16 წლის ასაკში ყველას ეგონა, რომ "საუთჰემპტონის" აკადემიაში მოთამაშე დენი მაუნთინსი ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი იყო და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა მომავალი მას სულ სხვა რამეს უქადდა...

მის მიმართ ინტერესი ისეთ დიდ გუნდებს ჰქონდათ, როგორებიც "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "ვესტ ჰემი" არიან...

დენის მამა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: "ჩემი შვილი 12 წლის იყო, როდესაც "საუთჰემპტონის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალან ბალი მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ დენის მსგავსი ტალანტი 15 წელში ერთხელ იბადება.

ყურებს არ ვუჯერებდი... გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკეს "ჩელსის", "ვესტ ჰემისა" და "ტოტენჰემის" აკადემიებიდან, მაგრამ ბოლმა მირჩია, რომ ჩემი შვილი "საუთჰემპტონში" დამეტოვებინა.

სამწუხაროდ, მაუნთის დებიუტი "წმინდანდების" ძირითად გუნდში ვერასდროს ვერ შედგა, რადგან მან 17 წლის ასაკში მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც კინაღამ ინვალიდიც კი გახდა...

კლუბმა ის გაჭირვებაში არ მიატოვა და მკურნალობის თანხა დაუფინანსა, თუმცა ამის შემდეგ მისდამი ინტერესი აღარ ყოფილა, კარიერაც დაღმასვლით წავიდა და პრემიერლიგის კლუბებმაც გააცნობიერეს, რომ მას დიდ დონეზე თამაში არ შეეძლო.

19 წლის ასაკში ბიჭი მიხვდა, რომ ფეხბურთში მეტი არაფერი ესაქმებოდა. ამიტომ სერიოზულად ფიქრობდა პროფესიის შეცვლაზე.

ამაში მას მისი მეგობარი გოგონა დაეხმარა, რომელიც პორნოფილმში გადასაღებად კასტინგზე მიიწვიეს. თავად გოგონამ ვერ გაბედა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დენიმ, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში, გადაწყვიტა, თავი ახალ ამპლუაში გამოეცადა.

Daily Star-თან ინტერვიუში მაუნთინმა აღიარა, რომ თავდაპირველად ის კამერებთან მუშაობაზე ნერვიულობდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა რჩებოდა მხოლოდ ერთი რამ - როგორ შეეტყობინებინა ეს ამბავი მშობლებისთვის, რადგან ის მხოლოდ 19 წლის იყო...

როდესაც ეს ამბავი დედას უთხრა, ის შოკში ჩავარდა და მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლო ამ ამბის მიღება და გააზრება... მამასთან კი ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა... მან თავის შვილს უთხრა - "მიდი, შვილო, მიაწექი!".

ყოფილ ფეხბურთელს სასცენო სახელი Danny Boy შეურჩიეს. მან მალევე მიაღწია თავბრუდამხვევ წარმატებას პორნოინდუსტრიაში. ის აშშ-ში გადასაღებადაც კი მიიწვიეს წამყვანმა პორნოსტუდიებმა.

იქ 2007 წელს 23 წლის დენი დაქორწინდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორნომსახიობზე, ევა ანჯელინაზე. ერთი წლის შემდეგ კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.

"ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რას ვგრძნობ, როდესაც ჩემს მეუღლეს აქვს სექსი სხვა მამაკაცებთან, ვეჭვიანობთ თუ არა ერთმანეთზე?.. იცით, ჩვენ ამას მსუბუქად ვიღებთ... პორნოინდუსტრია ერთი დიდი მეგობრული ოჯახია, ამიტომ არავინ ეჭვიანობს. გარდა ამისა, ყოველ სამ კვირაში ვამოწმებთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობას", - ამბობს დენი.

წყვილმა 2009 წელს განქორწინების შესახებ გამოაცხადა. მაუნთმა განაგრძო პორნოფილმებში მონაწილეობა და საბოლოდ ის გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პორნომსახიობი დიდ ბრიტანეთში. თითქმის 600 ფილმში გადაღებამ მას 1,5 მილიონი დოლარი მოუტანა.

"ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ცნობილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი... მართალია, ინგლისის ნაკრების მაისურით გოლს ვეღარასდროს გავიტან, მაგრამ ამას წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

მაქვს დიდი სახლი, ვსადილობ რესტორნებში და "უიქენდებზე" ფეხბურთს ვინი ჯონსს, ჯეისონ სტეტჰემსა და სხვა ცნობილ ადამიანებს ვეთამაშები", - ამბობს დენი.

მარი
აუ, რა დონის არაკაცია, მეხი მაგასაც დაეცეს, მაგის მილიონებსაც და მაგათ მაყურებლებსაც.
გიორგი
ჟურნალისტები! გითხარით მე თქვენ წადით შვებულებაშითქვა :))))
კახაბერი
ფულზე და ,,ოქროს სარაებზე,, დაფეთებული ,,პოლიტიკოსებისაგან,, არაფრით განსხვავდებიან... მეტიც, ისინი პრასტიტუტკობით მხოლოდ თავიანთ თავს აზიანებენ თუ ახარებენ, თუ... და პრასტიტუტკა ,,პოლიტიკოსები,,- მთელ მოსახლეობას დასცინიან, ძარცვავენ, აღატაკებენ,ეცინიკოკოსებიან უკიდურესი ცბიერება, გაიძვერობა,თვალთმაქცობით ...თან ამ დროს რომ.,,ამტკიცებენ,,- ხალხს ,,უმტკიცებენ,, მხოლოდ ჩვენ ვართ ზნეობის მატარებელი,მორალის მქონე და პატრიოტები და კიდევ უნდა აგვირჩიოთ-ო და უწიგნურ ამომრჩეველს ძვალს რომ გადაუგდებენ და მით რომ აბრიყვრბენ (?!) რომელი უფრო ამორალურები არიან (?!).
გოჩა
პორნოგრაფია პროსტიტუცია იყო და არის ფულის შოვნის მარტივი გზაა მორალისგან თავმოყვარეობისგან და სულიერებისგან დაცლილი ადამიანებისთვის პორნო "მსახიობი" ჩვეულებრივ მეძავზე უარესიაა.
G.LA
ნიჭი არსად იკარგება. ფეხბურთში ვერქ, მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო მაინც გახდა თავის საქმეში. DD
მაინც
და რამდენმა დაგუგლა ნეტა ცოლის სახელი ჰაბზე?
გეგი
ტიპებს მეტის დაწერის ინტელექტი რომ არ გააჩნიათ.
შავი კაცი
ვახო არ ცალია ეხლა და მერე დაგიკომენტარებს და დაგეხმარება პირველ რიგში შენ!!! საერთოდ ასეთ დროს არ უნდა წაიკითხო და მსოფლიოც სწორ გზაზე იქნება შენთვის...
გივი
ზოგიერთი საფეხბურთო გუნდის თამაში იგივე პორნოგრაფიაა. :)
tngh
ვაი...
Superman
პორნო ფილმები კი მოგწონთ და ვიღაცამ ხო უნდა მიიღოს მონაწილეობა :)))
გელა
,,მიდი, შვილო, მიაწექი"! :დ
რეზო
მართლა მაინტერესებს, იმდენად ცოტაც გიხდიან, რომ რამით უნდა შეავსოთ? ასეთი სიბილწით? პ.ს. ერთ მეგობრულ ოჯახზე რა უნდა თქვა?
ვახო...
უფალო შენ გვიშველე! სად მიექანება მსოფლიო!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა