ხვიჩა კვარაცხელიას "პერუჯასთან" თამაშს და გატანილ გოლს იტალიაში გამოხმაურება მოჰყვა.

"კვარაცხელიამ დიმაროში, ალპების ჩრდილში ისევ სანახაობრივი თამაშით აღაფრთოვანა პუბლიკა და ისევ გაიტანა გოლი", - წერს "კორიერე დელო სპორტი".

"კვარაცხელია უკვე ოქროა ნეაპოლისთვის. როგორც იქნა, "ნაპოლიმ" შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა - სერია B-ს "პერუჯა" 4:1 დაამარცხა. ისევ კაშკაშებდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ვიქტორ ოსომჰენთან კედელი გაითამაშა და გოლი გაიტანა", - აღნიშნავს Calcioinpillole.

ჟურნალისტმა რაფელე აურიემამ ქართველის თამაშზე კომენტარი "ინსტაგრამზე" გააკეთა: "რამდენიმე თვის მანძილზე ვაკვირდებოდი კვარაცხელიას და ვვარაუდობდი, რომ თვით "ნაპოლიშიც" დაამტკიცებდა თავის დიად უნარებს. ეს გოლი ამის ნათელი დადასტურებაა, მაგრამ ახლა კლუბმა დაკომპლექტება უნდა დაასრულოს".

ბევრი მიიჩნევს, რომ "ნაპოლი" გაძლიერებას საჭიროებს, რაც "პერუჯასთან" სპარინგისასაც გამოჩნდა. ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იტყობინება, რომ ნეაპოლელები მალე თავდამსხმელ ჟერარ დეულოფეუს 15 მილიონ ევროდ შეიძენენ, კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონს დაუნიშნავენ. გასულ სეზონში მან "უდინეზეს" რიგებში 35 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 28 წლის დეულოფეუს გვარი კატალონიურად ნიშნავს - "ის შექმნა ღმერთმა"; "ბარსელონას" აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2011-15 და 2017-18 წლებში იცავდა. აგრეთვე "ევერტონში", "სევილიაში", "მილანსა" და "უოტფორდში" ასპარეზობდა. ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო ეროვნულ გუნდში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას აგრეთვე ნახევარდაცვის ორივე ფრთაზე შეუძლია ითამაშოს.

დეულოფეუსა და პაულო დიბლას შესაძლო ტრანსფერებზე Sky Sport-თან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა: "დიბალას მაღალი მოთხოვნები აქვს. კლუბს ამაზე დაფიქრება მოუწევს. ბევრ ფეხბურთელს ზაფხულის ბოლოს შეიძენენ. ახლა ძნელია ფულის მოძიება. ჯერ ვინმეს გაყიდვა და ვინმეს იჯარით გაშვებაა საჭირო. არ ვიცი, ეს რამდენად ეხება დიბალას. მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. დეულოფეუს შესახებ ჩვენს სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ვესაუბრე და მას ვენდობი. სიტუაციას ის აკონტროლებს. უკანასკნელ მომენტში შესაძლებელია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება".

მაგრამ ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ თავიანთ თავს, კაცუნებად არ თვლიან.

იტალიური პრესა როგორი აღფრთოვანებით საუბრობს ან ბიჭზე და აქ ზოგიერთი უკმაყოფილოა, ზედმეტად აქებთო :) ვისაც მინდა იმას შევაქებ და იმას გავაკრიტიკებ. ერთი კი ვიცი, რომ არასოდეს არავის გავლანძღავ. მისმა თამაშმა საქართველოში სტადიონზე მიმიყვანა. მას როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავს ისე ვუყურებ.
გაბუ
ვიღაც კაცუნები ახლა ალბათ გულზე სკდებიან ბოღმისაგან
Gorg
გვიან დავიწყე თამაშის ყურება ვხედავ 1-0 ს იგებს ნაპოლი შევედი ლაივსქორზე იქ არ წერია ჯერ აგოლის ავტორი ვფიქრობ ნეტა მაინცდამაინც ხვიჩას გატანილი იქნება ეხლა ეს პირველი გოლი და რო გამოჩნდა მერე რო დაეწერა კვარაცხელიას გვარი ( ეგრე აუხდეთ რუსებს ყველა კოშმარი) მე5 წუთზე თან ეგრევე მივხვდი რო არსად არ დაიკარგება რა ეს ბავშვი... ტიპი, რა ვიცი, რა ტყუილად ღელავთ სუყველა დაწყნარდით
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა