თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

გუშინ ჩვენება სპორტსმენის ძმამ, თენგო ბასილაშვილმა მისცა და იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად ცხოვრობდნენ:

"2017 წლიდან ნიკოლოზმა დაშორებაზე დაიწყო ლაპარაკი, ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებს, ღალატს მაბრალებსო. ნელიმ მეც მომწერა - ნიკას ხელშემწყობი ხარ ჩემ ღალატშიო. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი, სასამართლოში წაგიყვანთ, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო. მერე გამიჩნდა ღრმა რწმენა, რომ მართლა რაღაც მოხდებოდა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა ნიკა საქართველოში დარჩა და ნეკა - ნიუ-იორკში, მათი თანაცხოვრება შეწყდა. ამას ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა უძღვოდა წინ. 28 აგვისტოს, დილით დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოლოზს ეძებდა, ვერ პოულობდა, თითქოს, ნიკა ღალატობდა. ვუთხარი, რომ ვარჯიშზე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს, როცა ნელი დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს არ უღალატია და ყოველთვის მისი ერთგული იყო. კონფლიქტის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილს ტოვებდა, სიტყვას არ უბრუნებდა".

თენგო ბასილაშვილმა თქვა, თუ რა ქონება მიიღო დოროყაშვილმა მისი ძმისგან.

"გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი "იქს 5" აჩუქა, ისეთი, როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა. მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი", - განაცხადა ბასილაშვილის ძმამ.

თენგო ბასილაშვილმა ასევე იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილს:

"ნეკა დოროყაშვილი ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო....

500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით; მცხეთის ქუჩაზე სახლს, რა სახლიც აჩუკა ნიკამ ლუკას, მაგ სახლს ითხოვდა; გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18 000 ლარს ალიმენტს", - თქვა თენგო ბასილაშვილმა.

Vasili
ამ ყველაფერს რო ვკითხულობ, აღარ მინდა ცოლი!!! მარა გვიანია უკვე!!! არ გინდა ცოლიო უფროსები ბიძიები რო ღადაობდნენ მეგონა მართლა ხუმრობდნენ… :D :D:D
ვარლამი
პუტინს რომ გავუგზავნოთ, იქნებ ისიც დააქციოს და გაპრტყვნას
მამუკა
მოქალაქე-ს, თქვენს კომენტარზე-,,ეს არასამთავროები ადამიანის უფლებებს რომ ''იცავენ'' ნიკოლოზ ბასილაშვილს არა აქვს უფლებები თუ ადამიანი არ არის?", სწორედ მაგ არასამთავროების მიერ არის წარდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ანა აბაშიძე, ამავდროულად დოროყაშვილის ადვოკატი, ვისი კარნახითაც მოქმედებს ეგ დოროყაშვილი, მოკლედ, როგორც ვიცი დღეისათვის არასამთავროების ლიდერი კანდიდატია! და ალბათ გაიყვანენ კიდეც! როგორც სანდრო კარიძე იტყოდა ,,დათა თუთაშხიადან" - ,,ვაი საცოდავო საქართველო საით მიდიხარ!"
muro
დიზლაიქები დაითვალე
Რაგბის ფანი
მე რიგითი ქართველი ვითხოვ: ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, გაძევდეს ქვეყნიდან და სიბერემდე აეკრძალოს აქ ჩამოსვლა. ვიცი, რომ ქართველების 99%-ს მოგაბეზრათ თავი ამ ქალმა და კიდევ დიდხანს არ გაჩერდება თუ რამე არ ვიღონეთ.
მოქალაქე
ამ ქალის (თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ) დანახვა აღარ შეგვიძლია!!! ეს რა უბედურება გადაეკიდა ამ ბიჭს!!! რა სასამართლო, რის სასამართლო, ფსიქოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს!!! ან დედად ივარგებს??? როგორ შვილს გაზრდის ეს ვამპირი!!! რამხელა ზარალი მიაყენა ნიკას -- ფსიქოლოგიური, ფინანსური... ეს არასამთავროები ადამიანის უფლებებს რომ ''იცავენ'' ნიკოლოზ ბასილაშვილს არა აქვს უფლებები თუ ადამიანი არ არის? ჩამოართვით დედობის უფლება!!!
Muros
ადამიანი თავის უფლებებს იცავს, შენ რა გალაპარაკებს. შენ გოგოს რომ ვინმემ იგივე გაუკეთოს მერე დაწერ ესეთ რამეს? მერე შენზე იტყვიან არ სცხვენია ამ გოგოს ოჯახსო?
rss
ცოლის მოYვანა გადავიფიქრე..
muro
ნეტა ამ ქალის მშობლებს და ოჯახის წევრებს არ სცხვენიათ. რით ვერ დააწყნარეს?
ვაჟა
კაი მადა ჰქონია მე და ჩემმა მზემ!!! როგორც ლუარსაბ თათქარიძე კაცს ძირგავარდნილ ქვევრს ადარებდა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ჩააყარო და ჩაასხა სასმელ-საჭმელი (ამ შემთხვევაში დამატებული ფული და ბინებიც) და მაინც ვერასოდეს ვერ ამოავსო ასეთ გაუმაძღრობასთან გვაქვს საქმე. რეკეტიორია რა....

რა გაუმაძღარი ხარ დოროყვა? რით ვერ ამოივსე ეგ ოხერი მუცელი?

ღმერთო, რა გოიმია...
მწვრთვნელი
ამას ქვია ბუნდღაც არ დაუტოვაო! არ პტყვნის წიწილასავით თუ!
ქიტესა
საზოგადოების სისუსტეა ეს ბანდიტი ამდენს რომ ბედავს.
las
აი აქ შეცდა ნეკა. 18 ათასიო. დაამრგვაელ რა შე ქალო. 20 ყოფილიყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
თსუ-მ სუპერლიგის ფინალური სერია რთული გამარჯვებით გახსნა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 დინამო (ბთ). შეცდომების გამოყენების ნიჭი
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
რაშია პსჟ-ის წარმატების საიდუმლო? - ჰაკიმიმ ენრიკეს გამარჯვების ფორმულა დაასახელა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
აღარ გვინდა, ვილი "გაიჭედოს"! - კითხვები სამართლიანობისთვის
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
"ბავშვთან ერთად უცენზურო სიტყვებს ამბობდა" - ბასილაშვილის ძმამ დოროყაშვილის ძმას უჩივლა [VIDEO]
ნიკოლოზი ძველ ფორმას იბრუნებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
2-წლიანი პროცესი დასრულებულია - სასამართლომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
"ეს მუ…. ნახე რა!!!... ბასილა ჩვენი სიამაყეა" - ზალიკო ბერგერი ნელი დოროყაშვილის პასუხობს
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
"როდესაც ნიკამ ნელი გამაცნო, დავინახე, რომ... სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი..." - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
ბასილაშვილისთვის 2022 წლის სეზონი თითქმის დასრულდა - რას აცხადებს ჩოგბურთელის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
"დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთო... ნიკა მეუბნებოდა, მემუქრებაო..." - რა თქვა სასამართლოზე ბასილაშვილის ძმამ