გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი კიპერი გახდა და ეს ძალიან კარგია. ქართველი მეკარის პროგრესი მართლაც აღსანიშნავია. "ღამურები" ახლა საკონტროლო შეხვედრებს მართავს და შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ "მესტალიის" ბინადრების ახალი თავკაცის, გამოჩენილ იტალიელ ფეხბურთელ ჯენარო გატუზოს ექსპერიმენტები და გერმანულ "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით (2:5) მარცხი მაინც დამაფიქრებელია.

"ვალენსია" მუდმივი ცვლილებებით...

მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ნდობა სწორედ ხოსე ბორდალასმა გამოუცხადა, "ვალენსიას" ყოფილმა მწვრთნელმა გუნდს საკუთარი ხელწერა ვერ დაატყო. ვალენსიური კლუბში გამოკვეთილი არც ძირითადი შემადგენლობა ყოფილა და პრობლემები თითქმის ყველა რგოლში შეინიშნებოდა. თუკი ქართველი ფეხბურთელის კლუბი ესპანეთის თასის ფინალში გამარჯვებას მოახერხებდა, ალბათ, ბორდალასს კარისკენ არ მიუთითებდნენ, საბოლოოდ კი მათი გზები გაიყარა.

"ღამურების" უფრო წინანდელ თავკაცებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. გუნდის ხელმძღვანელობამ აქცენტი გამოცდილ და წარმატებულ სპეციალისტზე ისევ არ (ან ვერ) გააკეთა და გუნდში გატუზო მიიწვია. მას განსაკუთრებული შედეგები შვეიცარიულ "სიონში" (მოთამაშე მწვრთნელი), "პალერმოში", ბერძნულ "ოფში" (სადაც გიორგი ლორია თამაშობდა) და "პიზაში" არ ჰქონია. ფეხბურთელობისას მის საუკეთესო კლუბ "მილანში" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" 44 წლის იტალიელი ყველაზე სოლიდურად და შედარებით, დიდი ხნით მუშაობდა. ჯენარო ჯერ კიდევ საკუთარი სტილის ძიებაშია.

როგორი გუნდია?

გატუზომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად დაიწყო, ჯერ დორტმუნდის "ბორუსიას" (3:1) აჯობა, შემდეგ კი (2:0) - "სტ. გალენს". 6 დღეში 3 დაპირისპირება საკმაოდ ბევრია, თუმცა "შტუტგარტთან" შეხვედრამ ბევრი ნაკლი გამოავლინა.

როგორც ჩანს, გატუზოს თამაში 4-3-3 ტაქტიკით წარმოუდგენია. არადა, გუნდი 4-4-2 ან 4-5-1 ტაქტიკით გამოსვლასაა შეჩვეული და გადართვა მარტივი არ იქნება. იტალიელი ცდილობს, მისმა მეკარემ და დაცვის ხაზმა შეტევები მოკლე პასებით დაიწყონ და უკანა ხაზი მაქსიმალურად ზემოთ აწეული იყოს. ამავდროულად, "რინო" გარემარბებისგან დატვირთული სამუშაოს შესრულებას ითხოვს.

"შტუტგარტთან" ცხადი იყო, რომ დაცვის ხაზს სიახლეებთან ადაპტირება უჭირს, რაც მეკარე მამარდაშვილს პრობლემებს უქმნის - იძულებულია, კარი დატოვოს და თამაშში ფეხით ხშირად ჩაერთოს. ქართველმა მეკარემ სერიოზული შეცდომაც დაუშვა. შეხვედრების დროს "მამარდაზე" საკმაოდ დიდი ზეწოლა მიდიოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ტაქტიკას არ ვაბრალებთ, მაგრამ არც უმაგისობაა. მწვრთნელმა საკუთარი ხაზის გატარება უნდა სცადოს, თუმცა მისი გადაწყვეტილებები მაინც არსებული კონტინგენტის შესაძლებლობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

გავიხსენოთ "სტ. გალენთან" გატანილი მეორე გოლი და ამით გუნდის სტილს უკეთ გავიგებთ. "ვალენსიამ" საკუთარი ნახევრიდან ბურთი ოთხი პასით ამოიტანა, რის შემდეგაც სოლერმა გრძელი პასი მისცა მარკოს ანდრეს, მან კი გედეშს გაატანინა. გატუზო ბურთის ფლობაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ მას იმ ადგილებში აკონტროლებს, საიდანაც მეტოქეს საფრთხეს შეუქმნის. ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო, რათა ყოველივე მიმდორზე კარგად გადაიტანონ.

გვარდიოლას "ბარსელონას" ტაქტიკა იმას გულისხმობდა, რომ ბურთი მოწინააღმდეგის მოედანზე დაკარგვისთანავე მოეპოვებინა და ამით შეტევაში უპირატესობა შეექმნა, დღევანდელ "ვალენსიაში" კი მსგავსი შესაძლებლობების მოთამაშეები არ არიან. ესპანეთში ხუმრობით დაიწერა, გატუზოს გუნდს "ტიკი" აქვს და "ტაკა" არაო.

გაძლიერება და საკადრო რესურსი

როგორც ირკვევა, ჯენაროს აუცილებლად სურს დაცვითი სტილის ნახევარმცველი და ამ მიმართულებით მუშაობს. კიდევ ერთი სატრანსფერო მიზანი გარემარბს უკავშირდება.

ფაქტია, რომ იტალიელ სპეციალისტს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მის გეგმებს რეალობად აქცევენ. მამარდაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, არ გვსურს მაგალითი მაინცდამაინც მეკარეზე მოვიყვანოთ, თუმცა ზემოხსენებულმა გვარდიოლამ ჯო ჰარტი "სიტიდან" იმის გამო გაუშვა, რომ ის ფეხით ცუდად თამაშობდა და გუნდის კარი ამ კომპონენტში გამორჩეულ ედერსონს გაუღო. ამით იმის თქმა გვინდა, ჯენარომ ზუსტად უნდა შეარჩიოს ის ტაქტიკა, რაც მის გუნდს უკეთესს გახდის. გარდა ამისა, ე.წ. მეორე გეგმაც უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება კონტინგენტს - გასული სეზონიდან გამომდინარე, გაბრიელ პაულისტას თამაშზე დაცვის ხაზში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. "შტუტგარტს" ორივე გოლი კიდევ ერთმა ბრაზილიელმა, "ვალიადოლიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა, 25 წლის მარკოს ანდრემ გაუტანა, თუმცა მას "ასისტები" უკეთ გამოსდის. წელს უფრო მეტი დრო 19 წლის ამერიკელმა იუსუფ მუსამაც უნდა მიიღოს, ისევე, როგორც 20 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა კობა კოინდერმა. გონსალო გედეშზე კი ისევ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

უახლოესი გეგმები

რა თქმა უნდა, ასეთი მარცხი მოსამზადებელ ეტაპზე ჯობია, ვიდრე სეზონის დაწყების შემდეგ. გუნდმა გაძლიერების საჭიროებაც დაინახა. გატუზოს გამოსასწორებლად დრო აქვს.

"ლა ლიგის" ახალი სეზონი 14 აგვისტოს დაიწყება. მანამდე "ვალენსია" კიდევ 3 შეხვედრას ჩაატარებს - ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტთან", ვალენსიურ "კასტელონთან" და იტალიურ "ატალანტასთან". იმედია, ვალენსიელები და გიორგი მამარდაშვილი მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

მერაბი
ასე მგონია, გატუზო სეზონს ვერ დაამთავრებს, გაუშვებენ.
rable
თავიდანვე გამიკვირდა გატუზო ვალენსიაში. მართალია სკეპტიკურად ვუყურებ მის სამწვრთნელო საქმეს -წარმატებას ვუსურვებ.
ქართველი
ადრეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი. გატუზო არის არაპროგნოზირებადი პიროვნება, რომლის მთლიანი სამწვრთნელო ფილოსოფია აგებულია ემოციებზე შესაბამისად მსგავსი ტიპის ადამიანი მამარდას არ წაადგება და სხვა ტიპის მწვრთნელის მოყვანა ბევრად კარგი იქნებოდა მისთვისაც და ვფიქრობ გუნდისთვისაც
გივი
როგორც ტაქტიკოსი დილეტანტი ვარ, :) მაგრამ მიჭირს წარმოვიდგინო კარგ მწვრთნელად ფეხბურთელი, რომელიც ჩამშლელის ფუნქციებით იყო აღჭურვილი.
ბათუმი
გატუზო ვერაა კარგი მწვრთნელი-რაღაცას თავისას იგონებს და არ გამოდის.. იმედია მამარდაზე არ იმოქმედებს ცუდად გატუზოს ტიკი :))
ბექა
ვიცოდი რო გატუზო ყველაფერს აურევდა ვაკენსიაში!!
მამარდას ფანი
მეტი ასეთი სტატია! ჩვენც შეგვიძლია კარგად ვიმსჯელოთ და სხვას არ დაველოდოთ
მირიანი
ხელთათმანზე რა კარგად აქვს ჩასმული საქართველოს დროშა!
ბილი კოსტაკურტა
უფრო თვითონ გატუზოს უქმნის ეგ საფრთხეს. ოქტომბრამდე ვერ გაატანს. არ ყავს ვალენსიას მაგ ტაქტიკისთვის შესაბამისი უნარჩვევების მცველები და ყველა გუნდათ სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ორესინგის დროს
[VIDEO] ორი გაძევება - ხვიჩას პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ბევრს ყბედობთ" - გატუზომ ჟურნალისტს შეუტია
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
"ბარსელონამ" შესაძლოა, 35 წლის ივან პერიშიჩი დაიმატოს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
ქოქოსის წყალი დალია, შემდეგ კი... - გატუზოს რეაქცია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ [VIDEO]
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი