ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (83:88) შემდეგ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა:

"მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ (თურქების მტკიცებით, შენგელია, ბითაძე და ასევე, სანაძე) და აგრეთვე, პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას, მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ".

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ნაკლი დაფიქსირდა, გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემგზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს; განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად, შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ფიბას რეაგირებას დაელოდებიან.

• Semi

მაშინ ჩანაწერები გამოაქვეყნონ თუ მართლები ვართ და დავუმტკიცოთ სიმართლე

• დათო

მოგება-წაგებას ნამდვილი პროფესიონალები ღირსეულად ხვდებიან და აღიქვამენ. ყველა თამაშს ვერ მოიდებ და ყველა ბურთს ვერ ჩააგდებ.

• Gio

ესეც თქვენი მოძმე თურქი ვისაც მაგის გჯერათ ნეტავ ჩამახედა მაგ ცარიელ თავებში ანდა ისეც ჩანს რომ ცარიელია აღარ უნდა ჩახედვა.

• გიორგი

უნდა დადოს ფედერაციამ ვიდეო რა მოხდა გასახდელში, ყველანაირი ეჭვი უნდა მოიხსნას. თუ მართლა დაცვამ და რამდენიმე კალათბურთელმა გაიწია, მაშინ მართლები არიან თურქები. ან შენგელიას რა უნდოდა სათადარიგო სკამზე, ასეთი იდიოტები როგორ ხართ ფედერაციაში წესებიც რომ არ იცით.

• რამაზი

თურქი პროვოკატორი რომელსაც თამაშის დაწყებამდეც არ ვეხატებოდით გულზე. და ეხლა საერთოდ გაგიჟდა რომ წააგო.

• რატი

კაი, ,,ტვინიანო", აწი გავითვალისწინებთ. :))))

• დ

ღირსეული ნაკრების უღირსი მწვრთნელი, მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება, თურქეთის ნაკრები დიდი შანსია, რომ ჯგუფში ჩარჩეს, ამაზე მაგრად მოსთხოვენ მას, ჰოდა ვინმეს ხომ უნდა დააბრალოს მწვრთნელმა ეს მარცხი, აგერ ბატონო, ისეთი აუტანელი გარემო იყო, რომ წავაგეთო. მაგას ჯობია, ისევ კალათბურთელებმა გაარკვიონ ერთმანეთში ყველაფერი, სპორტსმენები არიან, შერიგდებიან და ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ. მწვრთნელი კი დღესვე უნდა მოხსნან ნაკრების შეფის თანამდებობიდან. პირველი დღიდან წუწუნებს ეს კაცი და რაზე წუწუნებს ვერავინ ვერ გაიგო. თამაშის ბოლოს ყველა ხედავდა, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს ღირსეული ბიჭები ორივე მხრიდან, ეს მწვრთნელი გასაშვებია მოუსავლეთში.

• H

როგორ არ მოგბეზრდათ ეს თვითგვემა და საკუთარი ქვეყნის ლანძღვა?! ყოველთვის თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება საქართველოში არის უმაღლეს დონეზე ორგანიზებული. ამას ყოველთვის აღნიშნავენ საერთაშორისო ფედერაციები და სტუმრები. რადგან ჩვენთვის ყველა ტურნიტი დიდი ზეიმია და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ქვეყნებზე. ხშირად აეროპორტში ავტობუსის გამოგზავნა დავიწყებიათ, ვარჯიშზე მისულს სტადიონი დაკეტილი დაგვხვედრია. საკვებს მოვუწამლივართ, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გვითამაშია და ა.შ, მაგრამ მასპინძელი ქვეყანა არ დაგვიკნინებია. თუ ასე შეგტკივათ გული იყიდეთ ბილეთები და დაესწარით სხვა გუნდების თამაშებსაც. ფედერაციამ რა უნდა ქნას? ბილეთებს ვერ აიაფებს და ბევრ მოსაწვევს რადგან ფიბას სტანდარტებს დაარღვევს.

• გია პაპა

დამაწყდა ნერვები, თუ არის რამე ახალი, გამოაქვეყნეთ. გთხოვთ

• რატი

100% გაიხარე! მაგრამ ამ სემისაგან მსგავსი არამზადური კომენტარი ნუ გიკვირს. ნახე, ამავე საიტზე კვარასთვის ემიგრანტის მიერ მიწერილი წერილის შესახებ სტატიის კომენტარებში რა დაწერა და მიხვდები, თუ ვისთან გვაქვს საქმე.

• ელგუჯა

რომ მოგეგოთ,მაშინ ხომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა.

• ტრაფალგარი

ატამანისნაირი ხალხი მტრები რომაა საქართველოს და თურქეთის ნორმალურ სამეზობლო ურთიერთობებისა,ეს გასაგებია მაგრამ ჩვენი ბევრი უტვინო კომენტატორიც რომ ვნებს საქართველოს სიძლიერეს თავიანთი ვითომ პატრიოტული კომენტარებით,ესეც ფაქტია,ან სანაძის გამოხტომები რაღაა თუ არა ვნება ქართული ინტერესებისა,თამაშით ვერ თამაშობს გადამწყვეტ მომენტებში,შეცდომა შეცდომაზე,დიდგულობს ენბეას გუნდის მოთამაშესთან ,რომელსაც ბევრად ჩამორჩება კლასით,ვნებს რა მატჩის საჩვენოდ მსვლელობას ან რას აკეთებს შენგელია სათადარიგოთა სკამზე,ან სთქვას მაინც,რომ ამხნევებდა გუნდს სათადარიგოთა უკანა რიგებიდან მაყურებელთა,სიტყვით.გასაგებია რომ სპორტი,კულტურა.....განუყოფელია პოლიტიკისგან,მაგრამ საქართველო მთლიანობაში უპირველეს ყოვლისა,ეს ხომ უნდა გვესმოდეს ყველა ქართველს,ახალგაზრდას თუ მოხუცს,უსწავლელს თუ განსწავლულს,წინ საქართველო,გაუმარჯოს მართალ,ძლიერ საქართველოს

• რომი

თუ მართლა ასე მოხდა სამწუხაროდ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ცუდი იქნება.თანაც შენგელიას სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლებაც არა აქვს,განაცხადში არ ყოფნის გამო და ვინ იცის რა სასჯელს მოგვაკრავენ.ბიჭების თავგამოდება წყალში ჩაიყრება.თურქები უკვე ყველაფერზე მიდიან

• aleko

ჯერ სად ხართ ფეხბურთშიც რო გასიამოვნებთ მერე ნახეთ თქვენი ხტუნაობა

• G.LA

დავწერე კიდევაც. თურქრბისთვის ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთან წაგება და ატამანისთვის ხომ საერთოდ აუტანელია. მსაჯს თავი გააგდებინა 20 წამით ადრე 3 ქულას ვიგებდით და ბურთი ჩვენი იყო. ფაქტიურად ჩვენც ვიცით რომ მათ ჩვენზე ძლიერი გუნდი ყავთ. მაგრამ აი ეს იცის ძალიან დიდმა მონდომებამ. ბიჭებმა თვითონ დაიჯერეს რომ შეუძლიათ მოგება. არა თოკო, არა გოგა, შერმადინი და სანაძეც გამოგვაკლდა ოვერტაიმებში, ფაქტიურად შეუძლებელის დაჯერება შეძლეს ბიჭებმა და შედეგიც სახეზეა. ემოციიდან ვერ გამოვდივარ, ისე ვარ გახარებული.

• las

როგორც იტყვიან ძაღლის კუდი არ განიმართების არც კირჩხიბი ვალს წაღმა. უნამუსო პროვოკატორი მონღოლოიდურ თქრქმანული სისხლი

• Zviads

თურქებს წაგებული ჰქონდათ ისედაც 81:84 იყო და თან ჯარიმა ჩვენი, და თურქების მწვრთნელმა იმიტომაც იხტუნავა ამდენი რომ მერე რამე ეთქვა...

• ანდრი

თურქი ოხერია, მაგრამ სკარიოლომაც დაგვიწუნა დასწრება, მსუბუქად დაგვცინა პრესკონფერენციაზე. რასაც დანარჩენები ერთმანეთში იტყვიან, ატამანმა ღიად თქვა. სამარცძვინოდ არის ორგანიზებული ტურნირი ჩვენი მხრიდან და წინ დაგვიხვდება ეს ბევრგან როგორც ქვეყანას ისე ხალხს. ისე გამოვჩნდით,რომ საქმის კეთება არ გვეხერხება და ასეც მოგვიდგებიან :( წამზომზეც მართალი ითქვა, გაჩერებული წამზომი ჩაირთო შუა აყალ მაყალში და 22 წამი დაიკარგა.

• კუკური ჯიჭონაია

სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით და თქვენსავით ერთეულები თუ მსჯელობენ ამ ბეკდრულ წილხვედრში.

• ხორ'ხე

შავ და იაფ მუშახელად მიჰყავთ თორემ ჰყვებიან ახლა ქართველებს და ამის გამო თავი უმდა დავუკრათ. ისტორიულად თურქეთი და მისი წინამორბედი ოსმალეთი იყო ქვეყანა, რომელიც მიწის დაპყრობასა და რწმენის შეცვლის გარდა ხალხს, ჯიშს და გვარს უცვლიდა, ათურქებდა და მშობლიურ ენაზე საუბარს უკრძალავდა, მსგავსი ზიანი არცერთ სხვა დამპყრობელს არ მიუყენებია საქართველოსათვის. მაგლითისთვის შაჰ აბასის მიერ 400 წლის წინ გადასახლებული ქართველები დღესაც ქართველობენ, სკოლაც აქვთ, ქართულ ცეკვასაც ასწავლიან ბავშვებს და ქართულად საუბრობენ და თურქეთში მცხოვრებ ქართველები, ლაზები დღეს ამბობენ ლაზებს საქართველოსთან არანაირი შეხება არ გვაქვს, ჩვენ ისტორიული თურქები ვართო, ისე როგორც მათი პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალურ შეხვედრებზე უარყოფს მე წარმოშობით ქართველი არ ვარო (არაოფიციალურად აქვს ისე ნათქვამი) არადა ვიკიპედიაზეც წერია მის ქართველობაზე და იუთუბზე არაერთ ვიდეოში კიდევ ნახსენები. პ.ს. თურქები არის ის ხალხი, რომელმაც ისტორიულ საქართველოს ყველაზე მეტი მიწა წაართვა, ყველაზე მეტი ახალგაზრდა გაიტაცა საქართველოდან, ისტორიულ ქართველებს რწმენა შეუცვალა, გვარები გადაუკეთა და ხალხი გადაგვიჯიშა...

• დათო

დააკონკრეტეთ პატივცემნულო, რომელ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან?

• ვაჟა

სისულელეებს წერ. აჭარა და გურია რა შუაშია. თურქები თავზეგასული და უაზროდ ქედმაღალი ხალხია. განსხვავებულ კულტურას, ენას, ვერაფერს ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან. იმწუთას იწყებენ თავისი წესების თავსმოხვევას სხვისთვის. აქაც ეგ უდოდათ მაგ თამაშში. იმიტომაც მოსდეს კარგად ჩვენებმა.

• ქ. გ.

ნახეთ ამ ტვიტს როგორ შეუტიეს თურქებმა https://twitter.com/EuroBasket/status/1566512694886371330

• odala

who doesn't learn from history is doomed to repeat it. მოკლედ, ისტორიას ვინც არ სწავლობს, განწირულია გაიმეოროს იგივე დაემართოსო. შენ გინდა საბჭოთა პროპაგანდა დაარქვი, გინდა ამერიკული. თურქეთს რომ დასცლოდა ახლა ისეთივე ქართველები ვიქნებოდით როგორებიც ლაზები არიან და საქართველო ან იქნებოდა, ან არა. ხალხის დადანაშაულება იმაში, რომ ეს ახსოვს და ითვალისწინებს, უბრალოდ წინდახედულების უუნარობაა. უნდოდა ამ ხალხს ქრისტიანობის შენარჩუნება და შეინარჩუნა. შენ თუ ამას ნაკლად უთვლი, შენივე პრობლემაა სინიორ.

• ILIA

"პირველ მერცხალში" თურქების მწვრთნელი ხომ გახსოვთ? ამ ატამანის დიდი ბაბუა იქნებოდა უთუოდ. ორივე თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. ორივე პროვოკატორობდა. გარეგნულადაც გვანან. არ ვაპირებდი, მაგრამ ხვალ აუცილებლად მივალ ბელგიის საგულშემატკივროდ!

• გიორგი

უკაცრავად, მაგრამ მეტისმეტს ხომ არ ითხოვთ საზოგადოებისგან, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი გაუნათლებელია?! მე თქვენ ადგილას უფრო გაგებით მოვეკიდებოდი ასეთს საკითხს. ბრბოსაც აქვს უფლებები!!!

• ქ. გ.

აქ წაიკითხეთ, საიდან მოვიდა ჩვენს რეგიონში თურქლენოვანი პოპულაცია https://en.wikipedia.org/wiki/Turkic_peoples#Origins

• G.LA

Semi-ს ეს იყო სუსტი ადამანის რეაქცია რაც ატამანმა გააკეთა. დაახლოვებით ასე მოიქცა ცეცაძე და ჩვენ ყველამ გავაკრიტიკეთ. ასე არ იქცევა (დამრიგებელი) მწვრთნელი, ეს იყო თურქეთის სირცხვილი. აგერ დევს ფოტო გაიწია მსაჯზე. ესპანელებმაც წააგეს ბელგიასთანდა ჩვენთანაც მსოფლიოზე მაგრამ მათ ამის მზგავსი არ მოუწყიათ. ატამანმა ვერ აიტან საქართველოსთან წაგება ვისაც დამატებით ორი წამყვანი კალათბურთელი ეკლდა და დამატებითში შერმადინ სანაძეც არ გვყავდა, ეს იყო მისთვის აუტანელი შეურაწყოფა და მან თავი ძალით გააგდებინა მსაჯს 20 წამით ადრე. ახლა კი პროვოკატორობს. კაცთმოძულე ერი რომ ვიყოთ ამდენი სხვა რჯულის ხალხი ვისაც ჩვენი ენის სწავლაც კი არ უნდათ და აქ მშვენივრად ცხოვრობენ, სხვანაირად მოვექცევოდით. ნუ აყენებ ასე ხშირად ჩვენ ხალხს შეურაწყოფას Semi ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ არავისგან.

• ivan

თურქებს უყვართ წუწუნი, არა უშავს გადაიტანენ :). ჩვენ ბიჭებს ვულოცავ, დამსახურებულად გაიმარჯვეს. ზოგიერთ გულშემატკივარს კი ვურჩევა ღირსეულად მოიქცეს და ძალიან ნუ გაიჭაჭება. ღირსება არის გამარჯვებით ტკობა და დამარცხებული სტუმრის პატივისცემა.

• რრრ

ისე ჩვენების საპასუხო კომენტარი ძაან იგვიანებს, ემანდ რამე მართლა არ გვქონდეს მიქარული და დისკვალიფიკაცია არ ავირტყათ. აქ ციხის ადმინისტრაციასავით არ გამოგვადგება კამერა არ მუშაობდაო.

ეგ აქამდეც უნდა გვექნა.ხომ იძახდა ქომაგობა არ არისო? ჰოდა ნახა ქომაგობა და მიიღო კიდეც

• f

რაც არ უნდა მომხდარიყო , ატამანის რეაქცია იყო ქაჯური. ამდენი ყველაფრის კრიტიკა რა უბედურებაა/ ესპანელები უფრო კარგი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და უფრო სვეტი ხალხია. არაფერს არ იწუნებენ. ზრდილობის ამბავია. უბრალოდ ატამანს საქართველო თავისი ჰგონია .

• Semi

კომენტარებს ვკითხულობ და მინდა არ მჯეროდეს. ვინ ჩაგინერგათ ხალხო ადამიანების ასეთი სიძულვილი? ვინ და საბჭოეთის მიერ გამოზრდილმა მასწავლებლებმა. ის რაც ისტორიის საკითრებაა რა აქვს საერთო დღევანდელობასთან? თურქეთის გარეშე მთელი აჭარა და გურია მშიერი იქნებოდა, ვიზის გარეშე გიშვებენ და სამუშაოს გაძლევენ ჩვენ ქვეყანას გვერდში უდგას და თქვენ კიდე სამი საუკუნის წინანდელ ამბებს იხსენებთ და კალათბურთში გამარჯვებას რაღაც სიბრიყვული გულზე მიჯღისცემით აღნიშნავთ. ომიტოა ამ დღეში ჩვენი ქვეყანა ამნაირი სიბრიყვით რომ გაქვთ თავები გამოტენილი.

• odala

ისე ერთიც უნდა ითქვას. კორკმაზმა გაიწია, კორკმაზი ხელით შეეხო სანაძეს. ასეთ შეხებას ნბა-ში არა მარტო იმ მატჩის, არამედ შემდეგი 1-2 ან სულაც 3 მატჩის გამოტოვება მოსდევს ხოლმე. კორკმაზი თვითონვე იწვევდა დუდას გასახდელისკენ. მაინც უფრო მეტი თავშეკავება მართებდათ ბიჭებს, მაგრამ ამდენ თავხედობაზე რაღაც პასუხი უნდა გაეცათ და როგორც ჩანს გასცეს. მოკლედ, დიდი შანსია დამარცხებულმა თურქებმა პროვოკაცია მოაწყეს. თუმცა ჩვენ რომ ძალიან ცუდად გამოვჩნდებით ამ ყველაფრის მერე, ეს ფაქტია. ცუდი რამ მოხდა. ცნობილი უცხოური გამოცემები უკვე წერენ ამაზე. თურქეთის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა საკმაოდ მოზომილი განცხადებები გააკეთა.

• ლადო

დილით გადავახვიე სპეციალურად, უცნაური ამბავია, გაწევ-გამოწევის დროს წამზომი ჩაირთო და 22 წამის მერე გაჩერდა ისევ. იმ ორომტრიალის დროს მაგას ვინ მიაქცევდა ყურადღებას, თუმცა მაგისთვის დიდი ალბათობით მსაჯები დაისჯებიან, აი გასახდელში იმედია ისეთი არაფერი მომხდარა, რომ დავისაჯოთ

• dato128

ამაზე პროტესტს არ მიიღებს ფიბა.

• ვანო

ესპანეთს არ ეთაკილა ბელგიასთან წაგება, და ამათ რა ეთაკილა ჩვენთან წაგება ვერ გამიგია. ამაშია სხვაობა დიდ და პატარა გუნდებს შორის. მოგებასაც და წაგებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე.

• რატი

1000% :)))))

• ბესო

ესენი, მართლა ვერ არიან შიგნეულად ცალხელა შენგელია დაესხა და სცემათ ? ვაი მაგათ პატრონს ! მადლობა ბიჭებს ! შეუძლებელი შეძლეს , იმის ფონზე , რომ ორიძირითადის კალათბურთელი ( ბითაძე და შენგელია ) ტრავმირებულები არიან . პლიუს ორი ძირითადის კალათბურთელები ( სანაძე და შერმადინი-ფოლებით ) მსაჯმა გააძევა . ეს გამარჯვება იგივე , როგორც ჩვენი დიდი წინაბრების მცირერიცხოვანი არმია , რომ დამპყრობლების მრავალრიცხოვან არმიას ჯაბნიდა.

• ლექსო

ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს გამარჯვებას!მაგრამ რა არის ისე ვერ უნდა ჩაატარონ ტურნირი რომ სასაყვედურო არაფერი იყოს?ჯერ სასახლე ძლივს დაასრულეს,მერე და გარშემო ინფრასტრუქტურა რას გავს,გზაც ვერ გააკეთეს...კაროჩე რაა?

• შავი კაცი

ამერიკაში პოლიციელს სროლის უფლება აქვს ესეთ დროს?

• კირკიტა

სრული სისულელე! არ შეიძლება ასეთი "ბრძნული" აზრების ფრქვევა, როცა არანაირი მსგავსი საფუძველი არა აქვს ამ ინციდენტს. სარკეში ჩახედვა და საკუთარი თავის დანახვა უნდა ვისწავლოთ!

ბოლოს როცა ატამანი გააგდეს, მანდ მორჩა ყველაფერი, თუ გინდა 2 წუთი დაემატებინათ, მაინც მორჩენილი იყო თურქების საქმე. ასე, რომ ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებონ

• ირაკლი

ბიჭების გასამხნევებლად იყო იქ,არ გსმენია ეგეთი არაფერი სპორტში?

• გიო

ვერ ეგუებიან ჩვენთან წაგებას ეგ უჯიშოები

• rembo

ეგენი სხვის მიწებზე ცხვრობენ და სახელმწიფოც შექმნეს ჩვენს მიწასაც თავისად თვლიან როგორც ირანელები ამიტომ ეწყინათ წაგება

• ზურა

ხვალ ყველა დარბაზში და ვგულშემატკივრობთ ბელგიას!!! აი ეს იქნება ადექვატური პასუხი ამათ ინტრიგნობაზე. ჩვენთან წაგება ეწყინათ ნამეტანი

• Geo

თქვენ დიდი ხანია გასალახი ხართ,4 საუკუნეა! ასე რომ, ნუ წუწუნებთ!

• Gia

Ras gadagvekidnen es osmalebi.an ra dgeshi iyvnen,titqos jgufidan ver gadiodnen.rac chamovidnen sul wuwuneben.darbazi carieliao da savse darbazshi isedac ageben.gaevsot darbazi tavianti gulshematkivrit,roca shoridan ar uwevdat chamosvla.ujisho xalxia.

• ავთო

ჩვენი კალათბურთელები მართლაც ვაჟკაცები არიან! ასე გააგრძელეთ, ბიჭებო, თქვენ ყველაზე მაგრები ხართ!

• გიო

ამათ უყურე რა თურქებს პირველი მერცხალში ყალბი ფული რო შემოგვტენეთ მაგაზე რატო არაფერს არ იძახით

• qartveli

ჯერ ერთ შენგელია ვის გალახავდა მხარი აქვს მოტეხილი, ტყუილი. მეორეც თავად მწვრთნელმა დაგვიმტვრია დარბაზის ინფასტრუქტურა,ასევე რაც ჩამოვიდენ მათი მწვრთნელი გვლანძღავს. მემგონი მართლაც უნდა დატოვონ ამ უმადურებმა ტურნირი

• გადადექი

უნდა მივიდეთ თურქების თამაშზე და ვუქომაგოთ მოწინააღმდეგეს.

• თაზო

თათარი

• თორნიკე

რაც მოგივა დავითაო... ყველა მასპინძელს ჰქონდა ერთი სტუმრის/პარტნიორის არჩევის საშუალება, კანდიდატებში იყვნენ საქართველოს ისტორიული მეგობრები: უკრაინა, ლიეტუვა, ისრაელი, ჩვენ რა ვქენით თუ გამოიცნობთ? პარტნიორად ავირჩიეთ ქვეყნის ისტორიული მტერი - თურქეთი, რომელსაც მინიმუმ აჭარაზე დღემდე აქვს პრეტენზია, საბაჟოზე და მათ აეროპორტებში ადამიანად არ გთვლიან. ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, ეს იყო ჩვენი ისტორიული პრობლემა სულ, ესეა დღესაც. შეხედეთ დღევანდელ პოლიტიკას: ამერიკას და ევროპას ვაგინებთ, სამაგიეროდ ვეფერებით დამპყრობელ რუსეთს!

• გოგა

რა სისულელეა, მიტუმეტეს თურმე თკო ჩხუბობდა, შეიძლება მივიდა როგორც გუნდის კაპიტანი და გასაუბრება უნდოდა, ამ თურქებს მოკვეთენ ტურნირიდან ცოტა დაწყნარდნენ, რაც ჩამოვიდნენ წუწუნებს ამათი მწვრთნელი

• ATP 16

ჩვენი მეგობარი თურქეთი , რომელსაც მგლის ტყავი აცვია და ერთი სული აქვს , როდის გადაგყლაპავს . უბრალოდ თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია არ აძლევს მაგის საშუალებას . ფრთხილად თურქებო , ცეცხლს ნუ ეთამაშებით , მიიღეთ წაგება ღირსეულად და პროვოკატორობას თავი დაანებეთ .

უფ! უფ! რას გამწარდა, წარმომიდგენია. ბერძენის გაწვრთნილმა ქართველების გუნდმა მოუგო. ალბათ ერდოღანი დატუქსავს ატამანს :))))

• დავით აღმაშენებელი

თურქები ისტორიულად რაც იყვნენ იგივენი დარჩენ,ტყუილზე აგებული ქვეყანა აქვთ და რას უნდა ველოდეთ იმ ქვეყნის კალათბურთელებიდან,რომლებიც მატყუარეთის ქვეყნიდან არიან?

• ქ. გ.

ამერიკაში ამერიკელ პოლიციელზე რომ გაიწიოს თურქმა კალათბურთელმა, მთელი თურქეთის ნაკრები ციხეში აღმოჩნდება.

• მოქალაქე

ჯერ ერთი ჩვენი კალათბურთელები 10 წუთის განმავლობაში მოედანზე იყვნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ...შენგელია მათთან ერთად იყო და როგორ დახვდებოდნენ... ან თუ დაგვხდენ შეიძლება გასაუბრება ყოფილიყო სიტყვიერი გასაუბრება დამშვიდება და თქვენ ალბათ ანერვიულებულები თამაშიდან გამომდინარე გამოიწიეთ და პროვოკაცია მოაწყვეთ...თქვენი დაწყებულია ყველაფერი თუ ეს მოხდა...ვაი შენს პატრონს

• ნოდო

სადაც ფენერის ფანებმა პუტინის გვარი იძახეს კიევის დინამოსთან მატჩის მერე თქვენგან რა გამიკვირდება თუ სწორად მახსოვს ატამანს მილანის მწვრთნელი ხელს არ ართმევს თამაში დამთავრების შემდეგ ხელ მოტეხილ კაცს და პოლიციელს რანაირად უნდა დააბრალო რამე

• რონი

თოკოს და ბითაძეს თუ ჯანმრთელი კაცის ცემა შეძლებიათ გამოსულიყვნენ პარკეტზე )) ცალხელა კაცმს ვინ უნდა ეცემა ეს მართლა პროვოკატორი!!! ისე ნაკრებში დისციპლინა ნოლის ნოლზე როა ყველა ვხედავთ.. სასწრაფოდ შესაცვლელია ზუროსი უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა კალადბურთელებს გაუტრუხდათ მწვრთნელი აღარ აქვთ მისი შიში!

• odala

თუ ამის ნახევარიც კი მართალია, ტეხავს. არ შეიძლება ასე მოქცევა. წუწუნებენ და იწუწუნონ, მაგრამ თუ მართლა თავს ესხმი საკუთარ ქვეყანაში, ეგ უკვე უღირსი საქციელია. მაშინ ნურც ეთამაშები. მაგრამ რასაც ვუყურებ და ვუსმენ კომენტატორებს, გულშემატკივრებს, როგორც ესენი შეურაცხყოფენ ხშირად მეტოქეს და უპატივცემულოდ მოიხსენიებენ, უკვე აღარ მიკვირს. თურქეთზე დიდ მტრად საქართველოსი არ მიმაჩნია არც ერთი სახელმწიფო, მაგრამ თუ თამაშობ ითამაშე. თუ მოიწვიე, დახვდი როგორც წესია. ეს მაიმუნობა ვის სჭირდება??

• ქართველი

ფუუუ ესენი რა ქათმები ყოფილან მოთამაშიან ფედერაციან მწვრთნელებიანად

• ზურა

დიახ,ყველაფერი სანახავია და თანაც დაწვრილებით:ის თუ როგორ გაეკიდა და აუხირდა კორკმაზი სანაძეს,ის თუ როგორ მოუწოდებდა გარეთ გასვლას და ჩხუბისკენ,ის თუ როგორ ილანძღებოდა,ურტყავდა ფეხებს სკამსა და იატაკზე დაწყობილ წყლის ბოთლებს გაძწვებამდე თურქეთის მთავარი მწვრთნელი და შესაძლოა გაძევების შემდეგ გვირაბშიც ანგრევდა ალბათ ყველაფერს და ალბათ პილიციამ მოუწოდა წესრიგისკენ მაგ ნამუსგარეცხილ ატამანს. შესასწავლია ყველაფერი და მკაცრად დასასჯელი ეგ პროვოკატორი.

• ჰმ.

ისე, ჩვენში დარჩეს და... შენგელია ბევრს მარიაჟობს. რას იჯდა იქ ეს ნეჟნი ბიჭი, თუ განაცხადში არ იყო. "პრახადნოი დვორია" ?

• Las

პირველი მერცხალი გამახსენდა ფილმი. თურქება რომ წააგეს და მწვრთნელმა მოძუზგა მანამდეც პროვოკატორობდა. ზუსტად ასე მოიქცა ეს მწვრთნელიც. თამაშამდეც უარყოფითად იყო განწყობილი თბილისს და ტურნირს უარყოფითად ამასებდა. და კიდევ მე პირადად კომენტარებზე ვწერ ლაიკს. თუ არ ვეთანხმები უბრალოდ ვატარებ. დისლაიკს არასდროს არ ვწერ. არ არის დისლაიკი კარგი ტონი. ნიშნავს რომ სხვაზე მაგარ ტიპატ მოგაქვს თავი და ცდილობ სხვა დააკნინო. :) ასე რომ თუ არ ეთანხები უნრალოდ შეფასების გარეშე დატოვე. ასე ჯობია :)

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

აი,რა სულით ჯოგი გუნდი ხართ,ისეთივე ქცევები გაქვთ!!! პირიქით ჩვენ მოვითხოვთ, თქვენს დისკვალიფიკაციას,ველური ქცევებისთვის! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!!!✊

• გენა

თურქებს ჩვევად აქვთ ასე მოქცევა- ქედმაღლობა, ყველას შეურაცხყოფა, ზემოდან ყურება და არა მარტო სპორტში. განსაკუთრებით, როცა ჩვენნაირ პატარა ერებთან აქვთ საქმე. 2007 წელს ამხანაგური ფეხბურთში 1:0 მოვუგეთ თბილისში.. თუ გახსოვთ ან მათი ფეხბურთელები(ტუგაი ქერიმოღლუ) ან მწვრთნელი ფათიჰ თერიმი როგორ იქცეოდნენ.. არაფერიც არ უნდა დავუთმოთ. თუ დატოვება უნდათ ტურნირის- იციან აეროპორტი სადაცაა.

• ლეო

თურქები რომ გათავხედებულები უყურებენ ყველას და ყველაფერს, ისედაც ნათელია, მაგათ წაგება როგორ ეკადრებათ, თანაც ქართველებთან?!, არა უშავს თუ დატოვებენ ძალიანაც კარგი!!!

• ზურა

საპირისპირო ჩანს ფოტოზე! აშკარად ჩანს თუ როგორ ესხმის მსაჯს თავს თურქეთის მწვრთნელი! ესენი მიჩვეულები არიან თურქეთის ჩემპიონატზე ჩხუბს,პროვოკატორობას და ინტრიგანობას! ამათ ეს სულში აქვთ! ერის,რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად აკეთებს რაში უნდა ენდო?... ჩემპიონატის დაწყებამდე ინტრიგნობა დაიწყო! გულშემატკივრები ეცოტავა,რა ეგონა აბა ქართველი მივიდოდა მაგის საგულშემატკივროდ?

• გელარი

აუ ახლა ვნახე 4 პერიოდში 4:48 იწყება ხხუბი და ტაბლოს რთავენ და 4:26 აჩერებენ, იმედია ფიბაშიც არ ევასებათ თურქეთი თორემ, სერიოზული დარღვევაა. სავარაუდოდ რასაც გვაბრალებენ ყველაფერი სიმართლეა. კაი ჩიტსაც დავიჭერთ მგონი.

• ლაშა

ამათ ერთა ლიგაზე, ფეხბურთშიც უნდა მოვუგოთ!

• ჯელა

რა გიკვირთ.სადაც ისა,რო ეს ჩათლახი იმაზე იყო უკმაყოფილო რატო ჩვენ თამაშზე დარბაზი არ შეავსეს ქართველებმაოოო,ეს სრულიად მოსალოდნელი იყო.

• იბერია

მეათეჯერ ვსვავ ამ კითხვას. თურქეთი საერთოდ რატომ აირჩია საქართველომ პარტნიორ ქვეყნად ჯგუფში? რატომ თურქეთი და არა ესტონეთი? ესეც თქვენი პარტნიორობა

• დავით 67

ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში. რა მოხდა ვერაფერი გავიგე. ამ კომენტარებიდან ვერაფერს მივხვდი. ((

• მოსეხონელი

შენი კალდბურთელი გარეთ გავიდეთო ემუქრებოდა სანაძეს.ნბიაში რაჩხუბები არ ყოფილა მარა არ მინახავს ვინმეს ეყვირა გარედ გავიდეთო:)შენაერი სკლანდალის ატეხვისთვი ფიბამ იქით უნდა დაგსაჯოს.თუ გასახდელში ვინმემ გაგინა ამას თავად შენი კალდბურთწლი ითხოვდა იქ გავაგრძელოთოდა დახოარ დაამდლებდნენ.

• გიორგი

ქართველებმა უნდა მოვიგხოვოთ რომ საერთოდ მოკვეთონ თურქეთის გუნდი და მწვრთნელი კალათბურთიდან ორი წლით, ფიბას ტურნირზე, დემაგოგობის და პროვოკაციის მოწყობისთვის.

• შალვა777

გასახდელი კი არა იქამდეც არ უნდა მიეშვით ბიჭებს პროვოკატორებო

• ფოგელი

ფუ თქვენი საზიზღარი ინტრიგანი ...

• svan

ესეიგი არ უნდა გაცდეს მოედანს ამბობს მწვრთნელი და კორკმაზი რას მოუწოდებდა სანაძეს...?! ხომ უნდოდა გარეთ გამოსულიყვნენ! მწვრთნელიდან დაწყებული მოთამაშეებით დამთავრებული პროვოკატორები ხართ! მთავარ მწვრთნელს როგორ მოსწონს ატმოსფერო დღევანდელი სულ რომ გვიწუნებდა?!

რაღაც არადამაჯერებლად მოსჩანს ამათი ინტრიგები. გაასაჯაროონ ყველაფერი და დასასჯელი დაისაჯოს, უბრალოდ ტყუილად მივარდნენ და სცემეს კალათბურთელებმა პოლიციელებთან ერთად და ქორქმაზი უვნებელი გადარჩა? შენგელია სად იჯდა, მაგან გავლენა მოახდინა თურქების უნიათო თამაშზე გუნდთან, რომელიც ბურთს ფარში ვერ ისვრის? ძალიან საინტერესოა, რას შეისწავლიან. თუ ჩვენი ბრალია, 1%-ს არ გვაპატიებენ, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ და სულელები ვყოფილვართ. უბრალოდ ეს ატამანია თუ წინამძღოლი , მანამდეც ინტრიგნობდადა დღესც იგივე გააგრძელა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა

ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია