ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაკარგული თაობა - რა დაემართა 1990-იანების საქართველოს ნაკრებს და რატომ წავიდა თაობათა დეგრადაცია?

დაკარგული თაობა - რა დაემართა 1990-იანების საქართველოს ნაკრებს და რატომ წავიდა თაობათა დეგრადაცია?

90-იან წლებში იყო მომენტები, როცა საქართველოს მოქალაქეები ადამიანებად ვგრძნობდით თავს: საქართველო-უელსი 5:0; უელსი-საქართველო 0:1. გერმანიას ცოტა ხნით გასვლაზე ვუგებდით. ბოლოს კი ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ბულგარეთს (2:1) მოუგო. ნუ, ალბანეთთან ექვსი ქულა ავიღეთ. რა მოხდებოდა, მოლდოვასთან რომ არ დაგვეკარგა ქულები? ან რა მოხდებოდა, ცოტათი უფრო სუსტი ჯგუფი რომ შეგვხვედროდა (ერთბაშად გერმანია და მაშინდელი ბულგარეთი - ასეთი მეტოქეები გრანდებსაც არ ესიამოვნებოდათ)? იქნებ მომხდარიყო სასწაული და გავსულიყავით ევრო 96-ზე.

მაგრამ სასწაული არ მოხდა და ალბათ, ვერც მოხდებოდა...

ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საკუთარ მოედანზე მოლდოვასთან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მარცხით დაიწყო. ერთი მხრივ, ეს სამი ქულა დასანანი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, მარცხი გუნდის ხელმძღვანელობისათვის კარგ გაკვეთილად იქცა. საქმე ისაა, რომ ნაკრები თითქმის თავიდან ბოლომდე თბილისის "დინამოს" მოთამაშეებით კომპლექტდებოდა (მოლდოვასთან მოედანზე ათი "დინამოელი" გამოვიდა და დიდი შანსი იყო, თერთმეტი დინამოელი გამოსულიყო, რომ არა "აინტრახტელი" კახა ცხადაძის ფაქტორი). "დინამო" კი ერთობ დაუბალანსებული გუნდი გახლდათ. ნემსაძე (შუახაზელი) დაცვაში თამაშობდა, ყაველაშვილი (თავდამსხმელი) კი - შუახაზში.

"დინამოზე" ასეთ სწორებას, ალბათ, ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი ის, რომ შესარჩევის დაწყებამდე გუნდმა შედარებით განსხვავებული შემადგენლობებით რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მათი დიდი ნაწილი წააგო; მეორე ის, რომ "დინამოს" ვარსკვლავები სხვა ქართველ მოთამაშეებზე გაცილებით პოპულარულები იყვნენ (ცხადაძის გამოკლებით). ამიტომაც შესარჩევის პირველ მატჩში აქცენტი ისევ მათზე გაკეთდა. ჯერ ერთი, რომ ვარსკვლავები იყვნენ (როგორც ასეთი), მეორეც - შეთამაშებული ვარსკვლავები.

მოკლედ, ცვლილებები რომ აუცილებელი იყო, მოლდოვასთან უკვე აშკარად გამოჩნდა. სულ მალე კი უკვე "დინამო" გასვლაზე ინსბრუკის "ტიროლთან" სასტიკად (1:5) დამარცხდა. მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შელიას (დაცვის ბურჯის) დისკვალიფიკაცია იყო - მის გარეშე "დინამოს" ლამის ნომინალური მცველის გარეშე მოუხდა თამაში. აი, ამის შემდეგ კი უკვე დადგა ცვლილებების დრო და "დინამოს" თითქმის ხელშეუხებელი შემადგენლობიდან ნაკრების შემდეგ თამაშზე ბევრი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში. სამაგიეროდ, გუნდი აშკარად დაბალანსდა: ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ნომინალური მარცხენა მცველი ჩიხრაძის სახით. ეს ფეხბურთელი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა მაშინ პირველად გაიგო, ქინქლაძისა თუ არველაძეების დარი ვარსკვლავი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ მეტი გამოცდილება გააჩნდა (უკრაინაში თამაშობდა) და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში, ვიდრე, მაგალითად, ნემსაძე. კარის დაცვა "დინამოელი" ზოიძის ნაცვლად დევაძეს ანდეს. ასევე გამოჩნდნენ გამოცდილი კუდინოვი და გოგიჩაიშვილი (მათ ადრე ნათამაშები ჰქონდათ ნაკრებში). და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში გამოჩნდა ქეცბაია.

გადახალისებული ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა და მასპინძელთა ძლიერ გუნდს ღირსეული ბრძოლა გაუმართა. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება უელსზე. მეორე გოლის აღნიშვნისას საგოლე პასის ავტორმა ნემსაძემ ხვევნა-კოცნის დროს მუხლის ტრავმა მიიღო. მაგრამ საუბედუროდ, საქმე ამით არ დასრულებულა: მკურნალობისას გუნდის საუკეთესო საყრდენს კიდევ "ბ" ჰეპატიტი დაემართა და ფეხბურთს უფრო დიდი ხნით გამოეთიშა, ვიდრე ექიმები თავიდან ვარაუდობდნენ (ნაკრებს ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგღა დაუბრუნდა).

ნემსაძის ეს ისტორია ძალიან მრავლისმეტყველია. ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელებს არა მხოლოდ უმძიმეს პირობებში უხდებოდათ ვარჯიში, არამედ წესიერი მკურნალობის საშუალებაც არ გააჩნდათ. ამიტომ ნამდვილად რთულია, ისინი იმის გამო გაამტყუნო, რომ საქართველოდან არცთუ მაღალი დონის კლუბებში მიდიოდნენ. მაშინ ძნელად თუ იტყოდა ვინმე უარს შანსზე, 90-იანების წლების საქართველოდან სადმე გაეღწია. მით უმეტეს ძნელია გაამტყუნო ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული პირობები სჭირდება და რომლის კარიერაც არც ისე დიდხანს გრძელდება.

არადა, იყო შანსი, უკვე 1993 წელს ბევრი დინამოელი კარგ კლუბში გადასულიყო, მაგრამ მოხდა აბსურდული კატასტროფა. "დინამოსა" და "ლინფილდის" მატჩის ქართველმა ორგანიზატორებმა არბიტრებს ფული გადასცეს (როგორც თავად აგვიხსნეს, ეგონათ, რომ "ჰონორარის" მიცემა იყო საჭირო). ამის გამო "დინამო" ევროთასებიდან მოკვეთეს. არადა, "ლინფილდის" შემდეგ "კოპენჰაგენზე" გავდიოდით, შემდეგ კი (დანიელებს, წესით, იოლად მოვუგებდით) - უკვე თვით "მილანზე". ანუ ბიჭების თამაშს მთელი ევროპა ნახავდა.

რაც მოხდა (არბიტრებისათვის "ჰონორარის" გადაცემა), დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. საქართველო არამცთუ ძალიან, ძალიან შორს იდგა ევროპული სტანდარტებისგან, არამედ ყველაზე მძიმე დანაკარგებით გამოვიდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესიდან და ეს ყველაფერზე აისახა. საერთო კოლაფსს დაემატა ქართული ფეხბურთის სამწლიანი იზოლაცია, რაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოსვლას მოჰყვა. მახსოვს, ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ რუსეთის მთავარ ტელეარხზე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს "დინამოს" ტრაგიკულ ამბავს და დანანებით აღნიშნეს, რომ ასეთი ნიჭიერი გუნდი ამას არ იმსახურებდა. რუსეთშიც კი მსგავსი რამ არცერთ კლუბს არ დაემართებოდა. ამიტომ არავის გაუმტყუნებია შელია და ყაველაშვილი, როცა ისინი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაბარგდნენ.

ყველაფერ ამას დაემატა კულტურული შოკის ფაქტორიც. საბჭოთა კავშირში გაზრდილი, 20 წელს გადაცილებული ბიჭებისათვის უცხოეთთან ადაპტირება იოლი არ აღმოჩნდა. აქ, პირველ რიგში, ალბათ ქინქლაძის შემთხვევა უნდა გავიხსენოთ, რომელსაც ცხადია, გაცილებით უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ… "დინამოს" ამ თაობიდან ყველაზე მეტს, ცხადია, შოთა არველაძემ მიაღწია. შესაძლოა, ეს იმიტომაც, რომ თურქეთთან ადაპტირება იმდენად რთული არ იყო ("იმიტომაც" - ცხადია, შოთას შრომისმოყვარეობამაც ითამაშა თავისი როლი). არც ისე კარგად წარიმართა რეზო არველაძის კარიერა. "ლინფილდის" შემდეგ ის "კიოლნში" აღმოჩნდა, მაგრამ 1994 წლის ზაფხულში "დინამოს" დაუბრუნდა კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით ("ერთი წელიც, ბიჭებო", - ეუბნებოდნენ მას და მის მეგობრებს) და მშვენივრადაც გამოიყურებოდა, მაგრამ "ტიროლთან" განადგურების შემდეგ კარგ კლუბში აღარ უთამაშია.

ასე გავიდა ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი. გუნდმა მართლაც რომ ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჩნდა იმედი, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით. მაგრამ ამისათვის ნაკრებს თამაშისათვის უნდა მოემატებინა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა, რადგან ბიჭების უმრავლესობის კარიერა უკუღმა წავიდა. ქინქლაძის "სიტი" დაბალ ლიგაში გავარდა და ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა მოტივაცია აშკარად დაკარგა. შელიამ საუკეთესო წლები "ალანიაში" გაატარა, ჯამარაული (რომელიც ქინქლაძეზე არანაკლებ უკეთ დირიჟორობდა ხოლმე ნაკრებს) ძალიან ხშირად კლუბის გარეშე იყო. ნემსაძეც აშკარად უკეთეს საკლუბო კარიერას იმსახურებდა.

ყველაზე მეტად ნაკრებს დაცვაში უჭირდა ხოლმე. არადა, 1980-იანების ბოლოს "დინამოს" ჰყავდა კეტაშვილი, თეთრაძე და ცვეიბა. აქედან პირველს ქართული ფეხბურთის თვითიზოლაციის გამო აერია კარიერა, მეორემ იმავე მიზეზის გამო რუსეთის ნაკრებში გააგრძელა კარიერა, მესამე კი აფხაზეთის ომის გამო აღარ გაჰკარებია ქართულ ფეხბურთს. იმდროინდელი "დინამოდან" ფეხბურთი მხოლოდ ცხადაძემ და ქეცბაიამ ითამაშეს.

ეს გამორჩეულად ნიჭიერი თაობა იყო, რომელსაც გამორჩეულად მძიმე დროს მოუხდა თამაში. თუნდაც დღევანდელი საქართველოს პირობებში ეს ბიჭები გაცილებით მეტს მიაღწევდნენ. არ მკითხოთ, მათ შემდეგ რატომ წავიდა თაობათა აშკარა დეგრადაცია. სიამოვნებით მოგახსენებდით პასუხს, რომ მქონდეს...

ავტორი - თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი

ძალიან სუბიექტური წერილია!კი ბატონო,დრომ გარკვეულწილად დაღი დაასვა მათ თამაშს,მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია! თავად გახლდით ზუსტად იმ პერიოდში ხორვატიაში(და არა მხოლოდ იქ,ბოსნია-ჰერცეგოვინაშიც) და მინდა გითხრათ,რომ გაცილებით რთული სიტუაცია იყო იქ,გაცილებით,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხორვატებისთვის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ემღერად და ეტირათ,მაშინ როცა ჩვენი ფეხბურთელები არ მღეროდნენ ჰიმნის,მეტიც უელსთან მატჩის წინ,ჰიმნისას,რამოდენიმე მათგანს ეცინებოდა კიდეც,იმიტომ კი არა,რომ ჰიმნს მიიჩნევდნენ სადაცილოდ,არამედ იმიტომ,რომ არ ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული იმავე ხორვატებისგან განსხვავებით,თუ რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდათ სრულიად საქართველოს წინაშე! მათი ვარსკვლავებად მონათვლაც დიდი მკრეხელობაა! მხოლოდ შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ იმ გუნდიდან ნამდვილი ვარსკვლავები!მოგვიანებით კალაძე და კობიაშვილი და ახლა უფალმა კვარაცხელია გვიწყალობა,მორჩა,მეტი ვარსკვლავი,ამ სიტყვით ფართო მნიშვნელობით დამოუკიდებელ საქართველოში არ გვყოლია.ვარსკვლავები იყვნენ ხორვატები(ბობანი,შუკერი,ბოკშიჩი,პროსინეჩკი,იარნი და ა.შ.)და შედეგიც შესაბამისი დადეს,მიუხედავად იმისა,რომ საქართველოსგან განსხვავებით,ხორვატია თითქმის მთლიანად იყო მიწასთან გასწორებული და ევრო 96-ს შესარჩევი ციკლის მიმდინარეობისას,ჯერ კიდევ იყო ცეცხლის კერები ქვეყანაში.ასე რომ გაზვიადება არ არის საჭირო,კი,კარგი თაობა იყო და ბევრი ლამაზი და დაუვიწყარი წუთი გვაჩუქეს,მაგრამ არამც და არამც ვარსკვლავური!

• dato

მწვრტნელი მაგას ვერ ხვდებიტ მაგიტო არის საქმე კარგატ საქარტველოსი ტრინერ ტრინერ

• giorgi

კიოპკემ

• Odala

მწვრთნელი კი არა, დისციპლინა, რუსული დისციპლინა ;)

• Givi

Eg taoba drom dagupa!!!dzalian nichierebi ikvnen,lamaz fexburts tamashobdnen dzalian,kargad maxsovs varskvlavur germaniastan 1-4 rom waages jer 1-0 igebdnen taimis bolomde mere 3-4 magari burti gamoadzro kanma...

• mesi

ეგ სჰეკიტხვა არველაზეეებს უნდა კიტხოტტტ

• ლუკა

ჩვენმა მენტალიტეტმა-ყველაფერი ადვილად!და იმ სულელურმა ნაბიჯმა,ქრთამი მსაჯს,ყველაფერი ჭაობში ჩაითრია!ეს გადამწყვეტი მომენტი იყო თორემ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

• tngh-ს

საშა ჩივაძე ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ვისაც მოვესწარი დაახლოებით 1984 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს სტაბილურად, ბოღმა თავად ხარ ეტყობა წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქ, ნოლი ვიგულისხმე იმ დონესთან შედარებით, რომ ის მართლაც ვარსკვლავური გუნდი ემართა, თორემ გეგუჩაძეებს, ჭიაბრიშვილებს და ჩხეტიანებს და ასეთებს, როგორც მწვრთნელიც, რო ჯობია ფაქტია, რაც შეეხება უელსთან მოგება, უელსი მაშინ იყო უბრალოდ გუნდი, რომელიც ჩაკეტილ ფეხბურთს არ თუ ვერ თამაშობდა და დაუტოვა ცარიელი ზონები ჩვენს ვარსკვლავებს და მათაც გაილაღეს, ჩივაძეს რომ სტრატეგია ტაქტიკის(როგორც მწვრთნელს) არაფერი გაეგებოდა ეს კახა ცხადაძეს აქვს ნათქვამი გადაცემა "ბურთ და მოედანში" ჩვენ გვეკითხებოდა აბა ბიჭებო დღეს როგორი ტაქტიკით ვითამაშათო. ახალკაცის ძველი კონსპექტებით სარგებლობდა და ა.შ.

• maqsimum

მცვრტნელი მცვტნელი

• ქ. გ.

ხვიჩას ახალი ვიდეო. თარჯიმანმა არ იცის იტალიური ენა კარგად. https://www.youtube.com/watch?v=PcmrM7itmOA

• სოსო

მათი შმდგომი თაობა,იმიტომ წავიდა დეგრადაციისაკენ,რომ სამოქალაქო ომით მოცულ საქართველოში,შიმშილი და სიბნელე გამეფდა.ყველაფერი გაჩერდა და ახალგაზრდის განვითარება,ამ პირობებში,უკვე შეუძლებელი გახდა.უფრო გვიანდელი თაობა კი,სულაც ამ საშინელ პირობებში იზრდებოდა და ფეხბურთის თამაშის საშუალებაც კი აღარ ჰქონდათ

• tngh

ბულგარეტის და უელსის გამანადგურებელი მწვრთნელი "ნოლი" იყო??? რა ბოღმა გაქვს ესეთი.

• ქ. გ.

ხვიჩას ახალი ინტერვიუ მოძებნეთ.

• რრრ

მართალია მწვრთნელი სჭირდებოდათ, საშა უდიდესი ფეხბურთელი იყო, მარა როგორც მწვრთნელი ნოლი, იგივე ითქმის დინამოზე დანაშაული იყო ძოძუაშვილის გაგდება და მის ნაცვლად ცხონებული გივი ნოდიას მოყვანა.

• kaka

მწვრტნელიიიიიიიი რიტი ვერ გაიგეტ

• kaka

კომენტარი სადაააააააააააააააააა ბბბბბბბბბ

• Jango

ყველაფერი მარტივად არის- ქართველები ძალადობრივი, ვაჟკაცური, სულით ძლიერთა სპორტისათვის არიან შექმნილნი , მათ ეს აფერისტული თამაში ფეხბურთი მის არააფერისტულ ჯერ კიდევ რაინდუ პერიოდში კარგად ითამაშეს, როგორც კი ეს რაინდული პერიოდი დაიკარგა და კომერციალიზაციამ შეჭამა ყველაფერი, ქართველები იქ აღმოჩდნენ სადაც უნდა იყვნენ ამ სპორტში? ესაა და ეს.

• pepe

წვრტნელი ბაბა ..............

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე

კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს

გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს

"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა

"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს

თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს

"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს