ბრატისლავის "სლოვანთან" ბათუმის "დინამოს" დასანან (1:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა:

"გია გეგუჩაძემ თამაშის შემდეგ თქვა: "რესურსი და ძალები არ გვეყო, ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.“

ეს ნათქვამი ყველამ ისე გაიგო, რომ ესაა წაგების მთავარი მიზეზი. თუმცა ამ აზრს არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია და ჩვენ ისევ რომ მოგვეხერხებინა უპირატესობის შენარჩუნება, მეტოქეს შეიძლება ის ორი მომენტიც არ შექმნოდა, მაგრამ უამრავი შემთხვევა გვახსენდება, როცა გატანილი გოლის მერე გუნდს მეტოქის ზეწოლისთვის ვერ გაუძლია და უპირატესობა დაუთმია, რადგან მეტოქეს ამ დროს, შენგან განსხვავებით, სხვა არჩევანი არ აქვს და უკანასკნელი ძალებით გიტევს, მაგრამ ბევრი შემთხვევა გახსენდებათ, ასეთ დროს 10 წუთში ორი გოლი გასულიყოს (მე არ ვამბობ, რომ არასდროს მომხდარა. ის კი არა, ორ წუთშიც გასულა ორი გოლი, მაგალითად 1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალიც კმარა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია)? გატანილი გოლის მერე დაცვაში გადასული გუნდები ზოგჯერ მთელი თამაში ძლებენ და გოლს არ უშვებენ და ჩვენ 10 წუთში ორი გავუშვით - ერთი რიკოშეტით და მეორე მეკარის ბავშვური შეცდომით, როგორ შეცდომასაც ლაზარე კუპატაძე ალბათ ბავშვობაშიც არ უშვებდა. შესაბამისად, წაგების ერთ-ერთ მიზეზად მე უიღბლობას დავასახელებდი. უბრალოდ, ფორტუნამ ზურგი გვაქცია.

თუმცა იყო სხვა მიზეზებიც. დავიწყოთ მსაჯით. მსაჯზე გადაბრალება ცუდ ტონად ითვლება და ეს სწორიცაა, მაგრამ გუშინ ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვიდეს. მე არ ვამბობ, რომ მსაჯი შეგნებულად გვმტრობდა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, მაგრამ VAR-ი რომ ყოფილიყო, ხომ ორივე პენალტი იქნებოდა? ესეც ორი დაკარგული ასპროცენტიანი მომენტი.

გავაგრძელოთ დაკარგული მომენტების ჩამოთვლა: ფლამარიონმა პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი "ღორობა“ ჩაიდინა, ეზოში რომ არ იზამს არავინ. იმ მომენტში ზურიკო დავითაშვილისთვის რომ მიეცა პასი, კიდევ ერთი ასპროცენტიანი მომენტი გვექნებოდა. იმედია, უბრალოდ ვერ დაინახა, თუმცა არც ესაა შეღავათი. ასეთ დროს თავს რომ არ ასწევ, ეს შენზე კარგად არ მეტყველებს. მამუჩაშვილმა კი რამდენიმე მეტრიდან ისეთი ბურთი ააცილა, რომელზეც იტყვიან, აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანაო. ეს კიდევ ორი გაშვებული ასპროცენტიანი მომენტი. არაფერს ვამბობ ჯიღაურის მომენტზე. ნუ, იქ ერთი შეხებით ურტყამდა და შეიძლება უფრო მივუტევოთ შეცდომა.

მესმის, რომ თამაშში ყველა ასპროცენტიან მომენტს გოლად ვერ აქცევ, ზოგჯერ მსაჯიც შეცდება, მაგრამ ამ ხუთი მომენტიდან ერთიც რომ გოლით დასრულებულიყო, ხომ ხვდებით, რომ სულ სხვა ვითარება იქნებოდა? და ორი რომ დასრულებულიყო?

იმათიც მესმის, ვინც იტყვის, რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც არ მოხდაო, მაგრამ მატჩის შესაფასებლად და გუნდის თამაშის შესაფასებლად ეს აუცილებელია. შესაბამისად, წაგების მიზეზიც ბევრი გამოგვივა და არაერთი: 1) ის, რაც გეგუჩაძემ თქვა, 2) უიღბლობა, 3) მსაჯის შეგნებული თუ შეუგნებელი სიბრმავე, 4) რამდენიმე ფეხბურთელის (და არამხოლოდ ლაზარე კუპატაძის) შეცდომა გადამწყვეტ მომენტში.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ "სლოვანი“, რა თქმა უნდა კარგი გუნდია, ზოგადად შეიძლება ჩვენზე უკეთესიც, მაგრამ გუშინ მას ფორტუნაც და მსაჯიც ეხმარებოდა. ვაისის სიტყვებიც ნუ დაგვავიწყდება, "დინამო“ უკეთესი გუნდი იყოო. ამიტომ ბათუმის "დინამოსთვის“ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მშვენიერი გუნდია და თუ ასე გააგრძელებენ, წარმატებაც მოვა. იმისთვის, რომ ფორტუნამ ერთხელაც შენც გაგიღიმოს, ბევრჯერ უნდა სცადო. თუ ბათუმი მინიმუმ დონეს შეინარჩუნებს, ეს დღეც დადგება და იმ ხალხს, ვინც ნაკრების ან კლუბების ყოველი წაგების მერე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დასცინის, ხმას ჩააკმენდინებს.

p.s. რაც ვნახე, ჩემი აზრით, რეხვიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და გაუგებარია, გეგუჩაძე მას ძირითადში რატომ არ ათამაშებს (ახლა კობახიძის წითელი ბარათის გამო მოხვდა ძირითადში) ან ნაკრებში რატომ არაა. ასევე, ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მგონია, რომ ალთუნაშვილისნაირი საყრდენი, ართმევაც და შეტევის გამწვავებაც ერთნაირად კარგად რომ შეუძლია, ბევრი არ გვყავს და ნაკრებშიც მეტი შანსი უნდა მისცენ."

შეგახსენებთ, ბათუმელებმა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს, სადაც პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდებიან.

გუგა
რეხვიაშვილი არ არის კარგი მცველი, მეც ძალიან ვაფასებ ამ ფეხბურთელს და ძაან მომწონს, მაგრამ რაც გააკეთა ეგ არა უიღბლობა არამედ არასწორი თამაში იყო, ასეთი უაზრო ვარდნა, როცა მისი დასაჭერი კაციც არ იყო არაფრით არ შეიძლება. და კარიერის მანძილზე რამდენი ასეთი შეცდომა აქვს დაშვებული. ეპიზოდებში ძალიან კარგი, თავდადებული და მებრძოლი ფეხბურთელია, მაგრამ მარა ისეთ ქაჯურ შეცდომას უშვებს წყალში ყრის ყველაფერს. ამიტომ ნაკრებისთვის ნამდვილად არ გამოდგება.

მარტო მეკარის ბრალი არ არის ის გოლი და ჯოხს ნუ გადავტეხავთ, თუ კარგად დააკვირდებით იქ ძელს კეტავდა ფეხბურთელი რომელიც ამოიწია და დატოვა პოზიცია
ACHI
ალთუნასშვილზე და რეხვიაშვილზე,მსაჯზე გეთანხმებით. და უიხბლობა არაა უპრო გამოუცდელობა(გამოცდილების ხარჯზე მოგვიგეს) და მაგანრო კუტხურიდან ჩაახვია ეგეც შემთხვევით არ ყოფილა ასერომ... გვაჯობეს
სიმართლე
შორიდან რაც ჩანს გეგუჩაძე არის ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ მას არ ეყო კლასი და მენტალიტეტი. ვილი სანიოლი იმიტომ აჩვენებს შედეგს, რომ დიდი კლასი და გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონეზე, მან მინიმუმზე დაიყვანა ქართული ხასიათის მინუსები, რასაც ჩვენ უიღბლობას ვეძახით. რესურსი, რომ არ ეყო გუნდს, ეგ სწორედ ტრენერის სელექციის და მიდგომების ბრალია:გაფრინდაშვილი, რომ სათადარიგოში გიზის და იქედან მიჰყავს ევროპულ გუნდს, ეგ ბევრ რამეზე მეტყველებს. ახლა კი ნავალოვსლის და ჯიღაურის იმედზე გინდა თამაშში გარდატეხის შეტანა. კარგი კაცია ნავალოვსკიც, მაგრამ თამაშს შემსრულებლები ჭირდება და არა სხვა რამ...
დათა თუთაშხია
ამ ყველაფერს, ჩემო მერაბ, კლასის არქონა ქვია. ანუ უბრალოდ შენზე მაღალი კლასის გუნდთან დამარცხდი, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ ითამაშე. კლასის აწევას კი ჩემპიონატის დონის აწევა და სლოვანის დონის გუნდებთან რეგულარული თამაში ჭირდება. პირველი პენალი კი არცერთ შემთხვევაში არ დაინიშნებოდა, სულ რომ VAR-ი ყოფილიყო - საკუთარი ფეხიდან მოხვდა მცველს ბურთი და წესებით ეგ პენალი არაა.
ამო
უნდა გავუძლოთ! შეიძლება ლეხიც ვერ გადავლახოთ, მაგრამ გამოცდილება მოვა, მთავარია გუნდი შევინარჩუნოთ, არ დაგვეშალოს.
გულშემატკივარი
პირველ რიგში მადლობა არჩილ ბერიძეს, ამხელა კაცი ბავშვივით ატირდა წაგებული თამაშის მერე. მადლობა ფეხბურთელებს. გეგუჩაძესაც მოვუხდიდი მადლობას მაგრამ ურთიერთ გამომრიცხავმა კომენტარმა დამაეჭვა, ერთისმხრვ თქვა: "რესურსი და ძალები არ გვეყო" -ო და მეორეს მხრივ "არავის დამატებას არ ვაპირებთ"-ო. მანამდე კი გაფრინდაშვილის ტრანსფერზე თქვა: "ჩვენ ძლიერი საფეხბურთო ქვეყნებისთვის მოთამაშეების მიმწოდებელ ქვეყანა ვართ"-ო. გაფრინდაშვილი იმ ქვეყნის საშუალო გუნდში გადავიდა რომლის ჩემპიონიც "ყარაბაღმა" გაანადგურა. მარტო გეგუჩაძის ბრალი არ არის ეს. წაგების მიზეზები ძალიან ბევრია და კომპლექსური. ფედერაციამ ვერ მოახერხა ვარ-ის სისტემის დანერგვა საქართველოში. ეროვნულ ლიგაში ნორმალური სტადიონები არ არის. თითქმის ყველა თამაშში იშვიათი გამონაკლისის გარდა დაბალი ტემპია და დაახლოებით მე-80 წუთის მერე ფეხბურთელები მიწაზე გორაობენ, განსაკუთრებით თუ იგებენ და დროის გაყვანა უნდათ. თუ ვინმე შედარებით გამოირჩა მაშინვე საზღვარგარეთ გაქცევაზე უჭირავს თვალი რაც ნიშნავს რომ გუნდებში არ არის სათანადო პირობები. ეს შიდა მიზეზები. მსაჯობა ორივე მატჩში საზიზღარი იყო. ჯერ კიდევ პირველი მატჩის შემდეგ უნდა გაეპროტესტებინა გუნდს ან ფედერაციას. მოკლედ კიდევ ბევრს დავწერდი დრო და საშუალება რომ იყოს, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: თუ წარმატების მიღწევა გვინდა პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა და საძირკველიდან დავიწყოთ შენება.
ბოსლევი
გადამწყვეტი მომენტი იყო აზაროვის შეცვლა, ასე ვთქვათ შეცდომა.
ზურა
სლოანმა 8 ლეგიონერი დაიმატა ევრო ტურნირების წინ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელები გუნდი აშკარად იყო შეუთამაშებელი და ფეხბურთელები არ იყვნენ კარგ ფორმაში სეზონი ახალი დაწყებულია მათვის და ეს იყო შანსი ბათუმისთვის, რადგან სლოანისგან განსხვავებით ბათუმს არავინ დაუმატებია გუნდი კარგ ფორმაში იყო ჩემპიონატში ძალიან მაგარი შედეგი ქონდა და ფორმის პიკში იყვნენ თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ჩვენი უპირატესობის გამოყენება ჩემი აზრით სანამ საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი გუნდები არ ჩამოყვნენ მაღალი კლასის და გამოცდილების მქონე ლეგიონერებს იქამდე მხოლოდ ადგილობრივი რესურსით ჩვენ ვერსად ვერ გავალთ! ამსტერმდამის აიქასიც კი რომელსაც მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო საფეხბურთო აკადემია აქვს ისიც კი იმატებს ლეგიონერებს ევროტურნირების წინ დიანამო ზაგრები რომელსაც ასევე კარგი ადგილობრივი რესურსი აქვს ისიც იმატებს ყველა ასე იქცევა და ჩვენ გვინდა ადგილობრივი რესურსით მიზერული ხარჯებით გავიდეთ ჩემპლიგაზე ან თუნდაც კონფერენც ლიგაზე ეს შეუძლებელია დღევანდელ ფეხბურთში წავიდა 70 -80 იანი წლები დღეს თუ ფულს არ დახარჯავ ვერსად გახვალ და ვერაფერს ვერ გააკეთებ მაშინ ძალიან უნდა გაგიმართლოს ერთჯერადად და 10 წელიწადში ერთხელ რაც იშვიათად ხდება.
Soso
ალთუნაშვილი როგორ არი კიდე მიკვირს ბათუმში არ გაჩერებულა არავინ აკვირდება ეს ბიჭი იმსახურებს ნაკრებსაც, ის შემოყვანილი ხალხი მოაშორეთ დროზე ნორმალური სამი კაცი დაიმატეთ, მადლობა ბათუმს გუშინდელი თამაშისთვის და ფეხბურთისთვის
სინამდვილე
ლეხი სლოვანზე ძლიერი გუნდია თანაც იქაც ქართველები თამაშობენ და კიდევ ერთი უხერული სიტუაცია იქმნება. არ გვიმართლებს კენჭისყრაში აშკარად! გუშინ რაც მანერვიულეს ბიჭებმა ამდენი ფეხბურთის გამო დიდი ხანია არ მინერვიულია. ძალიან მაგრად ითამასა დავითაშვილმა,უმაგრესი ბიჭია,ის დღესვე იმსახურებს რომელიმე ტოპ ლიგაში თამაშს! შეტევა ფაქტიურად მასზე იყო დამოკიდებული. ძალიან დასანაია რომ ასე წავაგეტ!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება