ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

<p>"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.</p><p>სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:</p><p>"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.</p><p>ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.</p><p>ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.<br></p>

  • juve

    komentari dadet ღორებო

  • kaka

    რომა ამატ გინდ წინ ......... გინდ უკან...........ბრატ რაზე ხარჯავ ფულს მაინც ვერ გაიგებენ.........

  • juve

    საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა?

  • koba

    ამ კაცმა რაც გააკეთა მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, სამწუხატოდ ის შედეგი არ აქვს რაც ძალისხმევა ჩადო...

  • Ლ.გიო

    ერთი ამ ქუთაისის ტორპედოს ფანების სიხარული ვერაფრით გავიგე-თქვენ რატო გიხარიათ დინამოს წარუმატებლობა?თქვენ თქვენი მკვდარი რო იტირთ გირჩევიათ.ვერაფრით ვერ ეგუებით იმას რო რაც არუნდა მოხდეს თბილისის და დინამოს დონის ვერ გახდებით.თბილისს ვინ ჩივის ბათუმის დონისაც ვერ გახდებით ვერასოდეს.ხო თქვენი თვალით ნახეთ რა ხდებოდა რაგბზე ბათუმში და რა ხდებოდა თქვენთან-მედოლეები რო მოიყვანეთ სანახევროდ შევსებულ ტრიბუნებზე. ასე რო თქვენ ისტორიულად მუდამ მაჩანჩალა გუნდს მიხედეთ!

  • FIFIAS

    ფიფია არის ფეხბურთში ჯაშდუდამი

  • lebron

    ფიფიამ ბევრი იწვალა ფულიც დახარჯა მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში!!! და ამიტომაც არ აქვს დინამოს შედეგი!!!

  • სიმართლე

    ისე ვინც მოვაკარგ სიტუაციაში იქნება, გულით რომ მოინდომოს ამაზე ცუდ შედეგს ვერ დადებს მიანც. აი რა უნდა მოხდეს ორივე თამაში წააგოს პირველივე ეტაპზე 0:3 სოფლის გუნდებთან?

  • 12...

    სამწუხაროდ ფაქტია რომ დინამო ფეხბურთელებს დინამოს გაძლიერებისთვის არ ზრდის. ცვლილებები აუცილებელია ამაზე უარეს დღეში დინამო აღარ ჩავარდება. ევრო ტურნირებზე არაფელს ვამბობ საქართველოს ჩემპიონატშიდაც შანსი არ აქვს. რამდენი წელია ველოდებით დინამო თავის პოლიტიკას შეცვლიდა და გუნდის გაძლიერებაზე დაიწყებდა რიალური ნებიჯების გადადმას. ფიფიას შეუძლია თვითონ ჩამოაყალიბოს/დააარსოს თავისი გუნდი და მისი სურვილის შესაბამისად მოიქცეს ისე როგორც უნდა, მაგრამ დინამო თბილისში ეს შეუძლებელია. დინამოს დიდი ისტორია აქვს საქართველოს სახეა საერთაშორისო არენაზე. ასე რომ ცვლილებები აუცილებელია.

  • გოჩა

    ფიფიაზე ცუდი მფლობელი და მმართველი არავინ იქნება! ამაზე ცუდი შედეგი და ამაზე დაბლა ჩასვლა სადაც არის დინამო უფრო ქვემოთ აღარ არსებობს ნახევრად პროფესიონალური გუდნები გვიგებენ უკვე ეს ფსკერიც აღარა ფსკერიც კი ჩახვირტა უკვე დინამომ.

  • გოჩა

    კარგია აკადემია კარგია ბაზა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არის და გააკეთა ფიფიამ ამაზე ორი აზრიც არ არსებობს მაგრამ სამწუხაროდ ეგ აკადემია არ ადგება დინამოს ვინც კი იყო ნიჭიერი დინამოში ერთი სრული სეზონიც კი არ უთამაშია არავის ყველა წავიდა და რა აზრი აქვს ისეთ აკადემიას რომელსაც ვერ გამოიყენებ? ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდმა უნდა შეუქმნას კარგი პირობები უნდა მისცეს კარგი ხელფასი და გუნდიც უნდა იყოს ისეთი სადაც იმ ბავშვს ენდომება თამაში უამბიციო გუნდში რომელიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და არ აქვს ამბიცია სადმე ევროტურნირზე გასვლის ასეთ გუნდში ახალგაზრდა ტალანტებს არ უნდათ თამაში. რაც შეეხება ევროტურნირებს დღეს თუ არ დახარჯავ ფულს არ მოიყვან გამოცდილ მაღალი დონის ლეგიონერებს არ მოიყვან კარგ მწვრთნელს რომელსაც უმუშაოვია მაღალ დონეზე და უთამაშია ევროტურნირები და არ ჩადებ ინვესტიცია არაფერი გამოვა რასაც მე ვუყურებ ფიფიას დინამოს ყოველ წელს ახალი წმვრთნელი ახალი ტაქტიკა ახალი ფეხბურთელები 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 4 მწვრთნელი შეცვალა და ერთი მაღალი დონის ლეგიონერიც არ მოუყვანია გუნდში აბა ასეთი მიდგომით რა შედეგი უნდა დადგეს და კიდევ ამ ფეხბურთელების გაჩუქება ხომ შეიძლება რომ იმ ნიჭიერ ფეხბურთელებს 18-19 წლის ბიჭებს ისეთი კონტრაქტები გაუკეთო რომ 2-3 წელი დარჩნენ გუნდში და დაეხმარონ გუნდს მარა ეგეც არ გაუკეთებიათ.ერთი სიტყვით ცუდი პრეზიდენტია ცუდი შედეგები აქვს ცუდი მენეჯმენტია და გუნდს სჭირდება ახალი მენეჯმეტი და სრული განახლება ყველა დონეზე თორე ისეთი შედეგები გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელში რომ ფსქერიც კი ჩავხვრიტეთ ისეთ გუნდებთან ვაგებთ ყველას ვაწერინებთ ისტორიას უკვე ყველა გუნდისთვის ვართ საოცნებო მეტოქეები.

  • დავით 67

    ეს კარგი ინფორმაციაა, მაგრამ ფასი არ უნდა დაადოს არარეალური! ისეთმა კაცმა უნდა იყიდოს ვისაც ფეხბურთი უყვარს და ამავე დროს თავმოყვარეობაც აქვს.ნუ ფული თავისთავად.სხვაგვარად მივიღებთ ფიფია2-ს

  • ზურა

    ფიფიამ რაც კარგი გააკეთა იმას არავინ უკარგავს ბაზა აკადემია ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცა შანსი რომ ითამაშონ გაიზარდონ და თავი წარმოაჩინონ მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში რაც არის მთავარი რომ საკლუბო დონეზე გუნდმა ითამაშოს რომელიმე ევროტურნირზე მაგისთვის რაც იყო საჭირო არაფერი გაუკეთებია გუნდს თუ აქვს ამბიცია რომ მოხვდეს რომელიმე ევროტურნირზე სჭირდება 5-6 მაღალი კლასის ლეგიონერი და გამოცდილი კვალიფიციური მწვრთნელი დინამოში სულ მუშაობდნენ დაბალი დონის მწვრთნელები და მოყვადათ გაურკვეველი წარსულისმქონე დაბალი დონის ლეგიონერები თუ არ ჩავთლით ჩისკოს ერთადერთი ლეგიონერი იყო ჩისკო რომელიც შეიძლება გამოარჩიო ამ 11 წლის მანძილზე ფიფიას დინამოში მოყვანილი ლეგიონერებიდან სხვა არავინ და ჩისკოს ნაირი 5-6 მაინც გინდა რომ რამეს მიაწჰიო და მაგ მხრივ არ ყოფილა მუშაობა.

  • კაპიტან გარდენბურგი

    ამას თუ იზამს ეს კაცი და მე დინამოს ყურებაზე ვეტო მომეხსნება - იმ წაგებებსაც დავივიწყებ :)) და სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ რაც რამე კარგს გაამეთებს . რაც მთავარია იმედია ჭორი არაა

  • fani

    ვაშა, ვაშა და ვაშა თუ ეს მართალია და მორიგი ბლეფი არ აღმოჩნდება! ოღონდ მაგან ეგ სიკეთე ჰქნას და ასჯერ ვეტყვი მადლობას. თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია რომ სასწაული ფასი არ დაადოს - ისეთი, რომ ვერავინ იყიდოს და მერე სათქმელი ჰქონდეს, აჰა ბატონო, მე ვცადე გაყიდვა და არავინ გამოჩნდა მყიდველიო

  • ილია

    მადლობა აკადემიისთვის. სხვა მართლა არაფერი უკეთებია. და ახლა ნუ გადაგვაყოლებს მაგას რა.. და რაც დახარჯა ამოიღებდა იმ ფულს. რამდენი ტალანტი გაყიდა .. და თუ მართლა ვერ ამოიღო, ნამდვილად გასაშვები ყოფილა ეს. Go Home

  • ზაური

    არამგონია ფიფიაზე უარესი მოვიდეს ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს გუნდი აგებს ფარერებთან ტირანასთან ნეფჩისთან და პაიდესთან გუნდში ერთი კვალიფიციური მაღალი დონის ლეგიონერეიც კი არ არის და საქართველოს ჩემპიონიც ვეღარ ხდება. იმედი მაქვს აჩიკო ბერიძის მზგავსი მფლობელი გამოუჩნდება გუნდს ვისაც ეყვარება დინამო და ენდომება გუნდის წარმატება. ახლა აქ რომ ვიღაცები წერენ ბიძინა ივანიშვილზე ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს ქართული რაგბის განვითარებაში დღეს რომ რაგბს აქვს ასეთი შედეგი ეს გინდა არ გინდა რაგბისტებთან ერთად ამ კაცის დამსახურებაც არის და ნეტა მართლა იყიდოს და მიხედოს ისე როგორც საჭიროა.

  • ლარგო

    დევი მეგობარო... ძალიან კარგი იქნება ბერამ, ბიძინამ რომ სეისყიდოს დინამო... მაგრამ აუტყდება ერთი ამბავი და ვაი ვიში ყველაფერს ივანისვილი ყიდულობსო ეჰჰჰ

  • ზურა

    დინამოში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს რომლებსაც პირველ რიგში ეყვარებათ ფეხბურთი და ენდომებათ გუნდის წარმატება ჩადებენ დიდ ინვესტიციას მოიყვანენ მაღალი კლასის ლეგიონერებს ახალგაზრდა ნიჭიერ ტალანტებს შეუქმნიან კარგ პირობებს. ისეთი ხალხია საჭირო ვინც ჩადებს ფულს და გაკეთებს პროექტს გრძელ ვადიან პერსპექტივაში რომ გუნდმა წარმატებას მიაჰწიოს იმ გათვლით რომ შეიძლება 2-3 წელი შედეგი არ გქონდეს მაგრამ გაგრძელებ მაინც გუნდის დაფინანსებას რომ ადრე თუ გვიან შედეგი მოვა მაგ ზალსბურგი რამდენი წელი ცდილობდა ლიგაზე მოხვედრას მაგრამ ვერ ხვდება თუმცა ინსვესტორებს არ დაუნებებით გუნდისთვის თავი. ფიფია ორიენტირებულია კაპიკებში გაყიდოს ახალგაზრდები ჩუნგა-ჩანგა გუნდებში რომ რაღაც მოგება ქონდეს და ამ მიდგომით არაფერი გამოვა არც იმ ნიჭიერ ახალგაზრდას არ უნდა უამბიციო გუნდში თამამაში სადაც არც კარგი პირობები აქვს და გუნდიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის.

  • ჯონ....

    ყველაფერში გეთანხმები ერთი ნიუანსია. რა თქმა უნდა ფარერებთან 6:1 კატასტროფაა მაგრამ თუ ადევნებ თვალს მაგ გუნდმა ნორვეგიის ჩემპიონი 3:1 დაამარცხა და 1 ბურთი დააკლდა რომ დამატებით დროში გადასულიყო. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩვენც უნდა ვისწავლოთ რეალობის შეფასება და ჩვენი თავი შევაფასოთ და მეტოქე დავაფასოთ. ყველა წინ მიდის და ჩვენ მარტო ფეხბურთში და დინამოში გვინდა ვარსკვლავებს ვწყვეტდეთ. ყველა დავფიქრდეთ რას ვაძლევთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს საყვარელ კლუბებს აქტივს რომ მერე მოვთხოვოთ და ვიყოთ სამართლიანები. ჯერჯერობით ვაღიაროთ რომ მხოლოდ ვითხოვთ და იშვიათად გავცემთ. ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ყველა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ პატიოსნად და შედეგიც გვექნება ნელნელა

  • ჯელა

    ვაააა,თბილისის ტორპედო იყიდება?

  • დევი

    ბატონო ბიძინა, (ივანიშვილი) ბერა, იქნებ დაფიქრდეთ რამხელა შანსი გაქვთ გახდეთ ისევ ხალხის უმეტესობისთვის ძვირფასი და გადამრჩენი?! თუ ჭკუით მიუდგებით საქმეს ბიზნესი წარმატებულიც იქნება,(მოგებას მოგიტანთ) ხალხი მადლიერი და დინამოს პრესტიჟის აღდგენა კი ზოგადად ქვეყნის ავტორიტეტის და წარმატებული იმიჯის საწინდარი გახდება... ნოსწონს თუ არა ვინმეს ეს ყველა სპორტის სახეობა ერთად აღებული ახლოს ვერ მივა ფეხვურთის პოპულარობასთან...

  • ქომაგი

    ერთი ეს გამაგებინეთ, ბავშვების გაყიდვით ფულს აკეთებსო, რომ ამბობთ, აბა რა უნდა ქნას? თავიდან აკადემია რომ გააკეთა, გაგიჟებული იყო ხალხი, რა მაგარიაო. აბა ჩამოთვალეთ, ვინც იცით, დინამოს აკადემიის გაზრდილები ვინ არიან, არ გაინტერესებთ? მაგრამ მთავარი გუნდი რომ ვერ დააყენა, რა თქმა უნდა, მთავარი მინუსია. ამიტომ ამ ქვეყანაში ხალხი ,საქმის სწორად კეთებას როდის ისწავლის, აი ეს არის ყველაზე საინტერესო...

  • ვახო

    მაგ კლაკსვიკის წელს, ლოკომოტივმა იყოჩაღა და ჯერ რუმინეთის ვ8ცე ჩემპიონი დაიფრინა, შემდეგ კი მოსკოვის დინამო და პრინერას გრანადასთან სტუმრად ბრძოლაში წააგო, არ მგონია ლოკოს ამ გამოსვლას ვინმეზე ემოქმედა და თუნდაც 10 კაცი მომატებოდა მის ქომაგთა რიცხვს სტადიონზე... მარტო ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან რო ხ3დსვთ და რატო არ აჯეთ4ბთ ყველა თქვენს საკეთ4ველს მაგტამ იცით რა უნდა ქნას სხვამ იმიტოა ქვეყანა რო გუგუნებს

  • უნივერსალი

    ძალიან მაგარი ამბავია(თუ მორიგი ჭორი არ არის)!!! ფარერელ მეთევზეებთან 1-6 შერცხვენის მერე სულ მაგას ვიძახდი - დინამო თბილისის გულშემატკივრებმა გამოვისყიდოთ კლუბი ფიფიასგანთქო! იმედია ახლა მაინც დაადგება საშველი მაგ ამბავს და მორიგი "სპეკულიანტი" ბიზნესმენი არ დაისაკუთრებს და კიდევ შემდეგი 10 წელი ის არ გაგვიხდება საგინებელი. დინამო თბილისი უნდა იყოს ხალხის და იმედია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით მოხდება ამ კლუბის ხალხისთვის მიყიდვა(აქციების სახით). ეს არის შანსი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრისგან ნაწილობრივი პატიება მაინც მიიღოს ერთა ლიგის ფინალში ცარიელი ტრიბუნების გამო(პარალელურად ოცნებისა თუ ნაცების ათეულათასიანი მიტინგების სანქცირებისა). ევრო2021-ზე ვერმოხვედრაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო მთავრობა და მერე მწვრთნელ-ფეხბურთელები, ფედერაცია და სხვები. პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამიგოთ ეს პოსტი აქვე ვიტყვი, რომ არც რადიკალი ნავიონალების და მათი შვილობილი პარტიების მომხრე არ ვარ და მაგრად მკიდია წითლებიც და ლურჯებიც! მხოლოდ ნამდვილ ქართველებს და საქართველოს გაუმარჯოს!

  • svano magarski

    ეგრე-რა-შე-დამაქცეველო!!!

  • კახა

    ფიფიას მთავარი მინუსი ის არის რომ ეგრევე უნდა მილიონები ამოიღოს ( უმრავლეს ქართველსაც ბიზნესი ასე წარმოუდგენია) ამიტომ იწყებოდა მოწინააღმდეგეზე გამაზვა თუნდაც ფეხბურთელების ზედ ევროტურნირებზე წინ გაყიდვა ფიფიას თვის მთავარი ფულის ამოღება იყო მართლაც კარგი ბაზაგააკეთა და გარკვეულწილად წვლილიც მიუძღვის ფეხბურთელების აღზრდაში თუმცა ვერ ვიტყვი რომ კვალიფიციურ კაებსიზიდავდა ბოლოს ეტყობა ამდენმა ლანძღვა გინებამაც თავისი შედეგი გამოიღო. ეხლა მთავარი ვინც დინამოს იყიდის უნდა გაითავისოს რომ დინამო არი ქართული წარმატების სიმბოლო იმხელა მახინჯი სისტემაში იყო მოწინავე პოზიციებზე ულევ ენერგიას და დიდ ფიზიკურ გაძლებას მოითხოვდა მახსოვს ქეცბაიამ მოყვა როცა დინამოში მიწვევა მიიღო ემოციები იმოდენა იყო რომ ბაზაზე მისული კარებთან იდგა და შიგნით ვერ შედიოდა. დინამოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მისი მფლობელისთვის ყველაზე ნაკლები დებილი შვილი რომ გაზარდო იმის ტოლფასია.

  • QT

    რა ღირს ?

  • მოკვდეს

    რას ერჩიან ამ საწყალს, პაიდესთან ერთი მაინც ხომ მოვიგეთ. ეგდოს რა

  • ბათუმის დინამოს

    ჩვენ სტადიონზე ფეხბურთის ხილვა გვინდა და არა საცირკო წარომდგენის სადაც ჯამბაზები დარბიან ასერომ სად როდის და რა რაოდენობით ვივლით სტადიონზე მაგას ჩვენ გადავწყვეტთ

  • ჯონი

    იგრძნეს ბოლო ჟამის მოახლოება. მაინც რა არი ვაჭარი კაცის გული. )))

  • მადრიდისტი

    ამაზე კარგი ინფორმაცია დიდი ხანია არ გამიგია..მიხედოს თავის ბიზნესს შეგვეშვას

  • kaka

    ამატ ვერ გაუგებ რომ ჯიგარიხარ რამდენი მილიონი დახარჯე ვინ გიტხრა მადლობა ეგრეა ბრატ.................................

  • დათო

    სწრაფად დააჩქაროს რაც შეიძლება მალე მოშორდეს დინამოს დანარჩენი ყველგან წარმატებები

  • გიონატ

    კარგია, რომ დინამოს აკადემია საკმაოდ კარ ფეხბურთელებს ზრდის, მაგრამ ფაქტია რომ ფიფიამ 12 წლის მანძილზე სხვა ვერანაირ საგრძნობ შედეგს ვერ მიაღწია და ხეირიანად ვერც საკუთარი აკადემიის აღზრდილები გამოიყენა (მაგ: კვარა, ზურიკო, აზაროვი, მამარდაშვილი), ამიტომ რამე ნორმალური ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში კარგი იქნება თუ გაიყიდება

  • ამო

    როცა ხალხი დაინახავს, რომ დინამოს გვერდში დგომის აუცილებლობაა, ხალხი შეიძენს აბონიმენტს.

  • ნოდო

    თავმოყვარეობა რომ გქონდეს კლაქსვიკთან 1-6ს მერე დ-ზე რაც იწყენა იმ სიტყვებსაც აღარ იტყოდი არათუ სტადიონზე წასვლა :)

  • ჩემი ძმა

    ეგ აკადემია იმიტო გააკეთა რო ფული უნდოდა ბავშვებით ეკეთებინა კვარა მამარდა და დავითაშვილი გუნდიდან ისე გაუშვა ლარი ვერ აიღო პოტენციალი ვერ დაინახა. 11 წელია ვიღაცა პრარაბები ჩამოყავს და ფეხბურთელები არიანო 6-1 წავაგეთ ფარერებთან აზერები უკვე კონკურენტად აღარ გვთვლიან 3 მილიონიან ქალაქში 800 კაცი დადის სტადიონზე და დაუნახავი კი არა ეს რო წესიერი ქალაქი იყოს კოცონზე დაწვავდნენ ფიფიას 2013-2014ში.

  • გია

    ვერ ხვდება ეს ხალხი რომ დღეს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩამდები გიჟი ცოტა მოიძებნება

  • ბათუმის დინამო

    გუნდის კლავიატურით გულშემატკივრობა არ გამიგია, ფიფიას აგინებთ რო გკითხოთ კაცმა დინამოს დიდი გულშემატკივრები ხართ მარა სტადიონზე წლებია არ ყოფილხართ. ზოგი საერთოდ არ არის ნამყოფი, აქ კომენტარების წერას გირჩევნიათ თამაშებზე იაროთ და იქიდან უგულშემატკივროთ გუნდს და არა კლავიატურიდან.დ.დ.

  • ზურა

    ზოგი რა უტვინოა... მაგ საქმეს ის მოკიდებს ხელს ვინც იყიდის დინამოს! ორ კაპიკად არ გაიყიდება და მისაგდებად არავინ გადაიხდის მილიონებს!

  • w

    არ მეშლება პატარკაციშვილებისგან დინამო უფასოდ მიიღო

  • ქუთაისი

    ფიფია წადიო ეძახეთ და აჰა...თუ ეს ინფორმაცია სწორია...კარგი იქნება თუ მცდარი ინფორმაციაა...თუ მართლა ყიდის, ვინ მოკიდებს ხელს ამ ყველაფერს და რაც მთავარია საბავშვო აკადემიას?...ფიფია არი დღევანდელი ქართული ფეხბურთის ბურჯი...კიტეიშვილი,კვარაცხელია,დავითაშვილი,მამარდაშვილი,აზაროვი,ჩაკვეტაძე,ყველა ფიფიას აკადემიის აღზრდილია...და ბევრი ჩვენთაგანი, უმადური და დაუნახავია...

  • beqa

    ეგრე რააა მყიდველმაც იცოდეს რატო რას ყიდულობს რას ითხოვს ხალხი

  • bejo

    მადლობა ღმერთს ეგება ჩვენსკენაც გამოანათოს მზეეემ ... ფიფიამ თუ გაყიდა დინამო ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც დინამოს პრეზიდენია

  • არა რუსეთს

    უბრალოდ ევროტურნირებს სულ არეულობით ხვდებოდა.ყიდდა საუკეტესოებს ვერ იმატრბდა საჭირი ფეხბურთელებს და მწვრთნელების კორიანტელი ქონდა

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს

[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა

შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა

შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში

[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო

კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს

აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა

"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა