მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს.

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

ასეა ეს
100%
gg
წარმატებები და ამ ვაი ამ ურა პატრიოტებს არ მიაქციო ყურადღება ეხლა რომ გაახსენდათ რუსეთის აგრესორობა. სადაც ექნება სატამაშო პრაქტიკა და ვისაც მისი ეიმედება იქ უნდა ითამაშოს და არა ამ კლავიატურის ვირთხების ჭკუაზე იაროს. რუსეთი აგრესორი არის და იყოს მაგრამ რატომღაც ეხლა გაახსენდათ.მიდი ძმაო განვითარდი და ნაკრებში როდესაც გამოგიძახებენ თავაწეული გამოხვალ მოედანზე. ესენი კი ისევ კომპიუტერთან იქნებიან შემომჯდარები და საკუთარ წარუმატებლობის ბოღმაში ჩამხრჩვალებს სხვაზე ხელის შეწმენდას გააგრძელებენ. წარმატებები კარგი და მშრომელი ბიჭი ხარ
ქომაგი
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იმედი მქონდა ამ ბიჭის და ჩემი აზრით, მიაღწევს ყველაფერს რაც უნდა, თავს თუ არ დაზოგავს, შეუძლია დარჩეს მისთვის ასე საყვარელ კლუბში და საერთოდ რუსეთის მოქალაქეობაც მიიღოს. ასეთი უღირსი ადამიანი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო.

ალტ ინფოს ბნელ ნარატივში ვერ შემოგყვები. სად იყო ამერიკა, რუსეთს რომ მონად ჰყავდი, ეგ ამერიკის შედარება რაღაც ახალია? ისტორიის უცოდინრობა თავად გამოამჟღავნე, ამერიკას აქვს შენი ტერიტორიები ოკუპირებული თუ რუსეთს? მტრის არ მცნობი მოყვრის მგმობი გარეთ მხდალი შინ ძლიერი
მგელი
მე კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში რომ ასპარეზობდა იქიდან ვაკვირდებოდი და ვამბობდი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება თქო,ლუკა გაგნიძეზე ვიტყვი, იმას რომ მე მის მოსკოვის დინამოში თამაშს არც გავაკრიტიკებ და შეიძლება არც მომწონდეს ჩემს შეხედულებას მე დავიტოვებ, მაგრამ ერთს ვიტყვი კვარაცხელიას შემდეგ ეს მეორე ფეხბურთელია საქართველოში რომელიც მოვა დრო და დიდ სიტყვას იტყვის ფეხბურთში, მე ერთი მიკვირს რატომ აქამდე არ იძახებს ვილი სანიოლი მას ნაკრებში ძალიან მიკვირს
Gio
ისე ისტორია კარგად რომ გესწავლათ უკეთესი იყო და გარყვნილებას ხელს არ უწყობდეთ რუსი რუსიო რომ გაიძახით ამერიკა მეტი მკვლელია ვიდრე რუსეთი ესეც თქვით ბარემ
ვაჟა
თუ რუსეთსი უნდა ითამაშოს, მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმ უფლებას ვერავინ წაგვართმევს, რომ ესეთი ნაბიჯი ვაკრიტიკოთ!!!
ზურა
რუსეთი არის საქართველოს მტერი და სანამ ამ პოლიტიკას ატარებს იქამდე სულ მტერი იქნება და ზოგი ზოგიერთების მიკვირს ბოლო 4 თვეში რომ გაგიჟდით და გადაირიეთ და გადაურეთ ყველას ფეხბურთელებს მუსიკოსებს მოცეკვავებს და ა.შ ახლა რომ "შეგიყვარდათ" უკრაინა და უკრაინელები უკრაინაში ომი რეალურად დაიწყო 2014 წელს მაშინ სად იყავით ხმა რატომ არ ამოგიღიათ? 2008 წლის აგვისტოს მერე ტაშფანდურით რომ ხვდებოდით რუსებს პოლიტიკოსები ფირმები და ფიზიკური პირები ბინები რომ მიგექირავებინათ და ფული აგეღოთ მაშინ არ იყო მტერი?? იქედან გადმორიცხულ ფულს რომ იღებთ იქედან შემოსულ საჭმელს და სასმელს რომ ჭამთ მაშინ გავიწყდებათ რომ მტერია?? თქვენ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხუბრთელების და მუსიკოსების ლანძღვა შეგიძლიათ მარტო კომეტარებში ამ ბიჭს რას ერჩით პასუხი იმას მოთხოვეთ ვინც ამ გუნდში გაუშვა.

საკუთარ ქვეყანას რომ ომის დაწყებას აბრალებ ამხელა რუსეთთან ამას რა ვუწოდო არვიცი. 2008 წელს რომ თავი დავანებოთ და მანამდელ ისტორიას გადავხედოთ, როდის არ იყო რუსეთი მტერი? როგორი დამოკიდებულება არ ვცადეთ ქართველებმა, მონურიც, კუდის მოქიცინეც, აგრესიულიც მაგრამ მაინც საკუთარ პროვინციად აღგიქვამს და მაინც არ უნდა რომ დამოუკიდებელი იყო. საერთოდ არაფერ შუაში არ არიან საქართველოს მთავრობები რუსეთის ბოროტ პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ. ერთადერთი რაშიც დამნაშავე იქნებიან და კაცობრიობა არ აპატიებს არის რუსეთთან შეერთება და არა შებრძოლება. მე მირჩევნია საერთოდ არ ვიყო, ვიდრე რუსეთი გავხდე. რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას თუ დაპყრობილი ქვეყანა იქნები და კიდე იქეთ თავს დაიდანაშაულებ, უფრო უკეთესად რომ მოვქცეულიყავი არ "გამლახავდნენ"ო. ეს მონის მენტალობა როდის უნდა მოვიშოროთ. არ მსიამოვნებს ქართველი სპორტსმენები რუსეთში მაგრამ არც ვლანძღავ, პირიქით ვიცავ, მითუმეტეს ამ ბავშვებს ვისაც არაფერი დაუშავებიათ და შრომობენ თავიანთი საქმისთვის. ყველას თავისი გზა აქვს. უკეთესი იქნება თუ მანდ არ ითამაშებენ. ეგ პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, უბრალოდ ძალიან გთხოვთ რუსეთთან ომში საქართველო დამნაშავე ნუ გამოგყავთ. არ შველის ბაბაიას დაძახების პოლიტიკა. გაიგეთ!!
ქომაგი
რა გინდათ ამ ბიჭისგან აცადეთ ფეხბურთის თამაში ვინც ტერიტორიები დაკარგა და რუსეთთან ომობანა დაგეგმა ჯარს არ ვგულისხმობ მათ ყველაფერი გააკეთეს ომში და თავისი ქვეყანა დაიცვეს ბოლომდე მე მაქ ლაპარაკი ვითომ პოლიტიკოსებზე 2008-ში წითელი ხიდისკენ რო გარბოდნენ ომის მოთავეები ისინი არიან პატრიოტები არაა! ეს პატიოსანი სპორცმენი კი მართლა თავის ქვეყნის პატრიოტია და თავისი საქმით ამას დაამტკიცებს ისე როგორც ეს ხვიჩამ.

არ ვიცოდი უცენზურო და ბინძურ კომენტარებსაც თუ აქვეყნებდით :) მხოლოდ იმიტომ მომწონდა ეგ საიტი რომ ფეისბუქივით არ ყარდა.
Skeleton
მე ვერ გავიმეტებ ამ ბავშვს ბულინგისთვის და აგრესიისთვის, უბრალოდ ჩემთვის არაა სასიამოვნო, როცა ოკუპანტი ქვეყნის გუნდშია ქართველი ფეხბურთელი. პირველი წამოვიდა რუსეთიდან და ამის ფონზე ხვიჩას აგინებდნენ, ის წამოვიდა და შენზე პატრიოტიაო, ეს დაბრუნდა და ხვიჩამ კი სამუდამოდ დატოვა რუსეთი. კარგი იქნება თუ მალე წავა რუსული გუნდიდან ეგ ბიჭიც, ჩემი, როგორც ერთ ერთი გულშეატკივრის სურვილია ეგ და მაქვს უფლება ასე ვფიქრობდე. დანარჩენი თავად იცის. ვინც ფიქრობთ რომ უნდა აგინოთ და ლანძღოთ ბავშვი, ძალიან ცდებით და მოგიწოდებთ ეგ არ გააკეთოთ! ფრთხილად მოეპყარით თინეიჯერებს და მათ ფსიქიკას. რჩევა მიეცით და არავითარ შემთხვევაში არ გადათელოთ, ხვიჩასავით!
