ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (88:83) ერგინ ატამანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.

"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ ჩვენი წარმომადგენლები კორკმაზს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.

ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.

ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

• ავიმუსაიფი

წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, მაგრმ რაც თურქეთში და რუსეთში მოგზაურობისას თავს გადამხდომია ორივე ბარბაროსების ქვეყანაა, მძულს როგორც მტერი და ნებიმიერს ვუგუშემატკივრებ მათ წინააღმდეგ!

• ნიკოლოზი

თავის პირით ამბობს გარეთ იქაჩებოდა გასახდელიდან გამოსასვლელად და საჩხუბრად და სტაფის წევრები ძლივს აკავებდნენ და არ უშვებდნენო, ჯერ დარბაზში იქაჩებუდა ეგ ხულიგანი საჩხუბრად და იქ რას იზამდა :)

მიზეზო!! გაუტყდა ტიპს 3 მილიონიანმა ქვეყნამ რომ მოუგო!! იკითხე ისტორია და როგრო მოვედით აქმდე თქვენი კლანჭების მიუცედავად ესეც იკითხე!!!!!! ჩვენ გამარჯვებისათვის ვართ დაბადებული!!! მტავრია ღალატი არ იყოს!!!!!

• ქართველი

ასეათი ლაჩრები არიან თურქები. წაეთრიეთ ტურნირიდან. თურქეთი ევროპა არ არის.

• ალეკო

ბელგიასთანაც წააგებთ და ძალიანაც გამიხარდება

• ამირა

ევროპის დატოვებაზეც იფიქრეთ,თურქმენეთში დაბრუნდით.

• Tuko

Stambulshi dronit dagyavs nakrebi??sacobi mandaaa tua

• West

Dzveli kerdzoa

• tf

ამათ საქართველოში თავი სახლში ხო არ გონიათ რას ქვია გასახდელში გნახავო როცა გასვლაზე ხარ და სხვას თავის ქვეყანაში ამას უბედავ. ძალიან გაბლატავებულები არიან თურქები და ყველამ ყველამ თავისი ადგილი უნდა ასწავლონ

• კახა ქ.

აი რომ მორჩება უნდა მოეკითხოს წესით და რიგით დამპროექტებელს,დაპროექტებული, და ჩამმბარებელსაც,მაგრამ იმ პონტშია,აბა ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავს.....რამხელა სხვაობაა ძველ სპორტის სასახლეს და ამ საშინელებას შორის.ერთი საკალათბურთო დარბაზიც არა აქვს ნანახი ამის დამპროექტებელს.დანარჩენებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.რაც ამის აშენებას მოხმარდა,იმის ნახევარი დაეხარჯათ ძველის რექონსტრუქციაში.ტევადობა მაინც ერთნაირია.ბევრად კარგი იქნებოდა.

• ვიტია

სანიკიძის გაკეთებული რამე საქმე არ გაუშვას რა. რისი გამკეთებელია:(((((((

• ეეე

წაგებას ვერ ეგუები და ეგ არი ყ ელაფრის მიზეზი

• გიორგი

სტამბულში საცობები არ არის? ტიპი სრულ ჭკუაზე არაა. ჰგონია, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვის, უფრო დამაჯერებელი იქნება. აქ ეგ არ გაუვა.

• მანანა

სამი იყო და ახლა ხუთი გახდა?!რას ბოდავს ეს კაცი!პროვოკატორი.

• გიორგიპირველი

თუ საცობში იდგნენ, არაა კარგი, მაგრამ სლოვენიის ნაკრებს საერთოდ ავტობუსი არ მიუვიდა გერმანიაში, ტაქსებით წავიდნენ თამაშზე და არ შეუძრავთ ქვეყანა, არიქა, ეს რა დაგვემართაო.

ესპანეთში მარტო დარბაზი გაგიკვირდა ? დარბაზი იქით იყოს და გერმანიის მე ის უფრო მიკვირს და პასუხი არ მაქვს, საუკუნის ნახევარში როგორ აჩუქა მსოფლიიოს 2 მსოფლიო ომი.

• არ უნდა ამას მუშტების ქნევა და თურქების გინება. ამოიღონ ჩანაწერები ვინ და რა ურტყა კორკმაზს, ნახონ 22 წამი მოვიპარეთ თუ არა, დადონ მენიუ რას აჭმევენ და ისიც თქვან მართლა გაარჭეს თუ არა 45 წუთიან საცობში ეს ხალხი. თურქების გინებით საქმე არ მოგავრდება

• დათოს

მართლაც,რა ლამაზ დარბაზებში ტარდება ევრობასკეტი სხვა ქალაქებში,ვიყავი ესპანეთთან თამაშზე და საშინელი გახმოვანებაა არაფერი არ ისმის,ჰიმნს რომ ვერ მოისმენ კაცი

• რატი

სამარცხვინო პიროვნება.

• რატი

ჩვენებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება. წაიკითხე და თავზე ნაცრის ყრას მოეშვი!

• გენა

არ შეგვჭმეს ამ თურქებმა

• qartveli

ჯერ ერთი საცობი რა მოსატანია, მეორეც თვითონ შეურაცხყობს პირველი დღიდან ჩვენს ქვეყანას და 22 წამი თუ იმალება ოვერტაიმის გარეშე მოგვიგია თურქედანაც და ბელგიასთანაც. და ვაბშე მასე თუა ესპანეთი ბურთს გვპარავდა და 15-19 ქულა აგვახიეს

• G.LA

დააკვირდით რამხელათი ცრუობს ეს არსება. ჯერ იყო და დარბაზში დაიწყო გაპროტესტება ტეხნიკურ ფოლზე და ამას მოყვა მისი არშფოთება. ახლა ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და თურმე საცობებიც მართო თბილისშია. შემდეგ იძახის თოკოს და ბითაძის თავდასხმაზე. თოკოს ერთი მხარე საერთოდ დაბმული აქვს და ბითაძე დღესაც ძლივს დადიოდა. პოლიციელებმა თავდასხმა მოინდომესო....იქ კვება და რა ვიცი მგონი ძლის წინ იავნანას რატომ არ გვიმღერიანო. მაგარი უნამუსოა ატამანი და მიხვდა რომ შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს ყველაფერზე მიდის. სირცხვილი თურქბეს.

• Soso

ეს არი რათქმაუნდა თავის გამართლება მიზეზების პოვნა რადგან იცის თანამდებობას დაემშვიდოვება შედეგის გამო, ისე მიგეხედა შენი კალადბურთელებისთვის თბილისის ქუშებში რომ დასეირნობდენ და ფოტო სესიებს აწყობენ 4 ნბა კალადბურთელი რომ გეყოლება ევროპის წამყვანი გუნდებიდან ეფესი და ფენერიდან გუნდს ვერ შეკრავ ჯობია შენ თავში ჩაიხედო იქნებ იპოვო მიზეზი. ესპანეთი გადატენილია ვარსკვლავებით იმათ არც საცობი და სმა ჭამა არ მოწონებოდათ არ იტყოდენ? მაკედონიამ მადლობა უთხრას ფიბას რუსეთი რომ მოხსნა თორე საერთოდ არ იქნებოდა აქ

• დათო

ბევრი ლაპარაკობს ამას, დარბაზი არ ვარგა. ამდენი ფულის აქ გადაყრას, სპორტის სასახლე გაერემონტებინათ. გერმანიაში ჩატარებულ მატჩებს ვუყურებ და გული მტკივა. იქაური დარბაზი და ჩვენი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. ისე, უცნაურად არ გეჩვენებათ ჩვენების სიჩუმე? თუ ტყუილს ამბობენ ეგენი რატომ არ გამოვა ვინმე და უარყოფს ცილისწამებას. ან ელემენტარულად, ვისაც აბრალებენ, ანუ შენგელია და ბითაძეს მაინც გაეკეთებინათ კომენტარი. ისე, ნამეტანი სასაცილოდ ჟღერს: ცალხელა შენგელია და ცალფეხა ბითაძე როგორ უსწორდებიან მამაც თურქ ვაჟკაცებს.

• ჭია

მოიცა კორკმაზი არ იყო ხელებს რო იქნევდა, გასახდელში გნახავო? თუ აბა გარეთ გავიდეთო? ხოდა დაადგნენ ბიჭები, რა მოხდა მერე :) არ გინდათ ტირილი რა - არც შენი დონის მწვრთნელისგან არის მსგავსი საქციელი მისაღები. ტურნირის ორგანიზებას რაც შეეხება, კი მართლა საშინლად არის ორგანიზებული პირველ რიგში ჩვენთვის - ქართველი გულშემატკივრისთვის და ბუნებრივია უცხოელებისთცისაც. ასე რომ ტურნირის მერე ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა მოეკითხოს!

• ზურა

გენაცვალე რატომ ხარ ისე განწყობილი, თითქოს გინდა მართალი იყოს ეგ თურქი. ეს რა თვითგვდმა და კომპლექსები გვჭირს, მზად ვართ ყველას დავუჯეროთ ქართველის გარდა...

თვითგვემა ცოდვაა.

• f

ჩვენც არ ველიდით ნბა-ს და ევროპის თურქი ვარსკვლავებისგან ასეთი დაბალი დონის თამაშს. ეტყობა ატამანიც არ ელოდა , მაგრამ არაა მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი და ვერ შეძლო ნაკრების მოტივაცია. იტრიგანობა ადვილია.

სანიკიძეეე რამე გააკეთე,თორემ დაგვსჯის ფიბა!!!!

კაციშვილს თურქების გარდა ხმა არ ამოუღია და მაინცდამაინც ამათ ვერჩოდით? ეს არის მარცხის გადაფარვის და სხვაზე დაბრალების მცდელობა. უბრალოდ თუ რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი იპოვეს, ალბათ ევრობასკეტის დამთავრების შემდეგ დაგვაჯარიმებენ. უფრო ტრიბუნებიდან ბოთლების სროლაზე, რაც სამწუხაროდ კიდევ ვერ მოვიშალეთ.

• ეეე

მართლა ეს თუ ქნეს არაფრის ღირსები არ ვართ, მართლა ღრუზინები რა.

• ბექა

მოდით სიმართლე ვთქვათ,ამ ტურნირს მოუმზადებლები შევხვდით,ჯერ ეს სპორტის სასახლე ძლივს ააშენეს, ტანჯვა წამებით და მაინც არ გამოვიდა ნორმალური,სადმე ევროპაში გინახიათ საკალათბურთო დარბაზი სასაფლაოებთან?!

• რრრ

კი მარა 22 წამი მოიპარეს რას ნიშნავს, ასე იქნებ სხვა თამაშებშიც მოიპარეს და გადახედონ ყველაფერს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია

თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით

ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს

20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე

"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

Nba-ს ანალიტიკოსი: როდესაც გოგა ბითაძის თამაშს ვუყურებ...

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო

დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში

დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში

სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

"დენვერის" რიგებში ბეჟანიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა

ატამანმა აღიარა - შენგელია შეუჩერებელი იყო

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა