ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" დღეს საშინაო ასპარეზზე ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

ქართულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი აქვს. იმედია, გამარჯვებულები საბოლოოდ ზღვისპირელები აღმოჩნდებიან.

საინტერესოა, ქართულ ფეხბურთში არსებული დაბალი ფინანსების ფონზე, რა თანხა გამოიმუშავა "დინამომ" საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის და კიდევ რამდენის მიღება შეუძლია მას შემდეგ ეტაპებზე გასვლით.

ბათუმელებს უეფასგან 230 000 ევრო უკვე განაღდებული აქვთ. უეფა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს ზუსტად ამდენს უხდის.

თუ ქართული გუნდი სლოვაკურ ბარიერს გადალახავს, კიდევ 50 000 ევროს გამოიმუშავებს და ჯამში მათ ანგარიშზე 280 000 ევრო იქნება დაგროვილი.

1/4-ფინალში შესაძლო გამარჯვებით ბათუმელთა ანგარიში კიდევ დამატებით 100 000 ევროთი შეივსება და ჯამში 380 000 ევრო იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ "დინამო" 1/2-ფინალსაც მოიგებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეაღწევს, დამატებით 100 000 ევროს, ანუ ჯამში 480 000 ევროს გამოიმუშავებს...

პლეი-ოფში დამარცხებული კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლით კი გუნდები უკვე ძალიან დიდ თანხებს გამოიმუშავებენ!

ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდი, არც მეტი და არც ნაკლები, 15.64 მილიონ ევროს მიიღებს!

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება 2,8 მილიონ ევროდ ფასობს, ფრე კი - 930 000 ევროდ...

მოკლედ, ბათუმელებს წარმატებები ვუსურვოთ და მათ ფინანსური სახითაც მშვენიერი შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

დავით 67
აბა შენ ეგა თქვი. გადაუხტომლად ოპლა დაიძახეს !
დიმა
კარგად დათვალეთ, არაფერი შეგეშალოთ.
SOS!!!
შადიმანი გამოჩნდა, ვერ შენიშნეთ? დასახელებაც კი ზედმეტია, რა თამაში წააგებინა ! ასე იცის ტოტალიზატორებმა, აბა სხვა რა უნდა იფიქროს გულშემატკივარმა!
ტტ
ბათუმური სიცხე კი

ტრანსლიაცია არ არის ტელევიზიით უვარგისებო ????????
გაიოზ გოშაძე
ძალიან, ძალიან გამიხარდება, თუ ბათუმის დინამო 15.64 მლნ ევროს გამოიმუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეყოლება ევროპის საშუალო დონის გუნდი არამარტო სათამაშო თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც გამართული. ფეხბურთელებიც არსად აღარ გადავლენ ფინანური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სოსო
გამარჯვებას ვუსურვებ ბათუმელებს,თუმცა დარწმუნებული ვარ,სლოვანი დღეს უკეთეს ფორმაში იქნება,ვიდრე პირველ მატჩში.ასე რომ იოლი გამარჯვების იმედი,არ უნდა გვქონდეს.სლოვანში სამი ქართველი თამაშობს,რომელთა კლასი ჩვენში ეჭვს არ იწვევს.არც სხვები არიან ცუდი ბიჭები.ასე რომ ძალების და ყურადღების უკიდურესი კონცენტრაცია გვჭირდება,გასამარჯვებლად.ვფიქრობ გულშემატკივარი და ბათუმური სიცხე შეიტანს გადამწყვეტ წვლილს,გამარჯვებაში.
დავითი
ასეა ეს ბატონო... ტოტალიზატორზე კი არ უნდა ითამაშონ ჩვენმა გუნდებმა არამედ ჩემპიონთა, უეფას და კონფერენც ლიგის ჯგუფში გასასვლელად საიდანაც გარანტირებული, კარგი შემოსავალი ექნებათ და ამავე დროს საქართველოს ნაკრებსაც წარადგება ეს ყველაფერი. და ჩვენც, გულშემატკივრები ვიქნებით ბედნიერი...
G.LA
ვუსურვებ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. შეუძლებელი არადერია, თუ ეს მოახერხეს ბელორუსის, მოლდოვის და კვიპროსის გუნდებმა რატომ ვერ უნდა მოახერხოს ბათუმმა? საკმაოდ კარგი გუნდია უკვე ბათუმი და გამართული მართვაც აქვს კლუბის. ეს მათ დაეტყოთ სელექციაშიც და თამაშის კლასისი ამაღლებაშიც. დიდი მონდომება რომ იქნება ფაქტია, ცოტა გამართლებაც საჭიროა და ყველაფერიც შეიძლება. საკმაოდ მსუყე ლუკმაა ლიგაზე მოხვედრა. წარმატება ბათუმის დინამოს. სამწუხაროდ ბილეთი ჯერ ვერ ვიშოვე და აღარც მაქვს იმედი.
ჯანგო
ფარებია ბევრი ჯო
beqa
ეჰ ჯგუფი კაია
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი
ლუის ენრიკემ "ოქროს ბუცის" პრეტენდენტის დამატება არ ისურვა
ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო
დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში
კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
"მერაბი ნახევრად მკვდარი იყო, არავინ იცით, მას რა სჭირდა..." - დვალიშვილის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ქართველის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა
დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კაშიას კარგი მატჩი "მილანთან" და "სლოვანის" დასანანი მარცხი [VIDEO]