I
ბიჭოს რამდენი პატრიოტი ჰყოლია ჩვენს ქვყანას,აწი რარა გვიჭირს ჩემი დედა გაკერიათ 24 საათი პირზე და ვის რას ეუბნება ზოგზოგიერთი საინტერესოა.
ლუკას
შვილო ლუკა დედამ და მამამ არ გასწავლეს შენი ქვეყნის სიყვარული?თუ ფულია მთავარი.
სოსო
ადმინ,რასაც მცოცავი ოკუპაცია ამბობს,ვეთანხმები,მაგრამ როგორ ამბობს,ამას მნიშვნელობა აღარ აქვს?მაგაზე შეუდარებლად უფრო რბილ ტექსტებს ბლოკავთ და ეს რატომ გაუშვით?უხამსობა,სხვას რაღას ჰქვია?ასე არ შეიძლება!სხვაც მოინდომებს მსგავსი ლექსიკით წერას და რა გამოვა?ფეისბუკზე შესვლა აღარ მინდა,ამდენი ბილწსიტყვაობის გამო და ახლა აქაც იწყებთ?
გელა
პოლონელები მაგრათ ელოდებოდნენ ხოო შარშანდელივით რო სეზონში ორი თამაში ეთამაშებინათ მაგიტო ელოდებოდნეენ??არ ვამართლებ და არ ვიძახი რო უნდა დარჩეს დინამოში მარა არც ვამტყუნებ,,მისი წლოვანების ბიჭისთვის მაგ გუნდში თამაში დიდი პლიუსია და ვისაც როგორ ეცხოვრება და ვისაც როგორ წარმოუდგენია წარმატებისკენ სავალი გზა იმ გზას მიყვება,,ერთადერთი მინუსი ისაა რო რუსული გუნდია თორე,,ისე კი საკუთარ ქვეყანაში იმდენი მოღალატე და ჯაშუში გვყავს და მაგათთვის ვერ მიგვიხედია და სპორცმენებს კი წაუღეთ ტვინი,,სპორტია რა მაგ გუნდს გამოიყენებს ტრამპლინათ და ვსიო მორჩება,,ფაქტია სხვაგანაც სცადა მარა არ ათამაშეს ხოდა დარჩა იქ სადაც ათამაშებენ,,
zura222
ადმინებო კაცს ოდნავ უხერხული სიტყვაც რომ წამოსცდება ან წერტილებით დაწერს ეგრევე ბლოკავთ და საინტერესოა რატომ არ ბლოკავთ ამ ავადმყოფ საქონელს სხვავასხვა სახელებით ("qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos" და "მცოცავი ოკუპაცია") რომ წერს უხამს სიტყვებს ? წაიკითეთ როგორ მიმართავს ლუკა გაგნიძეს ???
კახა
მე მგონია რომ ამ საკითხს პრაგმატულად უნდა შევხედოთ,მოსკოვის დინამოს დონის კლუბში,თუნდაც შეცვლებზე, ბევრი ქართველი თანაც 19 წლის არ თამაშობს,ეს ბიჭი იქ გაიზრდება,ჩამოყალიბდება და თუ ჭკუით მოიქცევა უკეთეს ლიგაშიც გადავა. ნაკრებს კარგი ნახევარმცველი ეყოლება! რუსეთის ლიგას ვე შევადარებ კვიპროს,უნგერეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,პოლონეთს,სლოვაკეთს, გაცილებით ძლიერი ლიგაა! წარმატებები გაგნიძეს!
zura222
odala-ს მარტო ეგ რომ ოყოს რაღა უჭირს მაგრამ ხედაავ 16 მა მაგისნაირმა საქონელმა დისლაიქი დაგიწერა !
zura222
"კორბენა" გამოდი გიცანიით DD
zura222
ეეეე მე იმედი მქონდა რომ მოსკოვში დროებით დაბრუნდა სანამ ახალი გუნდი გამოუჩდებოდა და ეს რეებს ბოდიალობს @@
ირაკლი
რას უზიხარ რუსებს თაროს ანგელოზივით??უეფამ დართო ნება ლეგიონერებს დატოვონ ისევ რუსეთი, თან პოლონელები გელოდებოდნენ უკან რაკუვში
გიორგი
თუ სათამაშო დრო ექნება სტაბილურად მაშინ არა უშავს, იყოს იქ სადაც თავს კაგად გრძნობს. ჩვენი ფეხბურთისთვის მთავარია მისი პოტენციალი განვითარდეს პოტენციალი კი დიდი აქვს. მისი პიროვნული თვისებები, პოლიტიკური შეხეგემოვნება და ასე შემდეგ საბლოლოო ჯამში ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა, და სხვებს არ ეხება. წარმატებას ვუსურვებ თავისი საფეხბურთო ნიჭის განვითარევაში. ის ისევ ჩვენს ფეხბურთს უნდა გამოადგეს. მოდი, სანაიას და კომპანიას ნუ დავემსგავსებით)))
გიორგი
ღმერთო რა სიბნელეა! სკოლაში ისტორიას არ გასწავლიდნენ ლუკაა??
მავროდის
ბოდიში და სად თამაში? რუსეთის ლიგაში სადაც ნორმალური ფეხბურთელი არ დარჩა? რუსებსაც კი აღარ სჯერათ, რომ უახლოეს წლებში რაიმე ტურნირზე მიასუნინებენ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ლოგო კი აქვს ისეთი როგორც ჩვენ ასე რო ვთქვათ მესტნი დინამო თბილისი და დინამო ბათუმს . ეს ქვეყანა რო სახელმწიფო იყოს ორივე ეს რუსული გუნდი გაუქმებული უნდა იყოს. მაგრამ ქვეყანა სადაა . 80 % მეკარტოფილე გამყიდველია. და ზოგს ჯერა კიდე რო ესენი ქართული გუნდებია. ვაი თქვენ პატრონს უბედურს.
მავროდი
გაგნიძის წასვა და დაბრუნება რუსეთში აგენტის ბრალია პირველ რიგში.მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, მოწოლილი პატრიოტიზმის გარეშე, დინამო მოსკოვის შემადგენლობაში ყოფნა და გარკეული დროით თამაში პატარა ამბავი არ არის, ამ ასაკში. უახლოეს მომავალში პროგრესი ექნება და ნაკრებისთვისაც გამოდგება, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ევროპის ტოპ ლიგებში მოხვედრა ცოტა გაუჭირდება აწი.
ვენეციის კომისია
აუ რა სირცხვილია, პატრონი არ ჰყავს ამ ბიჭს?!
აბო
რა მოხდა მერე? ანზორა კავაზაშვილი გაგვეზრდება და ეგ არი.
odala
შენ თუ ოდნავადაც აზრზე იყო ან აფხაზეთში რა მოხდა ან 2008-ში მე ვიყო შპონკა :) და შენისთანები დაუწყებენ ვინმეს პატრიოტიზმზე ლაპარაკს. წადი 2 წიგნი წაიკითხე.
მცოცავი ოკუპაცია
დინამოს აკადემიაში პირველ რიგში რამე თუ უნდა ისწავლებოდეს მტრის გარჩევაა, ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ უხსენებიათ ამისთვის ოკუპაცია? როგორ მეიმედებოდა ეს ბიჭი და მეიმედება კიდევ, მაგრამ არ მესმის ქართველ ახალგაზრდას რას უნდა გპირდებოდნენ ისეთს ან რა დონის აგენტი უნდა გყავდეს რომ აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს და მცოცავი ოკიპაციის ფონზე შესისხორცებული არ გქონდეს ეს ყველაფერი, არ გესმოდეს უკრაინის სიტუაცია და აგრძელებდე რუსეთში თამაშს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ფიფა გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას თავი რომ დაახწიო რუსეთს და თავისუფალი აგენტი გახდე და მოეწო სხვა კლუბში. ასეთი ფეხბურთელების მიმართ სახელმწიფო რომ სახელმწიფოებდეს უნდა გადაიდგეს მკაფიო ნაბიჯი, მოკვეთა უ21-დან თუნდაც. ტეხავს და მოგიტყან იმედები ლუკა, როგორ გგულშემატკივრობდი დინამოს აკადემიების ასაკიდანვე, მაგრამ შენ ყლე მზედ გადააკეთე და რუსეთს დაუბრუნდი და მაგ გულით ვერ გაფრინდები შორს.
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
უცნობი ეშმაკი - მოდელირებული ინტერვიუ გილერმო ვარელასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი
ურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]