საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერთასის 2022/23 წლების ტურნირში ითამაშებს.

ქართული რაგბი ევროტურნირში მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთ-ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონს შეხვდა.

8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერთასის პირველ გამარჯვებულ "შავ ლომთან" ერთად, ისრაელის "თელავივ ჰითი", "ბათუმი" და რუმინული ფრენჩაიზი "ვულვზი" ითამაშებენ. ბათუმურმა კლუბმა და რუმინელებმა რაგბი ევროპიდან (და მსოფლიო რაგბიდან) მოკვეთილი რუსული გუნდები ჩაანაცვლეს.

დასავლეთ კონფერენციის მონაწილეები უცვლელია – პორტუგალიური "ლუზიტანუში", ესპანური "იბერიანსი", ნიდერლანდური " დელტა" და ბელგიური "დევილსი".

სუპერთასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება.

"მოხარულები ვართ და ვესალმებით "ბათუმს", რომელიც სუპერთასის მეორე გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონი ძლიერი გუნდია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ტურნირის განვითარებას და გაზრდის რაგბის მიმართ ინტერესს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ" – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონს ევროტურნირში ჩართვა მიულოცა:

"მეორე ქვოტა თავიდანვე მოვითხოვეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკუთარი ავტორიტეტით და პოზიციონირებით, რაგბი ევროპის ტურნირში ეს ადგილი ეკუთვნოდა. დიდი მადლობა რაგბი ევროპას, რომელმაც დაგვაფასა, როგორც მოწინავე სარაგბო ერი და ლიდერი ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასში ჩართვა არაერთ ქვეყანას სურდა, არჩევანი საქართველოს ჩემპიონზე შეაჩერა. ეს ქართული რაგბის დიდი პრესტიჟია, თავად კლუბისთვის, ევროთასებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ "ბათუმი" ღირსეულად იასპარეზებს ამ ტურნირში და ვულოცავ ბათუმელებს ამ დაფასებას".

1969 წელს დაარსებულმა "ბათუმმა" წელს მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, როდესაც "დინამო არენაზე" გამართულ სარაგბო ზეიმზე, ფინალურ შეხვედრაში "ყოჩები" 23:14 დაამარცხა.

"ბათუმმა" ერთხელ, 2018 წელს უკვე ითამაშა ევროტურნირებზე და კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გავიდა. კლუბის დირექტორი გელა ქობულაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო გამოცდილება გუნდს მომავალ ტურნირში გამოადგება:

"დიდი მადლობა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, პირადად სოსო ტყემალაძეს და ბაჩო ხურციძეს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რაგბი ევროპასთან ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოეს და "ბათუმს" სუპერთასში მონაწილეობის უფლება მოუპოვეს. ამ მიზნის მისაღწევად კლუბმაც ბევრი იშრომა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რამაც ევროტურნირებში მონაწილეობაზე ფიქრის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება, კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გავედით და ვიმედოვნებ, სუპერთასზეც გვექნება წარმატებები. გარდა ამისა, აუცილებლად ვიბრძოლებთ დიდი 10-ის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვისაც".

"ორ ტურნირში მონაწილეობა შესაბამის რესურსს მოითხოვს და მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გვქონდა წინასწარი შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან. მათი მხრიდან მაქსიმალური მზაობაა და ყველანაირად დაგვიდგებიან გვერდში, რათა ევროტურნირებზე წარმატებით ვითამაშოთ. ვმუშაობთ ტრანსფერებზე იმისათვის, რომ "ბათუმმა" ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე და შევინარჩუნოთ პოზიციები შიდა ჩემპიონატში".

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
რაც "კვარას" კარგად გამოსდის - ქართული დუელი და მატჩები ერთდროულად!..
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა