ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

• მასტერს

ორივე შეკითხვა რელევანტურია!

• გივი

სამი ძახილის ნიშანსაც ვერ შეხვდებით ქართულ გრამატიკაში.

• იბერია

რიტორიკული კითხვა - საქართველოს ნაკრების გარდა ყველა გუნდი ასე კარგად ისვრის სამიანებს თუ რაღაცას ვაკლებთ? რიტორიკული კითხვა ნომერი 2, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო - რატომ ავირჩიეთ ჯგუფში ესოდენ ძლიერი თურქეთი? თურქი გულშემატკივრების ჩამოსვლის გამო? იდეაში ფულის გამო?

• კახაბერი

ეეეე,იმაზე მეტად იფიქრე და ი ბ რ ძ ო ლ ე (თ) -მალე რუსული ენა -სახელმწიფო ენად არ გამოგოცხადონ იმ ღორებმა-ქართულ ენას- ძაღლების ენას რომ უწოდებდნენ ...და საქართველოში მასიურად ასახლებს - მანქურთების ,,ხელისუფლება,, (უკვე 140 000,24 თევერბლემდე 40 000 რომ იყვნენ)...სახელმწიფო ენის ცოდნასაც რომ არ თხოვს(?!), თორემ ჯერ უსახელმწიფოდ, მერე უსამშობლოდ დაგტოვებენ-დარჩებით.

კალათბურთი იქით იყოს და..... კომენტარებში ისეთი ქართულით წერს ზოგი დედაენა დაავაწყდება ადამიანს, ოთხი კლასის ქართული გრამატიკა არ ვიცით და მაღალ მატერიებზე გვაქვს პრეტენზია?! სირცხვილია!!!

• ისრულავეთ ბიჭოოოო

კი არ სროულობენ, სრულაობენ, ასეა სწორი, აპა რავა))))

• კახაბერი

გაიხარე-მაგ შინაარსის კომენტი მქონდა და დამიბლოკეს. ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ-განვამტკიცოთ მით ეკო-კა, მით მლრდობით დოლარი რომ ჩაიდება ყ ვ ე ლ ა ქალაქში ყველა სპორტის სახეობის განვითარებისათვის,ეეე, მერე გვექნება მ ყ ა რ ი , წარმატებული შედეგი... წარმატებული და მტკიცე სახელმწიფოს შექმნისათვის შესაბამისი მმართველობის პოლიტიკური სისტემით რომ შევქმნათ- შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე- პატრიოტი ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ,მისთვის ხელისუფლებების მუდმივი ცვლილებებით... და არა ფრთხალი ფულზე დაფეთებული, მით ცბიერი,ვერაგი და უტიფარი ვაჭრები,კარიერისტები, და მისთვის სრულიად ერმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ მუდმივ უნდა იბრძოლოს,მუდმივ ...და სპორტიც სერიოზულად განვითარდება-კონკურენტული შეიქმნება საქართველოს ყველა რეგიონში!

• რრრ

ბუჟანიშვილი ავსტრიის მოქალაქეა და როგორ მოიწვიონ გენიოსო.

• გულშემატკივარი

მოგესალმებით ყველას ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს დავამატებ ვისაც კალათბურთი გესმით როგორ გამართულად სროულობენ მათი კალათბურთელები სამიანებს წელში გამართული და სუფთა სპორტულად. აბა ჩვენები თუნდაც მ.აფენი იპარჭყება. ნუ ცინცაძეს რაც შეეხება მაგარი იყო ჩემი ტოლაა მაგრა დარბოდა პასიც მაგარი ქონდა მარა ა

• jigari

ისევ იმ მთავარ პრობლემასთან მივედით რასაც ფინანსები ქვია. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს ეკონომიკურად და ფინანსურად, მერე სპორტიც თავის ადგილზე იქნება და ესტრადაც და ა.შ. ამისთვის კიდე რაცაა საჭირო ჩვენ პირიქით ვაკეთებთ, სამწუხარო რეალობაა...

• მოქალაქე-ს

გაიღვიძებს და წამოარტყავენ ყურებში ზემოდან)))

• svano magarski

მაუკელაშვილი,ანდრონიკაშვილი,შერმადინი...დანარჩენი-ზოგი-დიდი-და-ზოგი-პატარა-ასოა...შენგელია-რას-იპრანჩება-ეგ-მაცინებს,რეებს-იგონებს,რა-ბურტებს-კარგავს,რატომ-არ-აძლევდნენ-დასწყსში-პასებს-მაუკელაშვილს-ეგა-და-ის-გამტამაშებელი-შლეგი-ამერიკელი...კაროჩე.-დარხეული-აქვტ-ამ-გადაძველებულ-ვადაგასულ-ტიპებს...ბეჟანიშვილია-ერტი-რატომ-არ-იწვევტ,განა-ბოლოთაშვილს-ან-ლონდარიძეს-არ-ჯობია?!ტიპი-კანადაში-თამაშობს,ნიჭიერი-კაცია,რატომ-არ-ატამაშებტ...მაგრამ-აქ-ბოისების-და-მცვრტნელტა-საბჭოს-გენიაშია-საქმე,ვაი-მაგატ-პატრონს-უყბედურს...

• f

მამუკელაშვილი სწრაფი კალათბურთის თამაშსაა მიჩვეული, აქ კი მუშტი, კომბინაცია, 24 წამი არ ყოფნით შეტევისთვის. საშინელ კალათბურთს თამაშობენ.

• მოქალაქე

სანიკიძე გაიღვიძე ნუ გვიცავს....

• ფსიქიატრიული კლინიკა #1

ინტერნეტი ხომ აგიკრძალეთ, საიდან დაპოსტე? სასწრაფოდ დაბრუნდი პალატაში

• კარგით რა

ჰო, მალავს ზუროსი, დღესაც დამალავს ბერძნებთან, ისიამოვნებს 50 ქულიანი სხვაობით. მერე ბითაძე გინდაც ჩამოვიდეს, ვისთანღა უნდა შეთანაშდეს, ირაკლი პაპასთან? კარგად მუშაობს რუსეთი, სრული ფიასკო გველოდება წინ. ამათ კვარას ვითომ კოვიდს და ცარიელ ტრიბუნებს არავინ აპატიებს. მოვა დრო და დაფქვავს მაია ცქიტიშვილი ყველაფერს, როგორც ეხლა ფქვავს გოგაშვილი. მანამდე მოგვიწევს ამათი სვარკის ყურრება.

თამაშს მალავენო?! თამაშის დამალვა თუ უნდოდათ საერთოდ ნუ ითამაშებდნენ ამ ტურნირს!!! ეეეეეჰ ეხლა საბერძნეთი ამოგვტენის კიდევ და ვინ იქნება შემდეგი?!

• აღშფოთებული ლიბერალი

იმიტომ გადავიდა ხვიჩა ნაპოლიში, რომ ნაკრების თამაშებზე არ ჩამოვიდეს? აი შედეგიც

• თენგო

მალავს მალავს ეტყობა ხომ ამბობდა ამხანაგურები შეიძლებ წავაგოთო, თუ ჯობია წავაგოთო დაცვას საერთოდ არ ათამაშებს!

• simartle

ტვინს ნუ გაბურღავთ სიმართლე თუ გინდათ აი ეს არის - სპორტი თუ გინდათ განვითარდეს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი სპორტი ყველაფერი თბილისის ბაზაზე არ უ და ხდებიოდეს. დიდ პატივს ვცემ ზაზა ფაჩულიას მაგრამ ბევრი მშობლისგან გამიგია და ასევე სხვა მწრვთნელებისგანაცმ, თუ ვინმეს ცოტა ნიჭი გამოაჩნდა სხვა გუნდებში სასწრაფოდ მიაქანებენ ფაჩულიას აკადემიაში. და ეს იგივეა რაც რაგბში კეთდება ლელოს მიერ. Pირდაპირ ეუბნებიან ნიჭიერის მშობლებს, თუ გინდა ნაკრებში ითამაშოს ლელოში უნდა გადმოვიდეს. დამიწყებთ ეხლა ხომ ხედავ იტალიას მოვუგეთ ლელოს გამო. იტალიასთან ნინიაშვილს რომ არ ეთამაშა ვერაფერს მოიგებდნენ. და ვერც პორტუგალიას მოუგებდნენ თამაში მანამდე. ყველა სპორტი უნდა განვითარდეს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მაშტაბით და ადგილობრივი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და ეს აწევს შეჯიბრების დონეს პატარებიდან მოყოლებული. ყველა ნორმალურ ქვეყანაშI საქართველოში ისევ საბჭოთა სისტემით მუშაობენ, ხრუშჩოვიდან მოყოლებული, ნეპოტიზმი ხომ უმაღლეს დონეზეა ისევ და ასევე ყურადღება რომ მიაქციონ ვინმეს ნორმალურად ხანდახან მშობლების ფინანსური სიტუაციაც თამაშობს როლს. საცოდაობაა იმდენ ბავშვს ეკაგება შანსი, ამის გამო ჯანმრთლი ორგანიზმში ჯანმრთელი სული ვეღარ ხარობს და შემდგომ ბევრი აჰყვება ძველბიჭურ ცხოვრების წესებს და ... დანარჩენი კარგად უნდა იცოდეთ საით გრძელდება... ფეხბურშიც გამოსასწორებელია მიდგომა. რატომ აქვს ზესტაფონს და სხვა გუნდებსაც ბაზები თბილისში და არა ზესტაფონში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ასე შემდეგ...პატრონი არ ჰყავს ქვეყანას და ცარიელია სოფლები და პერიფერიები და მერე გიკვირთ რატომ გარბის ხალხი უცხოეთში მონური სამსახურების ასაღებად, რადგან ეს სამსახურები არჩენენ საქართველოს ბლო 30 წელია... ვიღაცეების მოსაწონად არ ვწერ ამას არამედ რომ გამოპფხიზლდეს ქვეყანა და მთავრობა რომ ზის და მათ მიერ დანიშნული იდიოტები ზოგ ფედერაციებში და ყველგან

• Soso

რატომღაც მეც მგონია რომ მალავს თამასშს მეტოქე ვინც ნახავს ყველა მიხვდება რა სუსტად არი დაცული პერიმეტრი ყველა მაგაზე ააგებს თამაშს ევრო დაკეტოს ფარ ქვეშ დავანგრევთ ყველას

• გიო

დამიჯერეთ მალავს ზუროსი ნამდვილ ძალას ნახავთ ევროპაზე დავანგრევთ ყველას

• გოგა

ბავშვთა კალათბურთს შეხედეთ, u16,u18 ბ ლიგაში საუკეთესო 10-შიც ვერ შედიან, ა ლიგაზე საუბარიც ხომ არ არის სანამ ნეპოტიზმი იქნება და ნიჭიერი, მაგრამ უპატრონო ბავშვები დაიჩაგრებიან, არაფერი ეშველება კალათბურთს მწვრთნელების კომპეტენცია კრიტიკასაც ვერ უძლებს ფედერაციისთვის კი მხოლოდ ეროვნული ნაკრები არის პრიორიტეტი ბავშვთა კალათბურთი არც აინტერესებთ

• დო მაჟორი

იმედი მაქვს, რომ მოხერხდება ხარვეზების გამოსწორება! წარმატებები!

• გიორგი

ხმა ამოიღეთ სპორტულო ჟურნალისტებო !!! მივექანებით ქვემოთ , მწვრთნელი 0, მაკფადენი არ ვარგა გამოსაცვლელია. კრიზისია ნაკრებში ! მამუკელაშვილო მეტი მოგეთხოვება! ღმერთმანუ ქნას თოკო დაიტრავმოს მერე რას ვშვებით ?!! ერთი კაცი თამაშობს, აჰაა ორი შერმადინიც. დანარჩენები ფართხალებენ.

• Master

ან როგორ ადიან 80-90 ქულამდე,საოცრებაა.სამიანებს ესენი ვერ ესვრიან და საჯარიმოებს 50 პროცენტიანი სუზუსტით მხოლოდ.შეიძლება საკალათბურთო ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ერთი ნორმალური სამქულიანის ჩამგდები არ ყავდეს???კი ამხანაგურია და შედეგს ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს,მაგრამ ასეთი თამაშით წმინდა სათამაშო კომპონენტით მხოლოდ ბულგარეთთან ვიქნებით ფავორიტები.წარმომიდგენია როგორ გვეთამაშება ბელგია.მხოლოდ სამიანებს ისვრიან მეტს არაფერს გააკეთებენ...მიდი და მოუგე.ეს ბითაძე რა გახდა,დავბერდი და ვერ ვნახე სანაკრებო ფორმით ეს კაცი.შუშისაა?ალბათ ჯგუფიდან გავალთ სახლის და ემოციების ფონზე,მაგრამ მერვედფინალში,ემოციებისგან დაცლილი და ფიზიკურად გამოფიტული გუნდი შეგვრჩება ხელთ.

• Gia

Am tamashebidan shedegze araa aqcenti.mamukelashvili jdeba gundshi nel_nela.nu nerviulobt,yvelaferi kargad iqneba.zurosma icis tavis saqme.

ჯერ კიდევ როდის დაგიძახათ იპოლიტემ, ხვედელიძე, დაცვას მიხედეთ, დაცვას!!!

• Irakli Apkhaidze

სამარცხვინოები ხართ აგდებული და დამამცირებელი კომენტარების ავტორები. კომპეტენცია-0,ნამუსი -0, ბოღმა-100... სად შეძვრებით საინტერესოა, მსოფლიოზე რო გავალთ და ევროპაზე, ჯგუფში და პლეი-ოფში რო გუნდებს გავარღვევთ...

• ATP 16

რა ხდება ? რა ხდება და , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი დავიჭირე თოკოს იმ ცნობილ ჩართვაზე და გული დამწყდა (მიუხედავად მის მიმართ პატივისცემისა) , რომ ასე ესმით ის რეალობა , რაც ზოგადად კალათბურთში ხდება . მე გეტყვით რა ხდება , როგორც ზოგიერთები რაგბში გვაჯერებდნენ , რომ ჩვენი მთავარი იარაღი არის შერკინება და ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ , სამწუხაროდ კალათბურთი ზობ-ზოგიერთებს , არ უნდათ სისწრაფეზე აგებული თამაში , რადგან ნელი მაღლების "ფარქვეშითა" კალათბურთი აღარ იქნება წამყვანი და სტატუსის დაკარგვისა ეშინიათ . თანამედროვე კალათბურთი 1-2-3 და 4 ნომერზეც კი , ძალიან დიდ მოძრაობას და დინამიკას მოითხოვს . გინახავთ ბავშვთა კალათბურთში ვარჯიშებზე რა ხდება ? ვინც მაღალია , მარტო ფარზე შედის , ვინც დაბალია პერიმეტრიდან ესვრის . ყველგან ყველა ესვრის განურჩევლად სიმაღლისა .ბახტაძე რამდენჯერ დარჩა U-16 პერიმეტრზე , არც უცდია სროლა , ყველა ნაკრების ცენტრი ესროდა მაგ ასაკშიც კიი . დაამთავრეთ ცენტრების დომინაცია და მოძრავ და სწრაფ კალათბურთზე გადადით , სხვა შემთხვევაში გვეყოლება მხოლოდ ერთი მექულე და წაგებული თამაში , ეს სპორტი ვითარდება და დღეს რომ ჩვენ შანს ვუშვებთ ნიჭიერი ბავშვების დაკარგვით , 10 წლის მერე მივიღებთ მაგის უარყოფით სედეგს .

• აბო

ვერ გავიგე. ეს ზუროსი მწვრთნელია თუ მსახიობი? და ბითაძეს რა აქვსო?

• დააT

2 კვირაში შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, რაც არის ეს არის. გადაბერებული და შენელებული შუთერები + სათადარიგო სკამი სკამის შესავსებად. ხუთივე თამაშზე ვიყიდე ბილეთები და უკვე ვფიქრობ რომ ნერვები ამელეწება მაკფადენმა მოუკლო პერიმეტრიდან ზუსტ სროლებს, ბითაძე ან იქნება ან არა და თუ იქნება ფორმაში შესვლა ვერ მოასწრებს მე-5 ევრობასკეტი ჩემი აზრით იქნება ყველაზე სუსტი ევრობასკეტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში დადებითიც უნდა ითქვა. სამწამიანი ზონა ჩვენია და მეტოქეებს ევრობასკეტზე ამოვტენით

• სირცხვილი კატასტროფა

ესენი თუ თამაშს არ მალავენ ევროპაზე არაფერი გვესაქმება სამწუხაროდ!!! ცინცაძე არა სანიკიძეს და მარკოიშვილს დააწყებინეთ ბარემ ვარჯიში და დუდას სამქულიანებს დაველოდოთ კვარტალში ერთხელ... 21-ე საუკუნეში გუნდში ერთი !!! მსროლელი რომ არ გყავს რაზე გაქვს პრეტენზია?!

• მეიცა

ლონდარიძე ტაშს აღარ უკრავს რაღაც..რა ხდება ხო არ იცით??

• რავიცი რავიცი

კი მართალია ამხანაგური იყო მარა 2 თამაშში 100-100 ქულიაზე მეტის გაშვება დასაფიქრებელია,სამწუხაროდ ზოგიერთი მოთამაშე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს.

• ტატო

ცინცაძეს ვინ ლობირებს ამისთანა? არ შეიძლება მის მდგომარეობაში ( ასაკი, წონა) ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მნიშვნელობის დონეზე მისი მოედანზე გასვლა, თვითონ მაიც გადადგას ეს ნაბიჯი, უმაგრესი გამთამაშებელი იყო 7-8 წლის წინ.

• მ.m

როცა ეგ ტურნირი მოვიგეთ და მიფინ-მოვფინეთ გრანდები, ევროპაზე ჯგუფში ჩავრჩით. იმედია ახლა პირიქით მოხდება.

• odala

ტიპები გაბღენძილები თამაშობენ. დაიჯერეს, რომ რახან უმოტივაციო ესპანეთის მეორე გუნდს მოუგეს, მართლა ძალიან მაგრები არიან. ფაჩულია იყო ეგრე განსაკუთრებით მეორე ჩემპიონობის მოგების მერე. ახლა შენგელია დააბიჯებს ლეგენდასავით. ამათ ყველა გახევს თუ ასეთი მიდგომით გავლენ. ცინცაძეს საერთოდ რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში თუნდაც 10 წლის წინანდელი ცინცაძე იყოს. ზარალია ტიპი. ისე რომ დაფიქრდე, კომენტატორები ეგრე არ ბაქი-ბუქობენ? მაგარი ბაქი-ბუქა სასტავი ვართ :)

• ფირუზა

როგორვ ჰიმნს მღერიან, ისეც თამაშობენ. ზუროსი სუსტია და გასაშვები, ფედერავიაც უკან უნდა მიაყოლო. ბითაშე ნაკრებს არ უნდა გააკარო და მერე შეიძლება დალაგდეს რამე,

• SOS!!!

საჯარიმოდან ბურთს რომ ვერ ჩააგდებ, სამქულიანებს რომ ვერ ისვრი, ბიჭებო ნუ გეწყინებათ, მაგრამ მეტი ვარჯიში და მეტი მონდომება გმართებთ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. საქართველოს სასახელოდ გისურვებთ შემდგომ გამარჯვებებს !

• თენგო

რაღაც ხდება??? ზუროსი საერთოდ მოშვებულია??? ვითომ რაღაც ჩაიფიქრა??? თუ ჩააფიქრებინეს??? ყველაფერია მოსალოდნელი დღევანდელ სიტუაციებში?!

• სოსო

მოწანწალე ტურამ აჯობა,დაწოლილ ლომსო,ნათქვამია.გაჩერებული გუნდი,სროლებშიც რომ ვერ ვარგობს,რითი აპირებს გამარჯვებებს,ძნელი წარმოსადგენია.გასაგებია,რომ ვემზადებით,მაგრამ ის ნაკრებებიც ხომ იგივე შეჯიბრებისათვის ემზადებიან და იმდენი სხვაობაა ჩვენს შორის,რომ მათი აღმოფხვრა,არა მგონია მოხერხდეს.უკანა ხაზი ნამეტანი ცუდ ფორმაშია და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ნელი,პერიმეტრიდან ყველაზე ცუდად მსროლელი და ყველაზე ცუდად დამცველი ნაკრები.პერიმეტრს თავი გავანებოთ,ფარქვეშაც ისე თავისუფლად ვუშვებდით და იმდენი "ენდვანი"მივიღეთ,შეტევაში იმდენი ბურთი დავკარგეთ რომ კრიტიკასაც აზრი აღარ აქვს.შესაძლოა ესპანეთთან გამარჯვება ბევრს თავში აუვარდა,მაგრამ ეს ფაქტობრივად მეორე და თანაც შეუთამაშებელი ნაკრები იყო,რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა,ჩვენ კი,უკრაინასთან შერცხვენის შემდეგ,ბოლომდე დამუხტულები ვიყავით და ამის ხარჯზე შევძელით გამარჯვება.დღეს განწყობაც არ ეტყობათ ბიჭებს და ეგ არის კიდევ უარესი.

• ზურა

მარტო შენგელია ვერაფერს გახდება,ზუროსი ჯადოქარი ხომ არაა? მაკფადენმა მოიწყინა ნაკრები და სიცილ ხარხარით დარბის მოედანზე. სანაძეს რა ფუნქცია აქვს საერთოდ?

• გიორგი

რასაც ვუყურებ ინდივიდუალური შესრულება (თოკოს და შერმას გარდა) და ტაქნტიკური კომბინაციები აკლია გუნდს, ინდივიდუალურს ვერ გამოასწორებს, მაგრამ გათამაშების არ ცოდნა მთლიანად მწვრთნელის ბრალია, მსოფლიოზე თუ არ გამოასწორა ესკომპონენტი გუნდმა მაშინ ზუროსი გასაშვებია, ასევე კაი ლეგიონერი გვჭირდება, მაკფადენის დონე არასაკმარისია ლეგიონერისთვის.ზოგადად გურასპაულმა ბევრი გააკეთა, ეხლავიკქტორ სანიკიძე უნდა გამოფხიზლდეს, ზაზა დაეხმაროს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ გუნდი. ვიკა გულშემატკივარი შენგან მოვითხოვთ განვითარებას თუ არადა წადი , მარა ჯერ ადრეაწადის ძახილი, ველოდებით ნაკრების და ზოგადად კალათბურთის განვითარებას. ფულზე ნუ იწუწუნებთ, მიდექით მოდექით და მოძებნეთ სპონსორები, კაპიტალიზმია და არავინ მოგიტანთ ფულს ისე თუ არ დააინტერესეთ ბიზნესმენი თუ ვერ ახერხებთ წადით , სხვა მოახერხებს და ასე უნდა გაგძელდეს სანამ იდეალური გუნდი არ მოვა სათავეში.ისე როგორც კალათბურთელი მაგრად გაფასებ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

კატასტროფა!!! ევროპაზე არაფერი გვესაქმება!!!

• ლაშა

შემადგენლობის კუთხით თითქმის ყველაფერი ნოემალურად არის ბიჭებიც მოტივირებულები ჩანან და ასეთი რეგრესი რატომ აქვს ნაკრებს უცნაურია, ამას მიზეზი აუცილებლად ექნება და სანამ ოფიციალური თამაშები დაიწყება მანამდე უნდა მიაგნოს ზუროსმა. პ.ს. მწვრთნელმა უკეთ იცის მაგრამ დაცვის დროს მაღლებს პერიმეტრზე რატომ ვწევთ ვერ ვხვდები.

კი არ დამარცხდა წაასხა!!! არა დაცვა, არა პერიმეტრიდან სროლა(რეზულტატური) არა საშუალოდან სროლა, არა სტაბილური საჯარიმოდან სროლა, უაზრო შეცდომები და ბურთის კარგვა, რამდენი ჯარიმა ავიკიდეთ ე.წ. ენდ ვანით, ორ თამაშში ზედიზედ ჩაგვიგდეს 100-100 ქულა, ვისაც არ ეზარება ყველა გვიგდებს 3-იანს!!! სრული კატასტროფა!!! რა გვესაქმება ევროპაზე რისი იმედი გვაქვს?! ესპანეთთან ვითამაშეთ საუკუნის მატჩი?! ხვალ საბერძნეთი ამოგვტენის კიდევ და წავიდა ჰეეეეე!!!! 21-ე საუკუნეში ორს ვინ ჩივის და ერთი სტაბილური მსროლელი რომ არ გყავს რაზე გაქვს პრეტენზია?!

• ნოდო

თუ მალავენ ლოგიკურად ამხანასგურებიც რა საჭიროა უფრო დასვენებულები არ იქნებიან? ესპანეთთან მოგების შემდეგ ჯერ კიდე ცაში დავფრინავთ ხო შეიძლება ერთი თამაში მაინც ისეთი იყოს არ გვქონდეს მიზეზი იმისა რო დავმალეთ რამე

• დავით

დამაიმედებელი არაფერი ჩანს, სამწუხაროდ...

• zurosi

მაცალეთ რა ვიცი ჩემი საქმე მე ვიცი

დღეს მოედანზე იყო ერთადერთი თორნიკე შენგელია, მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ ასე უსუსტეს გუნდსაც ვერ მოვუგებთ. ვერ ისვრი და ვერ იგებ - აი ეს არის რეალობა. დაცვაში მაქსიმუმი რომც გაიღო, შენ სროლაში კატასტროფული მაჩვენებელი გაქვს და ასე მოგება გამორიცხულია ლ

• ირაკლი

ჩვენები თუ არ მალავენ თავის შესაძლებლობებს ძალიან ცუდად გვქონია საქმე!

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა

ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია