ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა და ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა კამილ ნოვაკმა გერმანიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ბერლინში, ევრობასკეტის ფინალური მატჩის დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც გასული ევროპის ჩემპიონატი შეფასდა. გთავაზობთ იმ მონაკვეთებს, სადაც თურგაი დემირელმა და კამილ ნოვაკმა საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

თურგაი დემირელი:

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მასპინძელ ფედერაციას – კერძოდ, გერმანიას და ამ ქვეყნის საკალათბურთო ფედერაციას, როგორც ჯგუფური და ფინალური ეტაპის მასპინძელს. ამასთანავე, დანარჩენი 3 ქვეყნის ფედერაციას, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ჯგუფური ეტაპის თამაშებს იტალიაში, იტალიის საკალათბურთო ფედერაციას, ჩეხეთში, ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციას და თბილისში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ თითოეულ თანამშრომელს, ყველა მოხალისეს, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს, ევრობასკეტის საუკეთესოდ ჩატარებაში შეტანილი თავდაუზოგავი წვლილისთვის. ამასთანავე მინდა მადლობა გადავუხადო ევრობასკეტ 2022-ის ელჩ-დირკ ნოვიცკის, რომელიც ჩემპიონატს დასაწყისიდანვე გვერდში ედგა. მისმა აქტიურმა მხარდაჭერამ განაპირობა ტურნირის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აღიარება. ამასთანავე, მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულ ფედერაციის მიმართ. წელს ევრობასკეტში 24 ნაკრები ასპარეზობდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბებს, მათ ოჯახებს. რა თქმა უნდა, მადლიერება მინდა გამოვხატო მსაჯებისა და FIBA ევროპის გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც ტურნირის ორგანიზებისთვის, ადგილობრიც საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად დიდი სამუშაო გასწიეს.

კამილ ნოვაკი:

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საორგანიზაციო კუთხით ევრობასკეტის 1 წლით გადაწევის გადაწყვეტილებამ ლოჯისტიკური პრობლემები წარმოშვა არა მხოლოდ ფიბა-ევროპისთვის, არამედ მასპინძელი ეროვნული ფედერაციებისთვისაც. მიუხედავად ამისა, გამოწვევებთან გამკლავება, განსაკუთრებით, ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერით, ყველამ ძალიან კარგად შეძლო. შესაძლოა, თითოეული ჩვენგანისთვის უდიდეს გამოწვევად თბილისში ახალი არენის მშენებლობა ჩაითვალოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ტურნირის გადაწევა ამ კუთხით სასარგებლო იყო, თუმცა პირიქით, ჩემპიონატის გადატანამ და კოვიდ 19-ის პანდემიამ მშენებლობის გაგრძელებაში პრობლემები წამოჭრა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ევრობასკეტ 2022-ის მთავარი დანატოვარი, ყველა იმ წარმატებასთან და სტატისტიკურ მონაცემთან ერთად, რომელზეც ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა, ნამდვილად არის თბილისის ახალი არენა. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც მთავრობის დახმარებით შეძლო მშენებლობის დასრულება. ჩვენ ერთი ფანჯარა, ივნისი-ივლისში ამ არენაში უკვე ჩავატარეთ, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონიც იმავე დარბაზში გაიმართა. შესაბამისად, ეს ყოველივე ნამდვილად არის სოლიდური წარმატება. არა მარტივი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ევრობასკეტი გამორჩეული იყო უკვე ჯგუფურ ეტაპზევე, თუ შევაფასებთ იმ დარბაზებს, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლეს. კიოლნში 18000-ათასიანი დარბაზი, პრაღის ძალიან თანამედროვე არენა, ახალი დარბაზი თბილისში და თავისთავად მილანის ლეგენდარული არენა. ეს, თავისთავად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გულშემატკივრებისთვის, მოთამაშეებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რაც შეეხება ბერლინს, აქ ახალი არაფერი ყოფილა, რადგან ამ ქალაქმა და დარბაზმა უკვე უმასპიძლა ჯგუფურ ეტაპს 2015 წელს. შესაბამისად, დარბაზების მხრივ, წლევანდელი ევრობასკეტი დიდი მიღწევა იყო. თავისთავად, ნელ-ნელა უკვე ვგეგმავთ 2025 წლის ევრობასკეტს და ამ მხრივაც გვაქვს გარკვეული განვითარება. ალბათ არ მჭირდება უშუალოდ ქალაქების, პრაღის, მილანის, თბილისის, კოილნის, ბერლინის ხსენება. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ არა მხოლოდ თამაშების, არამედ რაღაც ახლის, განსხვავებულის ხილვის შესაძლებლობა.

მინდა ამასთანავე გამოვყო საკითხი, რომელზეც ვფიქრობდი ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობისას. მეც და ბატონი პრეზიდენტიც ვესტუმრეთ თითოეულ მასპინძელ ქალაქს. აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ უდიდეს სამუშაოს, რომელიც გასწიეს მოხალისეებმა არა მხოლოდ ბერლინში, არამედ ჯგუფური ეტაპის ყველა ქალაქში და მათი ძალისხმევა, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურად არ ჩანდეს. მე ვიხილე ბევრი აღფრთოვანებული ახალგაზრდა მოხალისე, თუმცა, ამასთანავე, უკვე პენსიაზე გასული პირებიც. მიმაჩნია, რომ ეს იყო მასპინძლების ძალიან სწორი სტრატეგია, მოეცვათ შესაძლებლობისამებრ ბევრი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, რაც თავისთავად არის ევრობასკეტის სოციალური თანასწორობის გამოხატულება. დიდი მადლობა მოხალისეებს ყველა, ხუთივე მასპინძელი ქალაქიდან.

GBF.GE

ნოდო
რა კრიტერიუმო ქონდა ასეთი გერმანიას 2 ეტაპის მასპინძლობის? გერმანიის ჯგუფის ფარდა ყველა დანრცენისთვის გზის ხანგრძლივოვობა დიდად არ შეიცვლებოდა მეხუთე ქვეყანაც რომ ყოფილიყო გერმანია ვოლომდე მაინც არაა საკაკათვურო ქვეყანა და კიოლბი საკნარისი იქნებოდა პეიოფევისთვის ისეთი ქვეყანა ჯობდა სადაც ფეხბურთზე წინ კალათბურთია
სოსო
განსაკუთრებით საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა კალათბურთის საყურებლად, რომ სასტუმროები გადაივსო
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
FIBA: ᓣᓙᓠᓐᓘᓜᓐᓡ ᓨᓐᓜᓡᓘ ᓐᓦᓐᓠ ᓐᓥᓕᓡ?
SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!
ᓣᓙᓠᓐ
ფიბას აღმასრულებელი დირექტორი: ამ ევრობასკეტის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის ახალი არენა თბილისში
ᓔᓕᓠᓝᓞᓣᕚ ᓙᓐᓚᓐᕗᕑᓣᓠᓗᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᕛᓛᓐᓠᕗᓕᓔᓚᓘ ᓰᓧᓐᓕᓡ
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლს დასჯერდა, თასი კი სომხეთში წავიდა