ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

დღეს, 15 ივლისს, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ პრესკონფერენციას სრულად:

შედარება ინსინიესთან...

ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ნაპოლია". აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ლორენცო ინსინიე შევცვალო. აქ მოვედი, რადგან ჩემი საუკეთესო გავაკეთო. როცა "ნაპოლიდან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე დავთანხმდი.

ემოციები განვლილი 1 კვირიდან...

გუნდის პირველი შეკრება ძალიან მომეწონა. ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მომწონს მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ამ კოლექტივში დავინახე. ნეაპოლში ჩამოსვლამდე მთავარ მწვრთნელს, სპალეტის შევხვდი. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება.

საყვარელი ფეხბურთელი და პოზიცია...

რომელი ფეხბურთელი შთამაგონებს? კრიშტიანო რონალდო. მომწონს მარცხენა ფრთიდან შეტევა. იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე და ვიმედოვნებ, მალევე სრულფასოვნად მეცოდინება. ცოტას ინგლისურადაც ვსაუბრობ. დიდი იმედი მაქვს, ენის ბარიერს მალე დავძლევ, რათა თანაგუნდელებს უფრო მარტივად გავუგო. როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მინდა გაზრდა და განვითარება. პენალტები და საჯარიმო დარტყმები? დიახ, ვიცი, როგორც უნდა შევასრულო ისინი. რამდენ გოლს გავიტან? ჩემს საუკეთესოს შევეცდები, ზუსტად ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ გუნდი ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა კიდევ ბევრი დარჩა.

რუსეთის დატოვება...

ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე. იტალია ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა, ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი. არასდროს მინახავს ნეაპოლზე ლამაზი ქალაქი. ეს იმ წამსვე შევნიშნე, როდესაც ჩამოვფრინდი.

ტრანსფერი იტალიაში...

ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, სათამაშოდ იტალიაში გადადიხარ, ყველა გეხმარება და მხარში გიდგას. ეს ტრანსფერი ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ ეს, შეეცადნონ მაქსიმალურად გაიზარდონ, რათა "დიდ" ქვეყანაში სათამაშოდ წავიდნენ.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და თამაში მარადონას მოედანზე...

ვარ თუ არა აღფრთოვანებული ჩემპიონთა ლიგაზე და მარადონას მოედანზე თამაშით? რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად ამისთვის ვემზადებოდი, რათა საუკეთესო მეჩვენებინა.

გულშემატკივრები...

ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, თბილი გულშემატკივრები ჰყავს და ამასთან ერთად, ფანებმა იციან, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მაისურის ნომერი და მიზანი...

მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ. რა არის ჩემი მიზანი? მე არ მაქვს კონკრეტული სამიზნე, მინდა ყველაფერში ჩემი საუკეთესო ჩავდო. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ნომერს, 7 ჩემი საყვარელი ციფრია. რადგანაც 7 დაკავებული იყო, 77 ნომრის არჩევა გადავწყვიტე.

სხვა შემოთავაზებები...

სხვა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, თუმცა "ნაპოლის" შესახებ როდესაც შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, თანაც ამ გუნდისგან წინადადება ყველაზე რეალური იყო.

ამბიციები და სხვა პოზიცია...

ამბიციები? ჩემთვის გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; მაშინ ვითარდები, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს. რაც შეეხება ჩემს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს, თავს კომფორტულად უფრო გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ. თუ მწვრთნელს და გუნდს სხვა პოზიციაზე თამაში დასჭირდება, მზად ვარ გავაკეთო ის, რაც გუნდს დასჭირდება. ჩემი პოზიციის ცვლილებაზე პრობლემა არ მაქვს.

"კვარადონა"

ვფიქრობ, "ნაპოლიში" მარადონას სახელი ყველაზე მეტს ნიშნავს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ზედმეტსახელი შემარქვეს. რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო.

• ჯორიკა

კვარა-დონე კი არა, კვარადონა, ანუ, მარა-დონა.

• რეზო

კვარადონა კი არაა სწორი, კვარადონე იქნება სწორი თანაც იტალიურადაც კარგად ისმისა

• revas

კვარადონა კი არა, უფრო კვარა-დონე იქნება კარგი, თანაც იტალიურადაც კარგად ისმის.

• გურამი

რაც ერჩით ამ ახალგაზრდას.თუ ტექსტი აუტენტურია რასაც რედაქტორი ამტკიცებს მაშინ მან თქვა “ომი რუსეთშიო…?” და თუ ამ ომს უკრაინიდან რუსეთში გაგრძელება მოჰყვა -ამხდარა ყველა რუსის მიერ ჩაგრულის ოცნება და ამას უწუნებთ “სირცხვილოსნებო”."

• gogo

კვარაცხელიას ამ კომენტარმა ქინქლაძე გამახსენა, აიაქსში "კრაიზე" რომ არ უნდოდა თამაში და ამის გამო მერე პრობლემები შეექმნა. ხვიჩას აშკარად სხვანაირი მენტალობა აქვს ...ქინქლაძეს არ ვაკნინებ მაგნაირი ტალანტი არ გვყოლია ბოლო 30 წლი

• გ.გ

კაცი როგორც ფეხბურთელი რუსეთში გაიზარდა, აჭამეს, ასვეს აფასებდნენ და უყვართ სიგიჟემდე. თქვენ კიდე თხოვთ მიდი აგინეო, აბა რა მორალია ეს ...

• კოკო

"კვარა" მართლაც თავმდაბალი პიროვნება და დიდი ტალანტია, თუმცა, ვახო სანაიამ დაგვიწუნა რატომღაც

• romandro

ხვიჩა მაგარი კაცია და მაგარი ქართველი...

• 123-s

ეხლა ისე ნუ გამოგყავთ, რომ თითქოს მესი მარტო ნიჭის იმედად არის და არ შრომობს, დიახაც უდიდესი შრომის შედეგია რასაც მიაღწია ლეომ, ნუ ეხლა ამ ყველაფერს ნიჭსაც თუ დავუმატებთ, იდეალური ვარიანტი გამოდის! კვარას წარმატებები!!!!!!!!!!!

• ლევანი

ვუერთდები აქ გამოთქმულ სურვილებს. ჯერ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენიანი სერია ა-შია, უკვე მიხარია და ყველანი იმედიანად და ანთებულები რომ ვართ ამ ფაქტით, ძალიან დადებითად გმუხტავს. შრომა ყოველთვის ფასდება! წარმატება ხვიჩას და წინსვლა!

• zura222

ჯერ ერთი რუსული (!!!) გუნდიდან არ გადავიდა და რა გინდა მაგით თქვა ?

• ექიმი აიბოლიტი

ეს რამ გათქმევინა რონალდოა ჩემი საყვარელი ფეხბურთელიო. ეს ავადმყოფი მესისტები ხომ შეგიძულებენ.უკვე დაიწყეს დისლაიქები.

• Nikoloz

bizina ivanishvili gakete soxumis dinamo fegburtis gundi gakete es svla

• ანდრი

არაქართულში მეგრულს ხომ არ გულისხმობ?

• 123

ისიც ცნობილია რომ მადრიდის რეალი უყვარს და ალბათ მაქედანაც გამომდინარეობს. იბრაგიმოვიჩმა თქვა მესის ნიჭი ღმერთმა უბოძაო რონალდუს ვარჯიშებმაო, ასე რომ სწორია მშრომელს უნდა მივბაძოთ

• გიგა

ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ქონდა ✊ იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდამ გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა

• ვახო...

უდიდესი, უდუდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს! ისე გამიხარდება ხვიჩას წარმატება, როგორც საკუთარი თავის.

• zura222

ნაც- ლეიბორისტია და ის არ მოეწონა DD

• კარგი დასაწყისი.ნაპოლელებს იმედი გაუჩნდათ

გისურვებდი რომ უდიდესი ფეხბურთელის რონალდუს წყალი გადაგსხმოდეს და ისე გაგეხარებინოს ქართველები როგორც მაგარი კაცი კრიშტიანო პორტუგალიელებს ახარებს.

• calcionapoli live

ვისაც გაინტერესებთ მთლიანი ინტერვიუ იუთუბით შედით ზემოთ დაწერილ საიტზე.

• გულშემატკივარი

დისლაიკის ავტორს. რა არ მოგეწონა?!

• G.LA

ძალიან მომეწონა როგორც დებიუტი სავარჯიშო თამაშის ასევე პასუხები წარდგენაზე. მართლა ლიდერი გვყავს ხვიჩა და არა მარტო მოედანზე. არავის ჩრდილი არ გვინდა ჩვენ, მითუმეტეს ინსინიესი. დარწმუნებული ვარ ინსინიეს მალე დაივიწყვებენ ხვიჩას შემყურენი. ახლა ისე გაიწელება 15 აგისტომდე მთელ საუკუნედ მომეჩვენება, ეს პირველი თამაში ვერონასთან გასვლაზე იქნება. წარმატება ხვიჩას!

• К

ვაისი სხვა სტილის იგროკია კვარა სხვა სტილის ბევრად მაგარია კვარა ვაისის ტოლი რო გახტება იფრენს ეს ბიჭი,არველადწემ სწორედ ტკვა ჯერ კიდევ არ ვიციტო რა დონის იგროკი არისო კვარა.ხმერტმა ხელი მოგიმარტოს და მტელი საფეხბურტო სამხარო აგელაფარაკებინოს შენი კაი ტამაშიტ

• aleko

ნიჭი გაქვს ეხლა მთავარია ვარჯიში და იმ ნაკლოვანებების გამოსწორება რაც გაქვს იტალკიის ჩემპიონატი რუსეთი და უკრაინა არ არის . იმედია რონალდოს მაგალითს აიღებ კაცი 37 წლის არის და ისე ვარჯისობს თითქოს ეხლა დაიწო ფეხბურთის თამაში.დისწიპლინა შრომა ბარები დალევა და გულაობა კარიერის მერე. ესე ხდებიან დიდი ფეხბურთელები თორე ნიჭი ქინქლაძეს რო ქონდა ისეთი უნდა მაგრამ რაც გააკეთა კი ვნახეთ.აბა შენ იცი

• სიმართლე

ყოჩაღ ხვიჩა, ძაან მაგარი გზავნილი იყო ყველასთვის. ხვიჩა არის ხვიჩა და არავის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს, მითუმეტეს ინსინიე არ არის იმ კალიბრის, რომ ხვიჩა მის ნაკვალევს გაჰყვეს. ნაპოლიმ იფიქროს თავის დროზე, როცა ხვიჩა კიდე წინ გადადგამს ნაბიჯს, როგორ შეცვლის მას. არადა კაშიამ წამოროშა, რომ ხვიჩა ვაისის დონისააო, უბრალოდ ახალგაზრდააო, თორემ მასზე უკეთესი არ არისო. ამ დონის ვაზელინი არ უნდა იყო კაცი ამ ასაკში, გამგები გაიგებს და იმედი მაქვს ცენზურას გაივლის ჩემი კომენტარი.

• mamuka

გაიხარე, ჯიგარი ხარ! თემოს.

• კოტე

ხვიჩამ გაასწორა, თქვე მართლა "ჟურნალიწსტებო," ესეთი საკაიფო ფოტოები თუ გქონდათ სად იყავით და რეებს დებდით?! მე მგონი "ტორპედოს" ფორმაც თქვენ დააფოტოშოპეთ, აბა მართლა ეგეთ ფერებშია?

• Vasili

ხვიჩუნია შენ პირველ გოლზე ვდებ ფსონს !!! რიდის დაიწყება ერთი სული მაქ

• ილიავარ...

სრულ პრეზენტაციას ვუყურე და ხვიჩას თარჯიმანმა არც ფეხბურთი იცის კარგად და არც იტალიური როგორც გამოჩნდა... 15 კითხვიდან 8 ზე ვერ გავიგეო იძახა.. . მაინც საკმაოდ პოზიტიური პრეზენტაცია გამოვიდა, ხვაჩას კიდე ბრავო კითხვებზე პასუხებიც კი პროფესორული აქვს, გამომდინარე IQ დან კრუგაზორს რო ვეძახით :))

• 100%

არზნევ მეგობარო, მოვიწონე შენი პოსტი, მაგრამ მეგრული სამწუხაროდ არ ვიცი და ფრჩხილებში, თუ მიუთითებ რა სწერია, მადლობას გეტყვი.

• გიზოგ

დიდ წარმატებებს გისურვებ ხვიჩა!

• სტაჟიანი გულშემატკივარი

გაიხარე ხვიჩა! წარმატებები, ჯანმრთელობა და საფეხბურთო იღბალი! შენ ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნე და ეხლა უნდა შეძლო შენი პირადი მაგალითით პერსპექტიულ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ტოპ გუნდებში გაუხსნა გზა. კარგი ახალგაზრდა, წესიერი კაცი ხარ. ერთს გთხოვ: პერიოდულად გაიხსენე იმ ქართველი ფეხბურთელების მაგალითები, რომლებსაც ბევრის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ პირადულმა მენტალიტეტმა არ მისცა ამის საშუალება. საფეხბურთო საზოგადოებას მივმართავ წინადადებით: შეიქმნას ხვიჩას ფანკლუბი.

• zura222

აუუ ვინცხა ელმასის გამო რომ ვერ იღებ შენ საყვარელ ნომეერს DD დრო მოვა და ელმასი იამაყებს შვილიშვილებს მოუყვება --მე თვით კვარაცხელიას წავართვი მისი საყვარელი 7 ნომერიო !! P

• 100%

,,რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო,,. გენაცვალე! მე კი, უფრო დიდი მინდა გახდე. ბადრის და მთელი საქართველოს სიხარულის მოზიარე ვარ.

• წარმატებები

წარმატებები და წარმატებები. შრომა, შრომა, შრომა და ისევ შრომა. შენ პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, ყიფიანის, გუცაევის უნდ გახსოვდეს.

• ჯიმა

ღმრთისმშობელი გფარავდეს ...

• ანდრი

ყოჩაღ ხვიჩა! შენი სახელი დაგეტოვებინოს. ჯანი, ხალისი და წარმატება..

• თემო

ყველასათვის ცნობილია, რომ ხვიჩას ფავორიტი ფეხბურთელი როლანდოა, ჩემი კი ლეო მესია, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებას ნაპოლიში!

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

მე ამ ბიჭში ვხედავ, რაღაც არაქართული მენტალობის (კარგი გაგებით) სადაც, მიზანი,შრომა და ნიჭი ერთმანეთს ერთვის,სადაც ეს სამი ძირითადი კომპონენტია თავმოყრილი! სადაც სამშობლო,ოჯახი და ღმერთი ერთშია გაერთიანებული,უბოროტო და კეთილი! მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო ამაყობს შენით! ქგგალე შურს დო გურს!

• გეგი

მიდი კვარა! მუხლჩაუხრელი დაუზარელი შრომაა საჭირო ეგ გეცოდინება და არ დაგავიწყდეს არასდროს.უდიდეს წარმატებას გისურვებ რასაც კი შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა!

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს

[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა

"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის

რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას

"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ

[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო

"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს

19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?

ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..

[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს

"ქართველი "მხატვარი", რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა" - The New York Times-ი ქართველზე წერს

ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?

[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე