საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგა" გიბრალტართან (2:1) გამარჯვებით დაასრულა და ერთი დივიზიონით დავწინაურდით, ამასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშებთ. ამ თემას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:

1) ანგარიში;

2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამრთლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.

ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო "ჯობიაზეც" არაა საქმე: რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევრფინალის და მით უმეტეს, ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასველად სხვა მწვრთენლი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.

ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწიულობრივ ჩვენც ვმასპინზძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში, ხვიჩას თამადობით.

ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანდად და ვეძებოთ კარგი საყრდენები!

P.S. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამაყრეთ - 11 წაუგებელი თამაში გვაქავს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია."

9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველის ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა, შეხვედრები კი მომავალი წლის მარტიდან ჩატარდება.

კახაბერი
თან იმ სამკლაურის გაკეთების შემდეგ , მგონი საერთოდ 1 თუ ორი მატჩი ჩაატარა , უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვიტესიდან წამოსვლა , უარი რომ ეთქვა იმის გაკეთებაზე , არც არაფერს ჰკარგავდა და დარწნ=მუნებული ვარ არც არავინ დააძალებდა /
რეზო
2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადმიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა. აი ეს არი შენი შეფასება. არც მეტი ხარ არც ნაკლები. არც ფეხბურთი რო არ გესმის, არც პოლიტიკა და არც ჟურნალისტი ხარ ეგ ისეც გასაგები იყო. შენ და კაშიამ ერთად იაეთ
ლევანი
დიაღ, ყოჩაღ სანიოლს და ბიჭებს, ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ. ვაისის დროს მართლა ერთ ჩაკვეზე ვიყავით ჩამოკიდებული, რაღაც დონით ახლაც ასეა, მაგრამ ეს ნორმალურია. ხვიჩას გარეშე ბევრად ძლიერი გუნდი გვყავს, ვიდრე მაშინ ჩაკვეს გარეშე.
Zesta
Kargad vitamashet mara waveget sul ase ito rac tavi maxsovs axla igeben bijebi da yoveltvis 100 procentit ver ajobeb metoqes
სანდრო
დღევანდელი ჩვენი ნაკრების წარმატებაში ლომის წილი ერთ სლოვენიელ საბაშვო ფეხბურთის მწვრთნელს მიუძღვის.. რომელიც თბილისის დინამოში მოღვაწეობდა.. მან აღზარდა ბევრი წარმატებული ფეხბურთელი. ას, რომ საბავშვო ფეხბურთის განვითარებაში.. უფრო სწორად, რომ ვთქვათ ინფრასტრუქტურის.. საბავშო ფეხბურთის მწვთნელების "სრულყოფილ მომზადებაში"/შესაფერის ანაზღარებაშია ... ჩვენი ფეხბურთის წარმატების საიდულო.. მაგრამ რა ვუყოთ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს..., რომელსაც დისციპლინა და შრომა არ უყვარს,, და საუკეთესო მომავლის მქონე ფეხბურთელების მომავალს ესე გულუხვად ანიავებსს..
დათო
ამ საიტზე მეტრეველის ნაზრეევებს რომ აქვეყნებთ სხვა საქმე არ გაქვთ აღარაფერ საიტერესოს არ დებთ ხვიჩა რომ არ ყოფილიყო რა გეშველებოდათ მოკლედ უკან მიდიხართ ბევრი სპსპორტია კიდე და ბევრი ქართველი სპორტცმენი
Ziz
ივნისში ნაკრების ყველა წევრი კარგ ფირმაში იყო და ლამაზი თამაშიც გ ქონდა და შედეგიანიც. ეხლა ცოტა სხვა სიტუაცია იყო, არ იყვნენ სასურველ ფორმაში არც ლობჟანიძე, არც მიქუტაძე, კვარაც ცოტა გადაღლილია-რეალურად ხო არც დაუსვენია… და მაინც 6 ქულა დადეს! ამ სერიისთვის ძალიან კარგი შედეგი იყო, მათი შესაძლებლობების სიკეთე ივნისში ვნახეთ. უბრალოდ არ ღირს ტრაგედიის შექმნა
1.2.3.4.5.6.
მოწინააღმდეგე გვეჯიბრება ცუდად თამაშში ან მეტი არ შეუძლია და როცა ჩვენზე ცოტა ძლიერი გამოჩნდება პირველი დამარცხებაც იქ იქნება. მადლობა ბიჭებს აქამდე რო მოვიდნენ და კიდევ 2 თამაშის მოგებას ვუსურვებ! მანამდე კი სულ მომატებაზე იფიქრონ და უკეთეს გუნდებში გადავლენ.
ბაბაია
გადავხედოთ ჩვენი ნაკრების განვლილ გზას....გძნობები მრავალმხრივია არის აღტაცება , სიხარული მიღწეული წარმატებებისაგან და ამავდროულად თითქოს ყოველივე ეს არის მოწყალება რომელიც სიყვარულის გარეშე არის ცივი და დამთრგუნველი, აი ასეთია დღეს ჩვენი ერის ყოფაც ცივი და დამთრგუნველი, ასე ჩაიარა გვირაბის ბოლოს სინათლის იმედით და მზიან ღამეში ჩვენმა ცხოვრებამ (თუ არსებობამ) ჩაიარა ყოველდღიური შიში,თუ იმედით , სიყვარულით და იქვე სიძულვილით , ეროვნული აღმაფრენით თუ დაღმაფრენით და სადა ვართ დღეს? ისევ გვირაბში თუ უდაბნოში წინამძღოლი მოსეს და იესო ნავეს გარეშე უგზოუკვლოდ მავალნი, რა არის ჩვენი მიზანი ?ხორციელი გაძღომა თუ სულიერი დანაყრება , თავის გადარჩენა თუ სიკეთით თავის გამოჩენა ? სიცრუეში, გაიძვერობით არსებობა თუ სიყვარული და ურთიერთთანადგომა? კასრში გამოზრდილი ვირთხებივით ურთიერთმტრობა.გაუტანლობა თუ თანადგომა ?ერთად დიდი სიხარულის განცდა, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე აი ეს შეუძლია გვაჩუქეს ჩვენმა "ოქროს ბიჭებმა " არ გამოვყოფ არავის ყველამ დადო თავისი წილი ამ წარმატებაში, წინ კიდევ ბევრია საშრომ- საოფლარი და ვიცი თავს არ დაზოგავენ, არ შეირცხვენენ, უფალი ფარავდეს მათ და მთლიანად საქართველოს.
ადამიანი
კაშია კარგი კაპიტანი-დიახ,კარგი პიროვნებაა-დიახ,სამკლაურის გაკეთება დაახლოებით ისეთივე საქციელი იყო,როგორც პიონერთა ყელსახვევი,პარტიამ ბრძანა და... პ.ს. ანატომიის წიგნს გადახედოს ყველამ და გაერკვეს ,რომელ ორგანოს რა დანიშნულება აქვს,თორემ კამომაც აურია
დათო
ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებასა ერთმანეთთან შეთამაშებაშია.აშკარად არ არის საკმარისი ის შეკრებები რაც ტარდება. ამის გარეშე ვერც სანიოლი და ვერც ვერავინ ვერაფერს იზავს. თუმცა ყველა პრობლემის გადაჭრის შემთხვევაშიც არ უნდა დაგვავიწყდეს რა დონის ფეხბურთელები გვყავს ძირითადად და რა კლუბებში თამაშობენ და ზედმეტი ილუზიები და ამბიციებიც არ უნდა გვქონდეს რომ მერე ფუჭი იმედები არ გაგვიცრუვდეს, როგორც ხშირად მოგვსვლია.
გია
6 თამაშში 16 ქულა ვაისმაც კი დადო. მახსოვს ისიც ცაში ავიყვანეთ მაშინ, მაგრამ მომდევნო შესარჩევში სადაც უკვე ძლიერი გუნდები იყვნენ, ვერცერთი თამაში ვერ მოიგო. მაშინ ჭაკვეტაძეზე ვიყავით ჩამოკიდებული და მაგიტომ. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. როგორ გგონიათ 1981 -ში დინამო ევროპის თასს მარტო ყიფიანით მოიგებდა, ისეა ახლაც. საჭიროა მაღალი დონის მოთამაშეები ჩვენდა საბედნიეროდ ამის ნიშნები არის. კავარაცხელიას გვერდზე არიან მამარდაშვილი და ლოჩოშვილი. ველოდებით დავითაშვილს, ჭაკვეტაძეს, კიტეიშვილს. 6-7 ფეხბურთელი რომელიც უკვე მაღალი კლასის ფეხბურთს ითამაშებს ეს უკვე დიდი ძალაა ნაკრებისთვის. 2024 წლამდე კიდევ დიდი დროა და ფეხბურთელები კიდევ მოიმატებენ კლასში.
თენგო
ერთერთი ყველაზე მეტად ახლა კომბინაციური ფეხბურთი ჭირდება ჩვენს ნაკრებს. სანიოლი ამ მიმართულებით ეტყობა ვერ დაეხმარება. მოწინააღმდეგის შესწავლაც ვერ დგას კარგ დონეზე. გაუმარჯოს კვარას გუნდს!
საქართველო
რა დრო დაგვიდგა,ერთა ლიგის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ და ხალხი უკმაყოფილოა, ექსპერტებათ რომ მოგაქვთ თავები,ჟუუუუუურნალისტებს,აბა გადახედეთ რომელმა ნაკრებმა ჩატარა ყველა მატჩი მაღალ დონეზე?!
კოკო
ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი და ეს ჩვენი აქტივია, მაგრამ ასევე დიდი პოტენცია გააჩნია ნაკრებს ტაქტიკური დახვეწის, გუნდური, კოლექტიური თამაშის დახვეწის კუთხით და თუ ეს რეზერვი ავამოქმედეთ, მაშინ წინ ვერაფერი დაგვიდგება.
მ.მ
მე ჟურნალისტი ვიგულისხმე დაწერაში, მესი ხავი და ინიესტა ცოტაა , კიდე გაგეგრძელებიათ
ელიასი
მარადონამ 1986-ში უსახური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. კვარადონა ჩვენთან აშკარად ყველას სჯობია, მაგრამ ჯერ არ აქვს აკრეფილი ის ძალა, რომლითაც გუნდს შორს გაათრევს, მომავალში კი რა იქნება ვინ იცის. ამიტომ საჭიროა მინიმუმ კიდევ ერთი ძლიერი გამწევი ძალა, ის კი არ ჩანს. ეს შეიძლება ჩაკვე ყოფილიყო, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ფიზიკური ფორმის პრობლემები არ მისცემენ სამწუხაროდ გასაქანს. როგორც არ მისცეს ჯანოს, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი მოთამაშე იყო ჩვენში. ასე რომ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს დღეს ვერ ვხედავ.
სანდრო
vetanxmebi am kacsvicha rom ar gvyavdes araperi ar ikneboda!
ნუგზარი
დაანებე იმაზე წერას თავი, რაშიც ვერ ერკვევი!!!!!
დათო
მერაბას აზრი აპრიორი სწორი კი არ არის. თქვა და გაიარა. ნაკრებს ყავს კარგი მეკარეები, წიტაიშვილი და ხვიჩა. წინა გათამაშებაში ჩაკვემ ათრია გუნდი. ახლა ამათმა.
shoda
გეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში!
ჰაჰა
ორივე თამაში ძალიან ცუდად ითამაშეს. ეს რა, მარტო ფეხბურთელების ბრალია? რომ მოიგეს, კარგია. მაგრამ ბულგარეთთან იქ, თან საკაიფოდ ითამაშეს თან მოიგეს. რომელი ჯობდა?
გიორგი
ბოლო 11 დან 9 თამაში მოვიგეთ. გადავუარეთ შვედეთს, ბოსნიას, ბულგარეთს (გასვლა), მაკედონიას (გასვლა), კოსოვოს (გასვლა), მხოლოდ იმიტომ რომ გიბრალტარს 2-1 მოვუგეთ რეგრესი გვაქვს ?!.. კვიპროსმა საბერძნეთს მოუგო - ფარერებმა თურქეთს. ამ დროს ჩვენ 6 ქულა ავიღეთ 2 თამაშში. არცერთ ნაკრებს არ აუღია 16 ქულა ამ ერთა ლიგის გათამაშებაში. პროგრესი სახეზეა
ჰაჰა
და რა შედეგი ქონდათ, მესის, ხავის და ინიესტას გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდეგ?
მოკლედ
ნორვეგიამ ჰოლანდამდე დაიწყო ამოქაჩვა, ფეხბურთში. ამის მერე მოვიდა ჰოლანდი. ინგლისმა რომ წააგო, ეგ არაფერია. ინგლისი ძირითადი თამაშებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატი ან ევროპის გაგიგია?
100%
მერაბ! დაფასებული კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად არ გინდა ჩვენი ნაკრების კარგი. მე რასაც დავჯღაპნი შეიძლება ორმა კაცმა არ წაიკითხოს, შენ მეგობარო ცნობადი სახე ხარ და მინდა გთხოვო, სამკლავურზე აღარ სთქვა, ისე კი კაშია არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, როგორც ფეხბურთელი.
qomagi
რაღაც საკითხებში გასაგებია და რეალურია პოზიცია,მაგრამ სანიოლზე რომ ამბობთ ,რომ გამოჩნდება ეს მისი მაქსიმუმია თუ კიდევ მოამატებინოს გუნდსო,ნაკრების მწვრთნელმა რანაერად უნდა მოამატებინოს გუნდს ვინმე ამიხსნის? 3 თვეში 4 დღით ხდება შეკრება და ნაკრების მწვრთნელმა უკვე წარმატებული მოთამაშეები უნდა შეარჩიოს თორე 4 დღეში ვერ ასწავლი ფეხბურთელს თამაშს.მასე იძახდნენ ქეცბაიაზაეც და სულ ტყუილა
tngh
ეს კაცი მე სტადიონზე არ მინახია... 6 თამაშში 16 ქულას იწუნებს!!! ჩამოყალიბებული ინტრიგანია. ცუდი თამაშიო!!! "დილეტან-პოპულისტია"...
უვიცი
ნორვეგიას მართლა ათრევს ერთი კაცი
გიორგი
რამდენი უთამაშებელი ფეხბურთელი ჰყავდა სანიოლს, ისიც დაითვალეთ. ნახევარ ტაიმსაც არ თამაშობენ. არც აბურჯანია, არც კვეკვესკირი არ ჩამოუვარდება არცერთ მაკედონიელს. ექნებათ პრაქტიკა, გვეყოლება ლაღი ნაკრები. თუ არა ვიქნებით დამოკიდებული გამობრწყინებაზე. მთავარი იყო შედეგი და კაცმა დადო შედეგი. თუ ვინმე ადრე მოდუნდა, მათი პროფესიონალიზმის დონის მინიშნებაა. მადლობა სანიოლს გამარჯვების მენტალობის აღდგენისთვის!
სიმართლე
ყველაფრის ექსპერტია ეს ბიჭი. უმადურობა კი გჩვევია ქართველებს, მაგრამ რატომ დაგავიწყდა საწყისი 4 არაჩვეულებრივ სტილში ჩატარებული შეხვედრები. ერთ გრანდსაც ვერ დაასახელებ, რომელიც ერთ დონეზე ატარებს ყველა მატჩს. მითუმეტეს მაჩაბჩალა ნაკრებთან. ჩვენც მაჩანჩალები ვიყავით აქამდე, მაგრამ უჭირდათ ხოლმე გრანდებს ჩვენთან თამაში. ბოლო ორ თამაშში ნაკრებმა მოიგო კლასით და ეს მისასალმებელია.
გოგა
მასე თურქებმა ვერ მოიგეს თამაშები ლუქსებურგთან და ისლანდიასთან, მაგრამ სუსტი გუნდია? გუნდი სულ ერთნაირად ვერ ითამაშებს, მართალია ეიფორიაშიც არ უნდა ჩავავრდეთ, ჯერ არსად არ გავსულვართ,მაგრამ დღეს ჩვენ ნაკრებს ვერავინ ვერ დაჩაგრავს, მარტამდე 4 5 ფეხბურთელით გვჭირდება გაძლიერება ცენტრში და დაცვაში, ყველა დროის საუკეთესო ნაკრები გვყავა დღეს, მარტო ხვიჩა და მამარდაშვილი რად ღირს, სხვებიც უფრო მოუმატებენ
გია
ბოლო თამაშები გუნდმა ვერ ითამაშა, მაგრამ შედეგი დადო. გასაგებია ორივე შედეგში ხვიჩას წვლილი დიდზე დიდია.ფეხბურთიც სწორედ ეგ არის ლიდერები ქმნიან ამინდს. 2024-ში ჩვენ უფრო ძლიერ ნაკრებს უნდა ველოდოთ, აგერ ახალგაზრდები მოდიან საკმაოდ მოტივირებულნი და მათგან ძალიან ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდოთ.
aburjga
ყოჩაღ ილია! ასე მოკლედ ამდენი მართალი არავის უთქვამს! მადლობა!
Giorgi kakaladze
მადლობა გურამ ჩვენისთანა დაჩაგრულ და გარიყულ ხალხს რომ იცავ.
თამაზი
რას აკრიტიკებთ ამ კაცს, სწორ კითხვებს სვამს. ბოლო ორი თამაშის დონით შორს ვერ წავალთ
aleqsandre
ვაი შენს პატრონს მერაბ.
ჯიმა
მოკლეთ რა, დაანებეთ ამ პატიოსან კაცს თავი, იმის გარეშე ბაბუჩემი ბებიაჩემი იქნებოდაო ხო გახსოვთ ბავშვობა:) რანი ვართ კი ვიცით და დაანებეთ ამ კაცს თავი:):):):):
ლშა_იუვენტინო
ქეცბაიას 10 წაუგებელი მატჩი ქონდა და ეხლა 11 თამაშიდან 9 მოგება გვაქ და ორი ფრე . ამაში განსხვავებას ვერ ხედვათ ?
las
შენ ჯერ ის დაწერე. გვარდიოლას რა შედეგი ქონდა მესის, ინიესტას და ხავის გარეშე და მერე ჩვენც დავწერთ :)
las
რრრ - და შენ ფიქრობ რომ საქართველოს ნაკრებს დღეს უკეთესი შემადგენლობა ყავს ვიდრე ვაისს ყავდა? :) ან ეს მარჩიელობა რას ნიშნავს ვაისის ადგილას რომ ყოფილიყო რას იზამდაო. ფაქტი არის ის რომ სანიოლის აქვს შედეგი. თან 100%-იანი. ამ ეტაპზე არ არსებოსბ თამასა რომელზე მეტსაც მოტხოვდი. აბა რას ითხოვ. გიბრალტარს 3 ბურტის სხვაობით რატო არმოუგოო? შე კაი კაცო 5 გოლი გაუტანა ბულგარეთს გასვლაზე, იმ ბულგარეთს რომელსაც სულ ამოტენილები ვყავდით. და წარმოიდგენდი მაგ შედეგს? :)
ილია
ეგრე, მთელს ნორვეგიას ჰალანდი ათრევს და დიდი ამბავი. ეგაა ფეხბურთი. ინგლისს თუ ყველა კარგი მოთამაშე ჰყავს რა ხეირი? 2 ქულით დაასრულეს სეზონი : )

კაშიას ეკეთა გარყვნილების სამკლაური და რაღაცას ნუ მიედმოედებით. არ არის ეგ კარგი. არავინ არ ამბობს რომ უნდა ცემო ქუჩაში დანახული გეები ვინც ცემს პოლიციას გაცემს პასუხს. მაგრამ ამავდროულად ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება და მისი მხარდაჭერა არის საძაგლობა. ჰომოსექსუალიზმი როგორც ასეთი მოვლენა არის ცუდი და არავის არ უნდა რომ მისი შვილი ეგეთი იყოს, მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ თუ იქნება უნდა გარიყო. ამავდროულად უი რა მოხდა ეგ ნორმაას ძახილიც არ შეიძლება. გარყვნილებაა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი
მ.მ
კვაეაცხელიას გარეშე რა შედეგი აქვს სანიოლს ისიც დაწერეთ, კვარაცხელიასთან(ჩაკვეტაძესთან) ერთად ვაისის ნაკრებიც მაგარი იყო.
რრრ
სანიოლის გაშვებას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, მარა იმას, რომ იძახით ვაისმა წააგო მაკედონიასთან და ამან მოიგოო, კი მარა ვაისს, რომ გუნდი ყავდა მაშინ იგივე რომ ყოლოდა სანიოლს მოუგებდა დაფიქრებულხართ ამაზე? თ
ქ. გ.
Re: "ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე გუნდია, როგორიც ადრე იყო" ხვიჩას გარეშე ნაპოლი ისეთივე გუნდია, როგორიც ადრე იყო. ხვიჩასთან ერთად ნაპოლი სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
Givi
Am bichebis dzalian meimedeba martla kargi taobaa,magram erti unda vtqvat aranairi kombinaciebi arc kutxuris dros winaswar navajishebi araferi maseti ar sheinishneba(gibraltaris 15 nomers burti ver aaciles gushin kvela kutxuri moigeria tavit),rac dzalian cudia marto individualizmit shors ver wavalt...
las
რას ნიშნავს ეს სხვა მწვრთნელი ხო არ უნდა ვეძებოთო? ამას ამბობს სანიოლზე, რომელმაც რეკორდი დაამყარა ნაკრებში , გუნდა გაიყვანა 1 ადგილზე ჯგუფში. ორჯერ მოუგო ჩრ. მაკედონიას, რომელთანაც ვაისს ხელში მთავარი თამაში წავაგეთ სახში, მოუგეთ შვედეთს, ბულგარეთს კატასტროფული ანგარიშით, რომელთანაც სულ ვაგებდით. მეტი რა ქნას ამ კაცმა ამ ეტაპზე. მე ვფიქრობ ეს შემთხვევითი არ არის. ალბათ გარკვეულ წრეში ვილის გაშვება უნდათ, ეს ალბატ გამოიყვანეს , ფული გადაუხადეს და მოუსინჯეს კბილი ამ თემას. რომ ამბობს ხარისხი არ მომწონსო. მაშინ ისიც აღნიშნოს რის ხარჯზე ავიმაღლოტ ხარისხი და რა შევცვალოოთ. მიანიშნებს რომ უკეთ შეგვიძლია თამაში და სანიოლი ვერ ასრულებს მოვალეობასო. :) რაც ყავს ამ სანიოლს რესურსი იმას იყენებს. ნაკრებში 2 კაცი არის მე-2 ლიგიდან. დავითაშვილი ლამის ცამდე აიყვანეს. და კაცი მეორე ლიგაში თამაშობს. სხვები ნახეთ, აზერბაიჯანი, სერბეთი, სლოვაკეთი,პოლონეთი, ზოგი მანდაც ვერ ხვდება ძირითადში. და ამ გუნდით შედეგი დადო ვილიმ :)
საბა
კაშიასთან რა გინდათ ბიჭო :დ კარგი კაპიტანია დიახაც. მონაწილეობდა კამპანიაში, რომელიც გეუბნება რო თუ ადამიანი განსხვავებულია, არ უნდა ურტყა და მოკლა. რა თავს გახვევენ რას იგონებთ, ვინმე გეი გამხდარიყოს მოწოდებით და რეკლამით, ჯერ არ გამიგია.
თენგო
მადლობა უფალს ძალიან კარგი თაობა გვყავს. სანიოლს არ ვუკარგავ მისი შეკრებილია ეს გუნდა, მაგრამ შემდეგ? განვითარება? ამ გუნდისგან საათივით მექანიზმის აწყობა შეიძლება!!@
ნიკა
ესეც ის ექსპერტია ნაკრების მწვრთნელზე უკეთესად რომ იცის რა სჭირდება ნაკრებს
ურო
1. იტალიამ 1982 წელს ულამაზო ფეხბურთით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა 2.კაშიას რომ ის სამკლაური არ გაეკეთებინა, მაშინაც კარგი ფეხბურთელი იქნებოდა შენი შეფასებით?
koba
ძალიან ობიექტური და საღი შეფასებაა, ნაკრებმა უნდა მიაღწიოს იმ დონეს რომ იდივიდები კიარ წყვეტდნენ თამაშის ბედს, არამედ უნდა წყვეტდეს ნაკრები, ინდივიდები ბონუსად უნდა გვყავდეს.
ქ. გ.
ხელოვნურ მოედანზე მთავარია: a) ტრავმა არ მიიღო; b) 3 ქულა აიღო.
ქ. გ.
Re: "ლორია რომ არა... ხვიჩას გარეშე ცუდი გუნდია..." ჩივაძე, მაჩაიძე, სულაქველიძე, შენგელია რომ არა... ყიფიანის და გუცაევის გარეშე...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს