"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

სოსო
აგერ ლევანდოვსკი მიიყვანეს ბარსელონაში.უკვე ორი თამაში ჩაატარა და გოლი ვერ გააქვს,ჩვენთან კი,კვირას,საშუალოზე უფრო დაბალი დონის ფეხბურთელს მოიყვანენ და სამშაბათს,მისი დახმარებით,ევროლიგის მატჩში გამარჯვების იმედი აქვთ.
გუსანი
მოულოდნელი არაფერი მომხდარა, უფრო პირიქით იქნებოდა, რაა...საბურთალოს გასვლის იმედი გაქვთ? საიდან? მომატების პოტენციალი ჩვენს გუნდს აშკარად არ უჩანს. ასეთ შემთხვევაში აქ მინიმუმ 3 ბურთით უნდა მოგვეგო იმიტომ რომ მეტოქე ეტყობოდა მხოლიდ სავარჯუშოთ იყო გამოსული, მათ კი მომატების რესურსი აშკარად ეტყობოდა, მეორე საკითხია ბუქარესტში ამას როგორ მოისურვებენ....
ფეხბურთი
წაგება და თუნდაც დიდი ანგარიშით, პრობლემა არ არის. მთავარი არის , რომ ბათუმელებმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნონ რამოდენიმე წელი , რაც მოიტანს შეთამაშებას და სტაბილურობას, რომლის შემდეგაც ნანატრი გამარჯვებებიც მოვა. ერთწლიანი პროექტები არ ამართლებს, სულ რომ მესი და რონალდუ მოიყვანო იმ ერთ წელში, ყველაფერს მაინც დრო სჭირდება და ადაპტირება. ამიტომ ყველაზე მთავარია , ბათუმელებმა სტაბილურად ერთი და იგივე ბირთვი შეინარჩუნონ და ყურები არ ჩამოყარონ.
ზურა
100% ხო სულ ესე ვართ, რატო აქამდე არაფერ არ შეიცვალა?!
კახა ქ.
აუცილებლად ყველა გუნდს უნდა ყავდეს ფსიქოლოგი(რა თქმა უნდა ნაკრებსაც)ოღონდ ნაცნობი კი არ უნდა მოიყვანოთ,ან ისეთი,ლეგიონერები რომ ჩამოგყავთ,დაასაქმოთ და მუქთი ფული რომ აიღოს,არამედ ნამდვილი თავის საქმის მცოდნე,პროფესიონალი.
ზურა
ფედერაციას ვერაფერს ვერ გააუმჯობესებსო მაგის კომპეტენცია არ აქვსო, კი ბატონო, აგერ დაფინანსებაზე უარი თქვეს, კი ბატონო. მაგრამ ეს ფეხბურთის განვითარების ფონდში ყოველ წელს 37 მლნ. ლარს რომ ვიხდით რამე გაკეთდა? რას ხმარდება და რა კეთდება რაც ჩვენ ფეხბურთს გააძლიერებს. ანუ ზოგმა გამოცდილი მცველი გვინდაო, ზოგმა მეკარეო, არა მწვრთნელიო(ნუ ბათუმზე რომ ამბობენ), ეს პრობლემა ყველაფერი მოგვარებადია, მოუგვარებელი ზოგადად ეროვნული ლიგააა, მისი დაბალი დონე და მართლა არ ვიცი ვინ უნდა მოაგვაროს ეს, რა უბედურებაა მართლა. თქვან რამდენი წელია საჭირო სიტუაციის გამოსწორებამდე რა!!! ან რამე გეგმა, თუ ვინმემ იცით იქნებ დამაკვალიანოთ სად გავიგო, სად წავიკითხო?! ფედერაცია რა შუაშიაო, სპორტის სამინისტრო? აგერ ფეხბურთის განვითარების ფონდი ყოფილა 2016 წლიდან იქნებ ამათი მოსაგვარებელია?! ერთი პატარა ხელშესახები წარმატება ხო უნდა გვქონდეს?! დავდივარ სულ ნაკრების თამაშებზე, ევრო ტურნირებზე, ძაან იშვიათად ელიგაზეც(არაა ადვილი ისე მაგათი ყურება), მე მეტი არ მეხება და ვისაც მეტი მოეთხოვება ეგენი ვინ არიან??? რაგბი სულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კალათბურთი ევროპაზე, ამ ფეხბურთს რა ვერ დაადგა საშველი. შემძულდა 13 მაისის ხსენება უკვე. ვეტერანებს ჩემი Dიდი პატივისცემა ეგენი არაფერ შუაში არიან.
დათო
ფეხბურთს განსაზღვრავს საკლუბო ფეხბურთი. ვის რაში აინტერესებს სანაკრებო საქართველოს გარდა სადმე? გაიგეთ ყოველკვირეული საკლუბო ფეხბურთი უნდა იყოს თუ რამე გვინდა. რომც გავიდეს ეს ნაკრები სადმე, მერე რა? 3 თამაშს ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე? ან გვეყოლება რაღაც დონის კლუბები, ან მკვდარია ქართული ფეხბურთი და შევეგუოთ ამ აზრს
Daviti
როდესაც კარგად თამაშობენ აუცილებლად უნდა შევაქოთ მაგრამ პროფესინალებმა შეცდომებზეც უნდა მიუთითონ, მოგების დროს ნაკლებად მწარე იქნება და მომავალ თამაშებში რეალურად წაადგებათ. ჩვენი პრობლემა ჩემი აზრით სტაბილურობაა და არა მხოლოდ ფეხბურთში სამწუხაროდ. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს !!!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!!! ყველაფერი კარგად იქნება!
რუსლან
დაფინანსება გაზარდეთ ყველა გუნდში და ნუგაყიდიან გადაუხადონ ნორმალური ხელფასი ბობოლები რომჭამენ და ტრანსფერებით ჯიბეს რომისქელებენ რაცშეხება გეგუჩაძეს დაცვა გაძლიერეო დიდიხანია ეუბნება გულშემატკივაეი მაგრამ რასაძლიერებს კაციშვილმა არიციც
რეზო
მინიმუმ 2 კარგი კონკურენტი გუნდი თუ იქნა ქვეყანაშ, 3-4 წელიწადში პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანას გადავასწრებთ და ლიგაზეც ვიტამაშებთ. ამისთვის საწიროა: 1 ბათუმმა გააგრძელოს განვიტარება და გაძლიერდეს მაღალი კლასის ლათინოამერიკელებით 2 დინამო იყიდოს კალაძემ და დაისყოს " სოც-შეჯიბრება. იგივე გაკეთდეს. კონკურენციაში გაჩნდება შედეგიც, ორონდ ძლიერების კონკურენციაში. პ.ს. გუნდებმა ბირთვის შენარჩუნება უბდა უზრუნველყონ და კარგი იქნება თუ კლუბები აქციევს გაყიდიან და აქციონერ- გულშემატკივარს შეეძლება მიიღოს მის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა
მეკარე
არალი მასე
kaka
ბატუმი არ იმსახურებდაო იმსახურებდა კი არა ვაბსე სადა ბანაობდა ევროპა დზაან სორსარი ბრატ ერტი კაი მაგარი კაცი კი გეუბნებოდატ ეგრე არარიო მაგრამ არ დაუჯერეტ მაგას ვენაცვალე ქეც ქეც ..................
ზურა
რა ვიცი აქ ბევრი იძახდა მამარდაშვილს სჯობსო. შემთხვევითი არაფერია და იმიტომაცაა მამარდაშვილი იქ სადაცაა
რეზო
შეიძლება ცოტა აცდენილია თემას, მაგეამ წარმოიდგინეთ რომ მალე საერთოდ აღარ ეყოლება პარტნიორი, ვის უნდა ეთამქშოს? რა გინდ შლიერი ლეგიონერი ჩამოვიყვანოთ, უთამაშებელი არ ივარგებს, 1 წრე დასრულდა და ე-ლიგის 10 გუნდიდან, კრიტიკულ ზღვარზეა, უხ3ლფასოდ და სრი გაკოტრების პირასაა "თელავი", "გაგრა", "სიონი","ლოკომოტივი",
მიმინო
2ვე წაგებაში დიდი ბრალი უდევს მეკარეს.არ იცის კარიდან გამოსვლა,ითიშება ღამაშის დროს,გვიან რეაგირებს დარტყმულზე,მოგერიებაში სუსტია.მარტო სიმაღლე ვერ უშველის
შუმპეტერი
ბათუმის ამ ანგარიშით მარცხი წინა თამაშიდან გამოყოლილ ემოციებს შეიძლება დაბრალდეს, მაგრამ ეგ უარესიცაა და გამოდის არაპროფესიონალების ბანდა ყოფილა. დაცვის ცენტრს კი აკრიტიკებს უმეტესობა, მაგრამ ორი მაღალი და მძიმე ცენტრალური მცველი რომ ხშირად მოედნის ცენტრამდე ადის, მათ რომ ფეხბურთელები გაეპარება ფაქტია. მწვრთნელის შეცდომაა ეგ პირველ რიგში. ჯერჯერობით რაც ჩანს, გეგუჩაძე შეიძლება კარგია გუნდის ნოლიდან ასაწყობად, მაგრამ არაა საკმარისი ევროტურნირებისთვის. ჩემპიონატში არა მარტო ნორმალური ლეგიონერებია ჩამოსაყვანი, არამედ მწვრთნელების ჩამოყვანაცაა საჭირო. მაგალითად, ლეხს ნიდერლანდების და ბელგიის ჩემპიონატის გამორჩეული მწვრთნელი ყავს დანიშნული.
დათო
ნურავის ეწყინება და ჩვენს გარდა ყველამ ისწავლა ჭკუა, აზერებმა გააკეთეს ყარაბაღი, გუნდის მთავარი ბირთვი არის ლეგიონერები შემდეგ შეხედეს სომხებმა რომ აზერების პროექტმა გაამართლა და თვითონაც დაიწყეს ლეგიონერების ჩაყვანა ქვეყანაში, საიდან არ ყავთ ლეგიონერი ჩემპიონატში, ძალიან კვალიფიციურ სკაუტინგ პოლიტიკას ატარებენ. ჩვენ ვაწაძეთი გავაძლიერეთ გუნდი და გეგუჩაძეს რომ ეუბნებოდნენ რომ დაცვა უნდა გააძლიეროო ის პასუხობდა ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებულიო, რეალობის აღქმა არ აქვთ.
Qutaiseli
დავითაშვილი არ გყავთ,როგორ დაგორავდა გუშინ გენრიელი მძიმე წონოსანია,ან ორთვალით ჩამოსული მამუჩაშვილი მართლა ფეხბურთელი გონია მამუჩაშვილს თავი? დააჯდეს ისევ იმ ორთვალას რუთაც საბურთალომდე მოიყვანეს გაერთის იქ,კობახიძე კი გამორჩეულად გაურკვევლობაშია…
გიორგი
ამ უსაქმურებს და თაღლითებს მიაქვთ 500 მილიონი ხო. სამარცხვინო უსაქმური მუქთამჭამელები
ავაზა
ვითომ რატომ არ იმსახურებდა ბათუმი "ამას"?!.. წინა მარცხზე ვთქვი, "საშუალოზე დაბალი გუნდები იყვნენ მინდორზე". ახლა გეტყვით რომ ბათუმის "დინამო", უფრო კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, როცა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სსრკ-ს მეორე ლიგაშიც ჰყავდა უკეთესი ფეხბურთელები, ვიდრე ახლა ჰყავთ... ილუზია ნუ გვექნება და გული ნუ გვწყდება რომ ჩვენი გუნდები ასეთ დღეშია. როგორ არის, მოკლემეტრაჟიან მხ.ფილმ "ფეოლაში": "დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას", ჰოდა ეროვნულ ნაკრებს მივხედოთ ქართველებო, ეროვნულ ნაკრებს!..
ირაკლი
ერთადერთი ახსნა რატომ ტარდება საქართველოში სამოყვარულო (ოფიციალურად პროფესიული) ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში და რატომაც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ესაა ის, რომ აზიურ ტოტალიზატორებში მავანმა და მავანმა კარგი კუშები მოხსნას და შემდეგ გადაანაწილოს საკუთარ მაფიოზურ კლანში. სხვა ახსნა არ არსებობს, აბა მაყურებელი მაგას არ ესწრება და ევროტურნირებზე ჯგუფში გამოსვლა აუხდენელ ოცნებად რჩება ათწლეულებია. ფეხბურთი რომ უყვარდეთ მაგ კლანს, ფინასნურად გაჭირვებულ ნიჭიერ ბავშვებს სკოლებს შეუქმნიდნენ და აღზრდიდნენ, მაგრამ მერე ვინ უნდა ჩაიხრჩოს ფულში?
ახალგაზრდა ქართველები არ გვყავს თუ რა?!
ლიეუტუვის ჟალგირისის შემადგენლობაში,რომელმაც შვედური მალმიო დაამარცხა მხოლოდ ერთი ლიეტუველი იყო ძირითადში და ისიც მეკარე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია;)
ზურა
რა იქნება ხვალ და იგივე. პირველი იყო თუ ჯკანასკნელი? მოვა შემდეგი წელი და ისევ ავაგებთ ახალ ოცნების კოშკებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ...
დავით
გული მტკივა ამ დგეში რო ვხედავ ჩვენ გუნდებს მენეჯმენტის პრობლემა რობარი ვიცი მარა აი გულით რობარ თამაშობენ მაგასაც ვხვდები
beqa
1000% გეთანხმები
1.2.3.4.5.
ბავშვები ძალიან ნიჭიერები რო გვყავს და მერე ვინ ასწავლის ანტიფეხბურთს იმაზე არავინ ლაპარაკობთ და მერე ვხედავთ მოწინააღმდეგის ბევრად მაღალ კლასს, უფრო მაღალ სისწრაფეზე თამაშს და გვიან დაღლის გამო ნაკლებად დაშვებულ შეცდომებს და ბოლოს ყველას გამართლებას და ჩვენ ბავშვებს ისევ ანტიფეხბურთს ასწავლიან
ირაკლი
ფაქტია. რომ შედარებით ძლიერი ლეგიონერების გარეშე საკლუბო დონეზე წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნორმალური მენეჯერებია, რომლებიც მოახერხებენ აფრიკული თუ სამხრეთამერიკული ბაზრებიდან პერსპექტიული ფეხბურთელების მოზიდვას. არ ჩამოვლენ საქართველოშიო ნუ იტყვით. აგერ ესტონური პაიდეს აფრიკელი ლეგიონერები ერთი ტავით ჯობდნენ "დინამოსას". იგივე სომხური კლუბები ვნახოთ, ან აზერბაიჯანული. არ ჩამოუვარდება ბათუმი შესაძლებლობებით აზერბაიჯანულ კლუბებს ისე, როგორც ჩვენი ლეგიონერებიუ მათსას.
semi
თუ თავიდანვე ობიექტურად შეაფასებთ ჩვენი კლუბების დონეს ასეთი მარცხი მოულოდნელი არ იქნება. ატასი გადამეტებული შეფასება გქონდათ ჯურნალისტებს ბათუმის დინამოსი, ის რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველას უგებს ეგ არ ნიშნავს რომ ევროპულ კლუბების დონეს ქაჩავს. აქვე ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, არც აზაროვი, არც მამუჩაშვილი არც ჩაბრაძე არ არიან საშუალო ევროპული გუნდის დონის ფეხბურთელები. ამ ბათუმის დინამოდან მაქსიმუმ დავითაშვილი იყოს საშუალო დონის ზამენის ფეხბურთელი.
giorgi 12
ლეგიონერებით თუარ გაძლიერდა ჩემპიონატი არგამოვა რაფელი +ინფრასტრუკტურაა საჭირო.ავიტვისოთ აფრიკის ამერიკის ბაზარი ბევრი ძლიერი ფეხბურთელის პოვნაა შესაძლებელი ფიზ დონეც ასაწევია სულ რო კოტრიალობენ ყველა შეხებაზე
გულშემატკივარი
ეხლა კრიტიკა ყველაზე უფრო ადვილია, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ბათუმი სლოვანის შოკიდან უბრალოდ ვერ "გამოძვრა"! კიდევ ჩემს აზრზე ვრჩები რომ, ლეხი არაა ის გუნდი რომელიც ბათუმის დინამოს 5-0-ს უნდა უგებდეს.მთელი მიმდინარე ჩემპიონატის და გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ვწერდით რომ ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და აი ისიც.როგორ დავიჯერო ეხლა, ეს თუ რიგითმა გულშემატკივრებმა ამდენი ხნის განმავლობაში ასე დავინახეთ, გეგუჩაძემ არ იცოდა რომ აზაცკის და კობახიძის იმედად შორს ვერ წავიდოდით?ამხელა რესურსის და შესაძლებლობების მქონე გუნდისათვის რა გახდა 2 ნორმალური ცენტრალური მცველის შეძენა?კვირკველია აზერბაიჯანში გაიშვებოდა?
WTF
სანამ გუნდის მარცხს წინა თამაშის შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოსვლას დავაბრალებთ იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი. ეს რა შეფასებაა? რა შოკიდან ვერ გამოვიდნენ?, საბავშვო ბაღია თუ ინდური სერიალი?. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევრო ტურნირებისთვის არც მენტალურად და არც ფიზიკურად და ეს გრძელდება უსასრულოდ.
ზურა
რა იქნება ხვალ და იგივე. პირველი იყო თუ ჯკანასკნელი? მოვა შემდეგი წელი და ისევ ავაგებთ ახალ ოცნების კოშკებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ...
kaka
რისი გირსია აბა რაც ეკუტნოდატ ის მიიხეს დზაან სორს არიან რეალობიდან
anti
ყველა ქვეყანამ დაიწყო სამხრეთ ამერიკული დ აფრიკული ბაზრების აქტიურად ათვისება, გუნდში მინიმუმ 3 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ყავთ და ჩვენ რატომ გვეპაზორება? არის საქართველოში ისეთი ხალხი, რომელსაც შეუძლია აღნიშნულ ბაზარზე კონტაქტების დამყარება, გამოვიყენოთ ეს ხალხი. ევროპაში დაწუნებული ფეხბურთელებით რომ ვძლიერდებით, ეს ხალხი კარგი რომ ყოფილიყო და ევროპული დონე რომ გაექაჩათ აქ არავინ არ გამოუშვებდა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ბათუმი ვერ განვითარდება ისე თუ კონკურენტი არ ეყოლება რამოდენიმე კლუბი ჩემპიონატში, დონე უნდა აიწიოს კონკურენციით. დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, გორის დილა, ამ კლუბებმა ისეთი ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ რომ მინიმუმ ბათუმის დონეზე მივიდნენ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ლეგიონერების ხარჯზე და არა ერთმანეთის ფეხბურთელებით.
გიუᲨა
სამწუხაროა რათქმაუნდა მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა,იგივე ლეხმა ყარაბაღთან წააგო 1:5 რამდენიმე დღის უკან...ბატონო არჩილ!გაუშვით გეგუჩაძე უკვე დროა,უფრო სწორად დრო მაშინ იყო ჩემპიონობა რომ მივართვით ხოხბებს ხონჩით)
ტტტ
ნეტა მართლა კოშკების აგება და ნგრევა იყოს ჩვენი ფეხბურთის პრობლემა.
რაბუ
ჩვენი ქართველების დიდი პრობლემა არის რომ წინასწარ ვაგებთ ოცნების კოშკებს, სადღაც იქ მომავალში ვცხოვრობთ არადა რეალობა აქ არის და სხვაა. ევრო ტურნირებამდე რომ გეკითხათ მინიმუმ კონფერენსის ჯგუფს ითამაშებდა ბათუმი ყველას ასე გვეგონა და დღეს რა ხდება ?!!. ასე რომ არჩილ მაინც მგონია რომ სწორი გზით მიდიხარ და მომდევნო წლებში დადებ შედეგს, იმედია ფიფიასავით 10წელი და დაგჭირდება იმიტო რომ მისგან განსხვავებით გიყვარს ფეხბურთი და ახლოს ხარ გულშემატკივართან.
jordan beli
სუუულ ამ დღეში ვიქნებით სანამ ბავშვებს ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არ ექნებათ საშუალება ივარჯიშონ ფეხბურთზე.სხვა შემთხვევაში წარმატებები გვექნება მხოლოდ ძიუდოში,ჭიდაობაში,რაგბში,მკლავჭიდში,მძლეოსნობაში.არა გჯერათ?,,აგერა ვართ ჩვენ და აგერაა გერმანია"!
beqa
უფრო ღრმა ისაა რო უსუსტესი ჩემპიონატია 5 გუნდი მაინც უნდა იყოს პაიდეს დონის )) მწვრთნელებიც არაგვყვას მწვრთნელებსაც ჭირდებათ კონკურენტი რო გაიზარდონ. სანამ სწორი მენეჯმენტი და ლეგიონერები სხვანაირად არ მოიმატებს დონე
პატრიკ ვიეირა
სანიოლის ტიპის მწვრთნელები გვჭირდება კლუბებში
ვერის ბაღელი
ბოლოს ყველაზე კარგია - ოპტიმიზმის ტყვეობაში
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]