Crystalsport-ის youtube არხზე "საგოლე გადაცემის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...

ერთ წრეზე ვტრიალებთ... ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის "დინამო", ესე იყო ფიფიას "დინამო", "ამერი" და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო...

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი.

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...

მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა.

ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.

ციციკორე
მაგ გონორით საუბარს, ჯერ რაც დაწერე იმას გადახედე. გერმანული ფეხბურთი არაფერი ყოფილა და რაც გეგმა შეიმუშავეს, იმის მერე ამოუსუნთქიათ. ამას წერ ქვეყანაზე, რომელსაც ყველა დეკადაში მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის ოქრო აქვს მოპოვებული ან ორივე ერთად. მინიმუმ ფინალში მაინცაა განასვლელი.
T.q
შენ რა იცი ბიჭო მე რა როგორ მესმის ნუ ატყაპუნებ კლავიტურაზე ხელებს
Guja Kakhadze
სიმართლე არავის აინტერესებს თორემ ამდენი წლის განმავლობაში უცხოეთიდან ერთხელ მაინც მოიწვევდნენ ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს თანამედროვე ფეხბურთს ასწავლიდნენ და ისინი კიდევ ახალ თაობას ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ. ამიტომ გახდა საჭირო ფეხბურთში ბევრი ფულის ჩადების შემდეგ კიდევ უფრო მეტის ჩადება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ბევრად ჩვენზე ნაკლებ ბიუჯეტიანი გუნდები ბევრად უკეთეს შედეგებს დებენ და მხოლოდ ფულის სიმცირეზე აქცენტის გაკეთება გაუბედურებული ქართული ფეხბურთის შედეგს არასოდეს გააუმჯობესებს!
კინგი
თუ ქართულ ფეხბურთში ფული არ ჩაიდო,სანამ კვალიფიციურ უცხოელ ფეხბურთელებს არ მოვიწვევთ ყოველ წელს ჩავფლავდებით.რა ჯგუფი რის ჯგუფი.პირველ წრეს ვერ გავდივართ.მომავალ წელსაც იგივე განმეორდება,ისევ ფიასკო.ღრმა ჭაობში ვართ,საშველი კი არ ჩანს
აკო
უკაცრავად თქვენი პირადი აზრია ეს მარა სახელს რა მნიშვნელობა აქვს? ევროპაშიც არიან მსგავსი სახელის გუნდები, არ ბრწყინაბვენ მაგრამ ჩვენი გუნდებისთვის საოცნებო შედეგებს კი დებენ. ჯერ სხვა პრობლემები მოვაგვაროთ და სახელის შეცვლას ფურცელზე დიდი არაფერი უნდა.
ენძო
სანამ გუნდის სახელები- დინამო,ლოკომოტივი და ტორპედო მისაღებია საზოგადოებისთვის,მანამ ფეხბურთი ჩვენთან იქნება ისეთი როგორიც არის.მენტალურად ისევ იქ ვართ და ევროპას ძალიან მაგრად დავშორდით.ამიტომაცაა ბატონო ლევაბ სულ ერთ წრეზე რომ დავდივართ.
ციციკორე
როგორი მახინჯი სისტემაც მაშინ იყო, ისეთივე მახინჯი სისტემაა ახლაც. სახელმწიფოს რა ესაქმება კერძო კლუბების ფინანსებთან?! მარა, ვინც მაშინ ყვიროდა, ახლა დაძღა და რატომ ამოიღებს ხმას?! ეს ვეტერანებიც, ვინც ორ კაპიკს გადმოუგდებს, იმას უჭერენ მხარს. ესაა მთავარი პრობლემა და არა კუპატაძის შეცდომა ან ყბადაღებული ბავშვთა ფეხბურთი. სიცრუე, სიყალბე, მაამებლობა, კომფორმიზი ღუპავს ქვეყანას. ლევანსაც და ბიძინასაც, განა არ ესმით?! მაგრამ გადაცემაში მოიყვანენ რომელიმე ფუნქციონერს და მიდის ურთიერთმაამებლური ეპითეტების რახარუხი.
მითანა
ლაიქი დაგიწერეთ და ჩემი პოზიცია გამოვხატე მით...
SS-ს
აბა ვინაა შუაში?! მასე, კლუბებისთვის ფულის დარიგებაც არაა ფედერაციის საქმე, მაგრამ კი ურიგებს ჯიგრულ პონტში. შედეგი? პაიდე გაგდებს უკვე.
ციციკორე
შენ გეტყობა მაგრად გესმის ფეხბურთი. გერმანიას გეგმა შეუმუშავებია და სანამ გეგმას შეიმუშავებდა, არაფერი ყოფილა :) საწყალი გერდ მიულერი და უვე ზეელერი, საფლავში ბრუნავენ.
ციციკორე
მერე ვაფინანსოთ ბიუჯეტიდან ხო? თუ არ მოძებნიან დაფინანსებას, სულ 1-2 მილიონიან გუნდად დარჩებიან. გაუტკბათ ბიჭებს "უფასო" ფული. არაფერში, ის 2 მილიონიც ყოფნით. საერთოდ უნდა ჩაიხსნას საბიუჯეტო დაფინანსება და ბუნებრივად რისი თავიც იქნება, იმდენი გუნდი უნდა იყოს.
zaza
გოჩა! წერა თუ არ იცი და შრიფტის შერჩევა,თხოვე ვინმე და დაგიწერს ნორმალურად.აბდაუბდას წერ ვერ ატყობ?
გოჩა
კორუფცია არის და იქნება,გუნდებს უნდა ნორმალური მენეჯერები,გეგუჩაძე კარგი მწვრზთნელია,მაგრამ ამოწურა მაგანაც თავი,გამაგებინეთ ერთი რატომ არ შეიძინა ბათუმმა ცენტრალური მცველი,თუ დავაკვირდებით რეკოშეტებს,ყველა ვარდნაში, მცველის ვინმეს ახსოვს ჩივაძის ვარდნები პოდკატები არა იმიტომ,რომ თამაშს კითხულობდა და ზუსტად არჩევდა პოზიციებს ეს არის ცენტრალური მცველი,და არა პოდკატები ცენტრალური მცველი ესეიგი ვერ არჩევს პოზიციას და უწევს ვარდნები და გაწელვები და კი ბატონო მივიღეთ გოლები,კუპატახის ბრალი იყო?არავინ ამბობს ჯიღაურმა,რომ კუთხურზე გადააგდო კიარა კინაღამ მაყურბლები დაამარცხა ისე დაარტყა დააკვირდით მომენტს თავისუფლად შეეხლო აუტზე გადაეგდო,სპეციალურად კი არ გაუკეთებია უბრალოდ მეტი ტვინი არ აქვს,ფეხბურთელის აზროვნებას ვგულისხმობ,შტანგასთან არ იდგა ვინმე ბევრი გუნდი არ აყენებს შტანგასთან კავს,მაგრამ მეკარე აკონტროლებს,და ჰაიჰარად კუთხურზე არ უბაგუნებენ ბურთს დააკვირდით ჯიღაური პირდაპირ წინ.რომ ურტყამს.ტრიბუნისკენ გადააგდე.გვერდზე ამ ნიუანსებიდან შედგება ფეხბურთი?დაცვიდან ასვლის დროს თუ დარწმუნებული არ ხარ ცენტრში პასი არ შეიძლება ჩაჭრა და გოლია ეს არის ელემენტალური ასე მასწავლიდენ მე სხვათაშორის.დინამო ბათუმის ახალგაზრდულში.
ფეხბურთი
ტექნიკურ დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ქვეყანა კორუფციაშია გახვეული და სჭირდება ფუნდამენტალური მუშაობა ყველა სფეროს და მათ შორის სპორტს. როცა ავტომობილი დამპალია , მისი შეკეთება დროის ტყუილი ხარჯვაა, ამიტომ ჯობია ავტომობილი მოიშორო და სხვა იყიდო. ასეა სპორტშიც, კორუფციის ჭაობში იფლობა ყველაფერი და სანამ სუფთა ხალხი არ მოვა, მუდამ ერთ წრეზე იტრიალებს ყველა სფერო.
ვეტერანი
შარშანაც და იმის წინაც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: გამოაცხადეთ კონკურსი ახალ განვითარების კონცეფციაზე. მივიღებ მონაწილეობას და თუ გავიმარვებ სრული რეფორმა გატარდება. ერთ სპორტის ჩინოვნიკს გავაცანი, ფინანსური მხარე მიითვისა და 300 მილიონ ლარამდე გამოყვეს ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდი შექმნეს. მარტო მწირი ფინანსებით შედეგი არასოდეს არ იქნება. ერთ თაობაში 11 კარგი მოთამაშე იშვიათად გვყავდა. უნდა ჩამოვყალიბდეთ ძლიერი ეროვნული ლიგა გვინდა თუ ეროვნული ნაკრები. ორივე ძლიერი ინგლისსაც კი არ გამოსდის.ყველა ლიგა დასაშლელია და ნულიდან ასაწყობია ეს ნომერ პირველი სპორტბიზნესი. დანარჩენი კონცეფციაში.....
qomagi
კლუბებში დღეს ძირითადად მუშაობენ არაპროფესიონალები და შედეგიც სახეზეა,ანალიზი საერთოდ არცერთ კლუბს არც გარეთ და დარწმუნებული ვარ არც შიგნით არავის გუკეთებია,არავინ სუბრობს იმაზე თუ რა დემართათ,არასწორედ მუშაობენ ევროსეზონების წინ და ცოტა ადრეც, არავინ ზრუნავს კლუბებში იმაზე თუ როგორ გამოვიდნენ წარმატებით,მაგალითად ბათუმის დინამომ მოგების გარეშე დაასრულა ევრო სეზონი ამის მიზეზებზე ახლავე აქედანვე უნდა ლაპარაკობდნენ და ცდილობდნენ იმას რო იგივე გაისად არ დაემართოდ,იგივე თბილისის დინამოზე ითქმის, იგივე გორის დილაზე, გაყუჩდნენ ისე გეგონება მთები გადადგეს ევრო ტურნირზე,აგრეთვე არ არსებობს საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი რომელიც ამა თუ იმ გუნდის გამოსვლას შეაფასებს,ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვაქ ის შედეგი რაც გვაქ,მალე სან მარინოს გუნდებთან ვიქნებით უშანსოდ ასე თუ გაგრძელდა,ხო ისიც მინდა ვთქვა სპორტულ ჟურნალისტიკაშიც დიდი პრობლემებია,არ დაბლოკოთ ადმინ როგორც გჩვევიათ ხოლმე.
kaka
კომენტარი სადარი დდდდდდდდდდდდდ
kaka
დინამოსი რო იყავი არ გაწუხებდა ეგეტი იდეები
კოტე
ეგობარო 3-5 ათასი დოლარი სამ ჰა ოთხ კლუბს თუ აქვს, არაფერს ვიტყვი "ლოკოზე",ე-ლიგაში უმრავლეს კლუბებს, "თელავს","სიონს","გაგრას","სამგურალს" მაქსიმუმ 3 ათ.ლარი ქონდეთ ერთეულ ფეხბურთელებწ, საერთოდ კი 1500-2000 ლარი აქვთ,
დათა თუთაშხია
მოიცა, ლევან, შენ არ იყავი ფიფიას მარჯვენა ხელი დინამოში? გაგეკეთებინა, თუ რამე ისეთი იცოდი, ვინ გიშლიდა? ზოგადად ლაპარაკში რა ყველა პროფესორია ჩვენს ქვეყანაში, კონკრეტული გვითხარი რამე, თორემ სადღეგრძელოების მთქმელი, მათ შორის ფეხბურთის თემაზეც, არ დაილევა ჩვენთან არასოდეს. ისე, რჩევისათვის, ერთ რამეს გეტყვით - შეეშვით ამ საერთო ჭრილში ქართული კლუბების ევროთასებზე გამოსვლის შეფასებას. ან იმ ევროთასებზე რა დაგრჩენიათ, ან ჯგუფში რომც გავიდეს რომელიმე გუნდი, იქ რა უნდა აკეთოს, დაფიქრებულხართ? ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ასეა ჩვენი საქმე - ჩემპიონატში ყველამ იმ გუნდის პრობლემებში ჩაიხედოს, რომელსაც გულშემატკივრობს, თორემ "შიდა ჩემპონატს არ ვუყურებ" ფრაზით საკლუბო ფეხბურთთან რომ საერთოდ შეხება არ აქვს ადამიანს, მხოლოდ ის მოჩანს და იმ ევროთასებზე მოლანდებით ფიქრს არ ვეშვებით, რომლებზეც ჯერ არაფერი გვესაქმება. ვიდრე ამ საბჭოთა ფეხბურთის აჩრდილიდან არ გამოვალთ, არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი!
კახაბერი
და რომელ სპორტის სახეობაში გვაქვს საკლუბო ტურნირებში რ ა ი მ ე წარმატება (?!), ე.ი რომელი ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს წარმატებული-ხარისხობრივად დამაკმაყოფიბელი მაინც(?!) -მ ი ზ ე ზ ი - ერთადერთია- სუსტი-სახელმწიფო,სუსტი ეკო-კა,ე.ი ე რ ი ს სუსტი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო უპასუხისნგებლობა...ზოგადად ყველგან და ყველაფერში, შესაბამისად ს პ ო რ ტ შ ი ც,შედეგად არა კონკურენტული გარემო(!),მით... თუ წარმატება გვაქვს სპორტში, ქართველის ბუნებრივი ენერგია,ფიზიკა,გონიერება - ინდივიდუალური ბუნების გამო, რაც შეეხება გუნდურ სახეობებს -დ ა ს ა ვ ლ ე თ ი გვიმზადებს ბიჭებს,სპორტში დასავლეთ სამყაროსთან საჭირო მჭიდრო თანამშროლობით ჩვენი სპორტსმენების პასუხისმგებლიბა და პროფესიონალიზმი (რაგბი,კალათბურთი, ფეხბურთში,წყალბურთი) -სათანადო დონეზე გაყავთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს, და როცა იმ დასავლეთთან,ე.ი პასუხისმგებლობით სამყაროსთან სტრა-ლ პარტნიორობას დავიწყებთ,მათ გამოცდილებას მივიღებთ და შევქმნით თანამედროვე სახელმწიფოს,ე.ი.დავამკვიდრებთ დემოკრატიულ -სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემა- ინსტიტუციონალურ მმართველობას, მით სამართლებრივ გარემო-წესრიგს,მით მხოლოდ პროგრეს და წარმატებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს,რაც ეკო-კის სწრაფ განვითარას შეუქცევადს გახდის, და რისთვის ის დასავლეთი ყოველმხრივ მხარდაჭერას გვიცხადებს რეკომენდაციებით,ე.ი. გამოცდილების გაზიარებით...სპორტს- ეროვნული ჩემპიონატებს სწრაფადვე დაეტყობა და კონკურენტული განმტკიცდება,მით... რუსეთთან,მით უმეტეს-მტრულად განწყობილთან ( 250 წელია და უკვე 2-ჯერ რომ მოახდინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია,და 21-ე საუკუნეშიც-მე-3-ედ რომ ცდილობს) -კუდამოძუებული ყოფით,ვაჭრობით,მათი ტოტალიტარული,ან ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტენებით...სახელმწიფოს ვერასოდეს განვავითარებთ-განვამტკიცებთ, მით ეკო-კას ვერასოდეს ავაღორძინებთ,მით... და სპორტშიც (ყველა სახეობაში)- ეროვნულ ჩემპიონატების ხარისხით დარჩებით მუდმივ დაბალი, რეგრესირებული და უპერსპექტივო მდგომარეობით! არ იდემაგოგოთ ახლა-სახელმწიფო,პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა არის-ო (კრემლი და მათი ტროლების პროპაგანდა-,,მარატივი,, ), სახელმწიფოში შექმნილი ვითარება, ეკო-რი მდგომარეობა პ ი რ დ ა პ ო რ აისახება სპორტზე, და სპორტის განვითარებაზე, პირდაპირ კავშირშია.. ფაქტიც- დასავლეთის-დღესაც შუა საუკუნეების იმპერია- ღრუსეთის წინააღმდეგ სანქციებში სპორტული სამყაროც ჩაერთო..
პროფესტო
ბიუჯეტი რომ არ აქვთ შესაბამისი გუნდებს მაგაზე რატომ არ ლაპარაკობთ? 40 მილიონი ევრო აქვს წელიწადში ბიუჯეტი ყარაბაღს და ლიგაზე ვერ გადის ყოველწელს! 1-2 მილიონი ევროთი გინდათ სადმე გასვლა? სირცხვილია!!!
gio
123-ე წუთზე, რომ კუთხურიდან გოლს გაუშვებ მეკარის ბრალია, სად იყო გამოსული. შემდეგ თამაშში 5 გოლი გაუშვა და გადაწყვიტა მწვრთნელმა და გაუშვა რა.
SS
ეს დინამოში ხო მუშაობდა? რატო ვერ მიაღწიეს წარმატებას?! ესეიგი მაშინაც ხედავდა პობლემებს მაგრამ ჩუმად იყო
SS
კლუბების წარმატება არ წარმატებასთან რა კავშირია კობიაშვილი? კლუბის მფლობელია,სპორტული დირექტორი თუ მწვრთნელი
Ნიკოლოზი
უგვრძნია კაცს
T.q
კიი ზუსტად ამას იწერება გულშემატკივარიც კომენტარებში. ამ კაცის საუბარს პლიუს არანაირი ფინანსური მენეჯმენტი, არანაირი სპორტული მენეჯმენტი,არანაირი კვალიფიციური სკაუტინგი ადრეც დავწერე რომ ამ კომპონენტების სისუსტე ეტყობა კლუბებს რომ ამ რგოლებში სრული "დოყლაპიობაა" მოყავთ ვიღაცა საიდანღაც უხარისხო ფეხბურთელები და უხდიან იმაზე მეტს ვიდრე ქართველს. უნდა ვაღიაროთ ქართველებს რომლებსაც ხარისხი არ აქვს მანაც უნდა იცოდეს თავის წონა და ფასი სამწუხაროთ ვიღაცას გული დაწყდება ვიღაცა უკეთესი იქნება ასეა ყველა სპორტში. უნდა მოვიქცეთ ისე როგორც გერმანიამ გააკეთა თავის დროზე აწონ დაწონა მინუსები პლიუსები თავისი ფეხბურთის შეიმუშავეს სისტემა დადეს გეგმა ჩადეს ფული და დღეს არის ის გერმანია რაც არის თორე თავის დროზე გერმანიაც ისეთივე ძლიერი იყო ფეხბურთში როგორიც დღეს არის რაგბში არაფერი! დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთიც არაფერია! მწვრთნელების დონეც კატასტროფულად დაბალია სამწუხაროა მაგრამ ასეა.

და რისი ან ვისი ბრალიაო ქართული საკლუბო ფეხბურთის ჩავარდნაო, ვინმემ გაიგეთ, ვის აბრალებს?
გიო
საჭიროა ყველა რეგიონში შეიქმნას საფეხბურთო სკოლა ინტერნატები, სადაც ბავშვები ივარჯიშებენ, ისწავლიან, იცხოვრებენ ჯანსაღ წყნარ გარემოში და რაც ყველაზე მთავარია შესაბამისად გამოიკვებებიან. დღეს სპორტსმენი ბავშვის შესაბამისად გამოკვების საშუალება არა აქვს საქართველოში ოჯახების 95%ზე მეტს და რა შედეგებს ელით? ღარიბი ოჯახების ბავშვები ფაქტიურად განწირულები არიან წარუმატებლობისათვის. ის 250 მილიონი ამ აკადემიებზე უნდა დაიხარჯოს და არა გუნდებზე.
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო ლევან, რა საკლუბო ფეხბურთზე შეიძლება საუბარი, როცა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს 3-5 ათას დოლარიან ხელფასზე ათამაშებ და ნაკრების პირველ ნომერს 300 ათას დოლარად ყიდი.
როკო
როცა კობიაშვილი გყავდა მოწვეული და დავარცხნილ კითხვებს უსვამდი მაშინ უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი.
dato
ხან ერთს ამბობს ხან მეორეს, გარტყმაში არ არის ფეხურთის. საერთოდ ამას რატომ უსმენენ მაგასაც ვერ ვხვდები, საბჭოთა საიუზია რომ აზროვნებით და დამოუკიდბელად აზროვებას რომ გადაჩვეულია ხალხი მაგის ბრალია.
jordan beli
ეგ რაც ეხლა შენა თქვი დიდი ხანია ჩვენ ვიცით უბრალო ხალხმა.შენ ახალი თქვი რამე,ახალი ჯიგარო.უშენოდაც კარგად ვიცით რო სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ-გამოვლენ გუნდები, პირველივე წრიდან გამოვარდებიან და გამოხვალ მერე შენ და იძახი იმას რაც ეხლა თქვი.ყველას იქით მიგყავთ საუბარი რო მეტი ფული ჩაიდოს ფეხბურთშიო. ასე რო იძახით მე ვფიქრობ თქვენ ის გაინტერესებს რო მეტი ფული მოიტეხოს და სხვა არაფერი. სახელმწიფომ მეტი ფულით კი არ უნდა დააფინანსოს გუნდები,ისიც უნდა მოუხსნას რასაც აძლევს.სულაც არა მაქ სურვილი ამ პლანაქეშებს ჩემი გადასახადებიდან აფინანსებდნენ. გუნდები კი არ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ,საფეხბურთო აკადემიები უნდა დააფინანსოს რო ბავშვებმა ღარიბი ოჯახებიდან ივარჯიშონ ფეხბურთზე და აკონტროლოს ფინანსები ისე როგორც კონტროლდება რაგბში. აბა მერე ნახეთ რა თაობა წამოვა.სპორტში წარმატებას ახწევენ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. მეტი ,,დუხი" აქვთ იმიტომ!!! არა გჯერათ? ალილო და ხვალეო...
ზურა
შესაძლებელია საქართველოში კარგი გუნდის გაკეთება, გაცილებით ადვილი და იაფია ვიდრე აზერბაიჯანში და სომხეთში. უბრალოდ თავი ხომ მოგვაქვს ძაან მაგრებად და ერთი გუნდი ვერ შევქმენით რომელიც ამ კონფერენს ლიგაზე რომ მაინც ითამაშოს. სირცხვილი ჩვენ, უკუდო ამპარტავნები! ბოლო ათი წელი რომელი ქვეყნის გუნდი ვერ მოხვდა ევროტურნირებზე კიდე, ძაან საინტერესოა

ყველაფერი კუპატაძის ბრალი ნამდვილად არ არის, ამაზე უარესი შეცდომებიც დაუშვიათ უფრო გამოცდილ მეკარეებს, მაგრამ კუთხურიდან რომ გაგიტანენ გოლს მეკარის ბრალი არარის აბა მაყურებლის ბრალია?!
დააT
აბსოლიტურად ყველაფერში მართლია ლევან სალუქვაძე. თუმცა მის გადაცემა "ბურთი და მოედანი"-ში ერთიდაიგივე სტუმრები საქართველოს ჩემპიონატის ქებადიდებაში რომ არიან, ჩვენი ჩემპიონატის დონის მომატებაზე რომ საუბრობენ, რატომ არ ეკამათება ლევანი? ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატის ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე დაბალი დონისაა. ნოდარ ახალკაცი უმცროსის დროს მე დავდიოდი ჩემპიონატის თამაშებზე, იმ დროს ქილიკით გუბერნატორების ჩემპიონატს ეძახდნენ, იგივე ადამიანები დღევანდელ დონეზე ხმას რატომ არ იღებენ - ძმაკაცები დაუსაქმეს თუ ოჯახის წევრები?
tngh
ლევან!!! საქართველოსი კარგი კლუბის გაკეთება ძალიან ძნელია... თითქმის შეუძლებელია!!!
გუსანი
კონკრეტული ფეხბურთელი ამინდს ვერ შექმნის, მათ შორის ხვიჩაც. საფეხბურთო მეურნეობა უნდა დაიშალოს და თავიდან აშენდეს, მაგრამ ვინ იზავს ამას?, თავად ხომ არ წავლენ ,,,ბეღელიდან".... სტრუქტურული ცვლელებების გამოცდილება არის ევროპაში და გადმოიღონ რომელიმე -თუგინდ ბიუჯეტური მოდელი,
გელა
ლევან, ნუ დაემსგავსები ჩემს მეზობელ ვახო სანაიას!
juve
ბევრი დაიწერა და ითქვა მაგრამ კუპატაძე რომ იმ მომენტში სხვა პლანეტაზე იყო რად უნდა თქმა მაგას, ტიპს დაავიწყდა რომ მეკარე იყო.
exspert
საქართველო პორტუგალიაააა?
შავი კაცი
ზუსტად ეგაა რომ ჩვენს კლუბებს და ფეხბურთელებს შისი და სტრესი აქვთ მოწინააღმდეგესთან შერკინების..სულ იმას ვწერ კომენტარებში რომ ბაიერნიჩ რომ შეგხდეს 11 ფეხბურთელით თამაშობს როგორც ჩვენი კლუბი მაგრამ როცა ფრეზე ოცნებობ სულ დამარცხდები... ამბიცია უნდა იყოს გამბედავობა და სტრესის გარეშე თამაში უნდა ისწავლონ.. აი ნაკრებს შეხედეთ და ვილის სანიოლის სიტყვებს მას მოედანზე მოსაგებად გაყავს გუნდი და შედეგიც განსხვავებულია!!! თავიდანვე ქომაგის მწვრთნელის და ვაი ექსპერტების მოწოდებები რა იყო???? ხვიჩა გვინდოდა 1 თამაშით რომ თუ გავცდებოდით სლოვანს კონფერენს გავინაღდებდით..ეს სირცხვილია მეგობრებო ესეთი მიდგომა აი აქედანაა პრობლემა მენტალური... აბა ჯგუფური დაესახად მიზნად ფეხი არ აუკანკალდებოდათ სლოვანთან და ლეხთან!!!
იერემია
კრისტალისმთქმელი კაცი
ლევანი
დაქცეული ფეხბურთი, ყველა თავის გამართლებაზეა გადასული და ხალხს აბუჩად იგდებენ. მეკარეზე ჯოხის გადატეხვა ხომ საერთოდ, ლოგიკის ზეიმი. მართლა როგორ გაუშვეს კუპატაძე. მასეთი მიდგომა სპორტსმენებთან, ადამიანებთან როგორ შეიძლება. წლებია, რაც სისტემური კატასტროფაა ფეხბურთში და მოთამაშეებზე ტყდება ჯოხი. ვინები, რა გუნდები გავიდნენ, ტყუილად კი არ აღნიშნა. იმედია რაღაცა სასიკეთოსკენ შეიცვლება, თორემ ყოველ წელს ახალი სირცხვილის და იმედგაცრუებების წინაშე ვდგებით გაწბილებული გულშემატკივრები.
Givi
Bevrjer mitqvams da kidev gavimeoreb sanam ar gakontroldeba chvens qvekanashi rom fexburteli,mwvrtneli tu gundis prezidenti tu mflobeli da....ravi kvela debs tuara fsonebs totalizatorshi(tavis gundis wagebaze) manam araferi sheicvleba!!!!!!tu vtkui mashin vinmem axsnas paidestan dinamom ra qna tamashis bolos??? 3 goli gaushva gundisgan romelsac manamde karisken dartkma arcki qonda!!!!agar vambob wina wlebze saburtalo-ararati da kidev bevri daujerebeli shedegebi qartuli gundebis...
Gigi
კუპატაძის გამო შარშან თუ შარშანწინაც გამოვარდა ბათუმის დინამო. მახსოვს წინ იყო გამოსული და ლამის ცენტრიდან ბურთი თავზე გადაუგდეს. შარშან, წელს და სანამ უნდა გაგრძელებულიყო. როცა დიდი შრომაა ჩადებული გუნდში და ასეთი დეტალების გამო გამოვარდები საწყენია. ფეხბურთელი შეცდომებზე სწავლობს და თუ ვერ სწავლობს მაშინ რა ვქნათ? კარიუსი გაუშვეს და კუპატაძე ოქროს ზოდია? ასეთი ბელეტრისტიკა მაშინ დაგეწერა ფიფიასთან რომ მუშაობდი: პ.ს ისე, გეგუჩაძე როგორც სპეციალისტი, არც მე მომწონს.
დავით
ნუთუ ვერ ხვდებით რო ეს ყველაფერი სუყველას ბრალია აგერ შეხედეტ ყარაბახს 4.5 აზერბაიჯანელი თამაშობს და როგორ გუნდათ ჩამოაყალიბეს ამით ყველაფერია ნათქვამი ჩვენ არ ვართ პროფესიონალები და ვიბრალებთ გუნდში რო მოგყავს ფეგბურთელი 2 თავით უნდა სჯობდეს ქართველს ამათ ჩამოყავტ მოყვარული ფეგბურთელები და მერე ხან მეკარეს დააბრალებენ ხან მწვრთნელს მაფიაა ქართული ფეგბურთი
მიმინო
ლაშას ეშლება-- კუპატაძეს ერთ თამაშში შეეშალაა? მცველი რომ თამაშობს უკან მეკარის იმედათ ხომ უნდა იყოს.30 წელუ რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ ეგ სხვაა და კუპატაძე(არა მარტო) დაბალი კლასის მეკარეებია--ჩბენში არაა მეკარეების გაზრდის სკოლა.დავვა და თავდასხმა არის-- მეკარეების არაა და არც გაბელიაა ბუფონის კლასის.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება
"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე