პირველი არხის გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი პარტია "გირჩის" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, იაგო ხვიჩია იყო. საუბარი ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას შეეხო:

"საქართველოში არსებობდა საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც ევროპალიგის ფინალურ ეტაპებზე, ფეხბურთი არ გაქვს...

ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ბოლო მოლოდინი მაშინ მქონდა, როდესაც ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ ეს თამაში კორონავირუსს შევწირეთ, გულშემატკივარი არ შევუშვით და ხვიჩა კვარაცხელია არ ვათამაშეთ... ეს იყო ბოლო თამაში, როდესაც ქართულ ფეხბურთზე ვიყავი – არადა, სულ დავდიოდი, ბავშვობაშიც, მერეც, ნაკრების თამაშებზეც. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს ფუნდამენტურად არ შევცვლით, ორიოდე ტალანტის იმედად ვიქნებით, არაფერი გამოვა...

ჩემი აზრით, უნდა შევქმნათ გარემო, რომ ფინანსურ "გენიოსებს" ფეხბურთში მოსვლა მოუნდეთ. დამენეჯმენტდება ეს სფერო და მოსვლის სტიმული ექნებათ. მაგრამ ჯერ მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. ადრე ქართული ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა და რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბელარუსებს, ბალტიისპირელებს ვამარცხებდით. იქ მთელი ერი იბრძოდა მოედანზე – ეს აზარტი საბჭოთა ფეხბურთის დანგრევამ გამოგვაცალა...

რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იმასთან უნდა გავაკეთოთ. თორემ თბილისის და ბათუმის "დინამო“ რომ თამაშობენ, ორივე ჩემი გუნდია და ეს აზარტი არაა."

წყარო: პირველი არხი

გიუᲨა
თასების მფლობელთა თასი აღსადგენია)))მერე ინტერტოტოს თასი))
Vasili
გადაცემას არ გიყურებიათ ალბათ თავიდან ბოლომდე, და ამდენს წერთ არაფრის გამო, არადა ეგ ბრაზილიაც ახაენა და წყალია, თავისი აზრი გამოთქვა , თავის შეხედულება, და სადღაც ლოგიკაც დევს მაგაში, არაფერი სისულელე არ უბოდიალებია / იყურე გადაცემას და იქ გაიგებს შენ კითხვაზე პასუხს/ თორე აქ ვიღაც გაგცემე პასუხს, რომელსაც თვითონაც არ ექნება ნანახი შენსავით
Ანზორი
კი მაგრამ ერთი შეკითხვა დაუსვით ვინმემ, ესპანეთს, იტალიას, დანიას, ჰოლანდიას...........არასოდეს მიუღიათ საბჭოთა ჩემპიონატში მონაწილეობა და რატომ არის მათი ფეხბურთი ასე განვითარებული? ბრაზილიას არასოდეს ჰყოლია მწვრთნელთა შტაბში ვინმე საბჭოთა მაგრამ 6 ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რატომ? რაებს მიედ მოედნებით? არ გრცხვენიათ? იქნებ შრომის მოყვარეობა ვასწავლოთ მომავალ თაობას!? იქნებ სჯობდეს საკუთარი დანაგვიანებულის გასუფთავება ვისწავლოთ ჯერ? ტალანტის დაწერს ვიღაც, თუ ტალანტს არ გაანვითარებ არაფერი გამოვა! სისულელეების წერას სჯობს საქმე აკეთოთ, ფეხბურთის განვითარებას ფინანსების ჩადება სჭირდება, მერეიმ თანხის რაციონალურად გამოყენება და არა გაფლანგვა! ფეხბურთი ცალკე ვერ განვითარდება, იგი ქვეყანასთან ერთად უნდა განვითარდეს........დღეს თუ ვინმე გამოჩნდა კარგი ფეხბურთელი არიქა იტალიაში უნდა გავყიდოთ! აწი ჩვენთან დარჩეს და ჩვენი გულშემატკივარი გაახაროს არ სჯობია?
პროფესიონალი
ახლა იაგო ხვიჩიას პირით შემოგვითვალეს სსრკ-ს აღდგენა. რუსები ჯერ ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ომის გამო დისკვალიფიკაცია აქვთ საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოებისგან.. აი რომ მოეხსნებათ დისკვალიფიკაცია მერე ნახეთ... ან რატომ უნდა იფრინოს ქართველმა ასე შორს სათამაშოდ გინდ ესტონეთში და გინდ ტოჯიკეთში...ნარკოტიკები ხომ ლეგალური გახადა ამან, ახლა რუსეთის იმპერიის საბოლოო აღდგენას შეუდგა.
bmb-ს
თეორიულად მასე კეთდება საქმე მარა აქ ისე ადვილად იღებენ ტრამვებს რო ურჩევნიათ სწრაფად და იაფად გაყიდონ თორე მომზადება რო იცოდნენ ყველაფერი სწორად გიწერია და დაამატე სპეციალისტები მოიწვიონ ვინც მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც მოგვიმზადებს და შედეგიც მაშინვე გაუმჯობესდება
გიორგი
ყბელაზე კარგი იქნება საქართველოს აზერბაიჯანის და სომხეთის ჩემპიონატები რო გაერთიანდეს ცოტახანში განვითარდება და მერე შეიძლება 2-3 ჩემპიონთა ლიგის საკვალიგიკაციოზე გავიდეს და 3-6 ევრო ლიგა და კონფერესზე უფრო მუღამი ექნება 20-22 გუნდიან ჩემპიონატს და ხარისხიც უეჭველი მოემატება
bmb
მართლა ბოდვაა რასაც ამბობს, რა საჭიროა სხვასთან მიტმასნება, ეს საქართველოა და არა რუსეთი, ბალტიისპირეთი ან შუა აზია, აქ ტალანტებითაა სავსე ქვეყანა, ამას სჭირდება ამ ტალანტების სწორი აღზრდა და განვითარება, როგორც ამას ჰოლანდია და მსგავსი ქვეყნები აკეთებენ, სად ჰოლანდიის ტალანტები და სად საქართველოსი, ჯერ მარტო ფიფიამ რაც გააკეთა: კვარაცხელია, დავითაშვილი, მამარდაშვილი, შენგელია, ნინუა....... აღარც მახსოვს უკვე იმდენი ტალანტი დავკარგეთ ჩვენი ჩემპიონატისთვის უაზრო სისტემით. ესეთი ბიჭები როგორც კი გამოჩნდებიან და უცხო ქვეყნები უწყებენ გადაბირებას, კაპიკებში კი არ უნდა გაუშვა, არამედ ხელფასი უნდა გაუზარდო, ერთად შეათამაშო 2-3 წელი და მერე გაყიდო ძვირად, 50-100 ათასი აქაც უნდა მისცე ფეხბურთელს და ის არსად არ წავა, გაიზრდება, დაღვინდება, გუნდიც გავა ჯგუფურ ეტაპებზე, ფული შემოგივა და მერე უნდა გაყიდო. ასე შენდება გუნდები, მაგრამ ფიფიას არანაირად არ ადარდებს ეს, მისთვის მთავარია, თუ გამოჩნდა მყიდველი, ეგრევე გაყიდოს, ეს არის რუსულად რომ ვთქვათ, მელოჩნიკობა. ყიდი კი არა შე კაცო, მიეცი ხელფასი, გაზარდე, გუნდი გააკეთე და მერე გაყიდე ძვირად, ფულიც გაცილებით მეტი შემოგივა და კლუბებიც გავლენ ჯგუფურ ეტაპებზე. მარტო მამარდაშვილის და კვარაცხელია ფასი 2-3 წელიწადში 100 მილიონს გადასცდება, თვითონაც რამდენს ზარალობს კლუბი და ჩვენ ხომ სულ ზარალში ვართ 30 წელია. იაგო ხვიჩია რამე ჭკვიანურს იტყოდა მეგონა ამ თემაზე, მაგრამ სრული აბსურდი შემოგვთავაზა, ეს წინადადება მაშინაა მისაღები, რომ ჩვენთან ტალანტების სიმწირე იყოს, მაგრამ ეს დალოცვილი ქვეყანა სავსეა ტალანტებით, უბრალოდ არასწორად კეთდება საქმე და ეგაა. ხელფასი უნდა მისცე მაღალი. თუარა გაქვს ხელფასის ფულიც, მაშინ შეეშვი ამ საქმეს და ვინმე ფულიანი გააკეთებს შენს მაგივრად.
გია
ბოდვაა.ევროთასებზე 14 ქვეყნიდან სამი გავა
Москва
გაზაევს დიდი ხნის ცინ უნდოდა ამის გაკეტება მაგრამ არაფერი გამოვიდა ამ ამ საკმიდან ასე რომ იაგო ეს საკმე არ გამოვა,ჯობია ჩვენი გუნდები გავაზლიეროტ და ხველაფერი კარგად იკნება,სხვა არ გვჯირდება
tngh
ძლივს საქართველოს პირველობა რაღაცას დაემსგავსა, და ეს ისევ სსრკ-ს მისტირის. აი შედეგი "პლანისა" და "ანაშისა".
mvx
შევძელი და თავიდან ბოლომდე ვუსმინე იმ დემაგოგიას, რასაც იაგო ხვიჩია ახმოვანებდა გადაცემაში. აბსოლუტური იდიოტიზმი! ეს კაცი არა თუ პარლამენტში ქუჩაში ,,ბირჟაზეც" კი არ არის გასაჩერებელი. წამყვანებს ვურჩევდი - ბატონებო (განსაკუთრებით, ბატონო ვოვა), ჩვენც გვაქვს ნერვები და ქართულ ფეხბურთს დემაგოგიის დრო არ აქვს. მოიწვიეთ ისეთი ხალხი, ვინც ნამდვილად ერკვევა ფეხბურთშიც და პოლიტიკაშიც.
რრრ
უკრაინიდან ზარია, რომ გაგახსენდა დნეპრი(2ჯერ), რატო გამოქრჩა? და მინსკის დინამო(1ხელ) გამო
კახა
მთლად გაუბერეს და ილუზიებში დაცურავენ, იგივე თბილისის დინამო საიდან იღებდა შევსებას ქვეყნის შიგნიდან იმიტომ რომ მონკუნენტუნარიანი შიდა ჩემპიონატი და მეტ ნაკლებად ნორმალური მწვრთნელები მუშაობდნენ მაგრამ როგორც გვჩვევია გაგვიჯდა ერთიდაიმავე სისტემით ავარჯიშებდნენ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს უკვე ჩამოვრჩით ბავშთა მწვრთნელების სრული ნოლი შემთხვევითი ხალხი ან ყოფილი ფეხბურთელები არანაირი განათლებით. და შედეგიც სახეზეა სანამ მწვრთნელების მიმართ არ იქნება მაღლი სტანდარტები და კვალიფიკაცია არაფერი გვეშველება ნახეთ 90% საბჭოთა მოძველებული სისტემით 2 წრე გავხურდით კარში დავარტყით კვადრატი და ორკარა ეს არი სულ ამით ვინდათ ევროპის დონეზე გასვლა და იქკიდე წარმატებები!?
იაგო
ეეჰ..ლეშენკოს ვეღარ ვამღერებთ , დავაგვიანეთ, მოკვდა საცოდავი
odala
ლიბერტარიანზმზე რადიკალური მედასავლეთეობა ნაკლებად თუ მოიძებნება და როცა ეს ტიპები ლაპარაკობენ უკვე ამა თუ იმ ფორმით სსრკ-ს აღდგენაზე, მიგვანიშნებს, რომ რამ გაქვთ გამოპროპაგანდებულ 'პატრიოტებს' გადასაფასებელი ;)
jiji
ბავშვებისთვის სტადიონები უნდა აშენდეს ყველა ქალაქში და მათთვის ვარჯიში უფასო უნდა იყოს.ღარიბი ოჯახების ბავშვები მასიურად ივლიან ფეხბურთზე და ტალანტებიც გამოჩნდებიან.არსებული სისტემით ვერასოდეს წარმატებას ვერ მივაღწევთ.
ქ. გ.
სსრკ-ს დროს ყველა კარგი ქართველი ფეხბურთელი დინამოში თამაშობდა. საზღვარგარეთ არ უშვებდენ. თან ქუთაისის ტორპედოდან გადმოიყვანეს გაბელია, კოსტავა, სულაქველიძე, შენგელია... ამიტომ დღეს ძლიერი ქართული კლუბების შექმნა ძნელია. მთავარია ნაკრებმა ითამაშოს კარგად. რაც მეტი წავა გუნდებში, როგორც მამარდაშვილი და კვარაცხელია, უფრო კარგი იქნება ნაკრებისთვის.
Gio-ს
ბავშვთა ფეხბურთს აქ არავინ მიხედავს იმიტო რო ჯერ საჭიროა უფასო გახდეს და ეს არ აწყობთ და მერე კარგი მწვრთნელები რო არის საჭირო ვერ მოიყვანენ და აქ ვინც ყავთ კი ვხედავთ რასაც ასწავლიან
ქ. გ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს თუ აღადგენთ, რუსების მონაწილეობა ასეთ ჩემპიონატში 100% გარანტირებული გექნებათ ერთ წელიწადში. ამიტომ "საბჭოთა კავშირის" ჩემპიონატს არა, არა და არა!!!
ავაზა
რა მოწიე ასეთი, ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ... საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო: მოსკოვის გუნდები - "სპარტაკი", "ცსკა", "დინამო", "ტორპედო"; ძირითადათ ესენი ხდებოდნენ ჩემპიონები. შემდგომ ამოიქაჩა უკრაინის გუნდები: კიევის "დინამო" და ლუგანსკის "ზარია"(იყო ერთხელ ჩემპიონი) და ჩვენი "დინამო"(ორჯერ ჩემპიონი), "არარატი"(ერთხელ იყიდეს ჩემპიონობა )))); ). დანარჩენი გუნდები, რომლებთანაც სათამაშოდ გვიწვევ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე, მიდი-მოდი გუნდები იყო... შეიძლებოდა სამხრეთ კავკასიის პირველობის ლიგის შექმნა, მაგრამ "თხა და მგელი" გვყავს, აზერები და სომხები. ასე რომ, ერთიც შეუკეთე და შენთვის დაბოლდი.

ხო მაგრამ როგორც თქვენ, მე და ნებისმიერ ადამიანს აქვს ფეხბურთზე აზრის გამოთქმის უფლება ისე აქვთ ამათაც. შეიძლება პოლიტიკოსად არ ვარგიან მაგრამ ფეხბურთზე აზრი ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს. მაგას ვერ დაუშლი. ჩვენ აქ ვაკომენტარებთ და ამათ უფრო მაღი ტრიბუნიდან აქვთ საშუალება თავიანთი აზრები გაავრცელონ. მთავარია ლანძღვა-გინება არ დაიწყონ და კორექტულად დააფიქსირონ აზრები ვისაც უნდათ

ფეხბურთზე სწორად მსჯელობს და მხოლოდ იმიტომ არ ეთანხმებით, რომ პოლიტიკოსად არ მოგწონთ? :)) ანუ ხო შეიძლება ვინმეს სასტიკად არ ვეთანდმებოდე მაგრამ რაღაც საკითხში მართალს ამბობდეს.
Gio
მერე იმ ლიგიდან ჩვენი გუნდები რო გამოვარდნენ, რისი შანსიც დიდია , ვის უნდა უყუროთ არარატი და ნეფტჩის?? ყველამ გვაჯობა უკვე პატარა მოლდოვამაც კი სხვებზე რო არაფერი ვთქვათ. ზადნით მიდის ქართული ფეხბურთი და არც ეშველება რამე სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ მიაქცევენ დიდ ყურადღებას
Modric
სულ ასეა საქართველოში. წაკითხულის გააზრება არავის არც შეუძლია და არც აქვს სურვილი. რა კომენტარებია. გაიგეთ რას იძახის? რამდენი წელია ქართულ კლუბებს არ დაადგა საშველი, არ გინდათ დაფიქრდეთ, რამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია? იძახის ადამიანი იდეას, გააზრება სჭირდება კარგად რასაც ამბობს. ფული რომ არ იდება ქართულ კლუბებში ხომ ფაქტია? რამ შეიძლება მოიტანოს ფული ფეხბურთში? ყურებადობამ, ინტერესმა. რა აინტერესებს ხალხს? სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თამაში და არა მაგალითად სამგურალის დამარცხება. საინტერესო იდეაა, ეს ან რამე მსგავსი, ზუსტად ასე ქენითო არ უთქვამს. არ გინდათ და ვუყუროთ როგორ ნადგურდება ჩვენი ჩემპიონი პოლონეთის არც ისე ძლიერი ჩემპიონატის ჩემპიონთან 5:0!
სიმართლე
რა მაინტერესებს, იცით? ამ ფუყე პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა რომ დაიწყეს ფეხბურთში (და სპორტში ზოგადად) ასე აქტიურად ცხვირის ჩაყოფა, მეტი საქმე არ აქვთ?! ჯერ თავის სფეროში გახდნენ წარმატებულები და მერე აფრქვიონ თავიანთი "ბრძნული" აზრები. ან ამ საიტის ადმინისტრაცია რატომ გახდა ეგეთი ყურადღებიანი ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ? არ ჯობია, სპეციალისტების ნააზრები დაწეროთ?!
Gio
არაკომპეტენტურობის ზეიმი ჯერ ერთი სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად არაა დროს ითამაშებენ უკრაინაში ომია და კაცმა არ იცის იქ როდის მოიცლიან ფეხბურთისთვია ბალტის პირეეთი ვერ გაერთიანდა რომ ერთი ლიგა გაკეთონ და საერთო ჩემპიონატზე ლაპარაკი ?? მთავარია საქართველოში გაჩნდეს 3-4 კლუბი საშუალო კლასის ევროპული გუნდის სტანდარტებით ბიუჯეტით ლეგიონერებით ინფრასტრუტურით და აშ და მერე შეიძლება გვეშველოს
კვარაისტი
წმინდა წყლის სისულელე
ქართველი
თუ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენითო თბილისის დინამო რა იყო. პირიქით "საბჭოთა ფეხბურთი" არ არსებობდა იყო რუსული ფეხბურთი და ქართული ფეხბურთი. მესხი მეტრეველი ყიფიანი პაიჭაძე თუ "რუსულ" ფეხბურთს თამაშობდნენ მაშინ რუსები რატომ ვერ თამაშობდნენ ეგრე, სად არის ერთი ის რუსი დამანახეთ ვინც ყიფიანივით ან მეტრეველივით აგორებდა ბურთს. კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვა არა #ის. ამიტომ ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს
G.LA
ეს რა გენიოსი ყოფილა ფეხბურთშიც, პოლიტიკა ხომ დახია კაი ხანია. სოფლის მეირნეობაში კოლმეურნეობა რომ აღვადგინოთ არაა?
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩემპიონატში სხვა რესპუბლიკების გუნდების მონაწილეობა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ფეხბურთის სათამაშოდ ალმაატაში და ტაშკენში წასვლა არავის მოუნდება მით უმეტეს კვირაში ერთი რეისი დაფრინავს. გამოსავალი კი ნამდვილად არის და მომავალში ამიერკავკასიის ჩემპიონატის ჩატარებაზე უნდა ვიფიქროთ და ყველა ქვეყნიდან ჩემპიონატში 5-6 - მა გუნდმა რომ ითამაშოს.
დინამოელი
ვეთანხმები იაგოს. უფრო მეტიც, მატჩამდე დინამოს ტერიტორიაზე გავმართოთ იარმარკები, შესვენებაზე კი სოფია როტარუ და ლევ ლეშენკო ვამღეროთ. P.S. ეს ფრიდონ ინჯიას შვილია? ძალიან გავს აზრებით
1.2.3.4.5.
ბოლოდან დაწყებას ჯერ ფეხბურთელების მომზადება ასწავლეთ მწვრთნელებს და მერე იფიქრეთ მომზადებული ფეხბურთელისთვის სად აჯობებს თამაში
სოსო
ისე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატი გაასწორებდა. ბაზარი არაა რუსების გარეშე
ილია
აუ ამან და მეორემ სულ გაუბერეს :@:@:@:@:@
რატი
ასტრალს გასცდა. :)
ზურას
რა სომხეთის და აზერების ერთობლივი ჩემპიონატი,მგელი და კრავი ერთად მხოლოდ იაღოველებს სწამთ.შენს რწმენას მიხედე აჯობებს და ფეხბურთს შეეშვი რაა
კინგი
რა მოწია ასეთი ამ ყველმა
საბა
ქვეყნებს ვისაც საბჭოთა ფეხბურთი არა აქვს ევრო შეჯიბრებებში წარმატებებს ვერ აღწევენ თურმე ამ ლოგიკით......აღარ ვიცი ვინ შევიცოდო, ის "გაჭირვებული უსაბჭოთოკავშირიანი" ქვეყნები თუ ეს გამჭრიახი პოლიტიკოსი :)

რას ეწევით თქვენ პატივცემულო? ეტყობა ძალიან მაგარია
შოდა
ხომ ვამბობდი, მომრავლდნენ გენიოსები!
მიხო
რაღაც ფანტასტიკის სფეროში გადავარდა პატივცემული
ზურა
ამას ვერაფერი საქმე ვერ გამოუჩინეს და სპორტის კომიტეტში ჩააკვეხეს,იქაც აზრზე არ ყოფილა! რა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რაებს უბერავ?
ზურა
კარგი იდეაა მე ვფიქრობ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენაც არაა საჭირო კავკასის ლიგა რომ შეიქმნას სადაც საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ ერთ ჩენპიონატში ეგეც საკმარისი იქნება ჩვენი დონის ასაწევად.
Tbilis
Gasulia etyoba
სოსო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად არ ითამაშებენ,რუსეთი არაო,უკრაინას ჩვენი თავი სად აქვს,ან საიდან უნდა იაროს და ვინღა რჩება?შუა აზიაში სიარულად ნამდვილად არ გვიღირს და ასევე ბალტიისპირეთში ევროპის გავლით ფრენაც,თანაც იქაური კლასის გუნდებთან,ფულის უფრო მეტი გადაყრა გამოვა.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს