ევროპის ტოპ ჩემპიონატები გრძელდება, დღეს 14 აგვისტოს, რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. რა თქმა უნდა, ლეგიონერებიც არ უნდა დავივიწყოთ, დღეს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს. გთავაზობთ შეხვედრებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

"ჩელსი" - "ტოტენჰემი" (19:30)

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. "ლონდონური დერბი" ტურის ცენტრალურ მატჩადაა მონათლული. ორივე გუნდმა პირველ ტურში გამარჯვებით დაიწყო. "არისტოკრატებმა" "ევერტონს" 1:0 სძლიეს, "დეზებმა" კი "საუთჰემპტონი" 4:1 გაანადგურეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე გუნდი გაძლიერდა. ანტონიო კონტეს გუნდმა "ინტერიდან" ხორვატი ივან პერიშიჩი დაიმატა, სავარაუდოდ, დღეს შედგება ბრაზილიელი რიშარლისონის დებიუტიც, რომელიც "თეთრებს" 50 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. რაც შეეხება ჩელსის, ტომას ტუხელის გუნდმა ისეთი ვარსკვლავები დაიმატა როგორებიც რაჰიმ სტერლინგი, კალიდუ კულიბალი არიან, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველი, მარკ კუკურელია, ესპანელის სანაცვლოდ ტოდ ბოელმა ფინანსები არ დაიშურა და 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბრაიტონიდან" გადაიბირა. გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვერდრაში 4 "ჩელსის" გამარჯვებით, 1 კი ფრედ დასრულდა, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ანტონიო კონტე ყოფილი გუნდის დამწუხრებას.

"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" (19:30)

"რეკორდმაისტერი" დამაჯერებლად იწყებს და კვლავ ბუნდესლიგის ფავორიტად მოსჩანს. პირველ ტურში "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" სტუმრად 6:1 გაანადგურა. იულიან ნაგელსმანის გუნდში დიდი ცვლილებებია, მატიას დე ლიხტი და სადიო მანე ახალ გუნდში მშვენივრად გამოიყურებიან, კლუბის მიზნები კვლავ უცვლელია, წარმატების მიღწევა ყველა ტურნირზე. რაც შეეხება "ვოლფსბურგს" "მწვანეებმა" სეზონის პირველი მატჩი ბრემენის "ვერდერთან" გამართეს და ფრედ 2:2 ითამაშეს. უკანასკნელად "ვოლფსბურგმა" "ბაიერნი" 2015 წელს (4:1) დაამარცხა. შეწყდება თუ არა უსიამოვნო სერია დღეს საღამოს ვიხილავთ, თუმცა "ალიანც არენაზე" 3 ქულის დაგეგმვა არარეალურად მოსჩანს...

"ვალენსია" - "ჟირონა" (21:30)

დღეს, ლა ლიგის პირველ ტურში, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ჟირონას" დაუპირისპირდება. ესპანური მედიის ცნობით, ჩვენებური ძირითადში დაიწყებს. სამწუხაროდ ქომაგების მოლოდინი არც ისე ოპტიმისტურია, რადგან ზაფხულში კლუბი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ხოსე გაია, საეჭვოა მაქსი გომესის მოედანზე ხილვაც. "ჟირონდელები" ლა ლიგაში ახლახანს აღზევდნენ და "მესტალიაზე" მოსაგებად გავლენ. ჯენარო გატუზო ეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დებიუტი 3 ქულით აღნიშნოს. უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს 2019 წელს დაუპირისპირდნენ, მაშინ "ვალენსიამ" 3:2 გაიმარჯვა. გიორგის თამაშს მოუთმენლად ველით.

"მიკულასი" - "სლოვანი" (20:00)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "სლოვანი" "მიკულასს" დაუპირისპირდება. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისის გუნდი მძიმე ბრძოლაში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა, ხასიათის გამოსწორებას საკუთარ ჩემპიონატში ეცდება. არახალია, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გუნდის მთავარი ლიდერები არიან, თუმცა ახლა, გიორგი ჩაკვეტაძეც მათ რიცხვში შედის. მიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა, ქომაგები გიორგის ამხნევებენ და "ჩაკვე" ფორმის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს. სავარაუდოდ, სამივე ქართველი ძირითადიდან დაიწყებს. შეხვედრის ფავორიტად "სლოვანი" მიიჩნევა, რომელიც სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხივე შეხვედრა "სლოვანის" გამარჯვებით დასრულდა.

"ფერენცვაროში" - "ფეჰერვარი" (22:00)

უნგრეთის ჩემპიონატში დღეს გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" მოქმედ ჩემპიონ "ფერენცვაროშს" გაეჯიბრება. ჩვენებური ბრწყინვალე ფორმაშია და გოლების გატანას განაგრძობს, ზივზივაძე საკუთარი გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. ამ სეზონში ბუდუს ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა და დღეს ყველაზე ტიტულოვანი უნგრული გუნდის წინააღმდეგ თავის გამოჩენას შეეცდება. "ფერენცვაროში" "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 2 ტურის შემდეგ, "ფეჰერვარი" მე-5 ზე, ხოლო "ფერენცვაროში" მე-7 ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება მასპინძლებს ეკუთვნით. დღეს ბუდუ ყურადღების ცენტრში იქნება და იმედია, ქართველი შედეგიანი თამაშით გაგვახარებს.

მიხაელ
პირადად მე ვუყურებ livetv.sx ზე . ძალიან დიდი არჩევანია ტრალსაციების . პ.ს. იმედი მაქვს არ დაბლოკავთ
მადრიდისტი
ბაიერნი-ვოლფსბურგს ვუყუროთ და რეალს არა?? )) გრანდებო.
გენა
უკრაინული სპორტული არხი sport 1 და sport2 აჩვენებს უნგრეთის ჩემპიონატს. მე სულ ვიყურებ კიშვარდას, ლომბარდ პაპას და მეზოკოვეშდის ფანი ვარ.
ილია
პატივცემულო ნიკალა არ გამოტოვოთო, რომ მოგვიწოდებთ სად ვუყუროთ უნგრეთის და სლოვენიის ჩემპიონატეს? ის კი არა სილკუნივერსალმა თუ არ გვისისხლა მამარდას თამაშსაც ვერ ვნახავთ.
კაპიტან გარდენბურგი
ფეჰერვარის თამაშს დრო არ აქვს ? :))
aleqsi
bravo zivzivadze
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კალანდაძე კარიერას უნგრულ "ფეჰერვარში" გააგრძელებს
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
"საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია" - ზივზივაძის ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად - ზივზივაძე გერმანული გუნდის ფეხბურთელია
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ზივზივაძე მალე შეიძლება პოლონურ გუნდში გადავიდეს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ნაკლებად სავარაუდოა "ფეჰერვარში" დარჩეს, კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ" - უნგრული გამოცემა ბუდუზე წერს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა