ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი სტუმრობდა და "კვარას" ტრანსფერის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიური კლუბების ინტერესზე:

"პირველი შეკრება ხვიჩამ საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაატარა. აქებენ, ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება. კვარაცხელია ისეთი ადამიანი და ფეხბურთელია, ის ყველაფერს შეძლებს.

ვინ რას ამბობს, ეს ერთია, რეალობა კი ისაა, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ის შესწავლილი ჰყავდა "იუვენტუსსაც". გადაწყვეტილი იყო, კვარაცხელია ზაფხულში იტალიაში წავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არაფერ შუაშია. კვარაცხელიას მიმართ სხვა ინტერესებიც იყო, მაგრამ ჩვენ სწორება იტალიაზე გვქონდა. დაველოდოთ, მეორე შეკრებაზე რა მოხდება...

ამ წუთას ყველა საქმე გადადებული მაქვს, დავითაშვილისა და აზაროვის ტრანსფერებზე ვმუშაობ. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. მეც მინდა, მათ "არსენალსა" და "რეალში" ითამაშონ, თუმცა ეს ჩვენი ჩემპიონატიდან მარტივი არაა. ინტერესი სერია "ა"-ს გუნდებიდან არსებობს...

კობიაშვილმა ქართულ კლუბებთან დაკავშირებით ის თქვა, რასაც ხედავს. მან ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იცის. მას ეს ბოროტი განზრახვით არ უთქვამს, აღნიშნა, რომ არ ვართ მზად, ევროტურნირებზე ხალხი გავაგიჟოთ. ამას მეც ვეთანხმები... ბათუმის "დინამომ" თუ ასე გააგრძელა, ჯგუფში მომავალში აუცილებლად შევლენ...

ფოთის "კოლხეთში" ყველაფერი რიგზეა. ცუდია, რომ ისინი ახლა ეროვნული ლიგა 3-ში არიან, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება. მე ფოთთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, აქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი."

beqa
აფერისტი. უფრო ის თქვით კვარას გაყიდვიდან რამდენი დარჩა ბათუმს ?! მსოფლიოში ყველა კლუბში რუსეთის გარდა, გამჭირვალეა ფინანსები ჩვენთან გრიფიდ საიდუმლო ადევს რატომ?
მოსეხონელს
ხვიჩასაც მაგრად გამოადგა ბათუმი,მანდ ჩადგა ფორმაში და გოლების გატანა დაიწყო,რუბინში უჭირდა გატანა
გომორძგუა მარგალეფც
გასაგებია მაგრამ ახლა მას რუსეთის ბაზარი გამოეცალა ხელიდან და უფრო არის მოსალოდნელი მართლა გაიყვანოს ხალხი დასავლეთში,ხო უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა?☺️ მას ადრე ქონდა რუსული ბაზარი და გაცილებით მეტ ფულს შოულობდა რის გამოც იქ მიყავდა ყველა,მოკლედ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავდა და არა ფეხბურთელების დონეზე,ახლაც ასეა მარა უკვე სხვა ბაზარზე უწევს გასვლა სადაც ნაკლები ფული ექნება მარა მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს რაც შესაძლოა ზოგი ჭირი მარგებელიასავით გამოვიდეს სბოლოოდ...
qomahi
ეეჰ წელს იყო შანსი რომ 1 ეტაპი გაევლო ბათუმს და კონფერენსზე მაინც გავიდოდა დიდი ალბათობით.თავისთავად მეორე წელს არც დავითაშვილი იქნება არც აზაროვო და კიდევ რამდენიმე სხვაც და უფრო დასისტებული ბათუმის დინამო შეგვრჩება:(
patrioti
ვინმეს სჯერა ამ კაცის? მე - არა
ᲑაᲗუმი
შე ჩემისა აზაროვი და დავითაშვილი რო მიგყავს, აზაცკით შევალთ ჯგუფში?
მოსეხონელი
და რომც არ დარჩენოდა რაა?ჩამოვიდა კაცი უფასოთ დაეხმარა გუნდს ცალკე რეკლამაში ახლა ყველამ იცის საიდან მივიდა ნაპოლში.ზაგრების დინამოდან რამოდენიმე კაი ფეხბურთელი რომ წავიდა ახლ ტოპ 5თის გუნდებმა იციან რომ იქ კარგი ფეხბურთელბს ყიდვა შეილება.მაგრამ ბათუმს ფული მაინც დარჩებოდა საკომისიოს სახით:)
andro
ჯუღაევს გატანილი გოლები ყველა მოსყიდული მცველებით ჰქონდა,ღრუსეთის მოქალაქეა ეს ჯუღაევი და დღემდე ცივ ნიავს არ აკარებს თავის ბელად პუტინს..
გიო
კვარაში გადახდილი 10 მილიონიდან, ბათუმს რამდენი დარჩა?
ჟორა
წარმატებები ხვიჩას.მაგრამ ნუ ატყდება ეხლა ეიფორია...ბოლოს და ბოლოს მხოლოდ 10 მილიონად გაიყიდა.გადახედეთ ტრანსფერებს და ნახავთ ამ ასაკში ფეხბურთელი რა ფასად და რომელ კლუბებში იყიდება. ჯუღელს რაც შეეხება კი ეჭვი მაქვს რომ მაინც გარიგება მოხდა ისეთ კლუბთან სადაც "ატკატები" მოსულა და საეჭვო ფული ტრიალებს. ხვიჩა ერთ სეზონზე მეტი არ უნდა დარჩეს ნეაპოლში თუ მართლაც საფეხბურთო კარიერის გაგრძელება სურს და თუ მას საერთოდ ვინმე რამეს ეკითხება.
პროფესტო
ჯუღელს 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ჩემპიონატში! სანამ მასზე რამეს იტყვით მასზე მეტი გააკეთეთ ჯერ ქართული ფეხბურთისთვის!
ანდრი
'ძილეც' 'რაზბლატავალსა' :))
ანდრი
აქ თუ ვერ გაზარდე ბავშვი ბევრს როგორ წაიყვან? ხვიჩა ინდივიდუალური მოვლენაა. სისტემურად ბავშვებს თუ გაზრდი იქნებ ფეხბურთიც უკეთესი გახდეს ჩვენთან, და ფულიც აქვე დატრიალდეს.
ქ. გ.
ჯუღაევი არის მატყუარა. ომი და სანქციები რომ არა, ხვიჩა დღესაც რუბინში იქნებოდა.
ბეტანკური
ჯუღელი... იმედზე... ყველა სიტყვა მართალი იქნება 100%, უეჭველი გეუბნებით!
სოსო
ბათუმის დინამოში გადასვლა, ხვიჩასაც გამოადგა,რუბინში სეზონი რო დაიწყო ცუდ ფორმაში იყო და გულშემატკივარი მისგან გოლებს ითხოვდა,ირონიულად გოლ ნახევარას ეძახდნენ,ასე რომ ბათუმში და ნაკრებში ჩადგა ფორმაში
ჟორა გაბრიჭიძე
ბათუმიდან კვარაცხელია წაიყვანე, ახლა დავითაშვილი და აზაროვი მიმყავსო, ბარემ გეგუჩაზესაც მოუძებნე ევროპაში ადგილი და მთლად დაასახლებ ბათუმის დინამოს, ეს ხუმრობით. სინამდვილეში კი დიდებულ საქმეს აკეთებ ბატონო მამუკა, სწორედ ესაა ჩვენი გზა ფეხბურთი მწვერვალებისაკენ, რაც შეიძლება ბევრი ქართველი ევროპის ძლიერ გუნდებში და პარალელურად ნაკრებში. პარალელურად კი ბავშვთა და ახალგაზრდულ ასაკში ფულის ჩადება და ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა.
Skeleton
ომი გამო მოხდა, რომ ხვიჩამ ბათუმის დინამოში ითამაშა. ხვიჩას შეეძლო ზაფხულამდე დარჩენილიყო რუბინში, და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ ზუსტად ომის გამო და მისი ხალხის ნერვიულობის გამო (რათქმაუნდა არ ვგულისხმობ აგრესიულ და მაგინებელ ბრბოს) დატოვა ის გუნდი და უკეთესი პირობები ვიდრე მას საქართველოს ჩემპიონატში ექნებოდა, ჩამოვდა და ტრავმის რისკების ფონზე აქ ითამაშა, ცუდ მინდვრის საფარზეც მოუწია ბევრჯერ. ბოლომდე იბრძოლა და დაიხარჯა, ნაპოლიც ყველა მის თამაშს აკვირდებოდა. ჩვენი ჩემპიონატის დონზეც ასწია და ამისთვის გულშეატკივარს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ომი რომ არა შეიძლება ზაფხულამდე რუბინში ყოფილიყო და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შარშანდელისნაირი სურათი გვექნებოდა ყოველ წელს, გვეტყოდნენ მერე, მაინც არავის უნდა და ტყუილად შექმენით მისგან პელეო :) ნუთუ არ გახსოვთ შარშან რას აკეთებდნენ რუსები.
რრრ
ომი იმ შუაშია ჩემო მამუკა, რომ რომარა სანქციები რუბინი 18-20 მილიონის დამკლები არ იყო და მერე 10ზეც დათანხმა.
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა