიკა მთელი გუნდის. იტალიელებს ისედაც ყველაფერი ბრჭყვიალა მოსწონთ და ხმამაღალი , ქართველებივით :) ასე რომ შეუბერე გემრიელად, შენწბურად. რაც დღეს გააკეთა ვარჯიშზე 2-3 ეპიზოდში 1 თავით მაღლა იყო ყველას გაკეთებულზე, ტაშიც ამიტომ იყო და ხალხის სიხარულიც.
შულაია
მაგარი უამბიციო გუნდია ეს ნაპოლი და მისი სპალეტი სპაგეტი, გასულ წელს იტალიის ჩემპიონატზე გუნდი მე-3 თუ მე-4 ადგილზე გავიდა, ევროთასებიდან უსახელოდ გამოვარდა და ზარ-ზეიმით ამბობს რომ გასულ სეზონში უდიდეს წარმატებას მივაღწიეთო. პრინციპში რა დონის კლუბიცაა ის ამბიციაც აქვს........თუ ჩ/ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ნაპოლისთვის დიდი წარმატებაა--ასე ტირასპოლის შერიფმაც ითამაშა გასულ წელს ჩ/ლიგაზე და რამდენიმე ხმაურიანი სენსაციაც გამოაცხო.
К к
აგვისტომდე სანამ სერია A დაიწხება კვარა ვფრო მოუმატებს გუნდს და ფეხბურტელებსაც სეცხობა და მაგარ ხოდზე იკნება ნელნელა უმატებს ხოველ დხე
სახელი
სად უყურებ თუ შეგიძლია რომ მითხრა?
alexandre
შემ ჯორჯი კი არა, ჟორიკა ხარ :)))))))DDDDDDD
ნუგზარი
მაგრად მაინტერესებს რომელი წერს ანლაიკს ან კომენტარზე. დაწერე ტელეფონი, უბრალოდ მაინტერესებს გაგესაუბრო.
ნუგზარი
თუ არ გაინტრესებს გაიარე და სხვა რამე წაიკითხე. ინფრომაცია არის უვხოური სააგენტოებიდან ქართული ფეხბურთის ერთ -ერთ იმედზე, ეს თუ არ თარგმნეს და გაავრცრელეს აბა რა უნდა აკეთონ. გაგვატარე ვისაც გვაინტერესებს.
zura222
აი ეს მაფიაა-- LIVE CalcioNapoli24 აი ესაა ნაპოლის ლაივი დღე და ღამის განმავლობაში ჩართულია ! ან გუგლში ჩაწერე ან ეგრევე იუთუბში მერე გამოწრას დააჭერ და მორჩა შეგიძლია დღე და ღამე უყურო ნაპოლის ამბებს D
zura222
ჩვენი ძმა ცნობილი გამოთქმისა არ იყოს ვისაც გვჯერა გაგვატარეთო ვისაც გვაინტერესებს გაგვატარე P ჩვენ არც ბრაზილია არც არგენტინა და თუნდაც ჰოლანდია არ ვართ ლამის ყოველ წელს გრანდებში რომ მიდიან მათი ფეხბურთელები და უკვე 20 წელზე მეტია ასეთ გუნდში ქართველი არ გადასულა (მამარდა გადავიდა ვალენსიაში მაგრამ სად ვალებსია და სად მარადონას ნაპოლი)და ყველაფრი გვაინტერსებს ! აი მე მაგალითად ეხლა ველოდები 10 საათიან ვარჯიშს რომ ვუყურო D და მე ვთვლი რომ უფრო მეტი ამბები უნდა დაიდოს ხვიჩაზე ! ოღონდ მნიშვნელოვანი და არა ყვითელი პრესის მსგავსები მაგალითად ასეთი--ხვიჩამ გაიღვიძა ხვიჩამ კბილები ამა და ამ პასსტით გაიხეხა და ა.შ. D
რა მაფიაა?
სად უყურებთ ვარჯიშებს? :-O

რა სათქმელი უნდა ითქვას? თუ არ გაინტერესებთ კვარაცხელიაზე ინფორმაცია სხვა ვინმეზე მოძებნეთ და იმას გაეცანით. რაუნდა დღეს არასასურველი ინფორმაციის დაბლოკვას და რაც მოგწონს იმის ნახვას, უკიდეგანოა ინტერნეტ სივრცე. ვისაც გვაინტერესებს გვაცადეთ
jorj
კვარაცხელია. ჯე რომ დაარქვათ საიტს არ გამოვა ? იმდენი პრობლემებია ქართულ ფეხბურთში იმაზე რომ გემუშავათ არ გამოვა თუ მომგებიანი თემაა კვარაცხელია? ვიცი რომ არ გამოაქვეყნებთ მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. კვარაცხელიას წარმატებები.
zura222
დღესაც ვუყურე ნაპოლის ორივე ვარჯიშს (10 და 17 საათიანებს) და უკვე აშკარად ჩანს რომ გაშინაურდა ხვიჩა და ორმხრივ თამაშში მაგრა შეუბერა ! მაყურებლების ყველაზე მეტი აპლოდისმენტები ზუსტად ხვიჩამ დაიმსახურა !
gio
წარმატებას ვუსურვებ კვარას ახლა მთავარია სანამ სეზონი დაიწყება წინა სასეზონო მომზადების დროს ამხანაგურებზე და ვარჯიშებზე თავი გამოიჩინოს და აჩვენოს სპალეტის რაც შეუძლიაა და დარწმუნებული ვარ აუცილებლად დააყენებს ძირითადში მამარდაშვილი ვალენსიაში წაიყვანეს როგორც დუბლების მეკარეთ მაგრამ ზუსტადაც რომ თავი გამოიჩინა ამხანაგურებზე ვარჯიშებზე თავისი შრომით და მონდომებით ახლა ძირითადის მეკარეა ვალენსიაში.
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა