ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა, რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

• ოე ვასია

თავისი აზრი გამოყქვას,მოწოდების უფლება ვინ მისცა სანიოლის ტრენერია???

• oto

ყველაფერჩიკი

• ქალდეველი

როგორ ფიქრობ ამ კაცმა უკეთ არ იცის რა გააკეთოს შენაირი მასწავლებლები ბევრი გამოხტება და აბა რამდენს უნდა დაუჯეროს ძალიან კარგად მიუძღვება გუნდს და მოდი რა ვაცალოთ.

• ზვიადი

ეგ კი არ უთხრა მაგრა დავიღალეო

• las

არაა ეგრე. ნახევარმცველები არ გვყავს საერთოდ და მაგიტოა საჭირო სამი ცენტრალური მცველი. ორ ცენტრალური მცველისთვის არც საჭირო დონის ფლანგის მცველებიც არ გვყავს, სამწუხაროდ. ფლანგიდან თუ გვიტევენ ერთი ცენტრალური მცველი ეხმარება ფლანგის მცველს ( არც კაკაბაძე, არც აზაროვი და მითუმეტეს არც წიტაიშვილი დაცვითი სქილებით არ გამოირჩევიან ) და ცენტრიდან თუ გვიტევენ, რადგან ნახევარდაცვა ფაქტიურად არ გვყავს რაოდენობით ვიცავთ თავს.

• დავით 67

მერაბი პოლიტიკური ჟურნალისტია და შენ ფეხბურთის ექსპერტი? არ იცი რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს? მთლად ნუ გამოქოცდებით გაუხედეთ ირგვლივ 70% ორივე ეჯავრებით. მაგრამ უკვე იმდენი ქენით რომ ნაცებზე უფრო ეჯავრებით.

• ვაცლავ ჰაველი

ან ლორიას დონის მოთამაშე რამდენი გვყავს? დავაყენოთ საყრდენ ზონაში, თან მაღალია და საჰაერო ორთაბრძოლებსაც მოიგებს.

• სოსო

ეს თამაში არ წავაგეთ მამარდაშვილის გამო. ხვიჩამ ისევ გვიშველა. ბუდუ სულ გულით თამაშობს და ჯიგარია, მაგრამ ცენტრიდან საჯარიმომდე გაქცევით რო თავდამსხმელი ისე იღლება რო კარში ვე ურტყამს, ცოტა ტეხავს! თან ეკუთვნოდა მაგ ბურთის გატანა და მაგაზე უფრო დაწყდა გული ყველას. მიდი ბუდუ - ჯიგარი ხარ! ცოტა მეტი ვარჯიში და სირბილი!

• თემო

თუ პოლიტიკური ჟურნალისტი ხარ მიხედე შენ სფეროს!!ეს ყველაფერშჩიკი ხალხი აღარ დამთავრდა რა…

• las

ტაქტიკის ამბავია. 3 ცენტრალური მცველით თამაშობს, რაც ასუსტებს საყრდენ ნახევარდაცვას და 10-იანის პოზიცია რჩება თამაშგარეთ. გამოდის რომ ცენტრალური მცველები გვყავს სუსტი რახან 2-ის მაგივრად აყენებს 3-ს.\ ჩაკვეტაძემ თუ აღიდგინა კონდიციები ის აუცილებლად 10-იანის პოზიციაზე უნდა დადგეს, აქვს გოლის ალღო და რაც მთავარია კვარაცხელიასავით თამაშში ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვების თვისება

• კახა ქ.

მამარდაშვილი მისწრებაა მაგ ადგილას.უნდა ჩამოიყვანონ რამენაირად.მსოფლიოდან,მოკვეთილია, ეხლა ევროპიდან 2024-ა მოკვეთეს და ესაა სწორედ გამოსაყენებელი.თავი დავანებოთ ამ ამპარტავნობას-რა გვაქვს აქ ქ.ხვეწნაზე არაა აქ საქმე,ქვეყანას და ნაკრებს ჭირდება წარმატებისთვის.

• ადამიანი

ჟურნალისტიკაში ხპმ დაბრდღვნა ყველაფერი,მერე პოლიტიკაშიც ხომ უცებ გაიბრწყინა ( მგონი ბურჭულაძის პარტიაში) და ეხლა სანიოლის მიძღვრავს

• მირო

ხალხნო ბოლოს თამაში რო დამთავრდა ხვიჩასთან დავითაშვილი მივიდა და ხვიჩამ ისე უხასიათოდ უთხრა რაღაცაზე ყ...ობააო,მეტი აღარ გამოჩდა და არც ის მინდა ვინმეს ეგონოს ინტრიგნულს და რაღაცას ვქექავდე ნაგრამ,ის ჩვენი ბიჭია და თუ რამე არ სიამოვნებს იქნებ გამოსწორებადია და ბოლომდე ბედნიერი იყოს მაგის თქმას ვცდილობ,მკითხაობის მოყვარულებისთვის არ ვწერ,ვინც იგივე დააფიქსირეთ რაში შეიძლება იყოს საქმე თუ გაქვთ თქვენი აზრი ან ფაქტებით ან გაგონილი იქნებ გაგვერჩია

• გლორია

მშვენიერი შედეგი არი ნაკრებში მადლობა ბიჭებსაც და ვილის..რაც შეეხება სუსტი მხარების სრულყოფას რათქმაუნდა აუცილებელია. როგორ და რა საშვალებებით.?..შეიძლება ექსპერიმენტებიც თუ დამჯერებლად დავწინაურდით გიბრალტანაც...ან ამხანაგურებში.. შეიძლება იმპროვიზირებაც... ვნახავთ მთავარია შედეგი გვაქ და ესეიგი სწორ გზას ვადგავართ.. ყველა აზრი საინტერესოა.. და ლანძღვა კიდე უადგილო. წარმატებები ქართველებო.

• დ.დ.

თუ მეტყვით ყანდიაშვილი ვინ არის და ტროლობა რას ნიშნავს, მადლობელი დაგრჩებით !

• ვიღაცკაცი

საჭიროებს გაძლიერებას ცენტრი მაგრამ სრული სისულელეა ის აზრი რომ საყრდენად დავითაშვილი ლობჟანიძე ან ჩაკვეტაძე რომ გაქაჩავს საერთოდ გარემარბის საყრდენად გადაყვანაა სრული სისულელე საიდან მოსდის ასეთი აზრები

• ნიკა

სანიოლმა უკეთ იცის.

• simartle

სწორი ბრძანდებით. ჩბს სჭირდება და მოედნის ხედვააკვეტაძეს შეუძლია მარცნისკენ შუაში ნახევრდაცვაში თამაში, ართმევებზე მეტი უნდა იბრძოლოს. ყველაზე დიდი სტამინა მაგ პოზიციებზეა საჭირო და ასევე დროული პასები.ჩაკვეს ძალიან კარგი ხედვა და პასის კულტურა აქვს. საჭიროა კანკავასნაერი ჯანიანი მოთამაშე ასევე.

• ii

დაუგეგმა მერაბამ :))) სტატისტიკა ნახეთ, ბურთისფლობა არა, გარში დარტყმული ბურთები არა, გადაცემების სიზუსტე არა, და რავიცი კიდე ... 'რეკოშეტით' გატანილმა ბურთმა იხსნა თამაში.

• თამაზი

არ მომეწონა ჩვენი თამაში, მაგ თამაშით ყველასთან წავაგებთ. ორი პასით მთელი მაკედონია ჩვენს საჯარიმოში იყო. ნახევარდაცვა ნოლია. მარადიშვილის ნაირი მშრომელი, მართლა მაგრად გამოდგება. კიტეიშვილმა მაგარი თამაშები ჩაატარა და საჭირო კაცია. ლობჟანიძე თანამედროვე ევროპული სტილის ფეხბურთელია, სწრაფი. მოკლედ მწვრთნელის ჭკუა მალე გამოჩნდება

• batumeli

თქვე ყკაი ხალხო.ქეცბაიას არიყოს,პიროვნულად რო ეხებით ამ ჟურნალისტს თუ ვინც არის და პოლიტიკას რო ეხებით კიდე,რასაც წერს ას პროცენტიანი სიმართლეა ამ შენთხვევაში და რეებს მიედ-მოედებით თქვენ?

• Soso

სანიოლმა იცის რაუნდა გააკეთოს სადაც საჭირო იყო ათამაშა ლამაზი ფეხბურთი ეს თამაში მოსაგები იყო და მოიგო

• რობი

ანგისა და ლობოტკა დავიმატოთ :)

• ბაბაია

უპირველესად მოგილოცავთ ქათული ფეხბურთის მოყვარულებს ჩვენი ბიჭების დიდ წარმატებას ! წინ უფრო დიდი საქმეებია საკეთებელი , რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და მათ შორის ბატონ მერაბსაც და ეს არ უნდა გახდეს ურთიეთ ლანძღვის თემად. ახლა რაც შეეხება მაკედონიასთან შეხვედრის შეფასებას , ვფიქრობ და დამეთანხმებით რომ იყო მრავალი შეცდომები ჩვენი მხრიდან, , ვერ ვიჭერთ სტაბილურად თამაშს, დიდია წუნი გადაცემების, ბურთის დამუშავებისას,და ა.შ.არ იკითხება მოქმედების ერთიანი, შეკრული ქარგა. რჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენი გატანილი გოლები შედეგია ნიჭიერების ცალკეული გაელვებისა და არ ექვემდებარება საფეხბურთო კანონზომიერებას, ნახევარდაცვა აშკარად მოიკოჭლებს,,რაღაც გამოსავალი ალბათ უნდა მოიძებნოს და იქნებ ბატონმა სანიოლმა ექპერიმენტებსაც მიმართოს ვნახოთ!

• დ.დ-ს

ყანდიაშვილის ტროლობა მაგრად ტეხავს..

• გეგი

100% ხარ!

• დ.დ.

აი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად დიდი ადამიანების გარემოცვაში ტრიალს და მათთან სიღრმისეულ ურთიერთობებს. კაცი წლების მანძილზე ქვეყნის ჭირ - ვარამზე საუბრობს ხაბეიშვილებთან, გუბაზებთან, ხუხებთან, აქუებთან, გიგუებთან, გაკუებთან, თაკოებთან, ეკებთან, ემებთან, ნინოებთან, ნანუკებთან, სალომეებთან, ელენიკოებთან და სხვა გენიოს მიხუინისტებთან და აჰა, შედეგიც დადგა - მიხვდა, რომ საფეხბურთო ნაკრებს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება. რას ერჩით, კაცმა ქვესკნელში რა არის, ისიც კი იცის ! კარგად თქმულა : მითხარი ვინაა შენი მეგობარი, გეტყვი ვინა ხარ შენ ! კეთილშობილ სიტყვებს ჩემთვის შემოვინახავ

• არჩი

საყრდენ ზონაში ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩაკვეტაძე სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ვერ შეძლებს - საყრდენი ორთაბრძოლებში უნდა იყოს ძლიერი, რაც ჩაკვეს არ ახასიათებს. იქნებ დავითაშვილი ეცადა, მაგრამ ბურთის დაჭერა მისი ძლიერი მხარე არ არის, უფრო გარღვევები ეხერხება. კარგი დონის საყრდენია კონსტანტინე მარადიშვილი და იქნებ ამ სიტუაციაში, როცა რუსეთს პერსპექტივა არა აქვს და არც მას იძახებენ ნაკრებში, ფედერაციამ შეძლოს მისი გადმობირება. ეროვნულ ჩემპიონატში არც ერთია ძლიერი საყრდენი ლეგიონერი, ნატურალიზაციაზე რომ იფიქროს ფერერაციამ. ლუკა გაგნიძის მართლა მეიმედება, ქოჩორაშვილი და აბუაშვილი ვერ გაიზარდნენ, პრობლემები ნამდვილად არის.

• დათო

საყრდენად, უფრო რომელიმე მცველს (მაგ. ლოჩოშვილს) განვიხილავდი

აბურჯანია თუ საუკეთესო იყო, მაშინ აშკარად სხვა თამაშს უყურა იმან, ვინც 7.8 დაუწერა

• Naturali Guruli

მერაბ, ასე არ გამოვა ძმაო! ჯერ ვახო სანაიასთან შეათანხმე. თუ "დაბროს" გეტყვის მერე გააჟღერე სხვა წინადადებები!

• ირაკლი

კაცმა დაძლია კრიზისი… მიაგნო გარკვეულ სქმემას… შედეგი სახეზე გვაქვს და 27 - ნულის წინააღმდეგ რომ მივუთითებთ რაღაცის მოგონებაზე, ეს ნორმალურია?! - იქნებ ვილიზე მეტის მნახველები ვართ ფეხბურთში და მე მეშლება???

ვეთანხმები მერაბს, მაგრამ საბა ლობჟანიძე არა მგონია საყრდენად გამოდგეს. ის უფრო ფლანგელია და ამ ექსპერიმენტმა ის შეიძლება საერთოდ გააქროს მოედნიდან. ეგ სანიოლმაც კარგად იცის, თორემ ცენტრში შემტევის სტილის საყრდენად აბურჯანიას არ დააყენებდა - ის ფიზიკურად ვერ თამაშობს 90 წუთს და გუშინაც მის ნაცვლად მექვაბიშვილი შემოიყვანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სტილის ფეხბურთელი არა გვყავს

• უვიცი

ყაზაიშვილი იდეალური იქნება ცენტრალურ ზონაში

• კოტე

ვინ "დანიშნა" მერაბ მეტრეველი ფეხბურთის სპეციალისტად? და ვის აინტერესებს სანიოლს რას მოუწოდებს?

• ქუთაისი

სწორია მერაბი. გუნდში არ იყო ფეხბურთელი, რომელიც შუა ზონიდან ბურთს წამოიღებდა...სანიოლს პირველი ტაიმის შემდეგ უნდა გამოეყვანა ლობჟანიძე ერთ ერთი საყრდენის ნაცვლად და დაეყენებინა ზურიკოს ადგილზე და ზურიკო კი დაეწია უკან...როგორ შეიძლება რომ ლობჟანიძე იყოს სათადარიგო...და ერთ რამეს დააკვირდით, რას ფიქრობს საერთოდ სანიოლი მე არ ვიცი...ნახევარდაცვის ოთხივე ფეხბურთელი ვინც გუშინ მინდორზე იყო, ვერ ხვდებიან თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობაში და თან საშუალოზე დაბალი რანგის კლუბებში და საერთოდ რა ხარისხზე შეიძლება რომ გვქონდეს ლაპარაკი...კაკაბაძე- კრაკოვი, წიტაიშვილი- კვეკვესკირი- ლეხი, აბურჯანია- ჟილ ვისენტე.

• Semi

ზურიკო დავითაშვილი და კიტეიშვილის საყრდენობა გაამართლებს მაგრად, მათ წინ ჩაკვე. ფლანგებზე კვარა და ლობჟანიძე

• გოგი

რატომ გვარიშვილობა არ უწყობს ხელს?DDDDDDDDDDDDDDD

ასე ჯობია, სპორტულ ჟურნალისტად უკეთესი ხარ აშკარად.

• მინდია

დავიწყოთ იმით რომ ნაკრებზე აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. კორექტული ფორმით ცხადია. ამ აზრს რაც შეეხება საინტერესო იქნებოდა ჩაკვეტაძის ნახვა და გამოცდა

• qomagi

თამაშამდეც ვამბობდი საყრდენი ნახევარმცველები ჭირდება ნაკრებს, რადგან დღეს ნაკრებს ამ პოზიციასე უჭირს,ვფიქრობ კვეკვესკირმა საუკეთესო წლები უკან მოიტოვა,აბურჯანია კარგი საყრდენია მაგრამ უთამაშებლობა ეტყობა კლუბში ძალიან ცოტას თამაშობს,რაც შეეხება სხვა ვარიანტებს კიტეიშვილი მალე უნდა დაუბრუნდეს ნაკრებს ის ნახევარდაცვის ცენტრში შეუცვლელია და კარგი იქნება ტრამვებს ხშირად თუ აღარ მიიღებს,მარადიშვილი აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ ნაკრებში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს ძალიან მაგრად,ასევე ლუკა გაგნიძეს უნდა დააკვირდნენ,კარგი იყო პაოკში ნინუას გაემართლებინა მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა,ვფიქრობ მამუჩაშვილი კარგი საყრდენია და აუცილებლად უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო,მას უფრო მაღალ დონეზე შეუძლია თამაში ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია,იმედია უფრო ძლიერ ლიგაში გადავა.ჩაკვეტაძე კი საყრდენების წინ უნდა თამაშობდეს, ლობჟანიძე კი მარჯვენა გარემარბად როგორც თავის კლუბში თამაშობს,ის ძალიან სწრაფია და გუშინდელ თამაშში შეიძლებოდა მისი გამოყენება.მე ვფიქრობ ნაკრები დღეს არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე არა 5-2-2-1-ით კი არა 4-2-3-1-ით უნდა თამაშობდეს, 2 საყრდენი და მათ წინ ერთი გამთამაშებელი.

• ბმბ

ამ ტიპზე ალერგია მაქვს, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა მგონი, როცა მისი ნათქვამი რეალობასთან ახლოსაა.

• G.LA

ჩემი აზრით სწორი მოწოდებაა. ჩაკვე სკამზე გვეჯდეს არ მგონია მართებული და სარგებლიანი იყოს ნაკრებისთვის. ლობჟანიძეზე მეც დავწერე ადრე კაკაბაძის მაგივრად ბევრად უკეთესი იქნებოდა მეთქი და არც ცენტრში იქნება ურიგო მისი გამოცდა. სწრაფია ართმევაც იცის პასიც და მგონი უნევერსალია კარგად გამოუვა ცენტრშიც.

• Gimzeri

რავა ჩერჩეტობთ, ჩემო ბატონო! უპრინციპულესი მნიშვნელობა აქვს გიბრალტართან მატჩს და ის, რომ ამის შესახებ არ უწყის ბატონმა მერაბმა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავის აზრები უნდა აფრქვიოს!

• zaza

თუ გუშინდელ თამაშს უყურე , მაშინ სასაცილო შენი კომენტარია

• roma bejanidze

ისე ეს ქართველები საოცარი ერი ვართ. ყველაფერი ჩვენ ვიცით. ყველას ჭკუას ვასწავლით და ჩვენ საკუთარ საქმეს 80 % კარგად ვერ ვაკეთებთ. ასე რომ ყველამ მისი საქმე აკეთოს გვეშველება. ნუ პროფესორობთ და ენდეთ მას ვინც გვყავს კარგია თუ ცუდი ჩვენია და თუ ერთი თამაში ვერ ითამაშა უმაღლეს დონეზე იმიტომ ნახევარდაცვა არ გვყავს? მოგეწონათ ბულგარეთს რომ გადავახიეთ ბურთი და გოლი ვერ გავუტანეთ?

• არ გავთვალოთ

მერაბ მოდი აცალე სანიოლის,ესეთი მწრთვნელი,ჯერ ჩვენს ნაკრებს არ ყოლია!!!

• ლადო

ამის მოწოდებები აკლდა სანიოლს, მიხედოს მის საქმეს

• პატრიოტი

ვიცოდი, რომ პოლიტიკაში აზრზე არა ხარ, ახლა საკუთარ სიბრძნეს ფეხბურთზე აფრქვევ, საერთოდ გითამაშია ფეხბურთი? იცი კი რას ნიშნავს საყრდენად თამაში, იცი კი რომელი იყო საყრდენი, სულაქველიძე, მაჩაიძე, თუ დაუშვილი, იცი, რომ საყრდენად თამაში საზონოვსაც შეუძლია, რატმ არ ამბობ, რომ გიბრალტართან გამოვიძახოთ, ლოჟანიძის საყრდენობა ვის გაუგია, ბურთის თრევა შეუძლია? ის სწრაფია და ფლანგის მოთამაშეა, შენ მაგდენი არ გესმის მერაბ.

• ამო

ერთი მანუჩარ მაჩაიძე სჭირდება გუნდს. კაცი არაა ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი.

• რობერტ კემბელი

ლობჟანიძის ცენტრში თამაში სისულელეა. აი, ჩაკვეტაძის ადგილი მომავალში ცენტრში უფროა, ევროტურნირების ფლეიოფში სლოვანში ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე ხშირად იდგა.

• რონი

ჟურნალისტიკაში ხო ჭიპი გაქვს მოჭრილი და ეხლა ფეხბურთს მიადექი.. წადი გაიარე რა. ჩაკვე საყრდენად? ჩაკვესნაირი სწრაფი ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი სადმე გინახია????? ან ლობჟანიძეს რაუნდა ცენტრში ერთი ჩია ბიჭია?! ცენტრი იმიტო დავთმეთ რომ მაკედონიას კლასიანი ნახევარმცველები ყავს ბარდი ელმასი და შენი ტრაქტორისტი აბურჟანია და კვეკვე ჯიბეში ჩაისვეს... ნამეტანი დაცვის მქონე ფეხბურთელი გვყავდა ნახევარდაცვაში დაყენებული და მიტო დათმეს.. ნახევარი უნდა იყოს ასეთი კვეკვე ვინუჟდენი სხვა არავინაა კიტეიშვილი ლობჟანიძე წიტაიშვილი და დავითაშვილი ჩაკვედან ერთ ერთი...

• მამუკა

ექსპერიმენტები ზოგადად კარგია, მაგრამ მერაბ ჩაკვეტაძე საყრდენად როგორ წარმოგიდგენია?

• ქ. გ.

ვეთანხმები. გიბრალტართან შეიძლება მცირე ექსპერიმენტების ჩატარება. და იმ აზრზაც ვიზიარებ, რომ 11 საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს სასტარტოში, მათი ნომინალური (ანუ ჩვეული) სათამაშო პოზიციის მიუხედავად. დამატებითი ინფორმაცია გეოგრაფიის მოყვარულთათვის: მეტრეველი - სოფელი უწერა, ონის რაიონი, რაჭა ლობჟანიძე - სოფელი აბარი, ამბროლაურის რაიონი, რაჭა

• mirosan

ასპროცენტიაააან!!!! საღოლ მერაბ!!!

• Caruzo9

მოდი ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მიხედოს

• სასაცილოა

არ ვიცი როგორი ჟურნალისტია,მაგრამ ფეხბურთი ბავშვობაშიც არ აქვს ნათამაშები,როცა საყდენი ღებულობს შეფასებას 7.8(აბურჯანია),მამარდაშვილის შემდეგ საუკეთესოს,და საყდენის შეცვლაზე ლაპარაკობ,ელემენტარული ფეხბურთს ეტყობა ყურებით უყურებს!!!(ეს მალე სანიოლის ტაკტიკის ხარვეზებზეც მოგვახსენებს თავის აზრს)!!

• ტტტ

არაა ურიგო აზრი ღირს დაფიქრება, მარლა და მართლა ღმერთმა ქნას და ჩაკვე თუ ძველი ჩაკვე გახდება მართლა სკამზე ხომ არ უნდა გვეჯდეს>

• ლაშა

სწორია მერაბი, ნამდვილად გვაკლდა საყრდენი და თუ ძლიერ გუნდებთან გვინდა თამაში საქმე უნდა გავიიოლოთ საყრდენი ნახევარმცველებით. ნამდვილად სიცარიელე იყო მოედნის ცენტრში და როცა ნახევარდაცვაში სიცარიელე გაქვს, უპირატესობას ბუნებრივია ვერ მოიპოვებ!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა