ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

შეფასება
საინტერესოა, რატომ მოხდა შეფასების მხრივ უფრო მეტი უარყოფითი, ვიდრე დადებითი? რა, ლეგიონერი აუცილებელია და ჩვენ, საკუთარი რესურსი არ უნდა გაგვაჩნდეს? მართლა ძლიერი კალათბურთელი რომ ჩამოვიყვანოთ, უამრავი თანხის გადახდა მოგვიწევს და არ ჯობია ჩემპიონატის დონე ავამაღლოთ და აკადემიები გავაკეთოთ? არცერთი თავმოყვარე ნაკრები არ აიყვანს ლეგიონერს და ეს თუ ვინმესთვის უარყოფითია და სკ შერიფის მსგავსად გვინდა კალათბურთის მშენებლობა აფერუმ ჩვენ!
რრრ
ვერ ვზრდით ბევრ საჭირო კალათბურთელს საქართველოში და რა ქნას ზუროსმა გამოჩეკოს?
პაატა
რომ წერთ ზუროსი კარგი მწვრთნელიაო, ორი სამი არგუმენტიც იქნებ მოაყოლოთ! წლებია ნაკრები შეტევაში მწირი კომბინაციებით თამაშობს… დაცვაში კიდევ არასტაბილური გამონათებები გვაქვს…. გასაგებია რომ მაღალი დონის შემსრულებლების დეფიცი გვაქვს, მაგრამ ცინცაძის და ბყრჯანაძის პარკეტზე ბოდიალით მაგ პრობლემას რომ ვერ გადაჭრი ეგ მაინც ხომ უნდა ესმოდეს მთავარ მწვრთნელს?! ამდენი თვე რას აკეთებდნენ?! რას ქვია შენგელიაზე იყო აწყობილი თამაშიო?! რომელი უნივერსალი შენგელიაა მაგაზე რომ დაკიდო მთელი თამაში?! დაწერეთ აბა რითი არის ზუროსი მაგარი მევრთნელი და რატომ აქვს პრეტენზია რომ ჩვენ ევროპიველიბის პირველ სამეულში უნდა შევსულიყავით!!!
ჟორა გაბრიჭიძე
თუ იცით ისეთი ნორმალური ნაკრები, რომელსაც სამქულიანების და საჯარიმოების სროლაში 50%-ზე ნაკლები შედეგი აქვს. მაშინ გაიხსენეთ ის თამაში, როცა ჩვენს ნაკრებს აასეთი და უკეთესი შედეგი ჰქონდა და ჩვენ ის შეხვედრა წავაგეთ. კალთბურთელი თუ კალათში ბურთს ვერ აგდებს, ასეთ გუნდს რომელი მწვრთნელი უშველის? მერედა ზუროსის ბრალია, რომ ნაკრების წევრი კალათში ბურთს ვერ აგდებს?
რომბი
მერამდენე თამაში წააგეს ზედიზედ......
tngh
მიუხედავად უამრავი შეცდომებისა, რომ არა გოგა ბითაძის ტრამვა... მაინც გავიმარჯვებდით... სამწუხაროდ, ეხლა ჯგუფიდან გასვლა ურთულესია. მადლობა ბიჭებს!!!
გიორგი
მეორე ტაიმში დაცვა დავალაგეთ, მაგრამ შეტევაში დასრულების პრობლემა გვაქვს. არ მოძრაობენ, მარტო მაკფადენი და მამუკელაშვილი დარბიან და ქმნიან სივრცეებს, გაიყოლებენ მოწინააღმდეგეს და სხვებს ეძლევათ სროლის საშუალება, მაგრამ ვერ აგდებენ ბურთს. საჯარიმოებში ხო კატასტროფული პროცენტი გვაქვს, სამიანებში უარესად კატასტროფული. მოკლედ დარბაზში როცა ხართ სროლაზე ივარჯიშეთ, მიზანი გაისწორეთ და თამაშებსაც მოვიგებთ.
ლაშა-ს
კალათბურთის შესახებ რაიმე თუ გაგიგონია? გეტყობა რომ არაფერი. ყველაფერი არსებობს განვითარებისაც და უცხოელი ექსპერტების შეფასებებიც. ყველაფერი ფიბა-ს რეკომენდაციებით და შეთანხმებით კეთდება. პრობლემა ის არის, რომ კერძო პირები სპორტით საერთოდ არ არიან დაინტერესებული, სპონსორები არსებობს, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იმდენად მცირეა, მხოლოდ არსებობას ჰყოფნის. ვიმეორებ, რამეზე რომ წერ, ოდნავი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს. წაიკითხე, გაიკითხე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე იარე, დასწრება უფასოა.
რრრ
2015-ის ევრობასკეტი რომ გავხსენით გახსოვთ უსუსტეს ჰოლანდიასთან მარცხით, მარა მერე ხორვატიაც მივამყვენით, მაკედონიაც და პლეიოფშიც გავედით და ბოლო წამებზე დავმარცხდით ლიტვასთან, ასე, რომ თუ გოგა იქნა ჯერ დაკარგული არაფერია და თუ გოგაც დავკარგეთ მაშინ ზუროსი კი არა მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელიც ვერაფერს იზამს უნდა შევეგუოთ ჯგუფში ჩარჩენას.
საქართველო
ნუ დემაგოგობ, ფიფია რომ ცვილს წელიწადში 2-3 მწვრთნელს,მაგიტომაც ჰყავს კარგი გუნდი.
ვახტანგი
ნუ პროფესორობთ ხოლმე რა! ძალიან კარგი სპეციალისტია ზუროსი, რეალურად მცველები, მსროლელები და მსუბუქი ფორვარდები, მაკფადენს თუ არ ჩავთვლით არ გვყავს, ცინცაძე ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს, ანდრონიკაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ დასაღვინებელია, სანაძე დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობს და შეტევაში ძალიან ნელია, მხოლოდ სროლა აქვს კარგი და ისიც როცა თავისუფალია, ბურჯანაძე უფრო მძიმე ფორვარდის აღნაგობისაა და ისიც ძალიან ნელია, რომ პერიმეტრი დაიცვას. ცენტრი და მძიმე ფორვარდების კარგი არჩევანი გვაქვს და ფარს კარგად ვიცავთ და ვუტევთ, მაგრამ პერიმეტრებზე ძალიან სუსტები ვართ და სწრაფ და მოძრავ გუნდებთან ძალიან გვიჭირს, თანამედროვე კალათბურთში თავისუფალი თუ დატოვე, 3-იანებს უკვე ყველა აგდებს და ამიტომ გვიგებენ. 1,2 და 3 ნომრებზე თუ არ წამოვიდა ახალი თაობა, ძალიან გაგვიჭირდება...
ლაშა
ზუროსი კარგი მწვრთნელია, კი, მაგრამ ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ; აუცილებლად ამერიკელი მწვრთნელი უნდა ჩამოვიყვანოთ... კი გაგვიჭირდება ფინანსური სიდუხჭირის გამო, მაგრამ დამიჯერეთ, ამად ღირს, რადგან უპირველესად მენტალურად შეცვლის გუნდის მექანიზმს. კალათბურთი ხომ ამერიკელის მოგონილი სპორტია და შესაბამისად არ გვჭირდება ნატურალიზებული კალათბურთელი. ნუ დავემსგავსებით სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს! კი, არ შეგვიძლია, მაგრამ უკეთესისგან უნდა ვისწავლოთ! ზუროსი მალე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს. მან გააკეთა იმაზე მეტი, რაც ზოგიერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია ერთად აღებულს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და რიტმს უნდა ავყვეთ...
მოქალაქეს
მაშინ ნუ ვწუწუნებთ შედეგებზე და აწი ჩატარდეს იმ ქვეყნებში მსგავსი ჩემპიონატები, სადაც ხალხი დააფასებს და ბედნიერი მივა, რომ მიეცა საშუალება დაესწროს ასეთ თამაშებს. ჩვენ კი, მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებულებმა ვუყუროთ ტელევიზორით, თუ როგორ უხარიათ სხვებს და ვაკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი საკუთარი თავების და საქციელების გარდა როგორც "ბედნიერ ერს" შეშვენის.
სოზარ ყაველაშვილი
წადი ზუროს სახლში. ვაისსაც იგივეს ვეუბნებოდი. ფედერაციაც უკან მიყევით, დამიჯერეთ, ისევ თქვენთვის ჯობია ასე. ეს ფეხბურთსაც ეხება. მხოლოდ სანიოლს შეიძლება დასცალდეს ჯგუფური თამაშების ჩამთავრება და შედეგგის მიხედვით დასკვნების გამოტანა.
ლევანი
რა ვიცი, როგორ კომენტებს აღარ ვკითხულობ. დავიჯერო ხალხო კალათბურთისთვის არ გიყურებიათ? არ გინახავთ როგორ თამაშობენ ამ სპორტს? ჩვენები ფაფხურობენ, ამას სხვა რა ჰქვია? ორი კაცი ნბა-ში, ლიგა ენდეზას მვპ და ა.შ. თოკოს გარეშე ძნელია, მაგრამ მაინც შეიძლება გუნდის დაყენება. მოკლედ, მე იმ აზრამდე მივედი, რომ მწვრთნელი გვყავს დაბალი დონის, არა კომბინაციები, არა სისწრაფე, სულ დაძაბულები და მოკლედ რა...
ლაშა
სამწუხაროდ გრძელვადიან სამომოავლო პერსპექტივაში გაწერილი კალათბურთის განვითარების კონცეფცია არ არსებობს (ყოველშემთხვევაში თუ არსებობს ღიაობის პრინციპი დაცული უნდა იყოს). მხოლოდ აკვიატებული იდეა, ოღონდ რაიმე რანგის ჩემპიონატი ჩავატაროთ და ამით მოხდეს თანხების გადმორიცხვა და ფულის გათეთრება (უხარისხო ინფრასტრუქტურის აგება), სასაცილოა და მეტი არაფერი, რადგან ახალ არენასაც აქვს უამრავი ხარვეზი (პირველივე დღეებში წყალი ჩამოვიდა!) და ეს პოლიტიკა არ არის, ეს ეროვნული საქმის არკეთებისგან გამოწვეული იმედგაცრუებაა. გავიხსენოთ ქართული ანდაზა იმის შესახებ, რომ თევზი თავიდან ყარს და კუდის მოჭრით არაფერი ეშველება. არცერთი პარტიის არ მწამს და საერთოდ, პოლიტიკოსების, რომლებიც კასტრირებულ საჭურისებს ჰგვანან და ერთმანეთს უყურებენ და მარჩიელობენ თუ რა უთხრა მათმა უფროსმა.
123
ფოინთ და შუთინგ გარდები არ გვყვავს. მაღლები თვითონ ვერ დაალაგებენ შეტევას, იქამდე ბურთია მისატანი. მადლობა ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს, კარგი სანახაობრივი თამში გამოვიდა.
ზაზა
ვინმე "ჩელე" წერს, ბელგია სუსტი გუნდიაო. რეიტინგს და მათთან კალათბურთის განვიტარებას და დაფინანსებას მაინც გაეცანით. ბელგიის და საქართველოს ნაკრებები ზუსტად ერთი და იგივე დონის არიან. ქალებში კი მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორებია. მოკლედ, უხერხულია, როცა ისეთ რამეზე წერენ, საერთოდ არ იციან.
ურა "პაწრიოტებო" აუცვით!
ეს რა ხალხი ილანძღება იცით? თორნიკეს, რომ ვერ იტანენ (ვითომ თვითონ რამეთი მეტი იყოთ არა? ურა "პაწრიოტებო"?) ხვიჩასაც ფეხი, რომ დაუცდეს იმასაც გადაუვლით, აი ეს ხართ თქვენ! თქვენნაირ ჩასაფრებულ ბოღმისტებს ვერ გიტანთ!:დდდ
nika
კრიტიკა ადვილია მაგრამ რა გინდა თქვა დაცვაში ვერ ვითამაშეთ შეტევაში ვერ ვისროლეთ ყველა გვჯობნის სამქულიანებში როგორ გინდა მოგება? პ.ს ბითაძე და მაუკელშვილი ბრავო
ჩელე
დავიჯერო, ბელგიის სუსტ ნაკრებთან წაგებისთვის მადლობას რომ უხდით ნაკრებს, მართლა ასე ფიქრობს თუ უბრალოდ კრიტიკულ კომენტებს არ აქვეყნებენ,თუ არადა არ ვიცი, რა ითამაშეს გუშინ ჩვენებმა ისეთი,რომ მთელი თამაში აგებდნენ და ბოლოს დამატებით ტაიმში მაინც წააგეს. მაინტერესებს რა მოგეწონათ, დაცვის თამაში,პერიმეტრიდან ან საჯარიმოდან სროლები თუ მწვრთნელის ჩახლართული ტაქტიკა? პრინციპში მეც მადლობას ვუხდი ჩვენებს ღირსეული წაგებისთვის, თორემ ვიცი არ მიიღებენ ჩემს კომენტს.
Zura
ჩჰვენს ნაკრებს გუშინდელი თამაშის მერე რაც ეკუთვნის ქებას ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი. დიდი რესპექტი მამუკელაშვილს და ბითაძეს, მაგრამ არ კმარა აშკარად
f
და ვის უნდა დაუდგე გვერდში? დილეტანტებს ბოისას და გრიგორევიჩის სახით ? მარტო ზუროსი ვერაფერს იზამს. სისტემაა უმსგავსო. ა ლიგაშიც კი ტიტო გუნდში 3 უცხოელია. სუპერლიგაში --4 . რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდა ქართველს ? არანაირი. პარკეტზე მოხვედრის შანსი არ აქვს. გოგა მოვლენაა,და სერბეთში ჩამოყალიბდა , მამუ აქ არ გაზრდილა, რატის რაც ღმერთმა მისცა , იმის ხარჯზე გადის ფონს, კალათბურთის ანაბანა არ იცის. ცინცაძის შემდეგ უკანახაზელი არ გაზრდილა. დაუდექი გვერდში ამ ვითომ მწვრთნელებს და კიდევ უარეს შედეგს დადებენ. პაზორია ბელგიასთან წაგება და უარესი კიდევ სამარცხვინო ბელგიაზე უარესი კალათბურთის თამაში. კალათბურთი ჭიდაობა და წვალება არაა, ძალიან ლაღი და ლამაზი თამაშია.
მოქალაქე
დარბაზიდან ყურებას ტელევიზორში ჯობია...სადაც დაბალი ფასი ღირს ბოლეთი იმ ადგილიდან ნახევარი მოედანი არ ჩანს...ვინც მისულია და იცის დარბაზი მეორედ აღარ წავლენ.კონსტრუქცია არ ვარგა ...შეხედეთ იმ დარბაზებს სადც ევროპა ტარდება და მიხვდებით რა დარბაზი გვაქვს
დუდას
წადი და შენ ჩააგდე მერე, რა პრობლემაა?
ვაჟა
ჩვენმა ბიჭებმა სული და გული ჩადეს! მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ლიდერი არ ყავდათ თორნიკე შენგელია, ( ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად გუნდისთვის, ლიდერის და კაპიტნის არ ყოლა) მაინც ყოჩაღ ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! წარმატება ჩვენს ბიჭებს!
Vakho
ქების მეტი არაფერი ეკუთვნით ჩვენს კალათბურთელებს ამხელა საკადრო პრობლემებით ესეთი მწირი რესურსით რაც შეძლეს ესეც დასაფასებელია!!!მადლობა მადლობა კალათბურთელებს მწვრთნელს მთლიანად სტაფს!!!
მ...ა
ხალხო რა ღრძო სიტყვებს ისვრით ყველაფერი ხდება საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და კარგი ბიჭები აბა მოეგოთ მერე ყველა მაგარი იქნებოდა გვერდში დგომა თუ არ იცით სიტყვებს ნუღა ისვრით უაზროს ვითომ რამე გესმოდეთ
გულშემატკივარი, სრული ამ სიტყვის გაგებით!
ჩემი პარტიული სალამი, "პრაფესორებს"! ვკითხულობ თითოეულის კომენტარებს და ყველას ჭკუას, რომ არიგებთ, დავიჯერო თქვენს საქმეშიც ასეთი "პრაფესორები" ხართ? თქვენზე მეტად ზუროს და ბიჭებს უნდოდათ მოგება, მაგრამ ნერვების ომი და ბრძოლა წავიდა ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და წააგებენ თუ მოიგებენ, სულ მათ გვედით ვიქნები! არა ბიჭოს, თქვენაირად დავუწყებ ლანძღვას.
ტარიელი
გამაგებინოს ვინმემ , რისთვის გვყავს სუპერლიგის გუნდებში 4-5 ,,ლეგიონერი " აფრო-ამერიკელი ( თუ როგორც ეძახიან ეხლა ფერადებს )?! ქართველები სკამს ხეხავენ . სკამის ხეხვით დამლაგებლად შეიძლება ჩამოყალიბდე , კალათბურთელად არა ! მესმის , რომ ევროთასებზე გასვლა გინდოდეს და ლეგიონერი დაიმატო . სხვა შემთხვევაში ლიმიტი უნდა იყოს მაქსიმუმ 2 . 2 ხარისხიანის გუნდში ყოლა არ ჯობია 4-5 უხარისხოსას ?! პირველ ლიგაში საერთოდ ვის ჭირდება ეგ ,,ლეგიონერები " ? ბავშვთა ლიგებში დომხალი , პირველ ლიგაში დომხალი , სუპერლიგა - ,,სუპერლიგა" და რას ველოდებით უკეთესს ? ყოფილი პრეზიდენტი ( ეხლანდელი ვიცე ) კომენტატორის მიკროფონს არც შორდებოდა და არც შორდება , მეტი საქმე ვერ ნახა ფედერაციაში ეტყობა .ტაბუს 3 ქულიანი ვერ ახსნა , ამას რა ჰქვია , არ ვიციო " - სასაცილო კომენტარი".რა ჰქვია და შენი უცოდინარობა და დაბალი დონე , ხოლო მოწინააღმდეგის თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი ჰქვია . ეს სანიკიძე კიდევ , რა ვიცი , რა გითხრათ , რით გაგახაროთ ?! ასაკობრივების წევრები სიგარეტს და ალკოგოლს არ იკლებენ . მწვრთნელებმა იციან , მაგრამ რა მერე ?! მწვრთნელი ბავშვებშიც კომპეტენტური და ბავშვისთვის ავტორიტეტული იყოს . მოკლედ , ტყუილად ვიღლები რა .
გუსანი
შეცდომები მარტო დაცვაში?კალათბურთი სროლის გარეშე გაგიგიათ? ,... ნელა ვათამაშებთ ბურთს, დაცვაში ვერ ვკეტავთ ზონებს ბელგიასთანაც კი, საშინელი სათამაშო დისციპლინა, აუარებელი უაზრო დაკარგვები, ზედმეტი დამღუპველი იმპულსურობა, ფაცა-ფუცი, რა ბიჭების გარდა ზუროსის პასუხიმგებლობა არ იკვეთება? რამე კომბინაცია დამუშავებული გვაქვს?, ჩავარდნილი, თამაშგარეშე დარჩენილი შერმადინი, გოგამ და სანდრომ რამე უნდა მოუხერხონ თავიანთ მინუსებს დიდი კალათბურთი თუ უნდათ ითამაშონ, ზედმეტად ჯარიმდებიან, სანდრო ეფექტის შესაქმნელად არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს, როგორც მახსოვს მაგაზე მწვრთნელებიც მიუთითებენ ორივეს....დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს.., კიდევ გავმეორდები თამაში სადაც მაკფადენი 20 ქ მეტს ვერ დააგროვებს წავაგებთ, სასწაული არ მოხდა, გული დამეთუთქა, იბრძოლეს ბიჭებმა მაგრამ მეტი არ შეუძლიათ, რატომ, რატომ?! ბელგიასთან თოკოს გარეშეც უნდა მოეგოთ,ისე ამ შედეგს ველოდი...
Soso
რაშუაშია ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია რა გააკეთოს რა კონტიგენტიც არი თამაშობს , საქართველოს ნაკრები რაც არსებობს 30 წელია ყოველთვის 3-4 კალადბურთელის კისერზე გადადიოდა ყოველთვის ესე იყო და მაინც ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მერამდენედ, ამ 3-4 დან ერთი თამაშამდე მიიღო ტრამვა მეორემ გადამწყვეტ დროს დარჩა 2 კაცი რაუნდა ექნა ზუროს ვინც ყავს ათამაშებს იმას
ვენეციის ქვეკომისია
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, თუმცა ამ ფაქტზე არავინ წერს. ჩვენი სურვილია რომ ყველას მოვუგოთ და ბურთი თავზე გადავახიოთ, მაგრამ ასე არ ხდება, როცა თუნდაც 1 რეფერი შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. წაგების რეალური მიზეზი არის დაბალი, თავგადაპარსული მსაჯი, რომელიც რამდენჯერმე ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. ვინც სპორტში ერკვევა, დამეთანხმებით რომ ასეთ მომენტებს შედეგებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად: ხსენებულმა მსაჯმა არ მოგვცა ჯარიმა შერმადინზე როცა აშკარად დაარღვიეს წესები, ამას შერმოს განრისხება და ტექნიკური ჯარიმა მოყვა. არ მოგვცა ჯარიმა, როცა მაკფადენს კინაღამ ხელი მოაძრეს ბოლო წუთებისკენ. სანდრო მამუკელაშვილს ორჯერ გარბენი დაუფიქსირა და ა.შ. ჩამოთვლილი ფაქტები საკმარისია რომ გუნდს არ მოაგებინო. ვფიქრობ, ყველაფერს იზამენ, საქართველო რომ ჯგუფში ჩატოვონ, ალბათ მიზეზს ყველა ხვდებით
ცარიელი დარბაზი
გერმანიამ გუშინ საფრანგეტს მოუგო და ლომის წვლილი გადატენილ დარბაზს ქონდა.. რა იყო ეს წუხელ? კი ძვირია მაგრამ, 3 თამაში 10.000 ადამიანი ვერ შევაგროვეთ ქვეყანაში? სულ მწვრთნელს და მოთამაშეებს რომ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ქომაგები რას ვაკეთებთ? ესპანეთთან სულ გაყიდულიაო, მაგრამ მოსაგები თამაში ბელგიასთან იყო! 2019 წელს, როცა საქართველომ გაიმარჯვა ყველას უხაროდა მაგრამ, როგორც ჩანს უმეტესობა ტელევიზორიდან აპირებდა ყურებას. განა რა ხდება ქვეყანაში სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, ვიდრე ასეთი მნიშველოვანი კონკურსი. ფასზე არ დაიწყოთ გთხოვთ. რა თქმა უნდა ფასი დიდი ფაქტორია, მაგრამ 10.000 კაცი? მაგდენ მარტო coldplay-ს ევრო კონცერტებზე წავა ხალხი თბილისიდან ევროპაში ისე, რომ არც ჯიბეზე იწუწუნებს და ფეისბუქზეც "დააშეარებს" ფოტოებს. ასე, რომ ნაკლები "გულზე მჯიღი" და პატრიოტობა სოციალურ ქსელებში და საქმეს მივხედოთ, საქმეს!!!!
დუდა
ბურთს ვერ აგდებენ ვერცერთი პოზიციიდან რა ტაქტიკაზე ვსაუბრობთ
მოქალაქე
აზრზე არ არის კალათბურთის ეს სურათი გაიტანეთ...3 მაღალით დავიწყეთ და ეს ნიშნავს პერიმეტრის დაცვას...შედეგიც მივიღეთ...მამუკელაშვილი 3 ნომრად რატო დააყენა...მწვრთნელი თუ ხარ ბიჭებისთვის დავალება უნდა მიეცა რომ მამუკელაშვილი დაეტვირთათ...ბევრჯერ არ მისცა პასი მაკფადენმა...სანდროს შეეძლო თამაშის თავის თავზე აღება და პასები არ მისცეს...ბითაძე ტრამვის მერე საერთოდ ვერ დაალაგა თამაში...მეორე მესამე პერიოდში სანდრო საერთოდ არ დატვირთვა და ქულაც არ აუღია...მწვრთნელი არ გვყავს არა...ქართველები ვინც არიან სამწვრთნელო შტაბში ისინი უკეთ ათამაშებდა ამ ბიჭებს...ასეთი დონის ბავშვებს რომ ვერ ათამაშებს მწვრთნელი ის გასაშვებია გუნდიდან...სანიკიძე როდის გაიღვიძა.
lsd
მართალი ხარ ჩემო ძმაო. ჩემპიონატი ღარიბი . ქვეყანა ღარიბი. შესაბამისად თაობაც ვერ შეიცვალა. შემადგენლობა შეზღუდული. ასეთია რეალობა!!
გიორგი
მარცხის მიზეზებს ნუ ეძებთ,დარბაზებში,ჩემპიონატებში და ა.შ. ტყუილია ეგ ყველაფერი,კარგი შედეგი მოდის დიდი შრომით,წვალებით და მეცადინებობით.ცინცაძე რომ ოცი წელი ზურგით მოდის ბურთით,მაგით შორს ვერ გავალთ,ჯარიმას რო ვერ აგდებენ 10 დან 5-ს ეგეც არაა ჩვენი ბრალი. აფრიკული გუნდები ფეხბურთში წარმატებას რო დებდნენ 90ებში, თქვენ გგონიათ დარბაზები ჰქონდათ თუ ჩემპიონატყებში თამაშობდნენ? 70 % კამერუნის ჩემპიონატიდან იყვნენ.
ლაშა
ლეგიონერი საერთოდ არ უნდა გვყავდეს, ვგულისხმობ ნატურალიზებულ კალათბურთელს. კალათბურთი ამერიკელების მოგონილია და უმჯობესია ამერიკელი მწვრთნელი გვყავდეს და მენტალობა ძირეულად შეცვალოს, ასევე, აუცილებლად უნდა მიეხედოს ეროვნულ ჩემპიონატის დონეს. რაღაც დონეს უნდა პასუხობდეს ეროვნული პირველობა!
gogi
არანაირი შანსი არ გვაქვს ყველას წავაგებთ ამ ნაკრებით
Zviads
ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია, უბრალოდ ბიჭები არ არიან ფორმაში, თან ამდენი ტრავმიანი, ცუდად დაემთხვა და ამის ბრალი მგონია..
ლაშა
რაც ეროვნული ჩემპიონატი ფუნქციონირებს, ისიც რა დონის და ერთ დარბაზში (ესეთი ნონსენსი არ მეგულება, ერთ დარბაზში იმართებოდეს ჩემპიონატი! და ასევე U20 ევროპის ჩემპიონატი ჩაატარო და მანამდე 20 წლამდელების ეროვნული ჩემპიონატი არ გქონდეს ჩატარებული. ხომ პარადოქსია?...). მანამ ყველა კლუბს დარბაზი, სავარჯიშო მოედანი და აკადემია არ ექნება, მანამდე არ იქნება კონკურენცია და ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით, დამიჯერეთ ამის საფუძველი არ არსებობს. ყველა კარგი ბიჭია ნაკრებში ნამდვილად, მაგრამ ნაკლებკონკურენტული ნაკრები, რომელსაც მცირე სათადარიგო სკამი აქვს, შორს ვერ გაფრინდება, ეს რეალობაა და მცდარი მოლოდინები ნუ გვექნება, რომ რახან მეორე შემადგენლობის ესპანეთს მოვუგეთ (მაგრამ მაინც ესპანეთს), ე. ი. ყველაფერი კარგად მიდის. ეს ასე რომ არაა. რაც უფრო მეტი ფული ჩაიდება კალათბურთში, მით უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 150 ლარი ახდევინო ბავშვს, უღარიბეს ქვეყანაში და ამ გუნდს სხვა გუნდის 70-80 ლარის გადამხდელი ბავშვები უგებდნენ... მავანნი დაუკვირდნენ კინოფილმს "ფეოლა"!
ლაშა
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის... რაც არუნდა თქვა, როგორც არ უნდა გააკრიტიკო, იგივე მეორდება!
ნიკოლოზი
საჯარიმოდან 2 დან 2 რო არ უნდა გამაზო ამას არც რაქტიკა სჭირდება და არც პრაქტიკა, 3 ით მეტი საჯარიმო რომ ჩაგვეგდო თამაშს ჩვენ მოვიგებდით
ქომაგი
ჩვენ გვიყვარს ნაკრები, მაგრამ ვითხოვთ პასუხებს: 1.როცა მსროლელი არ გვყავს რატომ არ მოახდინეთ ნატურალიზება? 2. მადლობა მაკფადენს რაც წინათ გაგვიკეთა, მაგრამ ახლა მოგწონთ მისი თამში? 3.რა ავანტურისტულ კალათბურთსაც თამაშობს ანდრონიკაშვლი, ამით არის მისი ადგილი ნაკრებში? 4. რატომაა გუნდში ამდენი უდისციპლინობა, ამდენი ტექნიკური ფოლი? 5. ტრამვიანობის მიზეზი მწვრთნელების მიერ დროის არასწორი განაწილება ხომ არაა? 6.სადაა ფინანსური მაჩვენებლები, რა გვიჯდება ნაკრების შენახვა გადასახადის გადამხდელებს და რამდენად პროპორციულია ნაჩვენები შედეგების?
ჯუჯი
ეს არის რაც არის.სროლები უკეთესი ჰქონდათ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ევრობასკეტი 2017: ბელგიამ და ხორვატიამ მოგებით დაიწყეს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია