ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით ტელეკომპანია "იმედის" სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

"დიმა ობოლაძე ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით. ვერ დაასწრებ. სულ რაღაცას აპროტესტებს იმედის ეთერში, იმ წვერებიანი წამყვანის არ იყოს. სულ ყურთან რომ უპიპინო, ჩირგვებიდან ვერ გამოიყვან, სამაგიეროდ აგერ გაუღვიძებიათ დილით და ძალით გაბრაზებული სახით რაღაცას ალაპარაკებენ

ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა ?!", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენციის შემდეგ ვახო სანაიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერდა სანაია.

სანაიასთან ერთად კვარაცხელია გიგა მაქარაშვილმაც გააკრიტიკა. კრიტიკოსებს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით დიმიტრი ობოლაძემ უპასუხა, რომელმაც თქვა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას

ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

ბერდო
საიტის ადმინისტაციას ვთხოვ: სპორტთან შეუსაბამო,გაუგებარი პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნებას დაანებეთ თავი. თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ. ამ ბოლო დროს, ვიღაც ოდიოზური, ავანტიურისტი ტიპების კომენტარების გამოქვეყნება დაიწყეთ, რა შუაშია სპორტთან? ვიღაცამ თავისი ვაი შეფასება დაწერა, დაკიდეთ!! დაწეროს. ნუ დაანაგვიანებთ სპორტულ სივრცეს პოლიტიკით.
alexandre
ძალიან მაინტერესებს, მინდა მეც დავწერო რაომე თქვენ საიტზე. შეიძლება? თ საფასურია გადასახდელი, რეალურ თანხას გადავიხდი. სიადან და რატომ? იმიტომ, რომ ამ ერის შემარცხვენელ სანაის ყოველ ნაბოდიალებს რომ წერთ, ხალხს ნერვებს უშლით - ვერ ვგებულობ რატომ. "კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას" - ეს თქვენია. დისკრედიტაცია, შეურაცყოფა, სიძულვილი - ამაზე მეტი რა უნდა იყოს?! დაივიწყეთ, გთხოვთ, ეს სანაია.
გიორგი
მართლაც და ჟორა ხარ! თავცარიელი ჟორიკა!
გიორგი
ობოლაძის ნათქვამს ადრეც ვერ ვიგებდი და ეხლაც ვერ შევძელი, მითუმეტეს წაკითხვისას. მაგრამ მგონი კვარაცხელიას მხარი დაუჭირა და ეს კარგია! მადლობა ბატონო დიმიტრი! და სანაია ნამდვილი ეროვნული გმირია! ამიტომ ამ არსების მიერ გამოშვებული ჰაერის გამო ნერვების მოშლა არც ღირს. ღიმილით უნდა მიიღო, ის ხომ სატირიკოსია! მოკითხვა ყველას.
nika
შეუმდგარი დაბოღმილი "ჟურნალისტის" აზრი და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს მიერ აღიარებული კვარაცხელია... რაოდენ დიდია სხვაობა : სად ერეკლე და სად ისაო ... სანაია ყურადღებად არ ღირს, არც მისი ვითომ პატრიოტული შეგონება. რაც შეეხება ხვიჩას ქართული პატრიოტიზმის ყინულმჭრელია და ის რაც იტალიაში თქვა სრულიად არ ნიშნავს გულგრილობას ომის მიმართ, საერთოდ არ იყო რუსული აგრესიის ხაზგასმის საჭიროება სიტყვებით, ამას ის საქმით აკეთებს და ასჯერ მეტად გრძნობს სამშობლოს და რუსეთის საზიზღრობას.
Soso
სანაია ეგ შენი დათუნაშვილი არ მოქცეულიყო სპორცმენივით და მოგვარდებოდა შიგნით ეგ პრობლემა და არა ისე როგორც მოიქცა სირცხვიალას აქტივისტივით
Me
მიშას დროს რატო არ ყვიროდა ეს სანაია რასაც უნდოდათ და უკეთებდნენ და აკეთებინებდნენ სპორცმენებს მაშინ რატო არ ტიკტიკებდა ეს მასხარა კაცი
ობოლაძევ
ამ შემთვევაში მართალია სანაია! მაშინ რატომ არაფერი თქვი ობოლაძევ დათუნაშვილზე?! არ გაგიჩნდა პროტესტი,თუ ვერ გაბედე?! მედროვე ხარ დიმიტრი შენ,მედროვე...
Vasili
დიმა რა შუაშია , გადახედე შენ კომენტარებს და იქ ნახავ ყველაფერს!
ჟიჟილა
უმორჩილესად გთხოვთ, გაგვიზიაროთ ბუმბერაზი პოეტის და წინააღმდეგობის ფრონტის სულისჩამდგმელის შოთა დიღმელაშვილის მოსაზრებები სპორტულ მოვლენებზე. მხოლოდ სანაია და მაქარაშვილი არ კმარა.
პიპეც
ანუ კვარას თუ ბალელშიკობ პატრიოტი ხარ, თუ არა და ქვეყნის გამყიდველი. ჰიტლერი, მუსოლინი, გენერალი ფრანკო მეტს კი არაფერს უნერგავდა მასებს. ანუ ზიზღს.
ლევანი
ერთი რამ ვერ გავიგე? 21 წლის ფეხბურთელი რატომ აეის ვალდებული პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. რაც თქვა, ის თქვა. დანარჩენი მისი რუსეთიდან წამოსვლითაა ნათქვამი. და საერთოდ: იმ ვიღაც მქარაზეც ვთქვი, და ამ წუწიანი სანაიას აზრი ვის აინტერესებს, იგნორი და მორჩა, მერე მიხვდება რომ ცარიელი ადგილია და მეტი არაფერი.
გეგი
სპორტალი თქვენ მემგონი სანაიას მეხოტბეები ხართ.
ამო
სანაიას მეზობლების ნამდვილად არ მშურს. წყევლა რომაა: გაიღვიძებ და ყოველდღე მხედავდეო, ეგაა.
izi
რა დეშოვი კაცი ხარ სანაია. გვარამიას გამეორებას რომ ცდილობ და არ გამოგდის ვინმე მოკეთე ან მყვარებელი არავინ გყავს გაჩერება რომ გირჩიოს?!
ჯიჯი, ჩაიჭერი!
ოოო, ჯიჯულა! მაგრად შეგეშალა ზვიდისტებთან მიმართებაში! შე კაცო, სანაიას ნაირები და ნაცები მაინც გეთქვა ცხოვრებას გვიშლიანო, უფრო ჩაგეთვლებოდა!
ჟორა გაბრიჭიძე
ვახო, "ჩემი შენ გითხარიო" ზუსტად ისე გამოგდის. შენ პირადად დიმაზე მეტი საშუალება გქონდა და გაქვს დაიცა დათუნაშვილი და ყველა დაჩაგრული, ხოლო შეაქო ყველა წარმატებული, მაგრამ ეს რომ გააკეთო კაცი ან ნაცი უნდა იყოს ან მისი მხარდამჭერი. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას, ისინი ძმები და ერთი ოჯახის წევრები არიან, რადგან უკრაინელი ასეთი ნაციონალობის ხალხი ისტორიამ არ იცის. ისტორიამ იცის, რომ ამ ხალხის (რუსი-უკრაინელი) ისტორია, "კიევსკი რუსიდან" დაიწყო და არა კიევსკი უკრაინელიდან. დღეს მათი ჩხუბი ოჯახური უთანხმოებაა და ძლიერი ძმა იბრძვის სუსტის ჭკუაზე მოსაყვანად, რადგან თავისი ფუძე (დედულეთი) ფაშისტთა სათარეშოდ, მასონი ლიბერასტებისა და გეიაღლუმების სატარებლად არ ემეტება, ამიტომ ოჯახურ კონფლიქტში ჩარევა და მტყუან-მართლის გარჩევა დიდი უმადური საქმეა და არავის ვურჩევ. არის ასეთი ქართული გამოთქმა "ძმებმა იჩხუბეს და ისევ ძმებად დარჩნენო", ასე იქნება აქაც და სჯობს ქართველებმა ზომიერების გრძნობა შევინარჩუნოთ ამ და ყველა სხვა საქმეში.
ვაი პატრიოტს
ყველას ვინც თქვენს ოხერ აზრს არ იზიარებს, სუყველას იმ წამსვე რუსეთუმეს და ალტ-იმფოს ეძახით ( მე პირადად ვინმე თუ დამიძახებს ალტ-იმფოელს, სიამაყით მივიღებ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთადერთი ძალაა, რომელიც ლიბერასტებს ებრძვის) ეხლა რაც შეეხება ამ თქვენს "ყბად აღებულ" უკრაინის მხარდაჭერას: ჰუმანიტარულად მსოფლიოში ამ პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, სრული დახმარება გაუწია უკრაინას და დღესაც აგრძელებს, მაგრამ სამაგიეროდ ზელენსკის მთავრობისგან უმადურობა მივიღეთ, ამის გამო ბევრი ქართველი ნაწყენია მაგათზე, მაგათ შორის მეც. მერე ყველას, რომ ავალდებულებთ, გინდათ თუ არაო რუსეთს უნდა აგინოთო და სულ უკრაინის დროშაც უნდა აფრიალოთო, ამ მოწოდებებს არ ჯობიათ, რომ ყველა ვინც ასეთი "პატრიოტები" ხართ წახვიდეთ უკრაინაში და იქ იბრძოლოთ? იქ წამსვლელები არ ხართ და აქ კი მოუწოდებთ ყველას, შემოიფხრიწეთ ყველაფერი და სულ დილიდან-საღამომდე რუსეთს აგინეთო, რომ უკრაინას დავანახოთო, თუ რა "ვაჟკაცები ვართო." გეყოთ! ეს "ვაი ურა პატრიოტები" უკვე უკიდურესობაში ხართ გადასულები!
გოგა
ძმას არცხვენ გაჩუმდი
მერაბი
საკუთარი ბილწი პოლიტიკური გაგების შესაბამისად აფასებენ ეს უწმინდურები ყველასა და ყველაფერს.არაფერი კარგი ამათ არ ახარებთ,თუ "მათიანთან" არაა ასოცირებული.ბნელი,ბოროტი სულის ზომბირებული ხალხია ესენი.სამწუხაროდ,მრავლად არიან ჩვენს მამილში ასეთი სულშავნი...
მერაბი
საკუთარი ბილწი პოლიტიკური გაგების შესაბამისად აფასებენ ეს უწმინდურები ყველასა და ყველაფერს.არაფერი კარგი ამათ არ ახარებთ,თუ "მათიანთან" არაა ასოცირებული.ბნელი,ბოროტი სულის ზომბირებული ხალხია ესენი.სამწუხაროდ,მრავლად არიან ჩვენს მამილში ასეთი სულშავნი...
გიორგი
კიდევ თუ სადმე რამე 'დაუპოსტია' გთხოვთ, მოგვაწოდეთ, ისტორიას არ დაეკარგოს.
დავით
იმედი, პოსტვ და მაესტროს ხომ სიკეთის განსახიერება? ხვიჩაზე საუბარი ერთია, ყველა თავისი პოზიდიიდან უყურებს ... მაგრამ ის ადამიანები ვინც მოჭიდავეზე ხმა არ ამოიღეს, როგორ სახალხოდ სცემა ფედერაციის ხელმძღვანელმა და რაკი ზონდერების ჯგუფს კურირებს არც დასაჯეს. მაგ დროს რომ ჩუმად ხარ, ახლა ვითომ სპორტსმენის დაცვა, კუმ ფეხი გამოყოა და მეტი არაფერი.
კორონიკო!
სანაია, შენ დიდი ხანია საკააშვილის მემუარებზე იზრდები და ამიტომ შენს აზრს ჩალის ფასი აქვს!!!!
ტოტო
უკაცრავად,მაგრამ ხიდაშელი,უსუფაშვილი,სანიკიძე,ბესელია...ოცნების მომხრეები არ იყვნენ ? ხედაშელი თავდაცვის მინისტრი,უსუფაშვილი პარლამენტის თავჯდომარე,ბესელია ქართული ოცნების დამფუძნებელი,სანიკიძე-ქუთეისში ქათამს,რომ დაკლავენ ბარკალი მიშასიაო,ალასანია მინისტრი,ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი....ვიღაცას ხუთი პარასკევი აქვს,ხოლო ჩვენ ვთვლით ესენი,როგორ გაათანანდებობეს და კიდევ სხვებიც,მაგრამ არ გასკდა ამათი მუცელი.
გოგი
იქნება და ხვიჩა რუბინიდან იმ პირობით გამოუშვეს, რომ რუსეთი და პუტინი არ უნდა ელანძღა, რა რუსები არ იკადრებდნენ ასეთ, რამეს თუ რა. მთავარი ბიჭმა თავი დააღწია ქვეყანა უყვარს და თავს დებს მისთვის.
ელგუჯა
ზვიადისტები რა შუაშია ამ სირ სანაიასთან, ფრთხილად კისერი არ წაიმტვრიო! ხვიჩას წარმატებები ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს.
მორიელი
ისე რაღაც მაინც უნდა ეთქვა. არ ვამბობ პუტინზე და ომზე, მაგრამ მაგ შეკითხვაზე შეეძლო მშვიდობაზე ელაპარაკა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, როგორც იტყვიან. მა
ქართველი
რანაირად ბიჭო, როგორ არის ეს ტიპი ესეთი ბოღმიანი არმჯერა.ბავშვი გახარებულია ძლივს მაგარ გუნდში მოხვდა შრომობს, ოცნებების ახდენა უნდა და თან ყველაფერს ისე აკეთებს რო ქვეყანასაც ეხმარება ვგულისხმობ იმას რო ნაკრებში სულ მაგრა თამაშობს. გავიგე რო ბოღმიანია მაგრამ ჭკუის დამრიგებელი მაინც არყავს? ხალხის 99% რო უარყოფითად არი განწყობილი რათუნდა ეგეთი ჟურნალისტობა
პატრიოტი
კომენტარებიდან ჩანს რამდენი რუსეთუმე ჰყავს სპორტალს, მაგრამ იქნებ ესენი ალტინფოა ყველა, რამ გაგაგიჟათ, რა ითქვა ხვიჩას საწინააღმდეგო, ის ყველას უყვარს და ყველა ელოდება მის წარმატებებს, ერთი რამე უთხრეს მხოლოდ, უნდა ეთქვა, რომ არ შეიძლება ადამიანების უმოწყალოდ ხოცვა,
რომილე
ამ დროს ხვიჩას წარმატება უსურვე, მოტრიალდი და შენი საქმე უკეთ აკეთე.
კაი კაცო...
მერე რატომ წავიდა?
თენგო
მოხვდება ამ ბიჭუნას ქართული მჯიღი თვალებშუა ვინ ვინ არი ან რაია ტვინში ჩაგჩრის მანამ დიმა ვახოია სანაია გაიცურცლე მანამდინა
დამატება ?!
და არც ბიძინოიდებს.

ეს უტვინო რომ ჟურნალისტად ითვლება, იმიტომაა ჟურნალისტიკის საქმე მაგრად. და კიდევ...ჟურნალისტებით რომ გაივსო ქართული პოლიტიკა და ეს სპეციალობა პოლიტიკაში წასვლის საფეხურად რომ აქციეთ, იმიტომ ავშენდით. მოშორდით ჟურნალისტები პოლიტიკას და თქვენი საქმე აკეთეთ. მაგრამ ჯერ კარგად გაარკვიეთ რა არის თქვენი საქმე.
სანაიას!
მაქარაშვილმა გუშინ ბოდიშისავით რაღაცა თქვა ("გინდა ბოდიშში ჩამითვალეთ და გინდა ბოდიალშიო") შენ კიდევ რა ბოღმა გაქვს ამ ბიჭისადმი?
ჯიჯი
სანაიასნაირი ზვიადისტები არიან ხალხს ცხოვრებას რომ არ აცლიან...იმიტომაა წინ რომ ვერ მივდივართ,ყველა ბუზი ბზუისო ფუტკართან ყველა ტყუისო.რა გაუკეთა სანაიამ საქართველოს?
ნოდო
რა დიდი მკითხაობა უნდოდა ფორმულა ტევეპირველი მთავარი და კავკასია როგორი ბოროტული არხები არიან ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ 80 წლის კაცი თუ პუტინს არ აგინებს ნაკლები პატრიოტია ? გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ჩელსიში კარგი თავდასხმელი იყო ვიქტორ მოსეზი ახლა რუსეთშია ფაქტი იმისა პუტინს ვინც ამართლებს ისე რაა ცხოვრება მაგ არხზე ბურჯანაძე რო გყავს დღეში 10 ჯერ სტუმრად და სხვას აკრიტიკებ იმაში რაშიც არცკია შემჩნეული სასაცილოა სატირელი რო არ იყოს
Skeleton
დათუნაშვილის ცემის ფაქტს ყველაზე მეტად ვაპროტესტებდი და ვიცავდი, აუტანელია ჩემთვის ვინმეს მიმართ ბულინგი და მითუმეტეს ფიზიკური ძალადობა, თან სპორტსმენის. ვერ გავიგე ამ უაზრო განცხადებით რას ცდილობს სანაია, რა შუაშია ხვიჩა დათუნაშვილთან, ერთს თუ მოექცნენ უსამართლოდ მეორესაც უნდა მოექცნენ? ვცემოთ ბარემ ეგეც :)) ერთის ხარჯზე მეორე დანაშაული არ იფარება ვახო! ეს იგივეა, ქოცებს რომ დანაშაულზე მიუთითებენ და თავს იმით იმართლებენ ნაცები უარესს აკეთებდნენო :) რა დაბალ დონეზეა თქვენი ჟურნალისტიკა უკვე ამ ტექსტიდანაც ჩანს რაც დაწერე!
ვერგავიგე
სანაიას ბევრჯერ უთქვამს, თუ არ მოგწონთ ჩემი გადაცემა, გადართეთო ან გამორთეთო. ძვირდასო რედაქცია, იქნებ ერთად გამოგვერთო? რა დათუნაშვილის სიტუაციას ადარებს, ტიპმა ქვეყანა დატოვა და სერბეთის (ფაქტიურად მეორე რუსეთის) სახელით გამოდის. კვარა კიდე იტალიაშია და ქართულად ელაპარაკება ყველას.
ირაკლი
გთხოვთ ნუ აქვეყნებთ სანაიას, მაქარაშვილი და მსგავსი პირების ფბ პოსტებს. საუკეთესო პიარი, ანტიპიარია და თქვენ ამაში უწყობთ ხელს! ხვიჩა, მთელი გულით და სულით შენთანაა მთელი საქართველო, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!!!
ტოტო
ყველას ნუ სთხოვთ პოლიტიკისობას.ჩვენი დეპუტატები და "პოლიტიკოსები" ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ,რომ იტყვი,რომ ესენი პოლიტიკოსები კი არა ფეხბურთელები არიანო. ამიტომ ფეხბურთელებს ნუ მოსთხოვთ პოლიტიკოსობას.რა გინდათ ეს ამომავალი ვარსკვლავი,მარქარაშვილს,ხიდაშელს,უსუფაშვილ,ბერძენიშვილს,უგულავას,ბოკერიას,ჩორგოლეიშვილს,გელბახიანს,სანიკიძეს ...გინდათ დაემსგავსოს ?
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს
"დღეიდან ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება!" - სანაია კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება
"ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე... რუსეთში, რომ დარჩენილიყო..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
"პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა
"იმ ქომაგს მივმართავ, ვინც ასე ფიქრობს - რაგბი რაიმე სხვა სფეროში ხომ არ გერევათ?"
[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება
"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა