ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).

თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).

ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“

გიბრალტარი - საქართველო 1:2

გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

სოსო
მაშინაც კი,ვარსკვლავებით სავსე გუნდში,წავიდა დათო ყიფიანი და დინამოს ჩავარდნა დაეწყო...ზამთარში, დაიღუპა ცხონებული ვიტალიც და დინამო,თითქმის მთლიანად მოიშალა.მას შემდეგ,დინამო წელში ვეღარ გაიმართა.დინამოს თამაშს,პირველ რიგში ისინი ქმნიდნენ და იმიტომ.მომდევნო წლებში,რამაზ შენგელია,კიდევ უფრო ძლიერი იყო,მაგრამ ვეღარც იმდენი გოლი გაჰქონდა და ვეღარც დინამო იგებდა.ახლაც თვალწინ მიდგა,სტანდარტების დროს,რამაზს,მთელი დაცვის ცენტრი,თავისზე გადაჰყავდა და ზონას ტოვებდნენ,მაგრამ,ახალგაზრდა ბიჭებიდან, ჭკუა არავის ჰყოფნიდა,იქ შესულიყო, ბურთი მიეღო და კარში დაერტყა.უნიჭიერესი და საოცრად ტექნიკური გრიგორი ცაავა,რომელსაც მომავლის გამთამაშებლად მოიაზრებდნენ,მათ გვერდით უნდა გაზრდილიყო,მაგრამ მათ გარეშე ზრდა შეწყვიტა და უბრალოდ,საკმაოდ კარგი ფეხბურთელის დონეზე დარჩა.
Ანზორი
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ჯგუფიდან გასვლას თან ძალიან კარგი შედეგით, კრიტიკა აუცილებელია მაგრამ ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება, 4 წლის წინ სად ვიყავით? უეცრად ჭ კლასიდან უმაღლეს კლასში გადასვლა შეუძლებელია, კი მართალია შეცდომებით,წვალებით მივდივართ მაგრამ მივდივართ! ხომ არ ვდგავართ? რაღაც ხომ მოვიგეთ, რაღაც დონეზე! ამისათვისაც დიდი მადლობა მთელ კოლექტივს......გამარჯვებები იქნება, უკეთესია ნელ ნელა დავიბრუნოთ ის კლასი, ის ადგილი სადაც ვიყავით ოდესღაც, დინამომ მიგვაჩვია უმაღლესი კლასის ფეხბურთს მაგრამ ქვეყანაში სადაც დინამო თბილისი დაიბადა, შეუძლებელია არ გამოჩნდეს გამგრძელებელი და მიმდევარი, მწამს და იმედი მაქვს ისევ დავინახავ გახარებული ხალხით გადაჭედილ დინამო არენას, გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო მთელი თქვენი ცხოვრება,გნადლობთ ამ სიხარულისათვის!
სოსო
ბოლო ორი თამაშის მიხედვით ნუ იმსჯელებ.ჯგუფში გამარჯვება,თითქმის განაღდებული ჰქონდათ.თურქებმა,ბერძნებმა და ყაზახებმა,სულაც წააგეს ბოლო თამაშები.ზაფხულში კი,მგონი კარგად ვითამაშეთ და ის იყო, ჩვენი ნაკრების რეალური ძალა.რა თქმა უნდა ბევრი ნაკლოვანება გამოჩნდა,მაგრამ მოტივაციის ნაკლებობის ბრალიც იყო,ბევრი რამე.გრძნობდნენ უპირატესობას და ბოლომდე არ იხარჯებოდნენ.ამაზე მართლაც სამუშაოა,თუმცა ასეთი რამე,ზოგჯერ გერმანელებსაც კი ემართებათ.
იპონი
სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!! ნებისმიერ საშუალო კლასის გუნდთან გავფარჩაკდებით. თუმცა მოგებები გვაქ და ამისთვის მადლობა ბიჭებს. ოღონდ ყველა ართნაირად უნდა დაიხარჯოს!! ძინავთო მწრვთნელი ამბობს და ვეთანხმები.
უვიცი
უსუსტესად ყავს ნაკრები მომზადებული სანიოლს. როდემდე გაგვიმართლებს არვიცი. ძლიერებს უმართლებს კარგია, მაგრამ, სულ ძლიერები არ ვიქნებით. მაკედონიამ გვაჯობა, გიბრალტარმა ტოლი არ დაგვიდო, ესაა რეალობა.
გიორგი 50
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ გამარჯვებას.... კომენტარებს იშვიათად ვწერ, მოკლედ, როგორც 2-3 წლის წინ ჩაკვემ გვათრია, ასევე ახლა კვარა ათრევს გუნდს. ცუდია, როცა ერთ კაცზეა ბევრი რამ დამოკიდებული... ნახევარ-ფინალში ან ფინალში კვარა რომ ვერ იყოს, შედეგი ადვილი გამოსაცნობია.... ღმერთმა დაგვიფაროს... მეორე, ძალიან სუსტები ვართ მაღალ სტანდარტულებში. გიბრალტარი ზედიზედ 4-ჯერ რომ ჩამოგაწვდიის, სხვა რაღას გიზაავს? იქნებ, ფული ავაგროვოთ და ბიჭებს სახტუნაოები ვუყიდოოთ?... და ბოლოს, არ მინდა გვარებით, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებიდან აპირებს პენსიაში გასვლაას? ადრე სულ ვამბობდით ხოლმე, წავაგეთ, მაგრამ ღირსეულადო, ახლა ვიგებთ, მაგრამ აშკარა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვრჩება...
სამართალი
ზივზივაძემ რომ დაუხატა ხვიჩას "პასი" ის არაფერია ? თქვენგან განსხვავებით ხვიჩა კეთილშობილი პიროვნებაა, მადლობა გადაუხადა ბუდუს.
hm
ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ყავდეს მაინც გუნდი იქნება. ასევე ნორვეგია და კიდე სხვები. არგენტინა ცოტა ფარჩაკები არიან იგივეს ვერ ვიტყვი, ძლივს გადიან ხოლმე მსოფლიოზე
Givi
Didebuli shedegi 21 wlamdelta nakrebit gilocavt!!! 2 welshi es bichebi daizrdebian movitminot...gushindel matchs rac sheexeba shoridan wesieri damrtkmeli ar gvkavs da saertodac dzalian ishviatad vurtkavt,stantartulebidan veravitar xifats ver vqmnit chven kartan kidev piriqit an vushvebt an ris vaivaglaxit gamogvaqs burgi...da kidev lobjanidzeze adrec vtqvi da isev vambob am biwma kargi sirbili icis da mand morcha...
გუსანი
ჯგუფის მოგება კარგია ნამდვილად,გილოცავთ.. მაგრამ ვთქვად სიმართლეც, მიჯრით გაგვიმართლდა, პენალტებითაც არ დავისაჯედ, არადა იყო... უმართლებთ ძლიერებსო.... ფეხბურთში ეს ფაბულა ყოველთვის და მნიშვნელოვან მომენტებში არ კმარა... ბულგარეთს ეხლა რომ ვეთამაშოდ 5 თამაში ვეღარ მოვუგებთ ერთსაც... ესეც ფაქტად მესახება, ამ თამაშმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა რომ ნაკრებში სათამაშო ინტელექტი, ფიზიკასთან ერთად დაბალ დონეზეა ..ზოგიერთს ნულზე აქვს.. სულ კვარაცხელია ვერ მოიგებს თამაშებს...ინდივიდუალისტების ხარჯზე გამონათებები გვაქვს, მაგრამ ერთ წრეზე ვტრიალებთ არ ვიცი ვილიმ რა უნდა მოიმოქმედოს რომ მარტში პოტენციურად ჩვენზე ძლიერი ნაკრებები დაამარცხოს. კარგი ყაზახეთი ჩვენი საკბილოა, შემდეგ..., 24 წლ მარტისთვის ნაკრებს ცვლილებები ესაჭიროება, შუა ხაზი მთლიანად გამოსაცვლელია, ვაკო,აბურჯანია,კვეკვესკირის იმედი 0, რჩება- ჩაკვეტაძე, დავითაშვილი და წიტაიშვილი, გაგნიძე ოღონდ გაზრდილები, მენტალურად და ფიზიკურად, თავდასხმა ხვიჩას ხარჯზე უკეთ გამოიყურება, დაცვასაც ბევრი პრობლემა აქვს, კვირკველია და კაშია, საპენსიონი იქნებიან, ლოჩოშვილი თამაშს ვერ კითხულობს, ჩაბრაძე, აზაროვი ფიზიკურად სუსტები არიან და ა.შ. ვინმე არის რომ ჯეროდეს ჩვენი ნაკრების შესარჩევიდან გასვლა?!...
დ
მე ერთ რამეს ვერ ვიგებ, რას ნიშნავს კვარა რომ არ გვყავდეს? ეგრე ნორვეგიას ჰალანდი რომ არ ჰყავდეს, არგენტინას მესი რომ არ ჰყავდეს, ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ჰყავდეს......... ეგრე სადაა, ასეთი ფეხბურთელები იგებენ სწორედ თამაშებს, სხვანაირად არ ხდება. ჩვენ კვარაც გვყავს და კიდევ ბევრი სხვა უნიჭიერესი ბიჭები, არც მაკედონია იყო ადვილი დასამარცხებელი და არც გიბრალტარი, რომელსაც ქუჩის ფეხბურთივით ეთამაშნენ, აი ისე, დიდები რომ პატარებს აპამპულავებენ ეზოში, ანუ ძალიან დიდი იყო კლასში განსხვავება. ასე რომ, გავიხაროთ და ვისიამოვნოთ სტატუს ქვოთი და ვიყოთ კიდევ უკეთესის იმედით მომავალში.
რონი
კვეკვე მექვაბიშვილი ამათ ადგილზე ნებისმიერი თუნდაც მეორე ლიგიდან აიყვანეთ და ჩასვით სასტარტოში იგივეს მივიღებთ.. აზაროვი ვაბშე არაა ფორმაში და გიორბელიძეს რატო არ მიეცა შანსი?? ყაზაიშვილს ამხელა გზაზე რას დაატარებენ აღარაა ევროპაში მისი სათამაშო... გაგნიძეს აქვს პოტენციალი რო ჩაჯდეს ნაკრებში ასევე სამუშაო გვაქვს მარიდაშვილზე რომ ნაკრებს გამოადგეს.. ხვიჩა როცა არაა მოედანზე გიბრალტარის დონის გუბდი ვხდებით.. კიდე კაი 2ბურთიანი უპირატესობის შემდეგ გავიდა თორემ... ბერიძეც დასამატებელია ნაკრებს..ტაბიძის თამაშიც საინტერესო იქნება და ასევე საზანოვის კარგი მცველი ჩანს სტაბილური.... ჩაკვემ და კიტეოშვილმაც რომ აღიდგინონ ფორმა მართლა მაგარი ნაკრები გვეყოლება
რა მაფიაა?
ნუ პასი უნდა მიეცა მაინც, ვერ მოისვენებდა სხვანაირად იმ მომენტში. ისედაც ატყდებოდა ვიშვიში არ დაუბრუნაო ესაო ისაი, თვითონაც ძალიან უნდოდა გაეტანინებინა, პასიც უკან არ იყო, ზუსტად გააძვრინა, სხვანაირად ჩაჭრიდნენ, სუუულ ოდნავ წინ იყო ბუდუ, ისე კიდე კვარას გარეშე თუ ხოდზე არიან და მოტივირებულები, არის შანსი, თუ დაიბლუკნენ და მაშინ მართლა საბერძნეთთანაც არ გვაქვს შანსი, ჩაკვე თუ შევიდა ფორმაში და არ დაიმტვრა კიდე და კიტეც ასევე, მაშინ არ ვიქნებით 1 კაცის გუნდი, ამ შემადგენლობას მინუს კვარა სულ სხვა გუნდია... ცენტრში მარტო კიდეს იმედად რთულია, თამამი ტიპი გვინდა ერთი, მყარად რო იდგეს ფეხზე და არ შეეშინდეს არავის და არაფრის
qomagi
როგორი ცუდი მატჩიც არუნდა ყოფილიყო,მოგებულებს არ სჯიან და გულშემატკივტებმა შევირგოთ და ეს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია,კრიტიკა 20 წელია ისედაც არ აკლდა ნაკრებს.
ამი
ხვიჩას გაყვანისთანავე, თითქოს სული მოითქვესო გიბრალტარელებმა, თითქოს ზედმეტი ფეხბურთელებით დაიწყეს თამაში, მყის აიღეს სადავეები ხელში და მოგვიგებდნენ კიდეც, იმ ხელით თამაშზე მსაჯს პენალტი რომ დაენიშნა ჩვენს კარში. ძალიან მყიფე სიტუაცია იყო შექმნილი და თამაშის დასრულებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ხვიჩას შეცვლა არასწორი იყო. არ არის კარგი, რომ მხოლოდ მასზე ამდენი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. დიახ, ხვიჩა რომ არ შეცვალათ, თამაშის ბოლოსკენ ასე არ ვინერვიულებდით და გოლსაც არ გავუშვებდით.
Master
მაინც ერთი კაცის გუნდად ვრჩებით.კვარას გასვლის მერე სულ სხვა გუნდი გავხდით.ძველებური,კვარამდელი.რას აწვალებენ ყაზაიშვილს ამხელა გზაზე,აღარაა მისი ადგილი,მორჩა.ზურიკო მაგარია,მაგრამ პასი თუარ ისწავლა ყაზაიშვილის და პაპუნაშვილის დონეს ვერ გასცდება.კაკაბაძე ვერ ქაჩავს და ძალად ვაცოცხლებთ სანაკრებოდ.მექვაბიშვილზე აქცენტის გაკეთებაც არ მგონია სწორი,აშკარაა არააა სანაკრებო დონე და ვერც გახდება,ამას თანაგუნდელი მოისწრაფიშვილიც სჯობს და ალთუნაშვილიც.კვეკვესკირიც კანკავას გარეშე ფრთამოტეხილივითაა.მოკლედ ასეთი გუნდით,ერთი კაცის იმედზე,შესარჩევზე შანსი არ გვაქვს.ღმერთმა დაიფაროს და თუ კვარა გამოგვაკლდა არ გვაქვს რესურსი თუნდაც საბერძნეთს მოვუგოთ.
gio
ხვიჩამ პასი მისცა ზივზივაძეს და მგონი ზედმეტი იყო., იმ ბურთს ნაღდი გაიტანდა ხვიჩა. ხომ დარწმუნდით რომ კარგი პასი კარგია მაგრამ გატანა უნდა და გამტანი ხვიჩაა. ბურთის გატანა ყოველთვის უჭირდა ჩვენ ნაკრებს. ჯერჯერობით ხვიჩა იგებს თამაშებს. როცა მას სამი კაცი დაზდევს, სხვებმა ეს უნდა გამოიყენონ.
aburjga
ჩვენ სწრაფი თანამედროვე ფეხბურთი კი არ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვეულებრივი ქართული ფეხბურთი. რომელია ქართული ფეხბურთი?! აი ხვიჩა რომ თამაშობს ის არის! ჩვენ დაცვაში გვჭირდებიან გივი ჩოხელი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე.... ))) დიდებული ქართული გენი აუცილებლად მოგვცემს ასეთ ნაყოფს, კიდევაც გაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი! დიდება ქართულ გენს, დიდება საქაართველოს!
ჩელე
გინდათ არ გინდათ დღემანდელი საქართველოს ნაკრები, ერთ კაცზე, მხოლოდ კვარაზეა დამოკიდებული, მამარდას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. სხვა დანარჩენი სულ ერთი დონისანი არიან,რომლებსაც არ შეუძლიათ თამაშის ბედზე გადამწყვეტი გავლენა ქონდეთ, სწორედ ამიტომაა ნაკრები რადიკალურად განსხვავებული გუნდი კვარასთან ერთად და კვარას გარეშე. ჩვენი ბედი რომ ამ ერთა ლიგაზე ერთმანეთს დაემთხვა მისი ფანტასტიკური ფორმა და ტრამვის არ არსებობა, თორემ...... ერთა ლიგის ჯგუფი წინათაც მოვიგეთ და 10 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გქონდა, მაგრამ მაინც იქ ვართ სადაც ვიყავით.....ისე თავისი ჯგუფი ამ გათა მაშებაში კაზხსტანმაც მოიგო......ერთი სიტყვით პლეი ოფისთვს თუ კვარა იქნება მაგარ ფორმაში და ჯამრთელობის პრობლემა არ ექნება შანში გვექნება რა თქმა უნდა.....
ფანიკო
გიბრალტარმაც გვაჯობა და მაკედონიამაც, ანგარიში გვატყუებს, ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს, ჭ კლასის გუნდებთან 11 წაუგებელი მატჩი სატრაბახო არაა მგონი!!!
წაიკითხე ხმამაღლა
ჩაკვეტაძე ძირითადში არ დააყენეს და სიცხემ აუწიაო, მორიგი ზღაპრები მოგვიყვნენ, ხვიჩას და მამარდას გარდა არცერთს კლასი არ აქვს, ორ ადამიანზეა ნაკრები დამოკიდებული! რეალობა ესაა..
ანზ
მოკლედ გილოცავთ ყველას. რა მინდა ვთქვა. პირველი ის რო დავაგროვეთ 16 ქულა. გავედით პირველ ადგილზე და გავხდით საუკეთესო პირველადგილოსანი. მაგრამ.მაინც უკმაყოფილოები ვართ. ერთი მხრივ ეს ცუდია. მეორე მხრივ კარგი. არ დავწვრილმანდები რა კარგი და და ცუდი. ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა მაინც ისაა რო ყველა შემტევი დრიბლიორობას და ფანტაზოსტობას ცდილობს. წიბა თამაშებიდან განსხვავებით ეს ორი თამაში ვფიარობ სუფთა ქართჯლი დამართათ. საბოლოო ჯამში ეს ციკლი უდაოდ ყველაზე წარმატებულია ჩვენი ნაკრების არსებობის ისტორიაში და მინდა მივულოცო ბიჭებს, მწვრთნელებს, ფედერაციას და ყველა საღად მოაზროვნე ქართველს. იმედია რომ დავინახეთ სუსტი და ძლიერი მხარეები და შემდეგ შესარჩევზე ყველაფერს გავაკეთებთ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. გილიცავთ.
დათო
გილოცავთ! შესანიშნავი შედეგია, თუმცა თავი არ უნდა მოვიტყუოთ - ნაკრები ხვიჩას ერთად და მის გარეშე არის ორი სხვადასხვა გუნდი! საჭიროა სხვებმაც იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჰქონდეთ მზაობა ლიდერობისთვის (ამისთვის მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ განსაკუთრებით), თორემ კრიტიკულ მომენტში შეიძლება ისევ იგივე სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგეთ რაც 2020 წლის ნოემბერში მაკედონიასთან. ასე რომ გილოცავთ და სამუშაო კიდევ ბევრია!
მისია შესრულებულია
მადლობა ბიჭებს! ნახევარი ძალით ვითამაშეთ დღეს. მესმის ბიჭების. ამ არაფრის მომცემ თამაშში, ამ საშინელ მინდორზე(ხელოვნურზე), დაზოგეს ცოტა თავი და ძალიანაც კარგი. მაინც რამხელა უპირატესობა გვქონდა. რამდენი კარში დარტყმა. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!
შოთა
ჩვენზე უკეთ იციან მწვრთნელებმაც და ბიჭებმაც, თუ რა არის გამოსასწორებელი. თავს ზემოთ ძალა არაა. უკეთესი შედეგი მაშინ იქნება, ბევრი ფეხბურთელი რომ გვეყოლება ნაპოლის დარ გუნდებში. მოეშვით ზედმეტ კრიტიკას და მივულოცოთ ერთმანეთს. ნახევარი ძალით და კლასით იგებს უკვე გუნდი. ადრე მახსოვს - "კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ"...
Aleko
Jogi
შოთა
ლუკა გენაცვალე ძმაო. 100%-იანი ხარ. მართლა ვერ გამიგია ამ ხალხის. უკვე ამ საიტზე აღარ მინდა შემოსვლა. ეს რა კომენტარებია. გაუმარჯოს საქართველოს!

ეხლა არ არის ეგეთი და მაშინ ვინ იძახდა ამას? უბრალოდ ესეთი ხალხი ვართ - პატარა გამონათებაზე ლეგენდებს ვთხზავთ, მერე პატარა შეცდომა და ლანძღვა იწყება.
თემური
როცა დინამომ 1981 თასი მოიგო მაშინ გუნდი ერთ კაცზე არ იყო დამოკიდებული!!! მაშინ იყო: ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია,.... ორი წლის წინ იყო ჩაკვე, ეხლა კვარა... დღეს რა მდგომარეობაა? მე არ ვამბობ, რომ სხვებს ვერ დაეყრდნობი, მაგრამ აქ უკვე მწვრთნელის საქმეა... კარგი იქნებოდა 3-4 თამაში კვარას გარეშე, რომ გაირკვეს რა დონეზე ვართ, მაგრამ როგორ?
G.LA
წინა თამაშის შემდეგ კრიტიკა არ დამიწერია, მარა ასე გაგარძელება არ შეიძლება. სანიოლი მიიღებს ვაისის ნაკრებს თუ უკვე არ მივიღეთ. არ მგონია მარტო ჩვენ ვხედავდეთ ამ ნაკლებს და თუ სანიოლი ვერ ხედავს მაშინ არ ვიცი. მექვაბიშვილი კობიაშვილის მოგვარეა, რა უნდა ნაკრებში? ყაზაიშვილი დვალშვილია? დავითაშვილი პატარა ბავშვივით რომ თამაშობს ამას სანიოლი ვერ ამჩნევს? ერთი ორჯერ შევაქეთ დავითაშვილი და თავში აუარდა ეტყობა. აღარ უნდა ეთამაშებინა რომ იგივე არ გაეკეთებინა რაც წინა თამაშში. ეს არის ღორობა დავითაშვილის მხრიდან. კვეკესკირის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. აღარ არის სანაკრებო კვეკე. სირცხვილია ცენტრი გიბრალტარმაც წაგართვას, მაკედონია დავივიწყეთ. ლობჟანიძეზე ადრეც დავწერე, მაგის პოზიცია მანდ არაა. ფაფხურობს და არაფერი მაგისგან შედეგი არაა. გილოცავთ ყველას პლეო ოფში გასვლას, მინდა იმედი არ მოგვეშალოს ამ ორი თამაშით. მაინც ოპტიმისტი ვარ და ოთოს დაბრუნება იმედია დაალაგებს ცენტრში.
Spain
გეთანხმებით მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეთი ამართლებს ძალიან ბევრი იმ დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებას, რომელიც ფეხბურთელების მიმართ ისმის, რომ ჩაეკითხები მერე არგუმენტები აღარ აქვთ და კარგი რომ მინდა იმიტომ ვაგინებო. სანიოლი ყველაზე უკეთ "უძრახავს" მაგ ბიჭებს, უთხრა კიდეც გეძინათო :) თავიანთი შეცდომები ყველაზე უკეთ ისევ თავად იციან. ჩაკეტილ გუნდებთან ლამაზ და გახსნილ ფეხბურთს ვერ აჩვენებს ვერავინ. ამდენი იმედგაცრუების მერე ძლივს ეგეთი შედეგი გვაქვს და კარგი შედეგის დროსაც თუ ვაგინებთ და ცუდისაც, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის იშრომონ :) გინებით გაკეთებული საქმე მე არ მინახავს და რავიცი აბა...

თამაში არ გიყურებია? რა დაცვაში იდგა რის დაცვაში, ჩვენს საჯარიმოში რა ხდებოდა თამაშის ბოლოს? და თუნდაც დაცვაში იდგა აბა თქვი რა გუნდზეა საუბარი - გიბრალტარი!!! რომელსაც 39 წლის ჩიპოლინა ყავთ ლიდერი.
100%
ლობჟანიძეს უთხარით, დამკაში გასული გადატრიალდეს. დარბის ბიჭი. კვარაცხელიას უთხარით, ხან დარტყმა სჯობს არ დარტყმასა და პასის მიცემას. ვალებს აბრუნებს ბიჭი, ჩემი ნერვების ფასად. პასი! პასი! პასი! სულიკოს ბიჭს ესმის? ვერ ვხედავ.
Georgian
ზოგს არა, 90%-ს
დავით67
საქართველოს ნაკრები იგივე დონეზეა რაც წინა წელს . ერთი კაცი იგებს თამაშს და არა გუნდი. დასვით სკამზე ხვიჩა და ნახავთ შედეგს. ნახევარდაცვა ფაქტიურად 0-ია
simartle
გილოცაქვთ ყველას ასეთი კარგი შესარჩევის ჩატარებას გუნდის მიერ, ვულოცავ სამწვრთნელო შტაბს და ყველა ფეხბურთელს. დიდი სამუშაოა კიდევ წინ გუნდის შუა ხაზის დასკომპლექტებლად, რომ შემდგომ ეტაპზე უკეთესი და უფრო შეკრული გუნდი იყოს. იმედია ჩაკვეტაძე კარგად იქნება და კიტეიშვილიც, მაგრამ მათ გარდა საჭიროა ფიზიკურად მუშა და ძლიერი შუა ხაზელების ყოლა რომელნიც დაცვშიც უშეცდომოდ ითამაშებენ, ბურთსაც გააჩერებენ როცა საჭიროა, კარგი ზუსტი პასებით და ასევე თავდასხმასაც დაეხმარებიან. შაერთოდ ვერ ვუტევთ საჯარიმოს გარედნა და ეს ძუსტად შუა ხაზის სამუშაოა უფრო ვიდრე თავდამსხმალების, რომელნიცე ყვლლა წერტილიდან კარზე უნდა იყვნენ დაგეშილები. ზურიკოს უფრო მეტი ფიზიკურიმომზადება შწირდება რომ დაცვაშიც სარგებლიანი იყოს. კვეკვესკირს ცოტა სისწრაფის მომატება სჭირდება, რადგან აგვიანებს პოზიციაზე თუ წინ მიდის, მაგრამ მისი წლოვანებაში სიწრაფის მომატება უკვე ძნელია. ჩემპიონატში არის ერთი ორი და ახალგაზრდებშიც. მოკლედ იმედია ყველას გადახედავენ და რაგბის ფედერაციასავით ნეპოტიზმით არ იქნებიან დაკავებული, შეაზიზღეს ზოგ დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდას სპორტი. ბოდიშით რაგბის ფეხბურთთან გარევისთვის მაგრამ ფაქტებია ბევრი და არ შეიძლება ასე.
Nw
დავითაშვილზე იძახდნენ ვიღაცეები 2 წლის წინ აუჰ ეგ არი ჩამოყალიბებული მზა ფეხბურთელიო, ჩამოყალიბებულია კაცია კაცოო და სადღეგრძელოები. ხვიჩა ჯერ არაო სუსტი გამოუცდელიო მაგას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასტავლიო და ა.შ. ეს იყო როცა ახალი გადასულები იყვნენ რუბინში. შეიძლება კარგი ფეხბურთელია დავითაშვილი მაგრამ ამ ქვეყანაში ძაან დეგრადირებული აქვს ზოგს აზროვნება და განსჯის უნარი.
კახა ქ.
ნელ-ნელა შემცვლელები უნდა კაშოს,კკეკვეს,ყაზაიშცილს.ძალიან სუსტად ითამაშეს.კიდევ ერთი რამ.საბიოლს ბოლომდე არა აქვს ხელში აღებული სადავეები,ან ვიღაცას ანგარიშს უწევს,ან კიდევ....ღმერთმა ქბას ვცდებოდე.მაგრამ თუ ასეა,დაივიწყეთ ყველანაირი წარმატება,ასე ვერაფერს ვერ იზამენ.მამარდაშვილზე იჩალიჩეთ,ნუ გიტყდებათ ზედმეტი დალაპარაკება
გიო
კარგია რომ თურქეთს ავცდით ვისურვებდი რომ ყაზახეთი შეგვხდეს და არაა საბერძნეთი ნახევარ ფინალში 2024 წლამდე ჯერ შორია იქამდე იმედი მაქვს ჩაკვეტაძე კიტეიშვილი შევლენ ფორმაში ათამაშდებიან და დღეს ვინც არიან 18-19 წლის პერსპექტიული ბიჭები ისინიც მოუმატებენ აგერ რამდენიმე თავის წინ მიუხენის ბაირნმა წაიყვავა 17 წლის ქართველი თუ ეგ ბიჭი ათამაშდა 2024 წლისთვის უკვე 19 წლის იქნება და იმედი მაქვს ითამაშებს ძაან ნიჭიერია ასევე არის ბევრი კარგი ახალგაზრდა ვინც წესით უნდა განვითარდეს 2024 წლამდე იქამდე ჯერ შორია პროგრამა მინიმუმ აესრულებულია ჯგუფი მოვიგეთ. ახლა დაველოდოთ ამ ევროპის წილისყრას და ამ საკვალიფიკაციოზე უკვე გამოჩნდება რეალურად რა დონეზეც ვართ და ა.შ
ლუკა
გამაგიჟებს ეს ხალხი ღმერთო!1 პოზიტიური კომენტარი ვერ წავიკითხე!თქვენ ხალხნო დაგავიწყდათ რამოდენიმე წლის წინ რა დღეში იყო ჩვენი ნაკრები?საერთოდ ვერავის რომ ვერ ვუგებდით და გადაბმულად 3 გადაცემას ვერ ვაკეთებდით???მთლიან ამ გათამაშებაში მხოლოდ ჰოლანდიას და საქართველოს აქვს 16 ქულა ისიც ჩვენ გოლებით უკეთესი შედეგი!ჯგუფში სადაც მაკედონიაა რომელმაც იტალია დააჩოქა ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვა და ბულგარეთი რომელიც 6 გოლის ნაკლებს არ გვიტანდა ადრე.რა გინდათ რას ერჩით ბიჭებს!!!??? 11 კაცით დაცვაში იდგა გუნდი და დიდი ამბავი 2-1 თუ მოვუგეთ ჩვენთვის არაფრის მომცემ მატჩში!კარგით რა კარგით გეყოთ!დიდი მალდობა ბიჭებს საუკეთესოები ხართ.
გარინჩა
გავიდა ხვიჩა მოედნიდან და დაიწყო @@@@@@@@ დოღი...
ლევან
რათქმაუნდა ძალიან კარგი სტატისტიკა და შედეგი აქვს ნაკრებს 11 თამაში წაუგებელი სერია და 8 მოგება ჩინებული შედეგია პლიუს B დივიზიონში გადავედით მაგრამ ჯანსაღი კრიტიკაც და შეცდომებზე აქცენტის გაკეთებაც და მითითებაც აუცილებელია ჩრდილო კორეა ხოარ ვართ რომ მარტო კარგი ვილაპარაკოთ და კრიტიკის და პრობლემების დანახვა და ამაზე კითხვების დასმის უფლება არ გვქონდეს რაც არი კარგი იმასაც ვაფასებთ დაა გვიხარია და რაც არის ცუდი და გამოსასწორებელი იმსაც ვამბობთ გიბრალტართან ასე არ უნდა ითამაშო და განსაკუთრებით მე-2 ტაიმი გიბრალტარმა ბურთი არ უნდა გაგიგოროს ცენტრში კარში ამდენჯერ არ უნდა დაგირტყას და გოლი არ უნდა გაგიტანს თუ რამეზე გაქვს პრეტენზია და ისეთ ნაკრებს აშენებ რომ ამბიცია გაქ სადმე გახვიდე მარტო კვარაცხელია და მარტო მის იმედზე ყოფნა არ ეყოფა გუნდური თამაში ორგანიზებული და სწორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ აწყობილი და კარგად შეთამაშებული სამწუხაროდ მოედნის ცენტრში საკმაოდ სერიოზული პრობლები გვაქს და გვიჭირს დაცვა ასაკშია სამწუხაროდ კაშია 36 წლის არის ხოჭოლავა კვერკველია 30-30 აქაც გვჭიდება ახალგაზრდები გრძელ ვადიან პერსპექტივაში ახალი ფეხბურთელები გვჭირდება ბევრია სამუშაო ბევრი პრობლემაა.
გუჯი
გიბრალტართან 2:1 მოგება არაა პრობლემა. პრობლემა ისაა რომ გაუმართავ 80-იანი წლების ფეხბურთს ვთამაშობთ რომელსაც ეზოს ფეხბურთის აქცენტებიც აქვს. ჩამქოლეთ და მე არც სანიოლის დიდი მწვრთნელობის არ მჯერა. მადლობა ღმერთს ვიგებთ მაგრამ ძირითადად ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე და ასე სერიოზულ გუნდებთან ვერაფერს ვერ ვიზამთ. თანამედროვე სწრაფი ფეხბურთი და ინფივიდუალიზმი უნდა იყოს შეჯერებული ერთად რომ კარგი გუნდი გერქვას. ნუ იმასთან შედარებით რა შედეგებიც გვქონდა ბოლო 20 წელში ეს შედეგი ზღაპრულია მაგრამ სამწუხაროდ ეს გაუმართავი ფეხბურთი მე პირადად დიდი იმედებით არ მავსებს.
სასწაული
ყაზაიშვილიც კი გაკვირვებული იყო:)))
გელა
ჩემიაზრით ზედმეტად აპიარებენ და აქებენ დავითაშვილს სადაც კი რამე გადაცემა მინახია სულ კვარასთან ერთად დავითაშვილი და დავითაშვილი ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი ახსენებს თითქოს და კვარას დონის იყოს არადა მე რასაც ვუყურებ ქუჩის ფეხბურთს თამაშობს დავითაშვილზე კარგი ფეხბურთელი 1-2 ვიცი ეროვნულ ლიგაში ჩემი შეხედულებით ბოლო 2 თამაშში დავითაშვილის და კვეკვესკირის თამაში იყო კატასტროფაა აზაროვს რაც შეეხება არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ზვეზდაში არ არის აშკარად ფორმაში და დაეტყო ეგ ნაკრებშიც. რაც შეეხება კვარაზე დამოკიდებულებას შეტევაში რათქმაუნდა კვარაზე ვართ დამოკიდებული და დაცვაში კაშიაზე რომელიც აშკარად უკვე მოკლებაზეა წასული ასაკიდან გამომდინარე.
რაბუ
იმედია ჩაკვეტაძე 2024 წელს მაინც გვეყოლება ძირითადში. იშრომე გიო იშრომე ბურთის დამჭერი და გამანაწილებელი არ გვყავს ცენტრში
ლევან
მართლა ვერ ვხდები თუ მექვაბიშვილს იძახებ და მამუჩაშვილს იძახებ რატომ არ შეიძლება გამოიძახო ლუკა გაგნიძე მითუმეტეს რომ ცენტრში აშკარად პრობლემები გვაქვს კვეკვესკირი აღარ არის ნაკრების დონის ფეხბურთელი წინაწლებთან შედარებით გვილიასავით მანაც ძალიან მოუკლო მეტ-ნაკლებად კარგია აბურჯანია თუმცა არაა სასურველი უფრო კრეატიული ფეხბურთელები გვჭირდება ნეტავ მოხერხდეს რუსეთიდან (რუსეთუმე არ მეძახოთ მართლა ძაან გვჭიდება) მარადიშვილის ჩამოყვანა ეს ბიჭი ძაან გაგვაძლიერებდა ცენტრში ცენტრში გვჭირს ძალიან დაცვა გყავს გამოცდილი და კლასის მქონე შეტევაც კარგია მაგრამ ცენტრში კატასტროფა ხდება.
kaxa
ეს ორი თამაში იყო სამარცხვინო ტანჯვა-წამება. მონდომებით, წინ და უკან არ ირბენს ფეხბურთელი და ეგრევე წითელი მიეცი ვილი, თუ ამის თავი არა გაქვს, ჯობია ეხლავე გადახვიდე სხვაგან, შიშით უყურებდა ისევ ხალხი ამ ორ თამაშს. ხვიჩა გამოვაკლეთ ადრე გუნდს და რაც მივიღეთ დავინახეთ. სხვა ქვეყნიდან რომ არ ატარო კაცი, მაგალითად ყაზაიშვილი, მაგნაირი აქვე კონა აბაზია, ესეთი თამაშით გასვლას ჯობია არ გავიდეთ და არ შევრცხვეთ
ზურა
იმედი მაქვს ლუკა გაგნიძე 2024 წლამდე თავს დააჰწევს რუსეთს წავა ევროპაში და მოედნის ცენტრში მივიღებთ იმ ფეხბურთელს რომელსაც ასე ვნატრობთ ასევე იმედი მაქვს კიტეც ძველებურად ათამაშდება და დაძლევს ტრამცებს ასევე ჩაკვეს დაბრუნების იმედიც მაქვს სხვაშემთხვევაში თავიდან ბოლომდე ხვიჩაზე ვართ Dაამოკიდებულიდ ა მარტო ხვიჩა ვერ "ათრევს" სამუდამოდ ნაკრებს.

ამ მარადიშვილმა რა გა***კა დაიშალა გაქრა რუსეთის ნაკრები და რაღას ელოდება ეგ ჩემისა? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კვეკვესკვირის და აბურჯანიას იმედზე.. ლუკა გაგნიძესი ძალიან მჯერა და უკვე იმსახურებს ნაკრებში თამაშს მექვაბიშვილის მაგივრად დაეყენებინა ეხალა ენახა..
ილიას
ილია, უბრალოდ დავითაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საგოლე პასი გაეკეთებინა მაკედონიასთან 54 წთ-ზე ერთი-ერთზე გაყავდა ხვიჩა და არ მისცა პასი. ბურთი დაკარგა. დღესაც ბოლო წუთებში შეეძლო ერთი-ერთზე გაეყვანა მეკარესთან და ისევ არ მისცა პასი. აქაც დაკარგა ბურთი... ეს აშკარად გამოჩნდა, თორემ სხვებიც სცოდავენ რა თქმა უნდა...
agmsarebeli
ხიზან-სანიოლ-აი-ჭკვააოხრებულები-თუ-არა-ხართ-შეიძლება-ის-ქვაბი-მექვაბიშბვილი-ათამაშო-და-არაბიძე-არა?!
სამწუხაროდ
პასის კულტურა ბევრს არა აქვს და დაიღუპავენ თავს ღორობით. ორივე თამაში უსაზღრიზესი იყო. გამოაკელით გუნდს კვარა და მიიღებთ სამარყანდის სამგურალს..............
ქუთაისი
მე ვფიქრობ რომ არაფერ შუაში არ არის სანიოლის "კარგი მუშაობა"... სამ მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა და ასე შემდეგ... საქართველოს ნაკრები არის ხვიჩა კვარაცხელია და ამას დამატებული... თუ კარგ ფორმაში არიან, კარგად თამაშობენ და თუ ცუდ ფორმაში არიან, მაშინ ცუდად.. ა, სულ ესაა სანიოლის "კარგი მუშაობა" და ჩვენი ნაკრები თავი და ბოლო.
გულშემატკივარს
თამაშს თუ უყურე სად ნახე დავითაშვილი ძირითადში? ბოლო ნახევარი საათი ათამაშა
სტალინი
ნახევარ გუნდს, მოედნის ხედვა და პასის უნარი არ გააჩნია. ვილის მაგარი ბედი აქვს ბოლო ორი თამაში რომ მოვიგეთ. კვარა, ბუდუ, წიტა, კაშია და მამარდა, მხოლოდ ამათ დავტოვებდი გუნდში, დანარჩენი.......... დავიჯერო ამ ქვეყანაში 11 კაცი ვერ გვიპოვია ??????????
გულშემატკივარს
ძირითადში არ ყოფილა დავითაშვილი. იმედია მიიღებს სასტიკ საყვედურს, და თუ მასე გააგრძელებს აღარ გამოიძახებენ
გამოსავალი 1
საქართველოში გამართული შეხვედრების დროს დავითაშვილი როგორც კი მიიღებს ბურთს მთელმა სტადიონმა იყვიროს პასი-პასი-პასი!!!
ირაკლი
მექვაბიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ნულია თქო, მაგრამ აბურჯანიას მგონი არაფრით სჯობს. ყველა ვხედავთ რომ შუა ხაზში კატასტროფული მდგომარეობაა. გიბრალტარი რომ დაგაჯდება 20 წუთი და ამდენ მომენტს შეგიქმნის იქ ევროპაზე გასვლის პრეტენზია ცოტა უხერხული მოსასმენია. ყაზაიშვილის რა ვალი აქვთ ასეთი მაცოდინა, გამოდის საძუნძულოდ, ვითომ არის და ამ დროს არ არის. საბა ლობჟანიძე არის იმ ტიპის ფეხბურთელი რაღაცას რომ ფხაკურობენ და მარგი ქმედების კოეფიციენტი რომ აქვთ ნულის ტოლი. დავითაშვილი თამაშობს ქუჩის ფეხბურთს, მასე მაგ ბიჭს “ბორდოში” ძალიან გაუჭირდება, მიცემენ ერთ ორ შანსს და მერე დასვამენ სკამზე. რეალურად ვინც თამაშობს და კლასი ეტყობა ეს არის ლორია, მამარდა, ხვიჩა, ხოჭოლავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე, კაშია და დიიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება. დანარჩენები არის ის რასაც ქვია ვაკუუმის ამოვსება ბალასტით.
ILIA
ამ კომენტატორებს აკრძალული აქვთ ჩვენების კრიტიკა?
გიორგი777
მადლობა სანიოლს და ბიჭებს. ბოლო 2 თამაში რაც ითამაშეს მაგ თამაშებით პლეიოფებში შანსი არგვაქვს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
გეთანხმები მართალი ხარ. დავითაშვილმა ამ შეკრებაზე საერთოდ ვერაფერი შეძლო. არც ხედვა არ აქვს და არც გუნდურობა, ტყუილად აპიარებენ, იმის ნახევარიც არაა რასაც აქებენ.
გულშემატკივარი
აშკარაა სანიოლი პრინციპულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს! ვიღაც აფათურებს ხელებს გუნდის მართვაში! თამაშის დასრულების შემდეგ ვიდეო-განხილვა აღარ არსებობს??? ობიეტური მწვრთნელი წინა თამაშში დავითაშვილის ეგოისტური მოქმედების შემდეგ კიდევ დააყენებდა ძირითადში??? ვინმემ აუხსნა, რომ ასე არ შეიძლება??? დააყენა და იგივე ქმედება... ამას ვერავინ ხედავს გულშემატკივრების გარდა???
ზურა
გამარჯვება კარგია ვულოცავ ნაკრებს მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ განვიცდით კლასის მქონე ფეხბურთელების ნაკლებობას კვარაცხელიაზეა ეს გუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული შეტევაში აგერ გავიდა კვარაცხელია და მაშინვე გაგვიტანეს რა თამაშებიც მოვიგეთ გინდა ამ ჯგუფში და გინდა შესარჩევში გოლების 90% კვარაცხელიამ გაიტანა ის ამწვავებდა და კვარას შიშით აქტიურად შეტევაში ვერ გვეთამაშებოდნენ კვარას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ყველაზე ცუდი ის არის რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც აქვს იმის ნიჭი და პოტენციალი რომ კვარას დონეზე ითამაშოს ნაკრებში არის ჩაკვეტაძე რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში ახლა ვიცი რომ კლუბი შეიცვალა ახალ კლუბში თამაშობს აქვს სათამაშო პრაქტიკა და ძალიან მაინტერესებდა მისი თამაში როგორი იქნებოდა ნაკრებში მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ასევე კიტეიშვილია კარგი ფფეხბურთელი სათამაშო ინტელექტი და კლასი აქვს მაგრამ ისიც ძალიან ტრამვიანობს პრობლემები ბევრიაა მაგრამ მე ვხედავ იმას რომ დღეს დღეისობით ამ მოცემულობითკ ვარაზე ვართ დამოკიდებული რაც არ არის კარგი იმედი მაქვს რომ კიტეც და ჩაკვეც ჩადგებიან ფორმაში და ასევე გამოჩნდებიან ახალი კარგი ფეხბურთელები ნაკრებში და განსაკუთრებით მოედნის ცენტრში 2024 წლამდე დიდი დროაა მაგრამ თავის დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს ამ მატჩის ბოლო 20 წუთმა ცალსახად აჩვენა რომ უამრავი პრობლემა გვაქვს ნაკრებში.
zustad!
აი ეს ვართ ჩვენ,ქართველები. თავში აუვარდათ,ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა და ამათმა,ეუფ ჩვენ რა მაგრები ვართ,მაკედონიას და გიბრალტარს ხომ საერთოდ რას ვუზამთო... თავში ნუ აგივარდებათ ბიჭებო. ბოლო პერიოდის აჟიოტაჟი ფეხბურთში უკავშირდება ერთადერთ ბიჭს და ყველამ ვიცით ვინ არის ის! მწვრთნელებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია!
ქობულეთიდან
ასეთი პრინციპული ხასიათის შეხვედრა და ასეთ მეტოქესთან ასეთი თამაშით, მე არ ვიცი.ძალიან ვინერვიულე, ძალიან.ერთი სული მქონდა როდის ჩასტვენდა მსაჯი საფინალოს.არადა, მატჩამდე 2-3 დღით ადრე კალკულატორი გვეჭირა და ვითვლიდით რამდენი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო გიბრალტარისათვის.აჰა ესეც,მიდი და მოუგე.თითქოს მარილი ეკლო ჩვენების თამაშს, ეს კვეკვესკირი ხომ საერთოდ რაა, ძალიან სუსტია.რა მექვაბიშვილი, რის აზაროვი, ლობჟანიძე ხომ თითონაც არ იცოდე რას აკეთებდა.
გიორგი
დავითაშვილს მეც შევამჩნიე ბოლო ორ შეხვედრაში ბოლო პასს არ იძლევა, ძუნწობს. შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, არადა პირიქით გამოსდის. იმედია გამოასწორებს. პირველ ნომრად თამაში არ შეგვიძლია. არა გვყავს საკმარისი კადრები. რაც მთავარია ბურთის გამნაწილებელი მოთამაშე არა გვყავს. მაგარი სერია როცა გვქონდა მეორე ნომრად ვთამაშობდით, პირველ ნომრად კი გიბრატალთანაც გაგვიჭირდა.
gio
მართალი ბრძანდებით, თუმცა ბოლო 20-25 წუთი აშკარად მოდუნდნენ და აირივნენ ჩვენები, რაც კინაღამ ოქროს ქულების ფასად დაგვიჯდა. კინაღამ თავად გააგდეს საკუთარი ხელებიდან უკვე ფაქტობრივად მოპოვებული გამარჯვება. ვინ იცის, იქნებ დღევანდელ თამაშში მოგებასა და ფრეს შორის განსხვავება ევრო 2024-ზე გასვლა-არგასვლას შორის განსხვავებაა! ასეთი ლაფსუსები აღარ უნდა განმეორდეს. დანარჩენში 100%-ით გეთანხმებით.
ბეგი
კვარას გასვლის შემდეგ კოშმარი დაიწყო. მის გარეშე დაახლოებით გიბრალტარის დონის გუნდი ვართ,არავის ეწყინოს. ფაქტი აგერაა სახეზე.რამით ვჯობდით ბოლო 15 წუთში? სერიოზული პრობლემაა ეგ და თვალს ნუ დავხუჭავთ.
ილია
დავითაშვილზე ითქვა,რომ თავის ეგოიისტრ სტიქიაშიაო.სამწუხაროდ არა მარტო ის,ბოლო მომენტში პასი ეჭირთ,კვარას და ზივზივაძის გარდა ყველას.
აბო
ზუროსი და სანიოლი ორივე გასაშვებია. სპალეტი გვჭირდება. ძველი თაობა გასაშცებია ან მაქსიმუმ სათადარიგოზე. წოტაიშვილი ყოჩაღ, ყველაზე მეტი ირბინა, ეტყობა უკრაინული სკოლა.
გიორგი
მხარდაჭერაში გეთანხმები მეგობარო, მაგრამ პოყვარეს პირში უძრახეო. დავითაშვილის უსაქციელობის შედეგი ფრე შეიძლება ყოფილიყო. ფეხბურთი გუნდური სპორტია.
Spain
დღეს სამეგობროში მხოლოდ მე ვიძახდი, რომ ამ თამაშს ადვილად ვერ მოვიგებდით ,რადგან გიბრალტარი ცოლ-შვილით დაცვაში დგება და ავტობუსს აყენებს, ეგ ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ წესით, ჩამოყარეს ანგარიშები ამ ვითომ გულშემატკივრებმა , იძახეს ათით ნოლს, შვიდით ნოლს მოვიგებთო და არიან ახლა გამწარებული და იგინებიან :))) თან რაც ყველაზე მდაბიო საქციელია, ფეხბურთელებს აგინებენ, ვინც მართლა ყველაფერი დადო მოედანზე და ბოლომდე იბრძოლა. ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა გულშემატკივრის უმრავლესობა. ხვიჩას ხარჯზე წარმოიდგინა ყველამ, რომ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, სინამდვილეში არ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, უბრალოდ რაც შეუძლიათ შრომობენ და ყველაფერს დებენ ბიჭები, ამის არ დაფასება და დაუნახაობა როგორ შეიძლება მე არ მესმის. ხვიჩამ ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მისი დამსახურებაა ახლა სადაც ვართ და მოდი ნუ დავიწყებთ უაზროდ ღლიცინს და როცა დასაფასებელია დავაფასოთ ეგ ხალხი. გვქონდა უკეთესი თამაშები, შვედეთთან მაგალითად, ასევე ბულგარეთთან 5:2, მაკედონიასთან გასვლა 3:0, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაც შეგვიძლია, როცა ბოლომდე დაცვაში არ გვიდგას მეტოქე, იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად და კიდე უფრო გაძლიერდებიან ჩვენები. ვინმე იფიქრებდით, რომ 16 ქულა გვექნებოდა და პირველი ადგილით დავასრულბდით? ახლა თურმე ხარისხი არ მოეწონა ვიღაცას. ეს დივანზე წამოწოლილი ექსპერტები ხო არ გამოილია მოკლედ. მადლობა ბიჭებო და უდიდესი წარმატებები! იცოდეთ, რომ ვართ ხალხი, ვინც შედეგის და ხარისხის მიუხედავად თქვენს გვერდით ვიქნებით. ასეთი ხალხისთვის მოინდომეთ უფრო მეტი და არა ჩასაფრებულებისთვის!
დიმა
გასვლაზე მაკედონიასთან და ბულგარეთთან მოგების შემდეგ გუნდი უკან მოდის.კომენტატორების მიერ ბოლო წუთების კანკალით ათვლა, ამაზრზენი იყო და ცნობილი ფრაზა გამახსენა"აბა, ომი გინდათ".
gulshematkivari
დავიწყებ მექვაბიშვილით,ეს ბიჭი (რბილად რომ ვთქვათ) ძალიან სუსტია ყველა ასპეკტში. კვეკვესკირი არ ვარგა ,ფეხებში მიზანი საერთოდ არ აქვს.დავითაშვილმა პასები არ იცის და არც არაფერი გამოსდის წინ.ლობჟანიძე სისწრაფე კი აქვს,ირბენს,გაასწრებს მეტოქეს და აი მაშინ არ იცის რა ქნას.აზაროვი სუსტი მოთამაშეა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.ასევე ფლანგის მცველებიც. მოკლედ,ჩვენი ნაკრების წარმატება და ნათელი წერტილი არის,კვარაცხელია და მამარდაშვილი!
გიორგი
1000%
გიორგი
ძალიან სუსტი თამაში გვქონდა, ყველა თვალსაზრისით. მარტო ხვიჩას იმედზე ყოფნა არ შეიძლება. წიტაიშვილი ძალიან სასარგებლოა, ყოჩაღ! ბოლოში 3-2 ზე ვიყავით, მაგრამ დავითაშვილმა ბურთი ვერ გაიმეტა, თავად კი ჩაფლავდა. სანიოლმა აუცილებლად უნდა დასაჯოს და გუნდზე თამაში უნდა აიძულოს. თუ არადა, მისი ადგილი გუნდში არ უნდა იყოს.
ერთიდაიგივე
ლობჟანიძის საფეხბურთო ინტელექტზე ადრეც დამიწერია. კვეკვესკირი იმედია დღესვე დაამთავრებს სანაკრებო კარიერას, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მარტომ მოაგებინოს. დავითაშვილს ვფიქრობ ვინმე კომპეტენტურმა უნდა დაანახოს ფეხბურთის თვალსაზრისით სხვაობა რეალობასა და საკუთარ თავზე წარმოდგენის შორის. დღეს შემექმნა წარმოდგენა, რომ ბევრი ჩვენი მოთამაშე მეტოქეს არ აფასებდა და ვითომ მაგარ ფინტებს ჩალიჩობდნენ. მოგება მიხარია. უბრალოდ დამღლელია ამდენი ათწლეულების განმავლობაში იმედგაცრუებები. სწორად იმათ გამო, ვინც თავის შესაძლებლობებს რეალურად არ აფასებს.
ლაკონურად
გილოცავთ! ცენტრი ფაფუ!
Maxo
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი დადეს. ამ მიღწევას რა თქმა უნდა, ყველა ხედავს და აფასებს. თუმცა დღევანდელი თამაშის ბოლო 20 წუთი რა იყო? ამას ნამდვილად არ მოველოდი საქართველოს დღევანდელი (ხაზგასმით - დღევანდელი!) ფორმაციის ნაკრებისგან. თავისუფლად შეიძლებოდა თითქმის გარანტირებული (და ესოდენ საჭირო!) მოგების ხელიდან გაშვება. ასე არ შეიძლება. ასეთ მოდუნებას გიბრალტარზე ძლიერი გუნდები არ გვაპატიებენ. ჩვენ ხომ გვაქვს ამბიცია, რომ ეს ძლიერი გუნდები დავამარცხოთ! დღევანდელ ფეხბურთში არ არიან სუსტი გუნდები, და არ არსებობს გარანტირებული გამარჯვება (თუ 5:0-ს არ იგებ 90-ე წუთზე :) ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. ბოლოს ვიტყვი, რომ კრიტიკა არ არის თვითმიზანი! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, მომავლის იმედით!
რიკი
ეჰჰ კვარას გარეშე ნულია გუნდი..
ზურა
მე მაქვს კითხვა ამ ჯგუფში რომ არ გვყოლოდა კვარაცხელია რომელ ადგილზე გავიდოდით??? სამწუხაროდ ეს ნაკრები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კვარაცხელიაზე გავიდა კვარაა და ნაკრები დაიშალაა იმდენი შეტევა გაგვიკეთეს გოლი გაგვიტანეს და კინაღამ პენალი აიღეს. სამწუხარო რეალობა.
სტატისტიკა
ამ გათამაშებაში ერთა ლიგაზე ყველაზე მეტი ქულა აიღო ნიდერლანდებმა და საქართველომ 16 ქულა. ბურთების შეფარდება ნიდერლანდები 14:6, საქართველო 16:3. თუმცა ნიდერლანდებს ჯგუფში ყავდა ბელგია, პოლონეთი და უელსი...
მეგრელი
პარალელურად ინგლისი-გერმანიას ვუყურებდი, სულ სხვა სპორტი იყო.
bejo
დავითაშვილს ვინმემ უთხრას რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია ... მაკედონიასთანაც ღორობდა და აქ საერთოდ ამაზრზენი იყო ... ვილი ყველანაირად ეცადა რომ კარგად გვეთამაშა ... გიორბელიძე მინდოდა მარცხნიდან მაგრამ აზაროვიც კაი იყო ... ვულაცავ მაინც ნაკრებს მოგებას და რეკორდს კაშოს 100 მატჩს ...
ლევანი.
ეს რა იყო.იგივე მოხდა რაც ვაისის დროს მაშინაც ძლივს მოვიგეთ გიბრალტარში.ხვიჩას გარეშე ყანა გუნდი ვართ.ან საერთოდ რატომ გაიყვანა.მაგის მერე დაგვაჯდა გიბრალტარი...
რაბუ
კვარას გარეშე ძველი ნაკრებია
Რაგბის ფანი
კვარას გარეშე მუხლები აუკანკალდათ, რაიონის გუნდთან. მსაჯმა 100% პენალტისგან გვიხსნა. ზურიკო და კვეკვე პასის აზრზე არ არიან. ხოჭო ჭკვიანია.
Tbilis-ს
მექვაბიშვილი ვისი ფავორიტია???
ელიასი
საძაგლად თამაშობენ. ამ გუნდს კვარაცხელია რომ გამოაკლო ლუქსემბურგს გაუტოლდება ძალით. თუმცა ძალიან იღბლიანია და მსაჯებიც ძალიან წყალობენ. ლობჟანიძე და მექვაბიშვილი აუცილებლად უნდა მოაშორონ ნაკრებს. კვეკვესკირს ადრე არა უშავდა, ახლა კი დეგრადირებს. ამ თამაშში კარგი არცერთი ჩვენიანი არ იყო.
Tbilis
Kazaishvils rato idzaxian 0 ia
რუსთავი
საშინელი ორი თამაში და ორი მოგება...! მოედანზე უდისციპლინობა იგრძნობოდა ორივე თამაშში ვინ სად დარბის არიციან. მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს ძალიან და ყველა ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ამ ოქროს თაობასაც გავანიავებთ, განიავებას კიდევ ბევრი არაფერი უნდა ერთი ფეხის დაცდენაა (მაკედონია-საქართველო 1:0), შენებაა ძალიან ძნელი.
alex
გილოცავთ გამარჯვებას! მაგრამ ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრები ხვიჩას გარეშე არის გიბრალტარის ნაკრების მეკარის "მოსახელე"
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
მადლობა ფორტუნას რომ გადავრჩით
მწრთვნელი
მეორე გუნდია სასწრაფოდ შესაქმნელი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, რომ ცოტა მაინც გამოჩნდეს კონკურენტუნარიანი მოთამაშეები რომლებიც შეცვლიან ზოგიერთ გადაღლილ მოთამაშეებს ძირითად ნაკრებში ასეთ თამაშებში როგორიც გიბრალტარია!
ქომაგი!
დასასრული კარგია მაგრამ... ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს გუნდს! დავითაშვილი თავის ეგოისტურ სტიქიაშია... ვერაფერს სწავლობს... არ შეიძლება გუნდში ვინმემ მიუთითოს???
დავითი
ერთი რაღაც მკვეთრად გამოჩნდა: სანიოლს გეგმა ბე არ გააჩნია. რატომ უნდა ითამაშო გიბლარტართან 5 მცველით იმის იმედზე რომ გოლს ხვიჩა გაააკეთებს და მერე წინ წამოსულ გიბლარტალერებს კონტრზე დაგიჭერთ. როცა კარგ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე ზიბზიბაძე გყავს,რატომ არ უნდა ცადო ორი ფორვარდით თამაში? იმედია რომ ევროპის საკვალიპიკაციოზე სანიოლი სხვა სქემებისკენაც გაიხედავს,თორე ეგეთი სცენარებით თამაშს საბერძნეთი გირჩევნოდეთ ვიდრე ღრმა ავტობუსიანი ( გიბლარტაზე ბევრად ხარისხიანი) ყაზახეთი. სხვა მხვრივ ყველას გილოცავთ ჯგუფში პირველ ადგილს !
ზურაბი
აუგის თქმას - სიჩუმეს ვამჯობინებ.

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღოს ხმა რომ ეს არ არის ფეხბურთი და ასე ვერაფერს მივაღწევთ ვერც ახლა და ვერც მომავალში. ან რა ტაქტიკაა,ან შეთამაშება სად არის, საერთოდ ფეხბურთი სად არის?
Zangi
მაკედონიამ გამოიძრო ბოლომდე ბულგარეთთან წააგო სახლში 1-0
ლომი
ასეთი ცუდი თამაში კარგა ხანი არ მინახავს. ვიმედოვნებ მეტი არ მოხდება და მოტივაციის პრობლემა იყო.
გულშემატკივარი
ვულოცავ საქართველოს!!!! 11 წაუგებელი მატჩი მადლობა ღმერთს!!!მადლობა ბიჭებს!!! მადლობა მწვრთნელს!!! დამაჯარებელი თუ არა დამაჯერებელი ხომ მოვიგეთ,ნუ გვავიწყდება,ახლო წარსულში ერთ თამაშსაც კი ვერ ვიგებდით.წარმატებები და წინსვლა ჩვენს ნაკრებს!!!
[[[ სანიოლი არ არის მწვრთნელი ]]]
მექვაბიშვილის შევდომით გავიდა გოლი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
გიბრალტარი-საქართველო - შემადგენლობები ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?